2. თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე გადასახდელი საფასურის ოდენობაა აღსასრულებელი მოთხოვნის 7% (არანაკლებ 50 ლარისა, თუ აღსასრულებელი მოთხოვნა აღემატება 50 ლარს).

3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ გადაწყვეტილებებზე, აგრეთვე სისხლისსამართლებრივი (გარდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი წესებით დაკისრებული ჯარიმების, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი თანხების, მათ შორის, სახელმწიფო ბაჟის და ამავე კანონის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების აღსრულების საფასური წინასწარ არ გადაიხდევინება. ამ გადაწყვეტილებების აღსრულების საფასურის ოდენობაა აღსასრულებელი მოთხოვნის 7%. აღსრულების საფასურის გადახდა მოვალეს აღსრულების დაწყებისთანავე ეკისრება.

4. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული კრედიტორების ფულადი მოთხოვნების მოვალეების მიერ კანონით დადგენილ ვადებში მოთხოვნის სრულად შესრულებისას აღსრულების საფასურის სახით ეკისრებათ აღსასრულებელი ფულადი მოთხოვნის 2