განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N3ბ/2204-19, 330310017002136738
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
14 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - დავით ახალბედაშვილი
სხდომის მდივანი - ნინო პაპინაშვილი
აპელანტი (მოსარჩელე) - შპს ,,მარმარილო“
წარმომადგენელი - გიო---ი ჟა------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი - ეკ--------ე ახ--–--–ი
მესამე პირი - შპს ,,ზამმეტალი“
მესამე პირი - შპს ,,საქტრანსგაზმრეწვი“
მესამე პირი - სსიპ შემოსავლების სამსახური
მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით შპს „მარმარილოს“ სარჩელი აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 31 აგვისტოს №A12032236-027/057 განკარგულების 10 ტონიან ცისტერნასა და ცისტერნა რეზერვუარზე საკუთრების უფლების გადაცემის ნაწილში ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) 2009 წლის 05 ნოემბრის N14/04-4625 ბრძანებით ყადაღა დაედო სს ,,საქტრანსგაზმრეწვის“ ქონებას (მატერიალურ ან/და არამატერიალურ) აქტივებს.
2009 წლის 30 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექცია) სს ,,საქტრანსგაზმრეწვის“ დაყადაღებული ქონების ღია აუქციონზე რეალიზაციის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 25 იანვრის ბრძანებით (საქმე N3/4179-09) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და დადგინდა გადასახადის გადამხდელის სს ,,საქტრანსგაზმრეწვის“ ყადაღადადებული ქონების ღია აუქციონის წესით რეალიზაცია.
აღნიშნული ბრძანების საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ 2012 წლის 10 ივლისს გაცემული იქნა N3/4179-09 სააღსრულებო ფურცელი, მოვალე სს ,,საქტრანსგაზმრეწვის“ მიმართ, კრედიტორი - სსიპ შემოსავლების სამსახური.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 25 იანვრის N3/4179-09 ბრძანებასა და 2012 წლის 10 ივლისის N3/4179-09 სააღსრულებო ფურცელში მითითებული მოთხოვნის იძულებით აღსრულების მიზნით აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ დაწყებული იქნა სააღსრულებო წარმოება N A12048790.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ 2010 წლის 29 დეკემბერს მიღებული იქნა გადაწყვეტილება (საქმე N3/1165-08), რომლის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხე - სს ,,საქტრანსგაზმრეწვს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 56 633 883.25 აშშ დოლარის ექვივალენტის გადახდა ლარში.
აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ 2012 წლის 17 მაისს გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი (საქმე N3/1165-08), სადაც მოვალედ მიეთითა - სს ,,საქტრანსგაზმრეწვი“, ხოლო კრედიტორად - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
2012 წლის 22 მაისს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს, წარუდგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება საქმეზე N3/1165-08 და 2012 წლის 17 მაისის N3/1165-08 სააღსრულებო ფურცელი და მოითხოვა სს ,,საქტრანსგაზმრეწვის“ მიმართ არსებული მოთხოვნის იძულებით აღსრულება.
სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა 2012 წლის 23 მაისს N A12032236-004/001 და 2013 წლის 02 აპრილს N A12032236-004/002 წინადადებებით მიმართა სს ,,საქტრანსგაზმრეწვს“ და აცნობა, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია A12032236 სააღსრულებო საქმე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2012 წლის 17 მაისს გაცემული N3/1165-08 სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, სს ,,საქტრანსგაზმრეწვს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 56 633 883.25 აშშ დოლარის ექვივალენტის გადახდა ლარში. ამასთან, მოვალეს მიეცა წინადადება ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, დაკისრებული თანხა გადაეხადა ნებაყოფლობით, 7 დღის ვადაში და თანხა ჩაერიცხა აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე.
სს ,,საქტრანსგაზმრეწვის“ გენერალურმა დირექტორმა 2013 წლის 10 აპრილს N01/09 წერილით მიმართა თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელს და აცნობა, რომ სს ,,საქტრანსგაზმრეწვი“ იმყოფება მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში და მოკლებულია შესაძლებლობას კრედიტორული დავალიანების დაფარვა განახორციელოს ნებაყოფლობით. ამასთან, აცნობა, რომ სს ,,საქტრანსგაზმრეწვს“ გააჩნია სახელმწიფო ბიუჯეტის დავალიანება 22 714 460 ლარის ოდენობით და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2009 წლის 5 ნოემბრის N19/04-4625 ბრძანების საფუძველზე საწარმოს (მატერიალურ ან/და არამატერიალურ აქტივებს) ქონებას დაედო ყადაღა.
2016 წლის 24 მაისს, 17:00 საათზე თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის გიო---ი ჩხიტუნიძის მიერ შედგენილი იქნა აქტი მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ. აქტში მიეთითა, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია: 1) A12032236 სააღსრულებო საქმე, სააღსრულებო ფურცელი N3/1165-08, გაცემული 17.05.2012 წელს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ, რომლის თანახმად, სს ,,საქტრანსგაზმრეწვს“ (204892189) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 56 633 883.25 აშშ დოლარის გადახდა; 2) A12048790 სააღსრულებო საქმე, სააღსრულებო ფურცელი N3/4179-09, გაცემული 10.07.2012 წელს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ, რომლის თანახმად, უნდა მოხდეს სს ,,საქტრანსგაზმრეწვის“ (204892189) დაყადაღებული ქონების ღია აუქციონზე რეალიზაცია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სასარგებლოდ. მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში ასევე აღინიშნა, რომ აღმასრულებელმა მოახდინა მცხეთის რაიონის სოფელ ძეგვში მდებარე მოვალე სს ,,საქტრანსგაზმრეწვის“ (204892189) კუთვნილი ქონების აღწერა-დაყადაღება, რომელთა შორის მიეთითა: ცისტერნა 10 ტონიანი და ცისტერნა რეზერვუარი.
სს ,,საქტრანსგაზმრეწვის“ დაყადაღებული მოძრავი ქონება, მათ შორის ცისტერნა 10 ტონიანი და ცისტერნა რეზერვუარი, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გასხვისდა საჯარო აუქციონის გზით.
2016 წლის 31 აგვისტოს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ გამოცემული იქნა განკარგულება N A12032236-027/057, რომლის თანახმად, მოვალე სს ,,საქტრანსგაზმრეწვის“ (204892189) საკუთრებაში რიცხული ქონების, მათ შორის 1 ცალი 10 ტონიანი ცისტერნის და 1 ცალი და ცისტერნა რეზერვუარის შემძენი 22.08.2016 წელს დასრულებულ, იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა შპს ,,ზამმეტალი“ (400104962). ამავე განკარგულებაში მიეთითა, რომ აღსრულება განხორციელდა არაუზრუნველყოფილი კრედიტორების, მათ შორის N A12032236 სააღსრულებო წარმოების კრედიტორის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სასარგებლოდ.
შპს ,,მარმარილომ“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის გიო---ი ჩხიტუნიძის მიერ 2016 წლის 24 მაისს შედგენილ ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში მითითებული მოძრავი ნივთებიდან: 10 ტონიანი ცისტერნის, ცისტერნა რეზერვუარის და ამწე მექანიზმის დირესთან ერთად, ყადაღისგან გათავისუფლება. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 03 აგვისტოს გადაწყვეტილებით (საქმე N2/18495-16), შპს ,,მარმარილოს“ სარჩელი დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ო---ანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ო---ანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ო---ანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლომ ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილება - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 31 აგვისტოს №A12032236-027/057 განკარგულება აკმაყოფილებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და იგი წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დებულებებთან.
სასამართლომ განმარტა, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ო---ანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს.
მითითებული კანონის მე-2 მუხლი განსაზღვრავს აღსრულების ქვემდებარე აქტებს, რომლის ,,ა“ პუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება, გარდა ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებისა, ხოლო მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების იძულებით აღსრულებას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.
სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2012 წლის 22 მაისს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს, წარუდგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 დეკემბრის კანონიერ ძალაში გადაწყვეტილება საქმეზე N3/1165-08, 2012 წლის 17 მაისის N3/1165-08 სააღსრულებო ფურცელი და მოითხოვა სს ,,საქტრანსგაზმრეწვის“ მიმართ არსებული მოთხოვნის იძულებით აღსრულება.
დადგენილია, რომ აღნიშნული განცხადების საფუძველზე აღსრულების ეროვნულმა ბიურომ დაიწყო სააღსრულებო წარმოება NA12032236, მოვალე სს ,,საქტრანსგაზმრეწვის“ მიმართ. ასევე დადგენილია, რომ სს ,,საქტრანსგაზმრეწვის“ მიმართ, აღსრულების ეროვნულ ბიუროში მიმდინარეობდა სხვა სააღსრულებო წარმოებაც N A12048790, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 10.07.2012 წელს გაცემული N3/4179-09 სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით, რომლის თანახმად, უნდა მომხდარიყო სს ,,საქტრანსგაზმრეწვის“ (204892189) დაყადაღებული ქონების ღია აუქციონზე რეალიზაცია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სასარგებლოდ.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ინფორმირება ხდება სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. მოვალეს ეცნობება: ა) ინფორმირებიდან 7 დღის ვადაში მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულების შემთხვევაში მხოლოდ კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი აღსრულების საფასურის შესაბამისი ნაწილის, ხოლო ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში − აღსრულების საფასურის სრული ოდენობით დაკისრების შესახებ; ბ) ამ კანონის მე-18 მუხლით დადგენილი უფლებები; გ) სააღსრულებო წარმოების დაწყების სამართლებრივი შედეგები; დ) იძულებითი აღსრულებისათვის ამ კანონით გათვალისწინებული შესაძლო გასატარებელი ღონისძიებები; ე) აღსრულების შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მიღების წესი და საშუალებები.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა 2012 წლის 23 მაისს N A12032236-004/001 და 2013 წლის 02 აპრილს N A12032236-004/002 წინადადებებით მიმართა სს ,,საქტრანსგაზმრეწვს“ და აცნობა, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია A12032236 სააღსრულებო საქმე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2012 წლის 17 მაისს გაცემული N3/1165-08 სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, სს ,,საქტრანსგაზმრეწვს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 56 633 883.25 აშშ დოლარის ექვივალენტის გადახდა ლარში. ამასთან, მოვალეს მიეცა წინადადება ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, დაკისრებული თანხა ნებაყოფლობით გადაეხადა 7 დღის ვადაში და თანხა ჩაერიცხა აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე. დადგენილია, რომ სს ,,საქტრანსგაზმრეწვის“ გენერალურმა დირექტორმა 2013 წლის 10 აპრილს N01/09 წერილით მიმართა თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელს და აცნობა, რომ სს ,,საქტრანსგაზმრეწვი“ იმყოფება მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში და მოკლებულია შესაძლებლობას კრედიტორული დავალიანების დაფარვა განახორციელოს ნებაყოფლობით. ამასთან, აცნობა, რომ სს ,,საქტრანსგაზმრეწვს“ გააჩნია სახელმწიფო ბიუჯეტის დავალიანება 22 714 460 ლარის ოდენობით და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2009 წლის 5 ნოემბრის N19/04-4625 ბრძანების საფუძველზე საწარმოს (მატერიალურ ან/და არამატერიალურ აქტივებს) ქონებას დაედო ყადაღა. ამდენად, მოვალემ უარი განაცხადა A12032236 სააღსრულებო საქმის ფარგლებში არსებული მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულებაზე.
სასამართლომ მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-9 პუნქტზე, რომლის თანახმად, თანხის გადახდევინების, უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის, ქონების გადაცემის ან სხვა ისეთი კატეგორიის საქმეებზე, როდესაც აღსრულება უნდა განხორციელდეს მოვალის ქონებაზე ან ამ ქონების ხარჯზე, წინადადების ჩაბარებასთან ერთად (ან თუ წინადადების ჩაბარება დროულად ვერ ხდება) აღმასრულებელი დაუყოვნებლივ იწყებს მოვალის ქონების მოძიებას, აღწერას და მასზე ყადაღის დადებას ამ კანონით დადგენილი წესით. ამავე კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია, რომ მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში.
დადგენილია, რომ 2016 წლის 24 მაისს, 17:00 საათზე თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის გიო---ი ჩხიტუნიძის მიერ შედგენილი იქნა აქტი მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ. აქტში მიეთითა, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია: 1) A12032236 სააღსრულებო საქმე, სააღსრულებო ფურცელი N3/1165-08, გაცემული 17.05.2012 წელს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ, რომლის თანახმად, სს ,,საქტრანსგაზმრეწვს“ (204892189) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 56 633 883.25 აშშ დოლარის გადახდა; 2) A12048790 სააღსრულებო საქმე, სააღსრულებო ფურცელი N3/4179-09, გაცემული 10.07.2012 წელს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ, რომლის თანახმად, უნდა მოხდეს სს ,,საქტრანსგაზმრეწვის“ (204892189) დაყადაღებული ქონების ღია აუქციონზე რეალიზაცია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სასარგებლოდ. მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში ასევე აღინიშნა, რომ აღმასრულებელმა მოახდინა მცხეთის რაიონის სოფელ ძეგვში მდებარე მოვალე სს ,,საქტრანსგაზმრეწვის“ (204892189) კუთვნილი ქონების აღწერა-დაყადაღება, რომელთა შორის მიეთითა: ცისტერნა 10 ტონიანი და ცისტერნა რეზერვუარი. სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო ან მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე სხვა პირი მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადებიდან 1 თვის ვადაში, ხოლო ამ კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან 2 კვირის ვადაში, მისი რეალიზაციის მიზნით აცხადებს საჯარო აუქციონს. ამავე კანონის 75-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ ქონების ფასის სრულად გადახდის შემდეგ აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს განკარგულებას აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ.
დადგენილია, რომ სს ,,საქტრანსგაზმრეწვის“ დაყადაღებული მოძრავი ქონება, მათ შორის ცისტერნა 10 ტონიანი და ცისტერნა რეზერვუარი, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გასხვისებული იქნა საჯარო აუქციონის გზით, ხოლო 2016 წლის 31 აგვისტოს გამოიცა განკარგულება N A12032236-027/057, რომლის თანახმად, მოვალე სს ,,საქტრანსგაზმრეწვის“ (204892189) საკუთრებაში რიცხული ქონების, მათ შორის 1 ცალი 10 ტონიანი ცისტერნის და 1 ცალი და ცისტერნა რეზერვუარის შემძენი 22.08.2016 წელს დასრულებულ, იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა შპს ,,ზამმეტალი“ (400104962). ამავე განკარგულებაში მიეთითა, რომ აღსრულება განხორციელდა არაუზრუნველყოფილი კრედიტორების, მათ შორის N A12032236 სააღსრულებო წარმოების კრედიტორის - ფინანსთა სამინისტროს სასარგებლოდ.
სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე თავის სასარჩელო მოთხოვნის არგუმენტაციას არსებითად ამყარებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 03 აგვისტოს N2/18495-16 კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (საქმე N2/18495-16), სასამართლომ ყადაღისგან გაათავისუფლა თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის გიო---ი ჩხიტუნიძის მიერ 2016 წლის 24 მაისს შედგენილ ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში მითითებული 10 ტონიანი ცისტერნა და ცისტერნა რეზერვუარი. ამდენად, მოსარჩელე მიუთითებს, რომ აუქციონის წესით გასხვისებულ 10 ტონიან ცისტერნასა და ცისტერნა რეზერვუარზე საკუთრების უფლება შპს ,,მარმარილოს“ ეკუთვნის, ხოლო ქონება გასხვისებული იქნა მოვალე სს ,,საქტრანსგაზმრეწვის“ მიმართ არსებული მოთხოვნის აღსრულების მიზნით, რის გამოც მოსარჩელეს მიაჩნია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 31 აგვისტოს №A12032236-027/057 განკარგულება გასაჩივრებულ ნაწილში უკანონოა და ბათილად უნდა იქნას ცნობილი.
სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის ეს არგუმენტაცია და მიუთითა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ), ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ გამოიყენა ზემოაღნიშნული ნორმით მისთვის მინიჭებული უფლება და სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, კრედიტორების: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურის და მოვალე - სს ,,საქტრანსგაზმრეწვის“ მიმართ და მოითხოვა თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ გიო---ი ჩხიტუნიძის მიერ 2016 წლის 24 მაისს შედგენილი ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში მითითებული მოძრავი ნივთების, მათ შორის: 10 ტონიანი ცისტერნის და ცისტერნა რეზერვუარის ყადაღისგან გათავისუფლება. დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 03 აგვისტოს N2/18495-16 კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით შპს ,,მარმარილოს“ სარჩელი დაკმაყოფილდა და ზემოაღნიშნული ნივთები გათავისუფლდა ყადაღისგან.
სასამართლომ ყურადღება მიაქცია ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, თუ ყადაღადადებული ქონება უკვე რეალიზებულია, მესამე პირი უფლებამოსილია მოვალეს, რომლის ვალდებულების გამოც მოხდა მესამე პირის ქონების გასხვისება, მოსთხოვოს ზიანის ანაზღაურება.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ შპს ,,მარმარილომ“ 2016 წლის 24 მაისის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში მითითებული 10 ტონიანი ცისტერნისა და ცისტერნა რეზერვუარის ყადაღისგან გათავისუფლების მოთხოვნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში სარჩელი აღძრა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღნიშნული ქონების გასხვისების შესახებ საჯარო აუქციონის გამოცხადების შემდგომ. ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება 10 ტონიანი ცისტერნისა და ცისტერნა რეზერვუარის ყადაღისგან გათავისუფლების შესახებ მიღებული იქნა მას შემდეგ (2017 წლის 03 აგვისტო), რაც აღნიშნულ ქონებაზე დასრულდა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოცხადებული იძულებითი საჯარო აუქციონი (2016 წლის 22 აგვისტო) და მიღებული იქნა განკარგულება (2016 წლის 31 აგვისტო) აუქციონზე გამარჯვებული პირისთვის, შეძენილ მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების მინიჭების შესახებ. ამდენად, მესამე პირის - შპს ,,მარმარილოს“ ქონება ყადაღისგან გათავისუფლდა მისი რეალიზების შემდგომ.
სასამართლომ მიუთითა, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტი ითვალისწინებს სწორედ ისეთი სამართალურთიერთობის მოწესრიგების სპეციალურ წესს, რომლის დროსაც ყადაღადადებული ქონება რეალიზებული იქნა მანამდე, ვიდრე მოხდებოდა მესამე პირის სარჩელის საფუძველზე მისი ყადაღისგან გათავისუფლება. ასეთ შემთხვევაში, კანონმდებელმა მესამე პირს მიანიჭა უფლება მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება მოვალისგან, რომლის ვალდებულების გამოც მოხდა მისი ქონების გასხვისება. გასათვალისწინებელია, რომ კანონმდებელი მესამე პირის ქონების გასხვისებას სააღსრულებო წარმოების შედეგების გაუქმებას არ უკავშირებს, მიუხედავად იმისა, რომ ცხადია, ასეთი მოქმედებით ილახება მესამე პირის ინტერესები. სასამართლომ განმარტა, რომ კანონის ამგვარი ჩანაწერით კანონმდებელმა გაითვალისწინა აუქციონში გამარჯვებული პირის, როგორც კეთილსინდისიერი შემძენისა და კრედიტორის, როგორც მის სასარგებლოდ არსებული მოთხოვნის იძულებითი აღსრულებით დაინტერესებული პირის ინტერესები და მიიჩნია, რომ მათ ინტერესებს უპირატესობა უნდა მინიჭებოდა მესამე პირის ინტერესებთან შედარებით, რომლის უფლებაც რეალიზებულ ქონებაზე დადგენილი იქნა მხოლოდ ქონების რეალიზაციის შემდგომ. ამასთან, ნორმის ამგვარი განმარტება არ ნიშნავს იმას, რომ ასეთ შემთხვევაში მესამე პირთა ინტერესები დაცული არ არის, თუმცა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონმა მესამე პირს საკუთარი ინტერესების დაცვის ისეთი კონკრეტული საშუალება განუსაზღვრა, როგორიცაა მოვალისგან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, რაც თავის მხრივ გამორიცხავს მისი ინტერესების დაცვას უკვე ჩატარებული აუქციონის ბათილად ცნობისა და გასხვისებული ქონების მესამე პირისთვის დაბრუნების გზით. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლომ ვერ გაიზიარა მოსარჩელე მხარის აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტში მესამე პირების ინტერესების დაცვის ერთერთი საშუალებაა დადგენილი და მას აქვს არჩევანის უფლება მოითხოვს მოვალისგან ზიანის ანაზღაურებას თუ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმების საფუძველზე მოითხოვს ადმინისტრაციული ო---ანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, მოცემულ შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 31 აგვისტოს №A12032236-027/057 განკარგულების ბათილად ცნობას. სასამართლომ განმარტა, რომ იმ პირობებში, როცა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტმა ცალსახად განსაზღვრა, რომ უკვე რეალიზებული ქონების ყადაღისგან გათავისუფლების შემთხვევაში, მესამე პირი უფლებამოსილია მოვალეს, რომლის ვალდებულების გამოც მოხდა მესამე პირის ქონების გასხვისება, მოსთხოვოს ზიანის ანაზღაურება, მას აღარ აქვს არჩევანის საშუალება საკუთარი ინტერესები დაიცვას სხვა, მათ შორის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმების საფუძველზე, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით აღძრული სარჩელის წარდგენის გზით და მოითხოვოს უკვე ჩატარებული აუქციონის შედეგად მიღებული განკარგულების ბათილად ცნობა, რაც აუქციონის შედეგების გაუქმებასა და გასხვისებული ქონების მესამე პირისთვის დაბრუნებას გულისხმობს. წინააღმდეგ შემთხვევაში აზრი დაეკარგებოდა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის სპეციალურ ჩანაწერს, რომელიც კონკრეტული სამართალურთიერთობის მომწესრიგებელ სპეციალურ ნორმას წარმოადგენს და უპირატესობა ენიჭება მოქმედი კანონმდებლობის სხვა, ზოგად ნორმებთან შედარებით.
სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს ,,მარმარილოს“ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული კანონის დარღვევას, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისად, არ არსებობს სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველი. სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, სასარჩელო მოთხოვნა - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 31 აგვისტოს №A12032236-027/057 განკარგულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რომ სს ,,საქტრანსგაზმრეწვის“ დაყადაღებული მოძრავი ქონება, მათ შორის ცისტერნა 10 ტონიანი და ცისტერნა რეზერვუარი, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გასხვისდა საჯარო აუქციონის გზით.
აღსანიშნავია, რომ სწორედ ის ფაქტი არის და იყო სადავო, რომ დაყადაღებული ქონება წარმოადგენდა არა სს ,,საქტრანსგაზმრეწვის“, არამედ შპს "მარმარილოს" საკუთრებას, რაც დადასტურებულია კანონიერ ძალაში შესული 2019 წლის 08 იანვრის უზენაესი სასამართლოს განჩინებითაც.
სასამართლომ არ დაადგინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ შპს "მარმარილოს" აუქციონის ჩატარებამდე მიმართული ჰქონდა მოპასუხე მხარის თავმჯდომარისათვის და ითხოვდა აუქციონის შეჩერებას იმ მოტივით, რომ 2016 წლის 10 მარტის დაყადაღების აქტით დაყადაღებული ქონების ნაწილი ცისტერნა 10 ტონიანი, ცისტერნა რეზერვუარი და რკინის ამწე მექანიზმი დირესთან ერთად, წარმოადგენს შპს "მარმარილოს" საკუთრებას და ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია სრულადაა წარმოდგენილი, მაგრამ ადმინისტრაციულმა ო---ანომ უარი განაცხადა აუქციონის შეჩერებაზე. შესაბამისად მოპასუხის მხარისათვის აუქციონის ჩატარებამდე იყო ცნობილი, რომ ყიდიდა სხვა პირის საკუთრებას.
აპელანტის მითითებით, სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 104-ე, 105-ე და 107-ე მუხლის მოთხოვნები, გადაწყვეტილება დაეყრდნო ისეთ ფაქტობრივ გარემოებას, რომელიც არ დასტურდებოდა შესაბამისი მტკიცებულებებით, არასრულყოფილად შეაფასა არსებითი სახის სხვა ფაქტობრივი გარემოება და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ.
აპელანტის განმარტებით, სარჩელი 2017 წლის 22 მარტის თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი იმ მოტივით, რომ მოსარჩელე არ წარმოადგენდა სადავოდ გახდილი განკარგულებით გასხვისებულ ქონებაზე რაიმე უფლების მქონე პირს და შესაბამისად გასაჩივრებული აქტით არ ილახებოდა მოსარჩელის კანონით აღიარებული და დაცული ინტერესი. აღნიშნული განჩინება აპელანტის მიერ გასაჩივრდა სააპელაციო სასამართლოში და რომლის 2017 წლის 01 აგვისტოს განჩინებით საჩივარი დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ განჩინებაში მიუთითა, რომ პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. კერძოდ, პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებულია საკუთრების უფლება. შპს ,,მარმარილოს" მიერ სადავოდ ქცეული განკარგულების კანონიერების შემოწმების საკითხი წარმოადგენს სწორედ მოსარჩელის საკუთრების უფლების დაცვის წინაპირობას. ამდენად, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მათ შორის 2014 წლის 02 მაისის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების და საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ დასაბუთებულია გასაჩივრებული აქტით მისთვის პირდაპირი და უშუალო ზიანის მიყენების ფაქტი. ანუ კანონიერ ძალაში შესული განჩინებით დასტურდება აპელანტისთვის პირდაპირი და უშუალო ზიანის მიყენების ფაქტი.
სასამართლო არასწორად განმარტა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რომელთან დაკავშირებითაც სასამართლომ მიუთითა, რომ უკვე რეალიზებული ქონების ყადაღისგან გათავისუფლების შემთხვევაში, მესამე პირი უფლებამოსილია მოვალეს, რომლის ვალდებულების გამოც მოხდა მესამე პირის ქონების გასხვისება, მოსთხოვოს ზიანის ანაზღაურება, მას აღარ აქვს არჩევანის საშუალება საკუთარი ინტერესები დაიცვას სხვა, მათ შორის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმების საფუძველზე, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით აღძრული სარჩელის წარდგენის გზით და მოითხოვოს უკვე ჩატარებული აუქციონის შედეგად მიღებული განკარგულების ბათილად ცნობა, რაც აუქციონის შედეგების გაუქმებასა და გასხვისებული ქონების მესამე პირისთვის დაბრუნებას გულისხმობს. წინააღმდეგ შემთხვევაში აზრი დაეკარგებოდა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის სპეციალურ ჩანაწერს, რომელიც კონკრეტული სამართალ ურთიერთობის მომწესრიგებელ სპეციალურ ნორმას წარმოადგენს და უპირატესობა ენიჭება მოქმედი კანონმდებლობის სხვა, ზოგად ნორმებთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით მოვალეს უფლება აქვს სარჩელი აღძრას მოვალის მიმართ, მაგრამ ეს არ წარმოადგენს მის ვალდებულებას და არც ერთადერთ საშუალებას მისი უფლებების დასაცავად. სასამართლოს მიერ მიღებული ამ გადაწყვეტილებით ხდება უკანონობისათვის კანონიერი სახის მიცემა, ამ გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით სააღსრულებო ბიუროს შეუძლია ნებისმიერი ადამიანის ქონება უპრობლემოდ გაასხვისოს, სხვისი ვალის გამო, ისე რომ ამ ადამიანს არანაირი შეხება არ ჰქონდეს არც მოვალესთან და არც კრედიტორთან, რაც პირველ რიგში ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლს, რომლის თანხადაც "საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.", ასევე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით და განჩინებით, რომელიც მიღებული სადავო ადმინისტრაციული აქტების შემდგომ დადგენილია, რომ გასხვისებული ქონებები წარმოადგენს შპს "მარმარილო"-ს საკუთრებას. რაც შეეხება კეთილსინდისიერი შემძენის, კრედიტორების და მოვალის ინტერესების დაცვას, აღსანიშნავია, რომ შპს "ზამეტალი"-სათვის ცნობილი იყო, რომ ეს ქონება წარმოადგენდა შპს "მარმარილო"-ს საკუთრებას, ამ ფაქტის შესახებ მან შეიტყო იმ დროს, როდესაც აუქციონის შეძენამდე გადაწყვიტა ამ ქონების ნახვა. რაც შეეხება კრედიტორს და მოვალეს მათთან დაკავშირებით აპელანტს მოგებული აქვს სასამართლო დავა ამ ქონებებთან დაკავშირებით და შესაბამისად არანაირი მათი უფლებების დარღვევა არ ხდება.
სასამართლომ ასევ არ გამოიყენა სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის 44-ე მუხლი, რომლის თანახმადაც "იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის" ჩვენს შემთხვევაში სადავო ქონებები არც მოვალესთან ინახებოდა, არც მის კუთვნილ ტერიტორიაზე მდებარეობდა და არც არავითარი შეხება არ ჰქონდა ამ ნივებთან, ეს ქონება არ შედიოდა ასევე თავის დროზე შემოსავლების სამსახურის მიერ აღსრულების ბიუროში წარდგენილ დაყადაღების აქტში არ იყო მითითებული, ასევე არც მოვალეს თავის დროზე, როდესაც წარადგინა მის საკუთრებაში არსებული ქონებების ნუსხა არ მიუთითებია, რომ ზემოთ აღნიშნული ქონებები წარმოადგენს მის საკუთრებას. შესაბამისად აღსრულების ბიუროს მიერ ამ ქონებების დაყადაღებისას და რეალიზაციისას დაარღვია სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის მოთხოვნები, რაც საფუძველი სადავო აქტის ბათილად ცნობისათვის.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება სასამართლოს გადაწყვეტილება მოვალის (გადასახადის გადამხდელის) საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული, ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ. ამავე კანონის 3.1 მუხლის თანახმად, ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების იძულებით აღსრულებას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო, ხოლო 5.1 მუხლის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო აღსრულებას უზრუნველყოფს თავისი სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ო---ანოების - სააღსრულებო ბიუროების მეშვეობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 242.3 მუხლის თანახმად, მოვალის საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული და ყადაღადადებული ქონების აუქციონის წესით რეალიზაციას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აღსრულების ეროვნული ბიურო მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქონებისა, რომლის რეალიზაციასაც ახორციელებს საგადასახადო ო---ანო.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2012 წლის 22 მაისს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს, წარუდგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 დეკემბრის კანონიერ ძალაში გადაწყვეტილება საქმეზე N3/1165-08, 2012 წლის 17 მაისის N3/1165-08 სააღსრულებო ფურცელი და მოითხოვა სს ,,საქტრანსგაზმრეწვის“ მიმართ არსებული მოთხოვნის იძულებით აღსრულება.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ინფორმირება ხდება სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. მოვალეს ეცნობება: ა) ინფორმირებიდან 7 დღის ვადაში მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულების შემთხვევაში მხოლოდ კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი აღსრულების საფასურის შესაბამისი ნაწილის, ხოლო ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში − აღსრულების საფასურის სრული ოდენობით დაკისრების შესახებ; ბ) ამ კანონის მე-18 მუხლით დადგენილი უფლებები; გ) სააღსრულებო წარმოების დაწყების სამართლებრივი შედეგები; დ) იძულებითი აღსრულებისათვის ამ კანონით გათვალისწინებული შესაძლო გასატარებელი ღონისძიებები; ე) აღსრულების შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მიღების წესი და საშუალებები.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა 2012 წლის 23 მაისს N A12032236-004/001 და 2013 წლის 02 აპრილს N A12032236-004/002 წინადადებებით მიმართა სს ,,საქტრანსგაზმრეწვს“ და აცნობა, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია A12032236 სააღსრულებო საქმე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2012 წლის 17 მაისს გაცემული N3/1165-08 სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, სს ,,საქტრანსგაზმრეწვს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 56 633 883.25 აშშ დოლარის ექვივალენტის გადახდა ლარში. ამასთან, მოვალეს მიეცა წინადადება ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, დაკისრებული თანხა ნებაყოფლობით გადაეხადა 7 დღის ვადაში და თანხა ჩაერიცხა აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე. დადგენილია, რომ სს ,,საქტრანსგაზმრეწვის“ გენერალურმა დირექტორმა 2013 წლის 10 აპრილს N01/09 წერილით მიმართა თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელს და აცნობა, რომ სს ,,საქტრანსგაზმრეწვი“ იმყოფება მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში და მოკლებულია შესაძლებლობას კრედიტორული დავალიანების დაფარვა განახორციელოს ნებაყოფლობით. ამასთან, აცნობა, რომ სს ,,საქტრანსგაზმრეწვს“ გააჩნია სახელმწიფო ბიუჯეტის დავალიანება 22 714 460 ლარის ოდენობით და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2009 წლის 5 ნოემბრის N19/04-4625 ბრძანების საფუძველზე საწარმოს (მატერიალურ ან/და არამატერიალურ აქტივებს) ქონებას დაედო ყადაღა. ამდენად, მოვალემ უარი განაცხადა A12032236 სააღსრულებო საქმის ფარგლებში არსებული მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულებაზე.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო ან მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე სხვა პირი მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადებიდან 1 თვის ვადაში, ხოლო ამ კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან 2 კვირის ვადაში, მისი რეალიზაციის მიზნით აცხადებს საჯარო აუქციონს. ამავე კანონის 75-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ ქონების ფასის სრულად გადახდის შემდეგ აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს განკარგულებას აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ.
დადგენილია, რომ სს ,,საქტრანსგაზმრეწვის“ დაყადაღებული მოძრავი ქონება, მათ შორის ცისტერნა 10 ტონიანი და ცისტერნა რეზერვუარი, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გასხვისებული იქნა საჯარო აუქციონის გზით, ხოლო 2016 წლის 31 აგვისტოს გამოიცა განკარგულება N A12032236-027/057, რომლის თანახმად, მოვალე სს ,,საქტრანსგაზმრეწვის“ (204892189) საკუთრებაში რიცხული ქონების, მათ შორის 1 ცალი 10 ტონიანი ცისტერნის და 1 ცალი და ცისტერნა რეზერვუარის შემძენი 22.08.2016 წელს დასრულებულ, იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა შპს ,,ზამმეტალი“ (400104962). ამავე განკარგულებაში მიეთითა, რომ აღსრულება განხორციელდა არაუზრუნველყოფილი კრედიტორების, მათ შორის N A12032236 სააღსრულებო წარმოების კრედიტორის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სასარგებლოდ.
აპელანტის მითითებით, სასამართლო არასწორად განმარტა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რომელთან დაკავშირებითაც სასამართლომ მიუთითა, რომ უკვე რეალიზებული ქონების ყადაღისგან გათავისუფლების შემთხვევაში, მესამე პირი უფლებამოსილია მოვალეს, რომლის ვალდებულების გამოც მოხდა მესამე პირის ქონების გასხვისება, მოსთხოვოს ზიანის ანაზღაურება, მას აღარ აქვს არჩევანის საშუალება საკუთარი ინტერესები დაიცვას სხვა, მათ შორის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმების საფუძველზე, აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით აღძრული სარჩელის წარდგენის გზით და მოითხოვოს უკვე ჩატარებული აუქციონის შედეგად მიღებული განკარგულების ბათილად ცნობა, რაც აუქციონის შედეგების გაუქმებასა და გასხვისებული ქონების მესამე პირისთვის დაბრუნებას გულისხმობს. წინააღმდეგ შემთხვევაში აზრი დაეკარგებოდა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის სპეციალურ ჩანაწერს, რომელიც კონკრეტული ურთიერთობის მომწესრიგებელ სპეციალურ ნორმას წარმოადგენს და უპირატესობა ენიჭება მოქმედი კანონმდებლობის სხვა, ზოგად ნორმებთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით მოვალეს უფლება აქვს სარჩელი აღძრას მოვალის მიმართ, მაგრამ ეს არ წარმოადგენს მის ვალდებულებას და არც ერთადერთ საშუალებას მისი უფლებების დასაცავად. სასამართლოს მიერ მიღებული ამ გადაწყვეტილებით ხდება უკანონობისათვის კანონიერი სახის მიცემა, ამ გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით სააღსრულებო ბიუროს შეუძლია ნებისმიერი ადამიანის ქონება უპრობლემოდ გაასხვისოს, სხვისი ვალის გამო, ისე რომ ამ ადამიანს არანაირი შეხება არ ჰქონდეს არც მოვალესთან და არც კრედიტორთან, რაც პირველ რიგში ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-19 მუხლს, რომლის თანხადაც "საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.", ასევე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით და განჩინებით, რომელიც მიღებული აქტების შემდგომ დადგენილია, რომ გასხვისებული ქონებები წარმოადგენს შპს "მარმარილო"-ს საკუთრებას. რაც შეეხება კეთილსინდისიერი შემძენის, კრედიტორების და მოვალის ინტერესების დაცვას, აღსანიშნავია, რომ შპს "ზამეტალი"-სათვის ცნობილი იყო, რომ ეს ქონება წარმოადგენდა შპს "მარმარილო"-ს საკუთრებას, ამ ფაქტის შესახებ მან შეიტყო იმ დროს, როდესაც აუქციონის შეძენამდე გადაწყვიტა ამ ქონების ნახვა. რაც შეეხება კრედიტორს და მოვალეს მათთან დაკავშირებით აპელანტს მოგებული აქვს სასამართლო დავა ამ ქონებებთან დაკავშირებით და შესაბამისად, მათი უფლებების დარღვევა არ ხდება.
სააპელაციო პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას და მიუთითებს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ), ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ გამოიყენა ზემოაღნიშნული ნორმით მისთვის მინიჭებული უფლება და სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, კრედიტორების: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურის და მოვალე - სს ,,საქტრანსგაზმრეწვის“ მიმართ და მოითხოვა თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ გიო---ი ჩხიტუნიძის მიერ 2016 წლის 24 მაისს შედგენილი ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში მითითებული მოძრავი ნივთების, მათ შორის: 10 ტონიანი ცისტერნის და ცისტერნა რეზერვუარის ყადაღისგან გათავისუფლება. დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 03 აგვისტოს N2/18495-16 კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით შპს ,,მარმარილოს“ სარჩელი დაკმაყოფილდა და ზემოაღნიშნული ნივთები გათავისუფლდა ყადაღისგან.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, თუ ყადაღადადებული ქონება უკვე რეალიზებულია, მესამე პირი უფლებამოსილია მოვალეს, რომლის ვალდებულების გამოც მოხდა მესამე პირის ქონების გასხვისება, მოსთხოვოს ზიანის ანაზღაურება.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ შპს ,,მარმარილომ“ 2016 წლის 24 მაისის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში მითითებული 10 ტონიანი ცისტერნისა და ცისტერნა რეზერვუარის ყადაღისგან გათავისუფლების მოთხოვნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში სარჩელი აღძრა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღნიშნული ქონების გასხვისების შესახებ საჯარო აუქციონის გამოცხადების შემდგომ. ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება 10 ტონიანი ცისტერნისა და ცისტერნა რეზერვუარის ყადაღისგან გათავისუფლების შესახებ მიღებული იქნა მას შემდეგ (2017 წლის 03 აგვისტო), რაც აღნიშნულ ქონებაზე დასრულდა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოცხადებული იძულებითი საჯარო აუქციონი (2016 წლის 22 აგვისტო) და მიღებული იქნა განკარგულება (2016 წლის 31 აგვისტო) აუქციონზე გამარჯვებული პირისთვის, შეძენილ მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების მინიჭების შესახებ. ამდენად, მესამე პირის - შპს ,,მარმარილოს“ ქონება ყადაღისგან გათავისუფლდა მისი რეალიზების შემდგომ.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტი ითვალისწინებს სწორედ ისეთი სამართალურთიერთობის მოწესრიგების სპეციალურ წესს, რომლის დროსაც ყადაღადადებული ქონება რეალიზებული იქნა მანამდე, ვიდრე მოხდებოდა მესამე პირის სარჩელის საფუძველზე მისი ყადაღისგან გათავისუფლება. ასეთ შემთხვევაში, კანონმდებელმა მესამე პირს მიანიჭა უფლება მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება მოვალისგან, რომლის ვალდებულების გამოც მოხდა მისი ქონების გასხვისება. გასათვალისწინებელია, რომ კანონმდებელი მესამე პირის ქონების გასხვისებას სააღსრულებო წარმოების შედეგების გაუქმებას არ უკავშირებს, მიუხედავად იმისა, რომ ცხადია, ასეთი მოქმედებით ილახება მესამე პირის ინტერესები. პალატა განმარტავს, რომ კანონის ამგვარი ჩანაწერით კანონმდებელმა გაითვალისწინა აუქციონში გამარჯვებული პირის, როგორც კეთილსინდისიერი შემძენისა და კრედიტორის, როგორც მის სასარგებლოდ არსებული მოთხოვნის იძულებითი აღსრულებით დაინტერესებული პირის ინტერესები და მიიჩნია, რომ მათ ინტერესებს უპირატესობა უნდა მინიჭებოდა მესამე პირის ინტერესებთან შედარებით, რომლის უფლებაც რეალიზებულ ქონებაზე დადგენილი იქნა მხოლოდ ქონების რეალიზაციის შემდგომ. ამასთან, ნორმის ამგვარი განმარტება არ ნიშნავს იმას, რომ ასეთ შემთხვევაში მესამე პირთა ინტერესები დაცული არ არის, თუმცა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონმა მესამე პირს საკუთარი ინტერესების დაცვის ისეთი კონკრეტული საშუალება განუსაზღვრა, როგორიცაა მოვალისგან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, რაც თავის მხრივ გამორიცხავს მისი ინტერესების დაცვას უკვე ჩატარებული აუქციონის ბათილად ცნობისა და გასხვისებული ქონების მესამე პირისთვის დაბრუნების გზით. იმ პირობებში, როცა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტმა ცალსახად განსაზღვრა, რომ უკვე რეალიზებული ქონების ყადაღისგან გათავისუფლების შემთხვევაში, მესამე პირი უფლებამოსილია მოვალეს, რომლის ვალდებულების გამოც მოხდა მესამე პირის ქონების გასხვისება, მოსთხოვოს ზიანის ანაზღაურება, მას აღარ აქვს არჩევანის საშუალება საკუთარი ინტერესები დაიცვას სხვა, მათ შორის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმების საფუძველზე, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით აღძრული სარჩელის წარდგენის გზით და მოითხოვოს უკვე ჩატარებული აუქციონის შედეგად მიღებული განკარგულების ბათილად ცნობა, რაც აუქციონის შედეგების გაუქმებასა და გასხვისებული ქონების მესამე პირისთვის დაბრუნებას გულისხმობს. წინააღმდეგ შემთხვევაში აზრი დაეკარგებოდა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის სპეციალურ ჩანაწერს, რომელიც კონკრეტული სამართალურთიერთობის მომწესრიგებელ სპეციალურ ნორმას წარმოადგენს და უპირატესობა ენიჭება მოქმედი კანონმდებლობის სხვა, ზოგად ნორმებთან შედარებით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს ,,მარმარილოს“ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული კანონის დარღვევას, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისად, არ არსებობს სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა, ვინაიდან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, სასარჩელო მოთხოვნა - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 31 აგვისტოს №A12032236-027/057 განკარგულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს.
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
5. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე, აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ას ორმოცდაათი) ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,მარმარილოს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე დავით ახალბედაშვილი