გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 28.02.2019
საქმის ნომერი
330310018002545520
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
28.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/4452–18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

28 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნათია ბუსკაძე

სხდომის მდივანი ნინო ჭაბუკიანი

 

მოსარჩელე – თ-------------------

 

წარმომადგენელი – ე-------------ე

 

მოპასუხე – სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო

 

წარმომადგენელი – ე---------------–--–ი

 

მესამე პირი – შპს ,,მ----–---“

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 23 მაისის S----------------- ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

3.1. მესამე პირის - შპს ,,მ----–---ის“ წარმომადგენელი სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა, მისთვის სხდომის თარიღი ცნობილი იყო კანონით დადგენილი წესით. მესამე პირს საქმეზე არც შესაგებელი წარმოუდგენია.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. 2018 წლის 15 მარტს შპს ,,მ----–---ის“ (ს/ნ: 4--------) წარმომადგენელმა (აპლიკანტი) გამარტივებული წარმოების დაწყების თაობაზე განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რომლითაც მოითხოვა რესპონდენტის - თ-------------------სთვის დავალიანების სახით - 5---.0---–---ის (ძირითადი თანხა – 60---–---ი; პირგასამტეხლო – 4-----–---ი; სარგებელი – 1----–---ი) და გადახდილი სააპლიკაციო საფასურის 10---–---ის დაკისრება. აპლიკანტმა განცხადებას დაურთო სესხის ხელშეკრულება თანდართული დოკუმენტებით, ასევე მოთხოვნის დათმობის (გასხვისების) შესახებ 2017 წლის 7 აპრილის შეთანხმება და 2017 წლის 5 ივლისის შეტყობინება აღნიშნული დავალიანების მოთხოვნის უფლების შპს ,,მ-----------------------------–-- მ----–---“-ისთვის გადაცემის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

– დავალიანების გადახდევინების შესახებ განაცხადი (ს.ფ. 47-52);

– ხელშეკრულება თანდართული დოკუმენტებით (ს.ფ. 57-77).

-მოთხოვნის დათმობის (გასხვისების) შესახებ 07.04.2017წ. შეთანხმება (ს.ფ. 69-71).

-05.07.2017წ. შეტყობინება (ს.ფ. 54);

 

4.1.2. 2018 წლის 15 მარტს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაიწყო გამარტივებული წარმოება ფულადი დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნასთან დაკავშირებით (წარმოების ნომერი – S----------).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 27.03.2018წ. შეტყობინება გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ S----------/3----- (ს.ფ. 78-80).

 

4.1.3. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 27 მარტის S----------/3----- შეტყობინებით რესპონდენტ თ-------------------ს ეცნობა, შპს ,,მ----–---ის“ განცხადების საფუძველზე დაწყებული S---------- გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ. შეტყობინების ადრესატს განემარტა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი უფლებები, მათ შორის, შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ წერილობითი პროტესტის გაცხადების უფლება, იმ შემთხვევაში, თუ იგი არ დაეთანხმებოდა მოთხოვნას. შეტყობინებით თ-------------------ს ასევე განემარტა, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემდა ბრძანებას დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნის სრულ ოდენობაზე, თუ იგი არ განახორციელებდა შეტყობინებაში მითითებულ რომელიმე მოქმედებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 27.03.2018წ. შეტყობინება გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ S----------/3----- (ს.ფ. 78-80).

 

4.1.4. დადგენილია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 27 მარტის S----------/3----- შეტყობინება გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ რესპონდენტ თ-------------------ს ჩაბარდა პირადად - 2018 წლის 8 მაისს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შპს ,,ს----------–-----------ის“ შეტყობინება გზავნილის ჩაბარების შესახებ (ს.ფ. 81).

 

4.1.5. დადგენილია, რომ კანონით დადგენილ ვადაში რესპონდენტ თ-------------------ს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 917-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოქმედებათაგან არც ერთი არ განუხორციელებია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

– S---------- გამარტივებული წარმოების მასალა.

 

4.1.6. 2018 წლის 23 მაისს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მიღებულ იქნა S----------------- ბრძანება, რომლითაც რესპონდენტს – თ-------------------ს დაეკისრა – 5-----–---ის ოდენობით დავალიანების გადახდა აპლიკანტის – შპს ,, მ----–---ის“ (ს/ნ: 4--------) მიმართ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 23.05.2018წ. S----------------- ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ (ს.ფ. 82).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ თ-------------------ს სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონი.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 23 მაისის S----------------- ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონისა და სადავო სფეროში მოქმედ სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

7.2. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს. ხსენებული კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სააღსრულებო ბიურო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს ამ კანონით, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით და სააღსრულებო ბიუროს დებულებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო XVI1 თავით დადგენილი წესით ახორციელებს გამარტივებულ წარმოებას ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნებთან დაკავშირებით.

 

ზემოაღნიშნული კანონის 913–ე მუხლი განსაზღვრავს იმ სუბიექტთა წრეს - აპლიკანტი/რესპონდენტი, რომლებიც შესაძლებელია იყვნენ მხარეები გამარტივებულ წარმოებაში. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, აპლიკანტი არის პირი, რომელსაც აქვს დოკუმენტურად დადასტურებული ფულადი სახის ვადამოსული მოთხოვნა და რომელიც მიმართავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებით, ხოლო რესპონდენტი არის პირი, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია აპლიკანტის მოთხოვნა. ამავე კანონის 914–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადება, რომელიც გამარტივებული წარმოების დაწყების საფუძველია, მიზნად უნდა ისახავდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას.

 

ამავე საკანონმდებლო აქტის 917–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო განცხადების რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ატყობინებს რესპონდენტს მის წინააღმდეგ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ, ხოლო მე-10 პუნქტის თანახმად, გამარტივებული წარმოებისას გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება რესპონდენტს ჩაჰბარდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. დაუშვებელია რესპონდენტისათვის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების საჯარო გამოცხადების გზით ცნობება.

 

ზემოაღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად კი, გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს: გ) მითითებას იმის შესახებ, რომ რესპონდენტი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში სრულად დაფაროს დავალიანება, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს, ან განახორციელოს ქვემოთ ჩამოთვლილ მოქმედებათაგან ერთ-ერთი: გ.ა) დაფაროს დავალიანების ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს; გ.ბ) განაცხადოს წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ არ ეთანხმება მოთხოვნას; გ.გ) წერილობით აღიაროს მოთხოვნა სრულად, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს; გ.დ) წერილობით აღიაროს მოთხოვნის ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს; გ.ე) წარადგინოს განცხადება მორიგების შეთავაზების შესახებ; დ) განმარტებას იმის შესახებ, თუ რა სამართლებრივი შედეგი მოჰყვება დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას; ე) გამარტივებული წარმოების საფასურის ოდენობას, ანგარიშსწორების წესს და აღსრულების ეროვნული ბიუროს საბანკო რეკვიზიტებს. მითითებული ნორმის მე-4 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად კი, აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებას მოთხოვნის სრულ ოდენობაზე, თუ რესპონდენტი არ განახორციელებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ არც ერთ მოქმედებას.

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 917–ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, გამარტივებული წარმოებისას გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება რესპონდენტს ჩაჰბარდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

 

საქმეზე დადგენილია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 27 მარტის S----------/3----- შეტყობინება გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ რესპონდენტ თ-------------------ს ჩაბარდა პირადად - 2018 წლის 8 მაისს.

 

ამდენად, საქმეზე დადგენილია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შეტყობინებით რესპოდენტ თ-------------------ს ეცნობა, გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ. შეტყობინების ადრესატს ასევე განემარტა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი უფლებები, მათ შორის, აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, წერილობითი პროტესტის განცხადების უფლება, იმ შემთხვევაში, თუ იგი არ დაეთანხმებოდა მოთხოვნას. შეტყობინებით თ-------------------ს ასევე განემარტა, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემდა ბრძანებას დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნის სრულ ოდენობაზე, თუ იგი არ განახორციელებდა შეტყობინებაში მითითებულ რომელიმე მოქმედებას. საქმეზე ასევე დადგენილია, რომ რესპონდენტ თ-------------------ს, კანონით დადგენილ ვადაში, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 917–ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოქმედებათაგან არც ერთი არ განუხორციელებია.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება მოსარჩელეს ჩაბარდა პირადად. ამასთან, ჩაბარების დროიდან 10 კალენდარული დღის ვადაში მას ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 917–ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოქმედებათაგან არც ერთი არ განუხორციელებია, მათ შორის, არ გამოუყენებია უფლება, წარედგინა წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ არ ეთანხმებოდა მოთხოვნას, რაც სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემის საფუძველი გახდა.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით განახორციელა გამარტივებული წარმოების წესით განსაზღვრული მოქმედებანი. ამასთან, სააღსრულებო წარმოების მონაწილეებს მიეცათ თანაბარი შესაძლებლობა, შეესრულებინათ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემამდე შესაძლო მოქმედებანი.

 

სასამართლო იმ გარემოებაზეც მიუთითებს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 23 მაისის S----------------- დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების კანონიერების შემოწმების მიზნით, სასამართლო შემოიფარგლება მხოლოდ იმ საკითხის გარკვევით, დარღვეულია თუ არა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი, ფულადი ვალდებულების გადახდევინებასთან დაკავშირებული გამარტივებული წარმოების წესები, ვინაიდან აღნიშნული კანონის 919–ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გასაჩივრება დაიშვება იმ შემთხვევაში, როდესაც არსებითად დარღვეულია გამარტივებული წარმოების ამ თავით დადგენილი პროცედურა. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული პროცედურის დარღვევას ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება გასაჩივრებული ბრძანების წინმსწრებ გარემოებას - მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობას, მათ შორის პირგასამტეხლოს ოდენობას, აღნიშნული არ წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველი დავის საგანს.

 

7.3. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 23 მაისის S----------------- დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, მისი მიღებისას ადგილი არ ჰქონია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ თ-------------------ს სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. თ-------------------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი N7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ნათია ბუსკაძე