გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 23.04.2019
საქმის ნომერი
330310018002523906
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
23.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/4131-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

23 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნათია ბუსკაძე

სხდომის მდივანი ნინო ჭაბუკიანი

 

მოსარჩელე – ტ------–----------ე

 

წარმომადგენლები – შ--–-----–--ე, ს------------------

 

მოპასუხეები – სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო; სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო

 

წარმომადგენელი – ე---------------–--–ი

 

მესამე პირი – გ--–--------–---–ი

 

წარმომადგენელი - ნ--------–---ე

 

მესამე პირი – შპს ,,N-----------------------ი''

 

წარმომადგენელი - ლ----------------–---–ი

 

მესამე პირები - მ---------------–---–ი; კერძო აღმასრულებელი - ზ---–------–---–-–---–ი; გ---------------ი; სს ,,ბ----------------ი''

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 21 აპრილის №A---------------- განკარგულება;

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 28 ოქტომბრის №1--------------- ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ, ტ------–---------ის ნაწილში (დაზუსტებული სარჩელი, (ტ. II, ს.ფ. 77).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხეების - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

3.1. მესამე პირების - გ--–--------–---–ისა და შპს ,,N-----------------------ის'' წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს.

 

3.2. მესამე პირები - მ---------------–---–ი, კერძო აღმასრულებელი ზ---–------–---–-–---–ი, გ---------------ი და სს ,,ბ----------------ი'' სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ, მათთვის სხდომის თარიღი ცნობილი იყო კანონით დადგენილი წესით. მესამე პირებს საქმეზე არც შესაგებელი წარმოუდგენიათ.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. დადგენილია, რომ 2016 წლის 6 აპრილს შპს ,,ბ----------------სა“ და გ---------------ს (მსესხებელი) შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება (N4------------), რომლის თანახმად სესხის თანხას წარმოადგენდა – 2 000.00 ლარი, სესხის დაფარვის პერიოდი (დღეები) – 60, დღიური საპროცენტო სარგებელი - 0,530%, ხოლო თავდებებად მითითებულ იქნენ ტ------–---------ე და ე-------------------–---–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

–სესხის ხელშეკრულება N4------------ თანდართული დოკუმენტებით (ტ. II, ს.ფ. 149-155).

4.1.2. საქმეზე დადგენილია, რომ შპს ,,ბ----------------ი“ გარდაიქმნა სააქციო საზოგადოებად - სს ,,ბ----------------ი“ (ს/ნ 402000179).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სს ,,ბ----------------ის“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.

 

4.1.3. შპს ,,ბ----------------ის“ წარმომადგენელმა (აპლიკანტი) გამარტივებული წარმოების დაწყების თაობაზე განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რომლითაც მოითხოვა რესპონდენტების - გ---------------ის, ტ------–---------ისა და ე-------------------–---–ისთვის დავალიანების სახით - 2373.04 ლარის (ძირითადი თანხა – 1868.88 ლარი; სარგებელი – 304.16 ლარი), გადახდილი სააპლიკაციო საფასურის - 100 ლარისა და ყადაღის დადებისათვის გადახდილი საფასურის - 100 ლარის დაკისრება. აპლიკანტმა განცხადებას დაურთო გენერალური ხელშეკრულება საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ, თანდართული დოკუმენტებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

– დავალიანების გადახდევინების შესახებ განაცხადი (ტ. II, ს.ფ. 138-143);

–გენერალური ხელშეკრულება საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ, თანდართული დოკუმენტებით (ტ. II, ს.ფ. 144-155).

 

4.1.4. 2016 წლის 14 სექტემბერს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაიწყო გამარტივებული წარმოება ფულადი დავალიანების გადახდევინების შესახებ (წარმოების ნომერი – 1--------).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 26.09.2016წ. შეტყობინება გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ N1--------/1----- (ტ. II, ს.ფ. 190-192).

 

4.1.5. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 26 სექტემბრის N1--------/1----- შეტყობინებით რესპონდენტ ტ------–---------ეს ეცნობა, შპს ,,ბ----------------ის“ განცხადების საფუძველზე დაწყებული N1-------- გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ. შეტყობინების ადრესატს განემარტა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი უფლებები, მათ შორის, შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ წერილობითი პროტესტის გაცხადების უფლება, იმ შემთხვევაში, თუ იგი არ დაეთანხმებოდა მოთხოვნას. შეტყობინებით ტ------–---------ეს ასევე განემარტა, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემდა ბრძანებას დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნის სრულ ოდენობაზე, თუ იგი არ განახორციელებდა შეტყობინებაში მითითებულ რომელიმე მოქმედებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 26.09.2016წ. შეტყობინება გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ N1--------/1----- (ტ. II, ს.ფ. 190-192).

 

4.1.6. დადგენილია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 26 სექტემბრის N1--------/1----- შეტყობინება გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ რესპონდენტ ტ------–---------ეს ჩაბარდა პირადად - 2016 წლის 29 სექტემბერს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შპს ,,ს----------–-----------ის” შეტყობინება გზავნილის ჩაბარების შესახებ (ტ. II, ს.ფ. 183).

 

4.1.7. დადგენილია, რომ კანონით დადგენილ ვადაში რესპონდენტ ტ------–---------ეს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 917–ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოქმედებათაგან არცერთი არ განუხორციელებია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

– N1-------- გამარტივებული წარმოების მასალა;

-მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ.: 26.03.2019წ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

4.1.8. 2016 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მიღებულ იქნა №1--------------- ბრძანება, რომლითაც რესპონდენტებს – გ---------------ს, ტ------–---------ესა და ე-------------------–---–ს დაეკისრათ – 1373.04 ლარის ოდენობით დავალიანების გადახდა სოლიდარულად აპლიკანტის – შპს ,,ბ----------------ის“ მიმართ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 28.10.2016წ. №1--------------- ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ (ტ. II, ს.ფ. 207).

 

4.1.9. საქმეზე ასევე დადგენილია, რომ 2016 წლის 25 იანვარს ერთი მხრივ, შპს ,,N-----------------------სა'' და მეორეს მხრივ, გ---------------ს, ტ------–----------ესა და მ---------------–---–ს (მსესხებლები) შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება (N4851), რომლის თანახმად სესხის თანხას წარმოადგენდა – 2 800. 00 ლარი, სესხის ვადა – 144 დღე, სარგებლის განაკვეთი 8% თვეში.

 

2016 წლის 18 ივლისს კი ნოტარიუსს ე-–-------–--ის მიერ, შპს ,,N-----------------------ის'' მოთხოვნით, სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, ნაკისრი ვალდებულების (სესხი ძირი თანხისა და სარგებლის/პროცენტის) გადახდის ვადის დარღვევის/ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, გაიცა N--------- სააღსრულებო ფურცელი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-2016 წლის 25 იანვრის სესხის ხელშეკრულება (ტ. I, ს.ფ. 76-82);

- ნოტარიუს ე-–-------–--ის 2016 წლის 18 ივლისის N--------- სააღსრულებო ფურცელი (ტ. I, ს.ფ. 71-75).

 

4.1.10. 2016 წლის 18 ივლისს, შპს ,,N-----------------------ის'' წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა კერძო აღმასრულებელ ზ---–------–---–-–---–ს, რომლითაც იძულებითი აღსრულების მიზნით წარადგინა ნოტარიუს ე-–-------–--ის მიერ 2016 წლის 18 ივლისს გაცემული N--------- სააღსრულებო ფურცელი. კრედიტორმა მოითხოვა აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის წარმოებაში მიღება და შემდეგი მოთხოვნის აღსრულება: 4861.48 ლარის გ---------------ის, ტ------–---------ისა და მ---------------–---–ისთვის დაკისრება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-2016 წლის 18 ივლისის განცხადება (ტ. I, ს.ფ. 68-69);

-განცხადების მიღების ბარათი (ტ. I, ს.ფ. 70).

 

4.1.11. დადგენილია, რომ 2016 წლის 18 ივლისს კერძო აღმასრულებლის ზ---–------–---–-–---–ის მიერ მიღებულ იქნა კრედიტორ - შპს ,,N-----------------------ის'' იძულებითი აღსრულების თაობაზე განცხადება (არაუზრუნველყოფილი მოთხოვნით), მოვალე(ები) - გ---------------ის, ტ------–---------ისა და მ---------------–---–ის მიმართ და საქმეს მიენიჭა ნომერი - A--------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-№A-------- სააღსრულებო საქმის წარმოებაში მიღების ცნობა (ტ. I, ს.ფ. 67).

 

4.1.12. საქმეზე დადგენილია, რომ კერძო აღმასრულებელმა ზ---–------–---–-–---–მა ზემოაღნიშნული აღსრულების ქვემდებარე აქტის აღსრულების მიზნით, 2016 წლის 19 ივლისს, მოვალეებს - გ---------------ის, ტ------–---------ესა და მ---------------–---–ს გაუგზავნა №A---------005/001 წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, რომლის თანახმად, მას მიეცა წინადადება 7 (შვიდი) დღის ვადაში ნებაყოფლობით გადაეხადა სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული თანხა. ამასთან, მოვალე(ები) გაფრთხილებულ იქნა, რომ ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მის მიმართ განხორციელდებოდა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულებითი მოქმედებები, ასევე განემარტა, რომ აღსრულების ღონისძიების დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობებოდა.

 

დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული 2016 წლის 19 ივლისის №A---------005/001 წინადადება ჩაბარდა მოვალე ტ------–---------ის დედას ც-–-------------ეს - 2016 წლის 23 ივლისს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-2016 წლის 19 ივლისის №A---------005/001 წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ტ. I, ს.ფ. 88-93);

- შპს ,,ს----------–-----------ის” დასტური (ტ.I, ს.ფ. 96).

 

4.1.13. საქმეზე ასევე დადგენილია, რომ 2016 წლის 1 ნოემბერს, სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 919 მუხლის თანახმად, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღსასრულებლად გაუგზავნა 2016 წლის 28 ოქტომბრის N1-------- ბრძანება დავალიანების გადახდის შესახებ.

 

თავის მხრივ, 2016 წლის 4 ნოემბერს კერძო აღმასრულებლის ზ---–------–---–-–---–ის მიერ მიღებულ იქნა იძულებითი აღსრულების თაობაზე განცხადება (არაუზრუნველყოფილი მოთხოვნით), მოვალე(ები) - გ---------------ის, ტ------–---------ისა და მ---------------–---–ის მიმართ (კრედიტორი - შპს ,,ბ----------------ი'') და საქმეს მიენიჭა ნომერი - A--------, რომელიც გაუერთიანდა სააღსრულებო საქმეს A--------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 1 ნოემბრის N1--------/201840 მიმართვა (ტ.I, ს.ფ. 302);

- №A-------- სააღსრულებო საქმის წარმოებაში მიღების ცნობა (ტ.I, ს.ფ. 301).

 

4.1.14. დადგენილია, რომ სააღსრულებო მოქმედებების გახორციელების შემდეგ, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ NA-------- სააღსრულებო საქმეზე დაინიშნა იძულებითი აუქციონი, რომელზეც არაუზრუნველყოფილი კრედიტორების შპს ,,ბ----------------ისა'' და შპს ,,N-----------------------ის'' სასარგებლოდ განხორციელებული აღსრულების შედეგად უძრავი ქონების შემძენი გახდა გ--–--------–---–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ელექტრონული (ონლაინ) აუქციონის მიმდინარეობის შესახებ ამონაბეჭდი თანდართული მასალებით (ტ.I, ს.ფ. 233-239).

 

4.1.15. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2017 წლის 21 აპრილს მიღებულ იქნა №A---------------- განკარგულება, რომლის თანახმად, მოვალე - ტ------–---------ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების (მდებარე: ქ. თბილისი, დ-----–------------------------------–-----------------------------, ს/კ 0----------------------) შემძენი 2017 წლის 19 აპრილს გამართულ, იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა გ--–--------–---–ი, რომელმაც უძრავი ქონება შეიძინა 15 000 ლარად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 21 აპრილის №A---------------- განკარგულება (ტ. I, ს.ფ. 342).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ტ------–---------ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი; საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანებით დამტკიცებული ,,იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმები და წესი”.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-183 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, სააღსრულებო წარმოებისას ქონების შემძენისათვის საკუთრების უფლების მინიჭების შესახებ განკარგულება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და იგი გასაჩივრდება სასამართლოში.

ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 21 აპრილის №A---------------- განკარგულება უძრავი ნივთის აუქციონის წესით გასხვისების შესახებ, ასევე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 28 ოქტომბრის №1--------------- ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სადავო სფეროში მოქმედ სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

7.2. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს. ხსენებული კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სააღსრულებო ბიურო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს ამ კანონით, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით და სააღსრულებო ბიუროს დებულებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო XVI1 თავით დადგენილი წესით ახორციელებს გამარტივებულ წარმოებას ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნებთან დაკავშირებით.

 

ზემოაღნიშნული კანონის 913–ე მუხლი განსაზღვრავს იმ სუბიექტთა წრეს - აპლიკანტი/რესპონდენტი, რომლებიც შესაძლებელია იყვნენ მხარეები გამარტივებულ წარმოებაში. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, აპლიკანტი არის პირი, რომელსაც აქვს დოკუმენტურად დადასტურებული ფულადი სახის ვადამოსული მოთხოვნა და რომელიც მიმართავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებით, ხოლო რესპონდენტი არის პირი, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია აპლიკანტის მოთხოვნა. ამავე კანონის 914–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადება, რომელიც გამარტივებული წარმოების დაწყების საფუძველია, მიზნად უნდა ისახავდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას.

 

ამავე საკანონმდებლო აქტის 917–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო განცხადების რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ატყობინებს რესპონდენტს მის წინააღმდეგ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ, ხოლო მე-10 პუნქტის თანახმად, გამარტივებული წარმოებისას გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება რესპონდენტს ჩაჰბარდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. დაუშვებელია რესპონდენტისათვის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების საჯარო გამოცხადების გზით ცნობება.

 

ზემოაღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად კი, გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს: გ) მითითებას იმის შესახებ, რომ რესპონდენტი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში სრულად დაფაროს დავალიანება, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს, ან განახორციელოს ქვემოთ ჩამოთვლილ მოქმედებათაგან ერთ-ერთი: გ.ა) დაფაროს დავალიანების ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს; გ.ბ) განაცხადოს წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ არ ეთანხმება მოთხოვნას; გ.გ) წერილობით აღიაროს მოთხოვნა სრულად, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს; გ.დ) წერილობით აღიაროს მოთხოვნის ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს; გ.ე) წარადგინოს განცხადება მორიგების შეთავაზების შესახებ; დ) განმარტებას იმის შესახებ, თუ რა სამართლებრივი შედეგი მოჰყვება დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას; ე) გამარტივებული წარმოების საფასურის ოდენობას, ანგარიშსწორების წესს და აღსრულების ეროვნული ბიუროს საბანკო რეკვიზიტებს. მითითებული ნორმის მე-4 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად კი, აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებას მოთხოვნის სრულ ოდენობაზე, თუ რესპონდენტი არ განახორციელებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ არც ერთ მოქმედებას.

 

საქმეზე დადგენილია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 26 სექტემბრის N1--------/1----- შეტყობინება გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ მოვალე ტ------–---------ეს ჩაბარდა პირადად 2016 წლის 29 სექტემბერს.

 

რაც შეეხება მოსარჩელის განმარტებას, რომ მას გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება ჩაბარდა არასრულყოფილი სახით, ვერ იქნება გაზიარებული შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო სამართლით განმტკიცებული მტკიცების ტვირთის სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა განაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო შესაძლებელია ობიექტურად, ხოლო მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტება, ვერ ჩაითვლება საკმარის და სათანადო მტკიცებულებად მოსარჩელის პოზიციის გასაზიარებლად, იმ მოცემულობაში როდესაც ამ განმარტებას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე და ამ ახსნა-განმარტების საწინააღმდეგოდ საქმეში წარმოდგენილია საფოსტო დასტური გზავნილის ჩაბარების თაობაზე. საპროცესო კანონმდებლობა ერთმნიშვნელოვნად ადგენს, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მხარის მიერ არასრულყოფილი კორესპონდენციის შესახებ მიცემული ახსნა-განმარტება ვერ ჩაითვლება საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესაბამის მტკიცებულებად და შესაბამისად ვერ იქნება გაზიარებული.

 

ამდენად, საქმეზე დადგენილია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შეტყობინებით რესპოდენტ ტ------–---------ეს ეცნობა, გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ. შეტყობინების ადრესატს ასევე განემარტა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი უფლებები, მათ შორის, აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, წერილობითი პროტესტის განცხადების უფლება, იმ შემთხვევაში, თუ იგი არ დაეთანხმებოდა მოთხოვნას. შეტყობინებით ტ------–---------ეს ასევე განემარტა, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემდა ბრძანებას დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნის სრულ ოდენობაზე, თუ იგი არ განახორციელებდა შეტყობინებაში მითითებულ რომელიმე მოქმედებას. საქმეზე ასევე დადგენილია, რომ რესპონდენტ ტ------–---------ეს, კანონით დადგენილ ვადაში, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 917–ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოქმედებათაგან არცერთი არ განუხორციელებია.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ჩაბარების დროიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ტ------–---------ეს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 917–ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოქმედებათაგან არცერთი არ განუხორციელებია, მათ შორის, არ გამოუყენებია უფლება, წარედგინა წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ არ ეთანხმებოდა მოთხოვნას, რაც აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემის საფუძველი გახდა.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით განახორციელა გამარტივებული წარმოების წესით განსაზღვრული მოქმედებანი. ამასთან, სააღსრულებო წარმოების მონაწილეებს მიეცათ თანაბარი შესაძლებლობა, შეესრულებინათ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემამდე შესაძლო მოქმედებანი.

 

სასამართლო იმ გარემოებაზეც მიუთითებს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 28 ოქტომბრის N1--------------- დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების კანონიერების შემოწმების მიზნით, სასამართლო შემოიფარგლება მხოლოდ იმ საკითხის გარკვევით, დარღვეულია თუ არა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი, ფულადი ვალდებულების გადახდევინებასთან დაკავშირებული გამარტივებული წარმოების წესები, ვინაიდან აღნიშნული კანონის 919–ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გასაჩივრება დაიშვება იმ შემთხვევაში, როდესაც არსებითად დარღვეულია გამარტივებული წარმოების ამ თავით დადგენილი პროცედურა. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული პროცედურის დარღვევას ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება გასაჩივრებული ბრძანების წინმსწრებ გარემოებას - მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობას, აღნიშნული არ წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველი დავის საგანს.

 

7.3. სასამართლო ასევე მიუთითებს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 პუნქტის ,,უ" პუნქტზე რომლის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ (შემდგომ − დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება) და აღსრულების შესახებ ბრძანება. მითითებული მუხლის ,,ნ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება სანოტარო აქტი.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს ზემოაღნიშნული კანონის 25-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.

 

საქმეზე დადგენილია, რომ 2016 წლის 18 ივლისს, შპს ,,N-----------------------ის'' წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა კერძო აღმასრულებელ ზ---–------–---–-–---–ს, რომლითაც იძულებითი აღსრულების მიზნით წარადგინა ნოტარიუს ე-–-------–--ის მიერ 2016 წლის 18 ივლისს გაცემული N--------- სააღსრულებო ფურცელი. კრედიტორმა მოითხოვა აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის წარმოებაში მიღება და შემდეგი მოთხოვნის აღსრულება: 4861.48 ლარის გ---------------ის, ტ------–---------ისა და მ---------------–---–ისთვის დაკისრება. დადგენილია ასევე, რომ 2016 წლის 18 ივლისს კერძო აღმასრულებლის ზ---–------–---–-–---–ის მიერ მიღებულ იქნა კრედიტორ - შპს ,,N-----------------------ის'' იძულებითი აღსრულების თაობაზე განცხადება (არაუზრუნველყოფილი მოთხოვნით), მოვალე(ები) - გ---------------ის, ტ------–---------ისა და მ---------------–---–ის მიმართ და საქმეს მიენიჭა ნომერი - A--------.

 

თავის მხრივ, 2016 წლის 1 ნოემბერს, სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 919 მუხლის თანახმად, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღსასრულებლად გაუგზავნა 2016 წლის 28 ოქტომბრის N1-------- ბრძანება დავალიანების გადახდის შესახებ. 2016 წლის 4 ნოემბერს კერძო აღმასრულებლის ზ---–------–---–-–---–ის მიერ მიღებულ იქნა იძულებითი აღსრულების თაობაზე განცხადება (არაუზრუნველყოფილი მოთხოვნით), მოვალე(ები) - გ---------------ის, ტ------–---------ისა და მ---------------–---–ის მიმართ (კრედიტორი - შპს ,,ბ----------------ი'') და საქმეს მიენიჭა ნომერი - A--------, რომელიც გაუერთიანდა სააღსრულებო საქმეს A--------.

 

7.4. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ასევე სადავოდ ხდის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 21 აპრილის №A---------------- განკარგულებას, იმ საფუძვლით, რომ მას წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ არ ჩაბარებია.

 

თავის მხრივ, სასამართლო მიუთითებს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლზე, რომლის მე-7 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ინფორმირება ხდება სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. მოვალეს ეცნობება: ა) ინფორმირებიდან 7 დღის ვადაში მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულების შემთხვევაში მხოლოდ კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი აღსრულების საფასურის შესაბამისი ნაწილის, ხოლო ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში − აღსრულების საფასურის სრული ოდენობით დაკისრების შესახებ; ბ) ამ კანონის მე-18 მუხლით დადგენილი უფლებები; გ) სააღსრულებო წარმოების დაწყების სამართლებრივი შედეგები; დ) იძულებითი აღსრულებისათვის ამ კანონით გათვალისწინებული შესაძლო გასატარებელი ღონისძიებები; ე) აღსრულების შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მიღების წესი და საშუალებები.

 

ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, მოვალეს იძულებითი აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობება, ხოლო მე-9 პუნქტის თანახმად, თანხის გადახდევინების, უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის, ქონების გადაცემის ან სხვა ისეთი კატეგორიის საქმეებზე, როდესაც აღსრულება უნდა განხორციელდეს მოვალის ქონებაზე ან ამ ქონების ხარჯზე, წინადადების ჩაბარებასთან ერთად (ან თუ წინადადების ჩაბარება დროულად ვერ ხდება) აღმასრულებელი დაუყოვნებლივ იწყებს მოვალის ქონების მოძიებას, აღწერას და მასზე ყადაღის დადებას ამ კანონით დადგენილი წესით.

 

საქმეზე დადგენილია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა, 2016 წლის 19 ივლისს, მოვალე - ტ------–---------ეს გაუგზავნა №A---------005/001 წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, რომლის თანახმად, მას მიეცა წინადადება 7 (შვიდი) დღის ვადაში ნებაყოფლობით გადაეხადა სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული თანხა. ამასთან, მოვალე გაფრთხილებულ იქნა, რომ ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მის მიმართ განხორციელდებოდა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულებითი მოქმედებები. ამასთან, განემარტა, რომ აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობებოდა. დადგენილია, რომ აღნიშნული 2016 წლის 19 ივლისის №A---------005/001 წინადადება ჩაბარდა მოვალე ტ------–---------ის დედას ც-–-------------ეს - 2016 წლის 23 ივლისს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსრულების დაწყების შესახებ სააღსრულებო წარმოების მხარეთა ინფორმირება ხდება ამ მუხლის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სასამართლო უწყების ჩაბარებისთვის დადგენილი წესით. ამავე ნორმის მე-12 პუნქტის თანახმად კი, ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაგზავნილი შეტყობინებები, წინადადებები, გადაწყვეტილებები და სხვა დოკუმენტები სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირებს ჩაჰბარდებათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის გათვალისწინებით, ტ------–---------ისათვის გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ წინადადების ჩაბარება მოხდა კანონით დადგენილი წესით, მით უფრო იმ პირობებში, როცა აღნიშნული კორესპონდენციის ჩაბარება მოხდა ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე.

7.5. სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანებით დამტკიცებულ ,,იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმებსა და წესზე”, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულებითი აუქციონი ტარდება ელექტრონული (ინტერნეტაუქციონის) გზით. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომში – აღსრულების ეროვნული ბიურო) უზრუნველყოფს აუქციონის ჩატარებას და განსაზღვრავს აუქციონზე გასატან ქონებას, საჭიროების შემთხვევაში ყოფს მას ლოტებად. ქონების ლოტებად დაყოფის შემთხვევაში აუქციონი ტარდება და გამარჯვებული გამოვლინდება თითოეული ლოტის მიხედვით ცალ-ცალკე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, აუქციონის ჩატარების თაობაზე აღსრულების ეროვნული ბიურო აქვეყნებს ინტერნეტ-განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს ამავე ნორმაში მითითებულ მონაცემებს. მე-3 პუნქტის შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებულია აუქციონის შესახებ სპეციალური საჯარო განცხადება განათავსოს ვებგვერდზე: www.eauction.ge ან/და www.nbe.gov.ge . ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, აუქციონის ჩატარების შესახებ მხარეებს (შესაბამისი საგადასახადო ორგანოს გარდა) პერსონალურად არ ეცნობებათ. მათი ინფორმირება ხორციელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი წესით.

 

ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ აუქციონის თაობაზე მხარეების ინფორმირების სპეციალური წესია დადგენილი ზემოაღნიშნული კანონითა და მის საფუძველზე მიღებული ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რაც გულისხმობს მათთვის აუქციონის ჩატარების შესახებ ინფორმაციის გაცნობის განსხვავებულ წესს. აღნიშნული წესი კი მდგომარეობს იმაში, რომ თავად მხარეები არიან ვალდებულები, გაეცნონ ინტერნეტ ვებ-გვერდზე განთავსებულ მათთვის საინტერესო ინფორმაციას.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ ქონების ფასის სრულად გადახდის შემდეგ აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს განკარგულებას აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ.

 

საქმეზე დადგენილია, რომ სააღსრულებო მოქმედებების გახორციელების შემდეგ, NA-------- სააღსრულებო საქმეზე დაინიშნა იძულებითი საჯარო აუქციონი, რომელზეც არაუზრუნველყოფილი კრედიტორების შპს ,,ბ----------------ისა'' და შპს ,,N-----------------------ის'' სასრგებლოდ განხორციელებული აღსრულების შედეგად უძრავი ქონების შემძენი გახდა გ--–--------–---–ი, რომელმაც უძრავი ნივთის ღირებულება გადაიხადა სრულად, რის შემდეგაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2017 წლის 21 აპრილს მიღებულ იქნა №A---------------- განკარგულება, რომლის თანახმად, მოვალე - ტ------–---------ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების (მდებარე: ქ. თბილისი, დ-----–------------------------------–-----------------------------, ს/კ 0----------------------) შემძენი 2017 წლის 19 აპრილს გამართულ, იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა გ--–--------–---–ი, რომელმაც უძრავი ქონება შეიძინა 15 000 ლარად.

7.6. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

ზემოაღნიშნული სამართლის ნორმებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 28 ოქტომბრის №1--------------- ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 21 აპრილის №A---------------- განკარგულება უძრავი ნივთის აუქციონის წესით გასხვისების შესახებ, გამოცემულია კანონის სრული დაცვით, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ტ------–---------ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელი.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ტ------–---------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ნათია ბუსკაძე