განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3ბ/1119-19
N330310018002452724
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
ს----------–--ს სახელით
2 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - მირანდა ერემაძე
სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე
აპელანტი (მოსარჩელე) - მ------ ჯ-----–---–ი
წარმომადგენელი - თ----- ქ-–--–---–ი
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო
წარმომადგენელი - მ--–-----–---–----
მესამე პირები - სს „ს----------–--ს ბ----“, დ----- გ----------ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი დაკმაყოფილდეს
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ------ ჯ-----–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
1.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
1.2.1. 2017 წლის 20 თებერვალს სს ,,ს----------–--ს ბ----ს“ წარმომადგენელმა (აპლიკანტი) გამარტივებული წარმოების დაწყების თაობაზე განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რომლითაც მოითხოვა რესპონდენტის - მ------ ჯ-----–---–ისთვის დავალიანების სახით - 4 837.52 ლარის (ძირითადი თანხა – 2 481.25 ლარი; პირგასამტეხლო – 1 189.20 ლარი; სარგებელი – 1 167.07 ლარი), გადახდილი სააპლიკაციო საფასურის - 100 ლარისა და ყადაღის დადებისათვის გადახდილი საფასურის - 50 ლარის დაკისრება. აპლიკანტმა განცხადებას დაურთო ხელშეკრულება 55 დღიანი საშეღავათო პერიოდის მქონე საგადახდო ბარათის ,,Universal Credit Card” გამოყენების შესახებ, თანდართული დოკუმენტებით (ს.ფ. 207-216).
1.2.2. 2017 წლის 20 თებერვალს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაიწყო გამარტივებული წარმოება ფულადი დავალიანების გადახდევინების შესახებ (წარმოების ნომერი – S----------)(ს.ფ. 109-111).
1.2.3. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 1 მარტის NS----------------- შეტყობინებით რესპონდენტ მ------ ჯ-----–---–ს ეცნობა, სს ,,ს----------–--ს ბ----ს“ განცხადების საფუძველზე დაწყებული S---------- გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ. შეტყობინების ადრესატს განემარტა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” ს----------–--ს კანონით დადგენილი უფლებები, მათ შორის, შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ წერილობითი პროტესტის გაცხადების უფლება, იმ შემთხვევაში, თუ იგი არ დაეთანხმებოდა მოთხოვნას. შეტყობინებით მ------ ჯ-----–---–ს ასევე განემარტა, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემდა ბრძანებას დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნის სრულ ოდენობაზე, თუ იგი არ განახორციელებდა შეტყობინებაში მითითებულ რომელიმე მოქმედებას (ს.ფ. 109-111).
1.2.4. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 1 მარტის NS----------------- შეტყობინება გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ რესპონდენტ მ------ ჯ-----–---–ის ოჯახის წევრს გ----–- ნ-–--–-–---–ს (მეუღლის მამიდა) ჩაბარდა - 2017 წლის 6 მარტს (ს.ფ. 219).
1.2.5. კანონით დადგენილ ვადაში რესპონდენტ მ------ ჯ-----–---–ს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” ს----------–--ს კანონის 917–ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოქმედებათაგან არცერთი არ განუხორციელებია.
1.2.6. 2017 წლის 10 ივლისს ს----------–--ს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მიღებულ იქნა №S----------------- ბრძანება, რომლითაც რესპონდენტ – მ------ ჯ-----–---–ს დაეკისრა – 4987.52 ლარის ოდენობით დავალიანების გადახდა აპლიკანტის – სს ,,ს----------–--ს ბ----ს“ მიმართ (ს.ფ. 112).
1.2.7. 2017 წლის 14 ივლისს, სს ,,ს----------–--ს ბ----ს“ წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს, რომლითაც იძულებითი აღსრულების მიზნით წარადგინა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 10 ივლისის №S----------------- მიმართვა 2017 წლის 10 ივლისის №S----------------- დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსასრულებლად მიქცევის შესახებ. კრედიტორმა მოითხოვა აღნიშნული სააღსრულებო დოკუმენტის წარმოებაში მიღება და შემდეგი მოთხოვნის აღსრულება: 4987.52 ლარის მ------ ჯ-----–---–ისთვის დაკისრება (ს.ფ. 39, 60-62).
1.2.8. 2017 წლის 17 ივლისს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ მიღებულ იქნა კრედიტორ - სს ,,ს----------–--ს ბ----ს“ იძულებითი აღსრულების თაობაზე განცხადება (არაუზრუნველყოფილი მოთხოვნით), მოვალე - მ------ ჯ-----–---–ის მიმართ და საქმეს მიენიჭა ნომერი - A1------- (ს.ფ. 63).
1.2.9. აღმასრულებელმა ზემოაღნიშნული აღსრულების ქვემდებარე აქტის აღსრულების მიზნით, 2017 წლის 17 ივლისს, მოვალე - მ------ ჯ-----–---–ს გაუგზავნა №A--------------- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” ს----------–--ს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, რომლის თანახმად, მას მიეცა წინადადება 7 (შვიდი) დღის ვადაში ნებაყოფლობით გადაეხადა სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული თანხა. ამასთან, მოვალე გაფრთხილებულ იქნა, რომ ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მის მიმართ განხორციელდებოდა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” ს----------–--ს კანონით გათვალისწინებული იძულებითი მოქმედებები, ასევე განემარტა, რომ აღსრულების ღონისძიების დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობებოდა.
ზემოაღნიშნული 2017 წლის 17 ივლისის №A--------------- წინადადება მოვალე მ------ ჯ-----–---–ს ვერ ჩაბარდა (ადრესატის არყოფნის გამო)(ს.ფ. 65-70).
1.2.10. საქმეში არსებული 2018 წლის 11 იანვრით დათარიღებული, აღმასრულებლის მიერ შედგენილი ოქმებით დასტურდება, რომ სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, აღმასრულებელი გამოცხადდა მისამართებზე: ქ. დუშეთი, შ---------ის ქ. N86 და ქ. დუშეთი ბ-------ს ქ. N44, მოვალე - მ------ ჯ-----–---–ისათვის გადაწყვეტილების შესრულების შესახებ წინადადების ჩაბარების მიზნით. წინადადების ჩაბარება მოვალისათვის ვერ მოხერხდა, მისამართზე მისი არყოფნის გამო. ოქმზე გაკეთებული შენიშვნის თანახმად, მითითებულ მისამართებზე გამოცხადებისას გაირკვა, რომ მ------ ჯ-----–---–ი მეუღლესთან ერთად დიდი ხანია ცხოვრობს კანადაში, რის გამოც ვერ მოხდა სააღსრულებო მოქმედების შესრულება (ს.ფ. 85-86).
1.2.11. 2018 წლის 10 იანვარს, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ მიღებულ იქნა №A1--------011 განკარგულება, რომლითაც საჯაროდ გავრცელდა მოვალე - მ------ ჯ-----–---–ის მიმართ აღსრულების ღონისძიების - წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ შეტყობინება. აღნიშნული შეტყობინების გავრცელება მოხდა აღსრულების ეროვნული ბიუროს ვებ-გვერდის მეშვეობით www.nbe.gov.ge . ამასთან, განიმარტა, რომ მოვალე მ------ ჯ-----–---–ისთვის აღსრულების ღონისძიების შესახებ შეტყობინება ჩაბარებულად ჩაითვლებოდა, საჯარო შეტყობინების ამ განკარგულებაში მითითებულ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს (ს.ფ. 66-70, 74, 81-82).
1.2.12. ს----------–--ს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2018 წლის 12 აპრილს მიღებულ იქნა №A1--------------- განკარგულება, რომლის თანახმად, მოვალე - მ------ ჯ-----–---–ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების (მდებარე: ქალაქი დუშეთი, ს----–--ის ქუჩა, მიწის (უძრავი ქონების) საკადასატრო კოდით: 7-----------) შემძენი 2018 წლის 10 აპრილს დასრულებულ, იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა დ----- გ----------ი, რომელმაც უძრავი ქონება შეიძინა 7600 ლარად (ს.ფ. 87-88).
1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
1.3.1. სასამართლოს განმარტებით, ს----------–--ს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
ს----------–--ს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული ს----------–--ს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 12 აპრილის №A1--------------- განკარგულება უძრავი ნივთის აუქციონის წესით გასხვისების შესახებ, ასევე ს----------–--ს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 10 ივლისის №S----------------- ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამდენად, ს----------–--ს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა ს----------–--ს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სადავო სფეროში მოქმედ სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
1.3.2. სასამართლომ მიუთითა, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” ს----------–--ს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს. ხსენებული კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სააღსრულებო ბიურო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს ამ კანონით, ს----------–--ს სხვა ნორმატიული აქტებით და სააღსრულებო ბიუროს დებულებით.
სასამართლომ განმარტა, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ ს----------–--ს კანონის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო XVI1 თავით დადგენილი წესით ახორციელებს გამარტივებულ წარმოებას ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნებთან დაკავშირებით.
ზემოაღნიშნული კანონის 913-ე მუხლი განსაზღვრავს იმ სუბიექტთა წრეს - აპლიკანტი/რესპონდენტი, რომლებიც შესაძლებელია იყვნენ მხარეები გამარტივებულ წარმოებაში. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, აპლიკანტი არის პირი, რომელსაც აქვს დოკუმენტურად დადასტურებული ფულადი სახის ვადამოსული მოთხოვნა და რომელიც მიმართავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებით, ხოლო რესპონდენტი არის პირი, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია აპლიკანტის მოთხოვნა. ამავე კანონის 914-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადება, რომელიც გამარტივებული წარმოების დაწყების საფუძველია, მიზნად უნდა ისახავდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას.
ამავე საკანონმდებლო აქტის 917–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო განცხადების რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ატყობინებს რესპონდენტს მის წინააღმდეგ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ, ხოლო მე-10 პუნქტის თანახმად, გამარტივებული წარმოებისას გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება რესპონდენტს ჩაჰბარდება ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. დაუშვებელია რესპონდენტისათვის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების საჯარო გამოცხადების გზით ცნობება.
ზემოაღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად კი, გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს: გ) მითითებას იმის შესახებ, რომ რესპონდენტი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში სრულად დაფაროს დავალიანება, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს, ან განახორციელოს ქვემოთ ჩამოთვლილ მოქმედებათაგან ერთ-ერთი: გ.ა) დაფაროს დავალიანების ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს; გ.ბ) განაცხადოს წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ არ ეთანხმება მოთხოვნას; გ.გ) წერილობით აღიაროს მოთხოვნა სრულად, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს; გ.დ) წერილობით აღიაროს მოთხოვნის ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს; გ.ე) წარადგინოს განცხადება მორიგების შეთავაზების შესახებ; დ) განმარტებას იმის შესახებ, თუ რა სამართლებრივი შედეგი მოჰყვება დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას; ე) გამარტივებული წარმოების საფასურის ოდენობას, ანგარიშსწორების წესს და აღსრულების ეროვნული ბიუროს საბანკო რეკვიზიტებს. მითითებული ნორმის მე-4 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად კი, აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებას მოთხოვნის სრულ ოდენობაზე, თუ რესპონდენტი არ განახორციელებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ არც ერთ მოქმედებას.
საქმეზე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 1 მარტის NS----------------- შეტყობინება გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ რესპონდენტ მ------ ჯ-----–---–ის ოჯახის წევრს გ----–- ნ-–--–-–---–ს (მეუღლის მამიდა) ჩაბარდა - 2018 წლის 6 მარტს.
სასამართლომ მიუთითა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ ს----------–--ს კანონის 917-ე მუხლის მე-10 პუნქტის საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებს გამარტივებული წარმოებისას გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების რესპონდენტისათვის ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით ჩაბარებას, მიუთითებს ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
ამდენად, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შეტყობინებით რესპოდენტ მ------ ჯ-----–---–ს ეცნობა, გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ. შეტყობინების ადრესატს ასევე განემარტა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” ს----------–--ს კანონით დადგენილი უფლებები, მათ შორის, აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, წერილობითი პროტესტის განცხადების უფლება, იმ შემთხვევაში, თუ იგი არ დაეთანხმებოდა მოთხოვნას. შეტყობინებით მ------ ჯ-----–---–ს ასევე განემარტა, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემდა ბრძანებას დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნის სრულ ოდენობაზე, თუ იგი არ განახორციელებდა შეტყობინებაში მითითებულ რომელიმე მოქმედებას. საქმეზე ასევე დადგენილია, რომ რესპონდენტ მ------ ჯ-----–---–ს, კანონით დადგენილ ვადაში, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” ს----------–--ს კანონის 917–ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოქმედებათაგან არცერთი არ განუხორციელებია.
სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის გათვალისწინებით, მ------ ჯ-----–---–ის ოჯახის წევრისათვის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების ჩაბარება ჩაითვალა მოსარჩელისათვის ჩაბარებულად. ამასთან, ჩაბარების დროიდან 10 კალენდარული დღის ვადაში მას ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” ს----------–--ს კანონის 917–ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოქმედებათაგან არცერთი არ განუხორციელებია, მათ შორის, არ გამოუყენებია უფლება, წარედგინა წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ არ ეთანხმებოდა მოთხოვნას, რაც აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემის საფუძველი გახდა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” ს----------–--ს კანონის მოთხოვნათა დაცვით განახორციელა გამარტივებული წარმოების წესით განსაზღვრული მოქმედებანი. ამასთან, სააღსრულებო წარმოების მონაწილეებს მიეცათ თანაბარი შესაძლებლობა, შეესრულებინათ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემამდე შესაძლო მოქმედებანი.
სასამართლომ იმ გარემოებაზეც მიუთითა, რომ ს----------–--ს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 10 ივლისის S----------------- დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების კანონიერების შემოწმების მიზნით, სასამართლო შემოიფარგლება მხოლოდ იმ საკითხის გარკვევით, დარღვეულია თუ არა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” ს----------–--ს კანონით დადგენილი, ფულადი ვალდებულების გადახდევინებასთან დაკავშირებული გამარტივებული წარმოების წესები, ვინაიდან აღნიშნული კანონის 919–ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გასაჩივრება დაიშვება იმ შემთხვევაში, როდესაც არსებითად დარღვეულია გამარტივებული წარმოების ამ თავით დადგენილი პროცედურა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული პროცედურის დარღვევას ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება გასაჩივრებული ბრძანების წინმსწრებ გარემოებას - მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობას, აღნიშნული არ წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველი დავის საგანს.
1.3.3. სასამართლომ ასევე მიუთითა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” ს----------–--ს კანონის მე-2 პუნქტის ,,უ" პუნქტზე, რომლის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება ს----------–--ს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ (შემდგომ − დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება) და აღსრულების შესახებ ბრძანება.
სასამართლომ ასევე მიუთითა ზემოაღნიშნული კანონის 25-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.
საქმეზე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ 2017 წლის 14 ივლისს, სს ,,ს----------–--ს ბ----ს“ წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს, რომლითაც იძულებითი აღსრულების მიზნით წარადგინა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 10 ივლისის №S----------------- მიმართვა 2017 წლის 10 ივლისის №S----------------- დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსასრულებლად მიქცევის შესახებ. კრედიტორმა მოითხოვა აღნიშნული სააღსრულებო დოკუმენტის წარმოებაში მიღება და შემდეგი მოთხოვნის აღსრულება: 4987.52 ლარის მ------ ჯ-----–---–ისთვის დაკისრება. დადგენილია ასევე, რომ 2017 წლის 17 ივლისს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ მიღებულ იქნა კრედიტორ - სს ,,ს----------–--ს ბ----ს“ იძულებითი აღსრულების თაობაზე განცხადება (არაუზრუნველყოფილი მოთხოვნით), მოვალე - მ------ ჯ-----–---–ის მიმართ და საქმეს მიენიჭა ნომერი - A1-------.
1.3.4. სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სადავოდ ხდის ს----------–--ს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 12 აპრილის №A1--------------- განკარგულებას, როგორც ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ გამარტივებული წარმოების თანამდევ შედეგს იმ საფუძვლით, რომ მას კორესპონდენცია არ ჩაბარებია.
თავის მხრივ, სასამართლომ მიუთითა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” ს----------–--ს კანონის 25-ე მუხლზე, რომლის მე-7 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ინფორმირება ხდება სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. მოვალეს ეცნობება: ა) ინფორმირებიდან 7 დღის ვადაში მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულების შემთხვევაში მხოლოდ კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი აღსრულების საფასურის შესაბამისი ნაწილის, ხოლო ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში − აღსრულების საფასურის სრული ოდენობით დაკისრების შესახებ; ბ) ამ კანონის მე-18 მუხლით დადგენილი უფლებები; გ) სააღსრულებო წარმოების დაწყების სამართლებრივი შედეგები; დ) იძულებითი აღსრულებისათვის ამ კანონით გათვალისწინებული შესაძლო გასატარებელი ღონისძიებები; ე) აღსრულების შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მიღების წესი და საშუალებები.
ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, მოვალეს იძულებითი აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობება, ხოლო მე-9 პუნქტის თანახმად, თანხის გადახდევინების, უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის, ქონების გადაცემის ან სხვა ისეთი კატეგორიის საქმეებზე, როდესაც აღსრულება უნდა განხორციელდეს მოვალის ქონებაზე ან ამ ქონების ხარჯზე, წინადადების ჩაბარებასთან ერთად (ან თუ წინადადების ჩაბარება დროულად ვერ ხდება) აღმასრულებელი დაუყოვნებლივ იწყებს მოვალის ქონების მოძიებას, აღწერას და მასზე ყადაღის დადებას ამ კანონით დადგენილი წესით.
საქმეზე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა, 2017 წლის 17 ივლისს, მოვალე - მ------ ჯ-----–---–ს გაუგზავნა №A--------------- გადაწყვეტილების შესრულების შესახებ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” ს----------–--ს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, რომლის თანახმად, მას მიეცა წინადადება 7 (შვიდი) დღის ვადაში ნებაყოფლობით გადაეხადა სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული თანხა. ამასთან, მოვალე გაფრთხილებულ იქნა, რომ ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მის მიმართ განხორციელდებოდა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” ს----------–--ს კანონით გათვალისწინებული იძულებითი მოქმედებები. ამასთან, განემარტა, რომ აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობებოდა. დადგენილია, რომ აღნიშნული 2017 წლის 17 ივლისის №A--------------- წინადადება მოვალე მ------ ჯავახაშვილს ვერ ჩაბარდა (ადრესატის არყოფნის გამო).
სასამართლომ განმარტაა, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” ს----------–--ს კანონის 25-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსრულების დაწყების შესახებ სააღსრულებო წარმოების მხარეთა ინფორმირება ხდება ამ მუხლის შესაბამისად, ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სასამართლო უწყების ჩაბარებისთვის დადგენილი წესით. ამავე ნორმის მე-12 პუნქტის თანახმად კი, ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაგზავნილი შეტყობინებები, წინადადებები, გადაწყვეტილებები და სხვა დოკუმენტები სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირებს ჩაჰბარდებათ ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.
ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილად იქნა მიჩნეული შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესაძლებლობა, თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება. აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლო უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება სასამართლო შეტყობინების შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებიდან ან გაზეთში ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ 2017 წლის 17 ივლისის წინადადება მ------ ჯ-----–---–ს ვერ ჩაბარდა. ამასთან, საქმეში არსებული 2018 წლის 11 იანვრით დათარიღებული, აღმასრულებლის მიერ შედგენილი ოქმებით სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, აღმასრულებელი გამოცხადდა მისამართებზე: ქ. დუშეთი, შ---------ის ქ. N86 და ქ. დუშეთი ბ-------ს ქ. N44, მოვალე - მ------ ჯ-----–---–ისათვის გადაწყვეტილების შესრულების შესახებ წინადადების ჩაბარების მიზნით. წინადადების ჩაბარება მოვალისათვის ვერ მოხერხდა, მისამართზე მისი არყოფნის გამო. ოქმზე გაკეთებული შენიშვნის თანახმად, მითითებულ მისამართებზე გამოცხადებისას გაირკვა, რომ მ------ ჯ-----–---–ი მეუღლესთან ერთად დიდი ხანია ცხოვრობს კანადაში, რის გამოც ვერ მოხდა სააღსრულებო მოქმედების შესრულება.
საქმეზე ასევე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ 2018 წლის 10 იანვარს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ მიღებულ იქნა №A1--------011 განკარგულება, რომლითაც საჯაროდ გავრცელდა მოვალის - მ------ ჯ-----–---–ის მიმართ აღსრულების ღონისძიების - წინადადება გადაწყვეტილების 7 (შვიდი) დღის ვადაში ნებაყოფლობით შესრულების შესახებ შეტყობინება. აღნიშნული შეტყობინების გავრცელება მოხდა აღსრულების ეროვნული ბიუროს ვებ-გვერდის მეშვეობით www.nbe.gov.ge . ამასთან, განიმარტა, რომ მოვალე მ------ ჯ-----–---–ისთვის აღსრულების ღონისძიების შესახებ შეტყობინება ჩაბარებულად ჩაითვლებოდა, საჯარო შეტყობინების ამ განკარგულებაში მითითებულ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.
ამდენად, ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმებისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოვალე მ------ ჯ-----–---–ისთვის გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ წინადადების ჩაბარება მოხდა კანონით დადგენილი წესით.
1.3.5. სასამართლომ ასევე მიუთითა ს----------–--ს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანებით დამტკიცებულ ,,იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმებსა და წესზე”, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ ს----------–--ს კანონით გათვალისწინებული იძულებითი აუქციონი ტარდება ელექტრონული (ინტერნეტაუქციონის) გზით. ს----------–--ს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომში – აღსრულების ეროვნული ბიურო) უზრუნველყოფს აუქციონის ჩატარებას და განსაზღვრავს აუქციონზე გასატან ქონებას, საჭიროების შემთხვევაში ყოფს მას ლოტებად. ქონების ლოტებად დაყოფის შემთხვევაში აუქციონი ტარდება და გამარჯვებული გამოვლინდება თითოეული ლოტის მიხედვით ცალ-ცალკე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, აუქციონის ჩატარების თაობაზე აღსრულების ეროვნული ბიურო აქვეყნებს ინტერნეტ-განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს ამავე ნორმაში მითითებულ მონაცემებს. მე-3 პუნქტის შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებულია აუქციონის შესახებ სპეციალური საჯარო განცხადება განათავსოს ვებგვერდზე: www.eauction.ge ან/და www.nbe.gov.ge . ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, აუქციონის ჩატარების შესახებ მხარეებს (შესაბამისი საგადასახადო ორგანოს გარდა) პერსონალურად არ ეცნობებათ. მათი ინფორმირება ხორციელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი წესით.
ამდენად, სასამართლომ აღნიშნა, რომ აუქციონის თაობაზე მხარეების ინფორმირების სპეციალური წესია დადგენილი ზემოაღნიშნული კანონითა და მის საფუძველზე მიღებული ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რაც გულისხმობს მათთვის აუქციონის ჩატარების შესახებ ინფორმაციის გაცნობის განსხვავებულ წესს. აღნიშნული წესი კი მდგომარეობს იმაში, რომ თავად მხარეები არიან ვალდებულები, გაეცნონ ინტერნეტ ვებ-გვერდზე განთავსებულ მათთვის საინტერესო ინფორმაციას.
სასამართლომ ასევე მიუთითა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” ს----------–--ს კანონის 75-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ ქონების ფასის სრულად გადახდის შემდეგ აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს განკარგულებას აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ.
საქმეზე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ სააღსრულებო მოქმედებების გახორციელების შემდეგ, NA1------- სააღსრულებო საქმეზე დაინიშნა იძულებითი საჯარო აუქციონი, რომელზეც უძრავი ქონების შემძენი გახდა დ----- გ----------ი, რომელმაც უძრავი ნივთის ღირებულება გადაიხადა სრულად, რის შემდეგაც ს----------–--ს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2018 წლის 12 აპრილსს მიღებულ იქნა №A1--------------- განკარგულება, რომლის თანახმად, მოვალე - მ------ ჯ-----–---–ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების (მდებარე: ქალაქი დუშეთი, ს----–--ის ქუჩა, მიწის (უძრავი ქონების) საკადასატრო კოდით: 7-----------) შემძენი 2018 წლის 10 აპრილს დასრულებულ, იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა დ----- გ----------ი, რომელმაც უძრავი ქონება შეიძინა 7600 ლარად.
1.3.6. სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია ს----------–--ს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ს----------–--ს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ზემოაღნიშნული სამართლის ნორმებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ს----------–--ს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 10 ივლისის №S----------------- ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ და ს----------–--ს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 12 აპრილის №A1--------------- განკარგულება უძრავი ნივთის აუქციონის წესით გასხვისების შესახებ, გამოცემულია კანონის დაცვით, ადგილი არ აქვს ს----------–--ს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მ------ ჯ-----–---–ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
აპელანტის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურის 2017 წლის 01 მარტის შეტყობინება გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ ჩაბარდა რესპოდენტ მ------ ჯ-----–---–ის ოჯახის წევრს გ----–- ნ-–--–-–---–ს (მეუღლის მამიდა), 2017 წლის 06 მარტს. გ----–- ნ-–--–-–---–ი არ არის მ------ ჯ-----–---–ის ოჯახის წევრი და არ ცხოვრობს მასთან. გ----–- ნ-–--–-–--–-–---–ი რეგისტრირებულია მისამართზე: ქ. თბილისი, ი----- პ------–-ს ქ. N13ა, ბინა N1. სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ ს----------–--ს კანონის 917 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებას შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ რესპონდენტი არ განახორციელებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ არც ერთ მოქმედებას - დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება გამოიცემა მოთხოვნის სრულ ოდენობაზე; ბ) თუ რესპონდენტი სრულად აღიარებს მოთხოვნას - დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება გამოიცემა მოთხოვნის სრულ ოდენობაზე; გ) თუ რესპონდენტი აღიარებს მოთხოვნის ნაწილს – დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება გამოიცემა მოთხოვნის აღიარებულ ნაწილზე; დ) მხარეთა მორიგების პირობების დარღვევის შემთხვევაში მორიგების პირობებში აღნიშნული და რესპონდენტის მიერ დაუფარავი დავალიანების ოდენობაზე. ამავე მუხლის მე 10 ნაწილის თანახმად გამარტივებული წარმოებისას გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება რესპონდენტს ჩაჰბარდება ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. დაუშვებელია რესპონდენტისათვის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების საჯარო გამოცხადების გზით ცნობება. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო განმარტავს, რომ გამარტივებული წარმოებისას გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება რესპონდენტს ჩაჰბარდება ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძანებელი პირი ვერ ნანა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით - სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ გ----–- ნ-–--–-–---–ი არის მ------ ჯ-----–---–ის ოჯახის წევრი, რომელიც მუდმივად ცხოვრობს მასთან და მ------ ჯ-----–---–ს შეტყობინება ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით. იმისათვის, რომ რესპოდენტისათვის ადგილზე არყოფნის შემთხვევაში კორესპონდენცია ჩაითვალოს მისთვის ჩაბარებულად, კანონი იმპერატიულად ადგენს, რომ პირი რომელსაც ბარდება კორესპოდენცია, უნდა იყოს რესპოდენტის ოჯახის წევრი და მუდმივად უნდა ცხოვრობდეს მასთან. როგორც ფაქტობრივ უსწორობებში იქნა მითითებული, გ----–- ნ-–--–-–---–ი ცხოვრობს სხვა მისამართზე და არ არის მ------ ჯ-----–---–ის ოჯახის წევრი. გ----–- ნ-–--–-–---–ს შეტყობინება ჩააბარეს სამსახურში და მცდელობაც რომ ჰქონოდა, ვერ გადასცემდა ინფორმაციას მ------ ჯ-----–---–ს. მ------ ჯ-----–---–ი 2016 წლიდან ცხოვრობს კანადაში და ოჯახის წევრებსაც უჭირთ დაკავშირება. შესაბამისად, შეტყობინების გ----–- ნ-–--–-–---–ისთვის ჩაბარებით დარღვეულია ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70–78-ე მუხლების დანაწესი.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
ს----------–--ს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
3.1. ფაქტობრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
3.2. სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
3.2.1. სააპელაციო პალატა მიუთითებს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” ს----------–--ს კანონზე, რომელიც ადგენს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს.
მითითებული კანონის შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიურო XVI1 თავით დადგენილი წესით ახორციელებს გამარტივებულ წარმოებას ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნებთან დაკავშირებით. კანონის 913.2 მუხლის თანახმად, აპლიკანტი არის პირი, რომელსაც აქვს დოკუმენტურად დადასტურებული ფულადი სახის ვადამოსული მოთხოვნა და რომელიც მიმართავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებით, ხოლო რესპონდენტი არის პირი, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია აპლიკანტის მოთხოვნა. 917.1 მუხლის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო განცხადების რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ატყობინებს რესპონდენტს მის წინააღმდეგ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ, ხოლო ამავე მუხლის მეორე პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს: გ) მითითებას იმის შესახებ, რომ რესპონდენტი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში სრულად დაფაროს დავალიანება, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს, ან განახორციელოს ქვემოთ ჩამოთვლილ მოქმედებათაგან ერთ-ერთი: გ.ა) დაფაროს დავალიანების ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს; გ.ბ) განაცხადოს წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ არ ეთანხმება მოთხოვნას; გ.გ) წერილობით აღიაროს მოთხოვნა სრულად, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს; გ.დ) წერილობით აღიაროს მოთხოვნის ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს; გ.ე) წარადგინოს განცხადება მორიგების შეთავაზების შესახებ; დ) განმარტებას იმის შესახებ, თუ რა სამართლებრივი შედეგი მოჰყვება დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას; ე) გამარტივებული წარმოების საფასურის ოდენობას, ანგარიშსწორების წესს და აღსრულების ეროვნული ბიუროს საბანკო რეკვიზიტებს. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად კი, აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებას მოთხოვნის სრულ ოდენობაზე, თუ რესპონდენტი არ განახორციელებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ არცერთ მოქმედებას.
პალატა ასევე მიუთითებს 917.10 მუხლზე, რომლის თანახმად, გამარტივებული წარმოებისას გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება რესპონდენტს ჩაჰბარდება ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. დაუშვებელია რესპონდენტისათვის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების საჯარო გამოცხადების გზით ცნობება. ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74.1 მუხლის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით - სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 1 მარტის NS----------------- შეტყობინება გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ რესპონდენტ მ------ ჯ-----–---–ის ოჯახის წევრს გ----–- ნ-–--–-–---–ს (მეუღლის მამიდას) ჩაბარდა 2018 წლის 6 მარტს. ამდენად, ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის გათვალისწინებით, მ------ ჯ-----–---–ის ოჯახის წევრისათვის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების ჩაბარება ჩაითვალა მოსარჩელისათვის ჩაბარებულად. აღნიშნული შეტყობინებით რესპოდენტ მ------ ჯ-----–---–ს კანონით დადგენილი წესით ეცნობა გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ. შეტყობინების ადრესატს ასევე განემარტა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” ს----------–--ს კანონით დადგენილი უფლებები, მათ შორის, აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, წერილობითი პროტესტის განცხადების უფლება, იმ შემთხვევაში, თუ იგი არ დაეთანხმებოდა მოთხოვნას. შეტყობინებით მ------ ჯ-----–---–ს ასევე განემარტა, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემდა ბრძანებას დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნის სრულ ოდენობაზე, თუ იგი არ განახორციელებდა შეტყობინებაში მითითებულ რომელიმე მოქმედებას. დადგენილია, რომ რესპონდენტ მ------ ჯ-----–---–ს, კანონით დადგენილ ვადაში, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” ს----------–--ს კანონის 917 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოქმედებათაგან არცერთი არ განუხორციელებია.
სააპელაციო პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოცემულ შემთხვევაში, სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” ს----------–--ს კანონის მოთხოვნათა დაცვით განახორციელა გამარტივებული წარმოების წესით განსაზღვრული მოქმედებანი, სააღსრულებო წარმოების მონაწილეებს მიეცათ თანაბარი შესაძლებლობა, შეესრულებინათ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემამდე შესაძლო მოქმედებანი.
აპელანტი მიუთითებს, რომ კანონის იმპერატიული დანაწესიდან გამომდინარე, რესპოდენტის ადგილზე არყოფნის შემთხვევაში, პირი რომელსაც ფაქტობრივად ჩაბარდება კორესპოდენცია, უნდა იყოს რესპოდენტის ოჯახის წევრი და მუდმივად უნდა ცხოვრობდეს მასთან. აპელანტის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ გ----–- ნ-–--–-–---–ი, რომელსაც მ------ ჯ-----–---–ის ნაცვლად ჩაბარდა კორესპოდენცია, ცხოვრობს სხვა მისამართზე და იგი არ არის მ------ ჯ-----–---–ის ოჯახის წევრი (აპელანტს წარმოდგენილი აქვს ამონაწერი ს----------–--ს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ამომრჩეველთა სიიდან, რომელშიც გ----–- ნ-–--–-–---–ის რეგისტრაციის მისამართად მითითებულია თბილისი, ი----- პ------–-ს ქუჩა N13“ა“, ბინა N11).
სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტის ზემოაღნიშნულ მოსაზრებას და მიუთითებს, რომ მართალია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ იძლევა განსაზღვრებას, თუ ვინ შეიძლება იქნას მიჩნეული ოჯახის წევრად შეტყობინების ჩაბარების მიზნებისათვის, თუმცა, 70-78-ე მუხლების ერთობლივი ანალიზიდან გამომდინარე, ოჯახის წევრად მიჩნეულ უნდა იქნეს ყველა ის პირი, ვინც ცხოვრებს მხარის მიერ მითითებულ პირად მისამართზე. „..მისამართის მითითებისას რისკი იმისა, რომ შეიძლება შეტყობინება არაუფლებამოსილ პირს ჩაბარდეს, ეკისრება მისამართის მიმთითებელს, შესაბამისად, მასვე ევალება იმ გარემოების სარწმუნო მტკიცებულებებით დადასტურება, რომ შეტყობინების მიმღები არ არის მასთან მცხოვრები ის პირი, ვინც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის VIII თავის მიზნებისათვის არ შეიძლება მიჩნეულ იქნას ოჯახის წევრად..“ (სუს 06.04.2015წ. №ას-557-528-2014 განჩინება). მოცემულ შემთხვევაში, აპელანტის მიერ წარმოდგენილი, გ----–- ნ-–--–-–---–ის რეგისტრაციის მისამართის შესახებ ინფორმაციის შემცველი დოკუმენტი არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ აღნიშნული პირი ფაქტობრივად არ ცხოვრობს აპელანტის ოჯახში და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტთა წრეს არ განეკუთვნება.
სააპელაციო პალატა მართებულად მიიჩნევს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 10 ივლისის S----------------- დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების კანონიერების შემოწმების მიზნით, სასამართლო შემოიფარგლება მხოლოდ იმ საკითხის გარკვევით, დარღვეულია თუ არა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” ს----------–--ს კანონით დადგენილი, ფულადი ვალდებულების გადახდევინებასთან დაკავშირებული გამარტივებული წარმოების წესები, ვინაიდან აღნიშნული კანონის 919–ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გასაჩივრება დაიშვება იმ შემთხვევაში, როდესაც არსებითად დარღვეულია გამარტივებული წარმოების ამ თავით დადგენილი პროცედურა. მართებულია სასამართლოს მოსაზრება, რომ მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნული პროცედურის დარღვევას ადგილი არ ჰქონია. დადგენილია, რომ 2017 წლის 14 ივლისს, სს ,,ს----------–--ს ბ----ს“ წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს, რომლითაც იძულებითი აღსრულების მიზნით, წარადგინა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 10 ივლისის №S----------------- მიმართვა 2017 წლის 10 ივლისის №S----------------- დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსასრულებლად მიქცევის შესახებ. კრედიტორმა მოითხოვა აღნიშნული სააღსრულებო დოკუმენტის წარმოებაში მიღება და 4987.52 ლარის მ------ ჯ-----–---–ისთვის დაკისრების შესახებ მოთხოვნის აღსრულება. 2017 წლის 17 ივლისს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა მიიღო კრედიტორ სს ,,ს----------–--ს ბ----ს“ იძულებითი აღსრულების თაობაზე განცხადება (არაუზრუნველყოფილი მოთხოვნით), მოვალე - მ------ ჯ-----–---–ის მიმართ და საქმეს მიენიჭა ნომერი - A1-------.
3.2.2. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” ს----------–--ს კანონის 25.7 მუხლის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ინფორმირება ხდება სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. მოვალეს ეცნობება: ა) ინფორმირებიდან 7 დღის ვადაში მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულების შემთხვევაში მხოლოდ კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი აღსრულების საფასურის შესაბამისი ნაწილის, ხოლო ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში − აღსრულების საფასურის სრული ოდენობით დაკისრების შესახებ; ბ) ამ კანონის მე-18 მუხლით დადგენილი უფლებები; გ) სააღსრულებო წარმოების დაწყების სამართლებრივი შედეგები; დ) იძულებითი აღსრულებისათვის ამ კანონით გათვალისწინებული შესაძლო გასატარებელი ღონისძიებები; ე) აღსრულების შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მიღების წესი და საშუალებები. ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, მოვალეს იძულებითი აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობება, ხოლო მე-9 პუნქტის თანახმად, თანხის გადახდევინების, უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის, ქონების გადაცემის ან სხვა ისეთი კატეგორიის საქმეებზე, როდესაც აღსრულება უნდა განხორციელდეს მოვალის ქონებაზე ან ამ ქონების ხარჯზე, წინადადების ჩაბარებასთან ერთად (ან თუ წინადადების ჩაბარება დროულად ვერ ხდება) აღმასრულებელი დაუყოვნებლივ იწყებს მოვალის ქონების მოძიებას, აღწერას და მასზე ყადაღის დადებას ამ კანონით დადგენილი წესით.
მითითებული კანონის 25.6 მუხლის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსრულების დაწყების შესახებ სააღსრულებო წარმოების მხარეთა ინფორმირება ხდება ამ მუხლის შესაბამისად, ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სასამართლო უწყების ჩაბარებისთვის დადგენილი წესით. 25.12 მუხლის თანახმად კი, ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაგზავნილი შეტყობინებები, წინადადებები, გადაწყვეტილებები და სხვა დოკუმენტები სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირებს ჩაჰბარდებათ ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71.1 მუხლის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. ამავე კოდექსის 73.1 მუხლის თანახმად კი, თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე. აღნიშნული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილია შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესაძლებლობა, თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება. 78.2 მუხლის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლო უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება სასამართლო შეტყობინების შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებიდან ან გაზეთში ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა 2017 წლის 17 ივლისს მოვალე მ------ ჯ-----–---–ს გაუგზავნა №A--------------- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ და მიეცა წინადადება, 7 დღის ვადაში ნებაყოფლობით გადაეხადა სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული თანხა. ამასთან, მოვალე გაფრთხილებულ იქნა, რომ ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მის მიმართ განხორციელდებოდა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” ს----------–--ს კანონით გათვალისწინებული იძულებითი მოქმედებები. მხარეს განემარტა, რომ აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობებოდა. 2017 წლის 17 ივლისის №A--------------- წინადადება მოვალე მ------ ჯავახაშვილს ვერ ჩაბარდა (ადრესატის მისამართზე არყოფნის გამო). საქმეში არსებული, 11.01.2018წ. დათარიღებული, აღმასრულებლის მიერ შედგენილი ოქმებით დგინდება, რომ სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, აღმასრულებელი გამოცხადდა მისამართებზე: ქ. დუშეთი, შ---------ის ქ. N86 და ქ. დუშეთი, ბ-------ს ქ. N44, მოვალე - მ------ ჯ-----–---–ისათვის გადაწყვეტილების შესრულების შესახებ წინადადების ჩაბარების მიზნით. წინადადების ჩაბარება მოვალისათვის ვერ მოხერხდა, მისამართზე მისი არყოფნის გამო. ოქმზე გაკეთებული შენიშვნის თანახმად, მითითებულ მისამართებზე გამოცხადებისას გაირკვა, რომ მ------ ჯ-----–---–ი მეუღლესთან ერთად დიდი ხანია ცხოვრობს კანადაში, რის გამოც, ვერ მოხდა სააღსრულებო მოქმედების შესრულება. 2018 წლის 10 იანვარს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა მიიღო №A1--------011 განკარგულება, რომლითაც საჯაროდ გავრცელდა ზემოაღნიშნული შეტყობინება მოვალე მ------ ჯ-----–---–ის მიმართ. შეტყობინება გამოქვეყნდა აღსრულების ეროვნული ბიუროს ვებ-გვერდზე (www.nbe.gov.ge .). განიმარტა, რომ მოვალე მ------ ჯ-----–---–ისთვის აღსრულების ღონისძიების შესახებ შეტყობინება ჩაბარებულად ჩაითვლებოდა, საჯარო შეტყობინების ამ განკარგულებაში მითითებულ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.
ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმებისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მართებულად მიიჩნევს საქალაქო სასამართლოს დასკვნას, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოვალე მ------ ჯ-----–---–ისათვის გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ წინადადების ჩაბარება მოხდა კანონით დადგენილი წესით.
3.2.3. სააპელაციო პალატა მიუთითებს ს----------–--ს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანებით დამტკიცებულ ,,იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმებსა და წესზე”. აღნიშნული „წესის“ 1.1 მუხლის თანახმად, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ ს----------–--ს კანონით გათვალისწინებული იძულებითი აუქციონი ტარდება ელექტრონული (ინტერნეტაუქციონის) გზით. აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს აუქციონის ჩატარებას და განსაზღვრავს აუქციონზე გასატან ქონებას, საჭიროების შემთხვევაში ყოფს მას ლოტებად. ქონების ლოტებად დაყოფის შემთხვევაში აუქციონი ტარდება და გამარჯვებული გამოვლინდება თითოეული ლოტის მიხედვით ცალ-ცალკე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, აუქციონის ჩატარების თაობაზე აღსრულების ეროვნული ბიურო აქვეყნებს ინტერნეტ-განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს ამავე ნორმაში მითითებულ მონაცემებს. მე-3 პუნქტის შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებულია აუქციონის შესახებ სპეციალური საჯარო განცხადება განათავსოს ვებგვერდზე: www.eauction.ge ან/და www.nbe.gov.ge . მე-4 პუნქტის თანახმად კი, აუქციონის ჩატარების შესახებ მხარეებს (შესაბამისი საგადასახადო ორგანოს გარდა) პერსონალურად არ ეცნობებათ. მათი ინფორმირება ხორციელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი წესით.
პალატა ასევე მიუთითებს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” ს----------–--ს კანონის 75.3 მუხლზე, რომლის თანახმად, აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ ქონების ფასის სრულად გადახდის შემდეგ, აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს განკარგულებას აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სააღსრულებო მოქმედებების გახორციელების შემდეგ, NA1------- სააღსრულებო საქმეზე დაინიშნა იძულებითი საჯარო აუქციონი, რომელზეც უძრავი ქონების შემძენი გახდა დ----- გ----------ი. აღნიშნულმა პირმა უძრავი ნივთის ღირებულება გადაიხადა სრულად, რის შემდეგაც, თბილისის სააღსრულებო ბიურომ 12.04.2018წ. გამოსცა №A1--------------- განკარგულება. განკარგულებაში მითითებულ იქნა, რომ მოვალე მ------ ჯ-----–---–ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების (მდებარე: ქალაქი დუშეთი, ს----–--ის ქუჩა, მიწის (უძრავი ქონების) საკადასატრო კოდი 7-----------) შემძენი, 2018 წლის 10 აპრილს, დასრულებულ იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა დ----- გ----------ი.
სააპელაციო პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები: ს----------–--ს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 10 ივლისის №S----------------- ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ და ს----------–--ს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 12 აპრილის №A1--------------- განკარგულება უძრავი ნივთის აუქციონის წესით გასხვისების შესახებ, გამოცემულია კანონის დაცვით, ადგილი არ აქვს ს----------–--ს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მ------ ჯ-----–---–ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
5. საპროცესო ხარჯები
ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე, აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ას ორმოცდაათი) ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
იხელმძღვანელა რა ს----------–--ს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ------ ჯ-----–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით ს----------–--ს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე: მირანდა ერემაძე