განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №030310218002429531
საქმე N3/ბ-464-18წ.
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
19 დეკემბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე მურთაზ მეშველიანი
სხდომის მდივანი: ონისე გურეშიძე
აპელანტი _ რ--------- კ-------–---–-
მოწინააღმდეგე მხარე _ 1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიურო; 2.ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერია
დავის საგანი _ ქმედების განხორციელების დავალდებულება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა: ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
2018 წლის 03 მაისს რ--------- კ-------–---–-- სარჩელით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს და მესამე პირის ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და მოითხოვა სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს დავალდებულება ამოიღოს იძულებითი წესით ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისაგან რ--------- კ-------–---–-ს კუთვნილი შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ის ნაწილი, რომელიც დაირიცხა პრემიის სახით 7840 ლარის ოდენობით.
სარჩელი ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ 2014 წლის 01 ოქტომბერს ფოთის მუნიციპალიტეტის მერის N6-- ბრძანებით, რ--------- კ-------–---–- გაათავისუფლეს ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკური განვითარებისა და ქონების სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობიდან. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით აღადგინეს თანამდებობაზე და ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა რ--------- კ-------–---–-ს სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის სახით სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან ამ გადაწყვეტილების აღსრულებამდე იძულებით გაცდენილი მთელი პერიოდის განმავლობაში მიუღებელი ხელფასის სრულად ანაზღაურება. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გამოიწერა სააღსრულებო ფურცელი, რომელიც რ--------- კ-------–---–-- წარადგინა სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროში. სააღსრულებო ბიურომ მოსთხოვა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას ნებაყოფლობით აენაზღაურებინა რ--------- კ-------–---–-სათვის ხელფასი სრული ოდენობით. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ გადარიცხა მის ანგარიშზე 23 328 ლარი. რაც შეადგენს მხოლოდ თანამდებობრივ სარგოს და არა მთლიან ხელფასს, რადგანაც საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მიხედვით შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 13 სექტემბრის N1-------- წერილის შესაბამისად, რ--------- კ-------–---–-ს სამსახურში არყოფნის პერიოდში ამ თანამდებობაზე დაირიცხა 7840 ლარი. მიუხედავად მისი არაერთი მოთხოვნისა დღემდე არ დაერიცხა კუთვნილი ხელფასი სრულად. 2017 წლის 29 სექტემბერს რ--------- კ-------–---–-- საჩივრით მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს, 2018 წლის 20 აპრილს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიურომ თავისი NA1--------------- წერილით უპასუხა, რომ პრემია არ შედის ხელფასში და ამდენად სააღსრულებო წარმოება დასრულებულია. სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს ამგვარი გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის N2/3/630 გადაწყვეტილებას, სადაც მითითებულია, საჯარო მოხელის სამსახურიდან უკანონო გათავისუფლება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, იწვევს ზიანის სრული ანაზღაურების ვალდებულებას. კონსტიტუციის ხსენებული დებულება იმპერატიულად ადგენს მიყენებული ზარალის სრულად ანაზღაურების ვალდებულებას. მისი რეგულირების სფეროში ექცევა ნებისმიერი ზარალი, რომელიც გამოწვეულია სახელმწიფო ავტონომიური რესპუბლიკებისა და თვითმმართველი ერთეულების თანამდებობის პირთა ქმედებით. საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული ზარალის სრული ანაზღაურების ვალდებულება გულისხმობს არა კონკრეტული სუბიექტის მიერ წინასწარ დადგენილი ზღვრული ოდენობით, არამედ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში რეალურად მიყენებული ზარალის სრული მოცულობით ანაზღაურების ვალდებულებას. იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო, კერძოდ, თანამდებობრივი სარგო, რომელიც ხელფასის შემადგენელი პრემიებისა და დანამატებისაგან განსხვავებით გაიცემა მოხელის ინდივიდუალური მახასიათებლების ან და კვალიფიკაციის მიუხედავად.
მოპასუხების სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს, ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელი არ ცვნეს და განმარტეს, რომ სარჩელი არის უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით რ--------- კ-------–---–-ს სასარჩელო მოთხოვნა სააღსრულებო ბიუროს დავალდებულების შესახებ, ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისაგან რ--------- კ-------–---–-ს კუთვნილი შრომითი გასამრჯელოს იმ ნაწილის ამოღების თაობაზე, რომელიც დარიცხულ უნდა იქნას პრემიის სახით 7840 ლარის ოდენობით, არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
სასამართლომ დაადგინა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილების შესაბამისად, რ--------- კ-------–---–-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რ--------- კ-------–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 31 აგვისტოს N6-- ბრძანება; რ--------- კ-------–---–- ადგენილ იქნა ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკური განვითარებისა და ქონების სამსახურში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე; ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა რ--------- კ-------–---–-ს სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის სახით - სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან ამ გადაწყვეტილების აღსრულებამდე, იძულებით გაცდენილი მთელი პერიოდის განმავლობაში მიუღებელი ხელფასის სრულად ანაზღაურება მასზე უკვე გაცემული კომპენსაციის გათვალისწინებით.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 31 მაისის N4-- ბრძანების შესაბამისად, რ--------- კ-------–---–- აღდგენილ იქნა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკური განვითარებისა და ქონების სამსახურის საფინანსო ზედამხედველობის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. რ--------- კ-------–---–ს მიეცა იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო 29160 ლარი.
სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 20 აპრილის N A1--------------- წერილის თანახმად, რ--------- კ-------–---–ს ეცნობა, რომ აღნიშნული საქმის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, ის ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 31 მაისის ბრძანების საფუძველზე აღდგენილი იყო სამსახურში. ასევე, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროდან სრულად გადაეცა იძულებით გაცდენილი მთელი პერიოდის განმავლობაში მიუღებელი ხელფასი, გაცემული კომპენსაციის გათვალისწინებით, სულ 23328 ლარი. ხოლო, რაც შეეხება მოთხოვნას, იძულებით გაცდენილი მთელი პერიოდის განმავლობაში მიუღებელი პრემიის ანაზღაურების შესახებ, ეცნობა, რომ აღნიშნულის შესახებ 2017 წლის 20 სექტემბერს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიურომ გადაწყვეტილების განმარტების შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, რომელმაც აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და განჩინება სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს ჩაბარდა 2018 წლის მარტის თვეში. სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიურომ რ--------- კ-------–---–-ს მოთხოვნის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით 2018 წლის 15 მარტს მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს იურიდიულ სამსახურს. აღსრულების ეროვნული ბიუროს იურიდიული სამსახურიდან 2018 წლის 18 აპრილს მიღებული პასუხიდან ირკევა, რომ მიუხედავად გადაწყვეტილების განმარტების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2017 წლის 21 ნოემბერს მიღებული განჩინებით იმსჯელა აღნიშნულ საკითხებზე, რომლის თანახმადაც ,,თანამშრომელთათვის პრემიის დარიცხვა არ გამორიცხავს ისეთ ანაზღაურებას როგორიცაა მაგალითად: სამსახურის მოვალეობის შესრულების ხარჯების საკომპენსაციო ანაზღაურება და სხვა. პრემიის თანამშრომელზე გაცემა დაკავშირებულია პირის შრომით შედეგებზე და წარმოადგენს თანამშრომელთა ინდივიდუალურ წახალისებას, ამდენად თავისი შინაარსიდან გამომდინარე პრემიის სახით გაცემული თანხები არ შედის ხელფასის ანაზღაურებაში“. განსახილველ შემთხვევაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლო მიუთითებს , რომ იძულებით განაცდურის ანაზღაურების არსი გამორიცხავს ისეთ ანაზღაურებას, როგორიცაა პრემია. შესაბამისად, იძულებით გაცდენილი პერიოდის განმავლობაში გაცემული პრემიის ოდენობა არ შედის ხელფასის ანაზღაურებაში.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 13 სექტემბრის N1-------- წერილის შესაბამისად, რ--------- კ-------–---–-ს წარმომადგენელს ეცნობა, რომ ვინაიდან სასამართლო გადაწყვეტილებაში პირდაპირ არ არის მითითებული ის გარემოება, რომ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხადოს პრემია და დანამატი, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს რ--------- კ-------–---–ზე გასცეს პრემია, დანამატი. ასევე, ეცნობა, რომ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკური განვითარებისა და ქონების სამსახურის საფინანსო ზედამხედველობის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე 2014 წლის 1 ოქტომბრიდან 2017 წლის 1 ივნისამდე გაცემული შრომითი გასამრჯელო: თანამდებობრივი სარგო (ხელფასი) შეადგენს 30320 ლარს, პრემია 7840 ლარს. რ--------- კ-------–---–ზე გაცემული კომპენსაცია შეადგენს 1160 ლარს.
სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს იურიდიული სამსახურის უფროსის 2018 წლის 18 აპრილის წერილის შესაბამისად, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს უფროსის მოვალეობის შემსრულებელს ეცნობა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მითითებით, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების არსი გამორიცხავდა ისეთ ანაზღაურებას, როგორიცაა პრემია. შესაბამისად, იძულებით გაცდენილი პერიოდის განმავლობაში გაცემული პრემიის ოდენობა არ შედიოდა ხელფასის ანაზღაურებაში. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით მიიჩნიეს, სააღსრულებო წარმოების N1------- საქმეზე, იკვეთებოდა სააღსრულებო წარმოების დასრულების კანონით გათვალისწინებული საფუძვლები.
რ--------- კ-------–---–-ს 2017 წლის 20 მარტის განცხადების საფუძველზე აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარედგინა იძულებითი აღსრულების მიზნით სააღსრულებო ფურცელი.
სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 11 მაისის N A1--------0------ წერილით ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას მიეცა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 17 მაისის N1-------- წერილის თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს უფროსს აღმასრულებელს ეცნობა, რომ 2017 წლის 17 იანვრის განცხადებით მიმართა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, 2016 წლის 25 აპრილის N3/ბ-124-2016 გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე. ამდენად ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი მოკლებული იყო შესაძლებლობას რ--------- კ-------–---–- აღედგინა სამსახურში და დაენიშნა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკური განვითარებისა და ქონების სამსახურში მთავარ სპეციალისტად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 25 აპრილის N3/ბ-124-2016 გადაწყვეტილების განმარტების მიღებამდე.
გ---- გ--------ის მოხსენებითი ბარათის შესაბამისად, 2017 წლის 15 მაისს N1-------- მიღებული წერილის შესაბამისად, რ--------- კ-------–---–-ს განაცდური შრომითი ანაზღაურების შესახებ შეადგენს 29160 ლარს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 21 ნოემბრის N3/ბ-520-17 განჩინების თანახმად, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილების განმარტების შესახებ არ დაკმაყოფილდა. განჩინებაში მითითებულია შემდეგი: ,,პალატა მიიჩნევს, რომ თანამშრომელთათვის პრემიის დარიცხვა არა ადმინისტრაციის ვალდებულებას არამედ მის უფლებამოსილებას წარმოადგენს. იძულებითი განაცდურის ანაზღაურების არსი გამორიცხავს ასეთ ანაზღაურებას, როგორიცაა მაგალითად: სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების ხარჯების საკომპენსაციო ანაზღაურება (კვების დანამატის, შრომითი შედეგების მიხედვით დაჯილდოვების თანხების (პრემიის) ანაზღაურება და სხვა. ზოგადად პრემიის თანამშრომლებზე გაცემა დაკავშირებულია პირის შრომით შედეგებზე და წარმოადგენს თანამშრომელთა ინდივიდუალურ წახალისებას, ამდენად თავისი შინაარსიდან გამომდინარე პრემიის სახით გაცემული თანხები არ შედის ხელფასის ანაზღაურებაში, ხოლო რაც შეეხება დანამატის ანაზღაურებას, აღნიშნულთან დაკავშირებით შესაძლებელია ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით ხელმძღვანელობა“.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად საქალაქო სასამართლომ მიუთითა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის, მე-2 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება, გარდა ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებისა.
გადაწყვეტილების (განჩინების) აღსრულებისას აღმასრულებლის მოქმედების მიმართ ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა, რომლითაც რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი – უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის სააღსრულებო წარმოებაში მონაწილეობენ: ა) კრედიტორი და მოვალე (შემდგომში ასევე – სააღსრულებო წარმოების მხარეები); ბ) აღმასრულებელი; გ) კერძო აღმასრულებელი; დ) სხვა პირები, რომლებიც მონაწილეობენ სააღსრულებო წარმოების პროცესში.
ამავე კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრულია კრედიტორისა და მოვალის უფლებამოსილებანი. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კრედიტორსა და მოვალეს უფლება აქვთ: ა) დაესწრონ აღსრულების მიმდინარეობას, გაეცნონ სააღსრულებო მასალებს, მიიღონ აუცილებელი ცნობები, გარდა კომერციული (საგადასახადო და საბანკო) საიდუმლოების შემცველი და სხვა კონფიდენციალური ინფორმაციისა, რომლებიც შეეხება აღსრულებას; ბ) მორიგდნენ; გ) იდავონ ქონების კუთვნილებაზე ან მის ფასზე; დ) აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარუდგინონ რეალიზაციას დაქვემდებარებული ქონების შეძენით დაინტერესებული პირები; ე) გაასაჩივრონ აღმასრულებლის ქმედება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან − ასეთი ქმედების განხორციელებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში ან პირდაპირ სასამართლოში − ასეთი ქმედების განხორციელებიდან 1 თვის ვადაში; ვ) გაასაჩივრონ საჩივართან დაკავშირებით მიღებული აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონი, როგორც სააღსრულებო წარმოების მომწესრიგებელი ნორმატიული აქტი, დეტალურად განსაზღვრავს აღმასრულებლის მიერ განსახორციელებელ სააღსრულებო მოქმედებებს. აღნიშნული კანონის თანახმად, გასაჩივრებას ექვემდებარება აღმასრულებლის ქმედება, რომელთა განხორციელებამ ან განუხორციელებლობამ პირდაპირი და უშუალო გავლენა შეიძლება იქონიოს დაინტერესებული პირის კანონიერ ინტერესზე. ქმედებას, რომლის გასაჩივრებაც შესაძლებელია, ყოველთვის უნდა მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი, რომ წარმოიშვას გასაჩივრების კანონისმიერი საფუძველი.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებულია აღმასრულებლის, როგორც სააღსრულებო წარმოების პროცესის უმთავრესი მონაწილის უფლება-მოვალეობანი. მითითებული ნორმის პირველი, მეორე და მესამე პუნქტების მიხედვით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული აღმასრულებლის მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, მიუხედავად მათი დაქვემდებარებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა; ყველა ადმინისტრაციული ორგანო, საბანკო დაწესებულება, მოვალესთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფი ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნის შემთხვევაში მიაწოდოს მას ინფორმაცია მოვალის ქონებრივი მდგომარეობის, შემოსავლების, საბანკო ანგარიშების, ანგარიშებზე არსებული ნაშთებისა და თანხის ბრუნვის შესახებ; აღმასრულებელი ვალდებულია მიიღოს ყველა კანონიერი ზომა გადაწყვეტილების სწრაფად და რეალურად აღსრულებისათვის, განუმარტოს მხარეებს მათი უფლებები და მოვალეობები, აღსრულების ცალკეული სახეების შინაარსი და შესაძლებლობები, დაეხმაროს მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაში.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სააღსრულებო ფურცელი გაიცემა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამ კანონით ექვემდებარება აღსრულებას. სააღსრულებო ფურცელი გაიცემა კრედიტორზე. ამავე კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის შესაბამისად, ?? ??????? ??-9 ?????? საფუძველზე მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. დანამატების გაცემა უნდა განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულებებისათვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში (ძალადაკარგულია 27.10.2015, N4346).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილების შესაბამისად, რ--------- კ-------–---–-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რ--------- კ-------–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 31 აგვისტოს N6-- ბრძანება; რ--------- კ-------–---–- ადგენილ იქნა ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკური განვითარებისა და ქონების სამსახურში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე; ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა რ--------- კ-------–---–-ს სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის სახით - სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან ამ გადაწყვეტილების აღსრულებამდე, იძულებით გაცდენილი მთელი პერიოდის განმავლობაში მიუღებელი ხელფასის სრულად ანაზღაურება მასზე უკვე გაცემული კომპენსაციის გათვალისწინებით.
რ--------- კ-------–---–-ს 2017 წლის 20 მარტის განცხადების საფუძველზე აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარედგინა იძულებითი აღსრულების მიზნით სააღსრულებო ფურცელი, რომლის საფუძველზეც დაიწყო სააღსრულებო წარმოება.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ წარდგენილი კორესპონდენციით მიეცა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 17 მაისის N1-------- წერილის თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს უფროსს აღმასრულებელს ეცნობა, რომ 2017 წლის 17 იანვრის განცხადებით მიმართა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, 2016 წლის 25 აპრილის N3/ბ-124-2016 გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე. ამდენად ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი მოკლებული იყო შესაძლებლობას რ--------- კ-------–---–- აღედგინა სამსახურში და დაენიშნა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკური განვითარებისა და ქონების სამსახურში მთავარ სპეციალისტად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 25 აპრილის N3/ბ-124-2016 გადაწყვეტილების განმარტების მიღებამდე.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 31 მაისის N4-- ბრძანების შესაბამისად, რ--------- კ-------–---–- აღდგენილ იქნა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკური განვითარებისა და ქონების სამსახურის საფინანსო ზედამხედველობის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. რ--------- კ-------–---–ს მიეცა იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო 29160 ლარი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 21 ნოემბრის N3/ბ-520-17 განჩინების თანახმად, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილების განმარტების შესახებ არ დაკმაყოფილდა, მაგრამ განჩინებაში მითითებულია შემდეგი: ,,ფოთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დასაქმებულ პირებზე გასაცემი პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის შესახებ" ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ოქტომბრის N12/48 დადგენილების მე-2 მუხლის თანახმად, პრემია გაიცემა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულ პირებზე მათ მიერ დაკისრებული უფლებამოსილებების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, ან/და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის. ამავე დადგენილების მე-3, მე-4 და მე-5 მუხლების შესაბამისად, პრემიის გაცემაზე გადაწყვეტილებას იღებს მერი მუნიციპალიტეტის მერიაში დასაქმებული პირებისათვის და საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოში დასაქმებული პირებისათვის. პრემიის გაცემა მერის, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, რომელშიც უნდა მიეთითოს გასაცემი პრემიის ოდენობა, მისი პროცენტული მიმართება თანამდებობრივ სარგოსთან. ერთჯერადად გაცემული პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული პირის თანამდებობრივ სარგოს. პრემია შეიძლება გაიცეს კვარტალში ერთხელ, პრემია შეიძლება გაიცეს ასევე, არაუმეტეს წელიწადში სამჯერ, საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით, ამ წესით დადგენილი ზღვრული ოდენობისა და პრინციპების დაცვით. მითითებული ანალიზიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თანამშრომელთათვის პრემიის დარიცხვა არა ადმინისტრაციის ვალდებულებას არამედ მის უფლებამოსილებას წარმოადგენს. იძულებითი განაცდურის ანაზღაურების არსი გამორიცხავს ასეთ ანაზღაურებას, როგორიცაა მაგალითად: სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების ხარჯების საკომპენსაციო ანაზღაურება (კვების დანამატის, შრომითი შედეგების მიხედვით დაჯილდოვების თანხების (პრემიის) ანაზღაურება და სხვა. ზოგადად პრემიის თანამშრომლებზე გაცემა დაკავშირებულია პირის შრომით შედეგებზე და წარმოადგენს თანამშრომელთა ინდივიდუალურ წახალისებას, ამდენად, თავისი შინაარსიდან გამომდინარე პრემიის სახით გაცემული თანხები არ შედის ხელფასის ანაზღაურებაში, ხოლო რაც შეეხება დანამატის ანაზღაურებას, აღნიშნულთან დაკავშირებით შესაძლებელია ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით ხელმძღვანელობა“.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განხორციელებული ქმედებები შეესაბამებოდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ნორმებს, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონსა და სხვა ნორმატიულ აქტებს. მართალია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მხარეებს გადაწყვეტილების განმარტებაზე უარი ეთქვათ, მაგრამ განჩინებაში ნათლად და მკაფიოდ არის დაფიქსირებული პოზიცია სადავო საკითხთან დაკავშირებით. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ მიიჩნია, რომ თანამშრომელთათვის პრემიის დარიცხვა არა ადმინისტრაციის ვალდებულებას, არამედ მის უფლებამოსილებას წარმოადგენს. იძულებითი განაცდურის ანაზღაურების არსი გამორიცხავს ასეთ ანაზღაურებას, ზოგადად პრემიის თანამშრომლებზე გაცემა დაკავშირებულია პირის შრომით შედეგებზე და წარმოადგენს თანამშრომელთა ინდივიდუალურ წახალისებას, ამდენად, თავისი შინაარსიდან გამომდინარე, პრემიის სახით გაცემული თანხები არ შედის ხელფასის ანაზღაურებაში. სწორედ აღნიშნული განმარტებიდან გამომდინარე მიიღო შემდგომ სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიურომ გადაწყვეტილება, რაც სრულიად საფუძვლიანი და კანონიერია.
საქალაქო სასამართლომ გაიზიარა მეორე ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა აღნიშნულ საკითხზე და მიიჩნია, რომ რ--------- კ-------–---–-ს სასარჩელ არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ--------- კ-------–---–--, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
აპელანტის განმარტებით საქალაქო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით აპელანტი აღდგენილ იქნა თანამდებობაზე და ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა მის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის სახით სამსახურიდან განთავისუფლების დღიდან ამ გადაწყვეტილების აღსრულებამდე იძულებით გაცდენილი მთელი პერიოდის განმავლობაში მიუღებელი ხელფასის სრულად ანაზღაურება. აპელანტს აუნაზღაურდა მხოლოდ თანამდებრობრივი სარგო 23 238 ლარის ოდენობით და არა მთლიანად ხელფასი. საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 37 მუხლის მიხედვით შრომითი გასამჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ სხვა დანამატებს. აპელანტის სამსახურში იძულებით არყოფნის პერიოდში ამ თანამდებობაზე პრემიის სახით დაირიცხა 7 840 ლარი, რაც უნდა აუნაზღაურდეს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის №2/3/630 გადაწყვეტილებაში მითითებულია საჯარო მოხელის სამსახურიდან უკანონო განთავისუბლება საქართველოს კონსტიტუციის 42 მუხლი მე-9 პუნქტის შესაბამისად იწვევს ზიანის სრული ანაზღაურების ვალდებულებას. კონსტიტუციის ხსენებული დებულება იმპერატიულად ადგენს მიყენებული ზარალის სრულად ანაზღაურების ვალდებულებას. მისი რეგულირების სფეროში ექცევა ნებისმიერი ზარალი რომელიც გამოწვეულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და თვითმმართველი ერთეულების თანამდებობის პირთა ქმედებით. საქართველოს კონსტიტუციით განსაზღრული ზარალის სრული ანაზღაურების ვალდებულება გულისხმობს არა კონკრეტული სუბიექტის მიერ წინასწარ დადგენილი ზღვრული ოდენობით, არამედ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში რეალურად მიყენებული ზარალის სრული მოცულობით ანაზღაურების ვალდებულებას. იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო - კერძოდ თანამდებობრივი სარგო გაიცემა მოხელის ინდივიდუალური მახასიათებლების და კვალიფიკაციის მიუხედავად. სასამართლომ ამ შემთხვევაში არასწორად ჩათვალა რომ პრემია არ შედის ხელფასში.
აპელანტის განმარტებით არსებობს ორი სახის პრემია პირველი - ეს არის პრემია რომელიც გაიცემა ყველა თანამშრომელზე მისი ინდივიდუალური მახასიათებლებისა და კვალიფიკაციის მიუხედავად. მეორე სახის პრემია არის, ინდივიდუალური შრომითი შედეგების მიხედვით დაჯილდოვების თანხა. ამრიგად, საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის შესაბამისად ხელფასი მოიცავს აპელანტი მხარის მიერ განმარტებული პირველი პრემიის სახეობას, ხოლო ხელფასში არ შედის მის (რ.კ-------–---–-ს) მიერ განმარტებული პრემიის მეორე სახეობა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო, გამოცხადებულ მხარეთა მოსაზრების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისად, სააპელაციო პალატა დამტკიცებულად მიიჩნევს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რაც არის დადგენილად მიჩნეული ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით და როგორი სახითაც არის ისინი მითითებული წინამდებარე განჩინებაში გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნების კონსტატირებისას. საქალაქო სასამართლოს დასკვნები საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად და მტკიცების ტვირთიც, იმავე კოდექსის 102-ე მუხლისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მხარეებზე განაწილებულია სწორად.
საქმეში დაცული მასალით დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით რ--------- კ-------–---–-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რ--------- კ-------–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 31 აგვისტოს N6-- ბრძანება; რ--------- კ-------–---–- ადგენილ იქნა ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკური განვითარებისა და ქონების სამსახურში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე;
ამავე გადაწყვეტილებით ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა რ--------- კ-------–---–-ს სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის სახით - სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან ამ გადაწყვეტილების აღსრულებამდე, იძულებით გაცდენილი მთელი პერიოდის განმავლობაში მიუღებელი ხელფასის სრულად ანაზღაურება მასზე უკვე გაცემული კომპენსაციის გათვალისწინებით.
2017 წლის 20 მარტს რ--------- კ-------–---–-- განცხადებით მიმართა თბილისის სააღსრულებო ბიუროს და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 21.07.2017 წლის N3/ბ-124-2016 საქმეზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე იძულებითი აღსრულება მოითხოვა.
სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 11 მაისის N A1--------0------ წერილით ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას მიეცა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 17 მაისის N1-------- წერილის თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს ეცნობა, რომ 2017 წლის 17 იანვრის განცხადებით მიმართა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, 2016 წლის 25 აპრილის N3/ბ-124-2016 გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე. ამდენად ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი მოკლებული იყო შესაძლებლობას რ--------- კ-------–---–- აღედგინა სამსახურში და დაენიშნა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკური განვითარებისა და ქონების სამსახურში მთავარ სპეციალისტად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 25 აპრილის N3/ბ-124-2016 გადაწყვეტილების განმარტების მიღებამდე.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 31 მაისის N4-- ბრძანებით რ--------- კ-------–---–- აღდგენილ იქნა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკური განვითარებისა და ქონების სამსახურის საფინანსო ზედამხედველობის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე და მიეცა იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო - 29 160 ლარის ოდენობით.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 13 სექტემბრის N1-------- წერილით რ--------- კ-------–---–ს ეცნობა, რომ ვინაიდან სასამართლო გადაწყვეტილებაში პირდაპირ არ არის მითითებული ის გარემოება, რომ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხადოს პრემია და დანამატი, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი მოკლებულია სამართლებრივ საფიძველს რ--------- კ-------–---–ზე გასცეს პრემია, დანამატი.
ასევე, ეცნობა, რომ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკური განვითარებისა და ქონების სამსახურის საფინანსო ზედამხედველობის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე 2014 წლის 1 ოქტომბრიდან 2017 წლის 1 ივნისამდე გაცემული შრომითი გასამრჯელო: თანამდებობრივი სარგო (ხელფასი) შეადგენს 30 320 ლარს, პრემია 7 840 ლარს. რ--------- კ-------–---–ზე გაცემული კომპენსაცია შეადგენს 1 160 ლარს.
სსიპ სააღსრულებო ბიუროს იურიდიული სამსახურის უფროსის მარინა ფარცვანიას 2018 წლის 18 აპრილის N26441 წერილით სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს ეცნობა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მითითებით, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების არსი გამორიცხავდა ისეთ ანაზღაურებას, როგორიცაა პრემია. შესაბამისად, იძულებით გაცდენილი პერიოდის განმავლობაში გაცემული პრემიის ოდენობა არ შედიოდა ხელფასის ანაზღაურებაში. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, სააღსრულებო წარმოების N1------- საქმეზე, მიიჩნიეს, რომ იკვეთებოდა სააღსრულებო წარმოების დასრულების კანონით გათვალისწინებული საფუძვლები.
სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 20 აპრილის NA1--------------- წერილი რ--------- კ-------–---–ს ეცნობა, რომ აღნიშნული საქმის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, ის (რ--------- კ-------–---–-) ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 31 მაისის ბრძანების საფუძველზე აღდგენილი იყო სამსახურში. ასევე, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროდან სრულად გადაეცა იძულებით გაცდენილი მთელი პერიოდის განმავლობაში მიუღებელი ხელფასი, გაცემული კომპენსაციის გათვალისწინებით, სულ 23328 ლარი. ხოლო, რაც შეეხებოდა მოთხოვნას, იძულებით გაცდენილი მთელი პერიოდის განმავლობაში მიუღებელი პრემიის ანაზღაურების შესახებ, რ--------- კ-------–---–ს ეცნობა, რომ ზემოაღნიშნულის შესახებ 2017 წლის 20 სექტემბერს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიურომ გადაწყვეტილების განმარტების შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, რომელმაც აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
პალატა აღნიშნავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს.
„ფოთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულ პირებზე გასაცემი პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ოქტომბრის N12/48 დადგენილების მე-2 მუხლის თანახმად, პრემია გაიცემა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულ პირებზე მათ მიერ დაკისრებული უფლებამოსილებების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, ან/და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის.
ამავე დადგენილების მე-3, მე-4 და მე-5 მუხლების შესაბამისად, პრემიის გაცემაზე გადაწყვეტილებას იღებს მერი მუნიციპალიტეტის მერიაში დასაქმებული პირებისათვის და საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოში დასაქმებული პირებისათვის. პრემია გაიცემა მერის, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, რომელშიც უნდა მიეთითოს გასაცემი პრემიის ოდენობა, მისი პროცენტული მიმართება თანამდებობრივ სარგოსთან. ერთჯერადად გაცემული პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული პირის თანამდებობრივ სარგოს. პრემია შეიძლება გაიცეს კვარტალში ერთხელ. პრემია შეიძლება გაიცეს, ასევე, არაუმეტეს წელიწადში სამჯერ, საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით, ამ წესით დადგენილი ზღვრული ოდენობისა და პრინციპების დაცვით. მითითებული სამართლებრივი აქტების ანალიზიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ თანამშრომელთათვის პრემიის დარიცხვა არა ადმინისტრაციის ვალდებულებას, არამედ მის უფლებამოსილებას წარმოადგენს. იძულებითი განაცდურის ანაზღაურების არსი გამორიცხავს ისეთ ანაზღაურებას, როგორიცაა მაგალითად: სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების ხარჯების საკომპენსაციო ანაზღაურება (კვების დანამატი), შრომითი შედეგების მიხედვით დაჯილდოვების თანხების (პრემიის) ანაზღაურება და სხვა. ზოგადად პრემიის თანამშრომლებზე გაცემა დაკავშირებულია პირის შრომით შედეგებზე და წარმოადგენს თანამშრომელთა ინდივიდუალურ წახალისებას, ამდენად, თავისი შინაარსიდან გამომდინარე პრემიის სახით გაცემული თანხები არ შედის ხელფასის ანაზღაურებაში, ხოლო რა შეეხება დანამატის ანაზღაურებას, აღნიშნულთან დაკავშირებით შესაძლებელია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით ხელმძღვანელობა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას (სარჩელი ქმედების განხორციელების თაობაზე). ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს. ამავე კანონის მეორე მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება, გარდა ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებისა, ხოლო ამავე მუხლის ,,ლ” ქვეპუნქტის მიხედვით, დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება არბიტრაჟის გადაწყვეტილება. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების იძულებით აღსრულებას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომში – აღსრულების ეროვნული ბიურო). ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიურო აღსრულებას უზრუნველყოფს თავისი სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების – სააღსრულებო ბიუროების მეშვეობით, ხოლო 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებულია აღმასრულებლის, როგორც სააღსრულებო წარმოების პროცესის უმთავრესი მონაწილის უფლება-მოვალეობანი. მითითებული ნორმის პირველი, მეორე და მესამე პუნქტების მიხედვით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული აღმასრულებლის მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, მიუხედავად მათი დაქვემდებარებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა; ყველა ადმინისტრაციული ორგანო, საბანკო დაწესებულება, მოვალესთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფი ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნის შემთხვევაში მიაწოდოს მას ინფორმაცია მოვალის ქონებრივი მდგომარეობის, შემოსავლების, საბანკო ანგარიშების, ანგარიშებზე არსებული ნაშთებისა და თანხის ბრუნვის შესახებ; აღმასრულებელი ვალდებულია მიიღოს ყველა კანონიერი ზომა გადაწყვეტილების სწრაფად და რეალურად აღსრულებისათვის, განუმარტოს მხარეებს მათი უფლებები და მოვალეობები, აღსრულების ცალკეული სახეების შინაარსი და შესაძლებლობები, დაეხმაროს მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაში. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნით. პალატა აღნიშნავს, რომ აპელანტის მიერ ვერ იქნა გაბათილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები. მოცემული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების ურთიერთშეჯერების შედეგად პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას.
5.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რაიონული სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო. სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე, რის გამოც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება.
6. სასამართლო ხარჯები
მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 257-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ--------- კ-------–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №32), დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21(ოცდაერთი) დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა №32).
მოსამართლე: მურთაზ მეშველიანი