მუხლი 5. აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სააღსრულებო ბიუროების საამისოდ უფლებამოსილი პირები რეესტრის მონაცემების საფუძველზე უზრუნველყოფენ შესაბამისი ცნობებისა და ამონაწერების გაცემას ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სააღსრულებო ბიუროების საამისოდ უფლებამოსილი პირები რეესტრის მონაცემების საფუძველზე უზრუნველყოფენ შესაბამისი ცნობებისა და ამონაწერების გაცემას ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე განცხადების წარდგენიდან დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა. რეესტრიდან შესაბამისი ცნობა და ამონაწერი გაიცემა დაინტერესებული პირის განცხადებისა და დადგენილი საფასურის წინასწარ გადახდის საფუძველზე, რომლის ოდენობა შეადგენს 10 ლარ
მთავარი მონაცემები
თანხა10 ლარ
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(37)
საქმე №ბს-149(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.03.2025
…მითითებული საკანონმდებლო აქტის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სააღსრულებო ბიურო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს ამ კანონით, საქართველოს სხვა…
საქმე №ბს-1044(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.09.2024
…პირი - აღსრულების ეროვნული ბიურო. ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, აღსრულების ეროვნული ბიურო არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ხოლო, ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიურო აღსრულებას უზრუნველყოფს თავისი სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული…
საქმე №ბს-1181(გ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.07.2024
…დავის ტერიტორიული განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად ისეთი კრიტერიუმების შეფასება, როგორიცაა მოპასუხე სუბიექტი, ვის მიმართაც წარდგენილია სასარჩელო მოთხოვნა და მისი ადგილმდებარეობა.თბილისის საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო აღსრულებას უზრუნველყოფს თავისი…
საქმე №ბს-1078(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.02.2024
…(თუ გამარტივებული წარმოებისას აპლიკანტმა მოითხოვა დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულება) და აღსრულების შესახებ ბრძანებასთან დაკავშირებული სააღსრულებო წარმოებისა, მე-3 მუხლის პირველი−14 პუნქტებისა, მე-4 და მე-5 მუხლებისა, III1 თავისა, 152 მუხლისა, მე-17 მუხლის მე-11 პუნქტისა, 181 მუხლის მე-2 პუნქტისა, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტისა, 25-ე მუხლის მე-4, 41 და მე-13 პუნქტებისა,
საქმე №ბს-349(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.05.2023
…კერძოდ, საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევა გამოიხატა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის არასწორად გადანაწილებასა და მტკიცებულებების არასწორად მოძიება/გამოკვლევა/შეფასებაში. კასატორი აღნიშნავს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის, 917 მუხლის პირველი და მე-10 პუნქტების, ასევე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის…
საქმე №ბს-3(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.07.2022
საქმე №ბს-1298(გ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.04.2020
საქმე №ბს-85(გ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.03.2020
საქმე №ბს-2(გ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.01.2020
საქმე №ბს-747(გ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.06.2019
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის, აგრეთვე მმართველის და ზედამხედველის ფუნქციების შესრულებისათვის საზღაურის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 5, №144, 30.07.2010, სარეგისტრაციო კოდი 070030000.22.027.014922 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.02.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1027449/muxli-5/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია