განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 21.03.2018
საქმის ნომერი
330310113368624
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სააღსრულებო ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავები
თარიღი
21.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3ბ/1026-17 (330310113368624)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

21 მარტი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

I შ ე ს ა ვ ა ლ ი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

თავმჯდომარე - გიორგი გოგიაშვილი

მოსამართლეები - ილონა თოდუა

შოთა გეწაძე

სხდომის მდივანი - ლიანა გელაშვილი

 

აპელანტები - შპს „მ-------ი“, შპს „ნ----------“

წარმომადგენელი - თ------------–-–---–ი, ლ--–--------–-–---–ი;

 

აპელანტი - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო;

წარმომადგენელი - ს----------–------ძე, მ------------–--ნია;

 

აპელანტები - თ---------- ჯ----–-ძე, მ----- ჯ----–-ძე, დ------ მ-–------ძე;

წარმომადგენელი - ი--------ძე;

 

დავის საგანი - აღმასრულებლის მოქმედებების უკანონოდ ცნობა, სააღსრულებო საქმის წარმოების შეწყვეტა, კრედიტორებისათვის სააღსრულებო ფურცლის დაბრუნება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება

 

I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. აპელანტ შპს „მ-------ი“, შპს „ნ----------“მოთხოვნა

1.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

 

1.2 აპელანტ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნა

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა.

 

1.3 აპელანტ თ---------- ჯ----–-ძის, მ----- ჯ----–-ძის და დ------ მ-–------ძის მოთხოვნა

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

2.1.გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით შპს „მ-------ის“ და შპს „ნ----------“-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; უკანონოდ იქნა ცნობილი აღმასრულებლის მიერ 2013 წლის 25 ოქტომბერს განხორციელებული №A1--------------- და №A1--------------- მოქმედებები, შპს ,,ნ----------“-თვის და შპს „მ-------ისათვის“ გადაწყვეტილების შესრულების წინადადების შესახებ; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა;

2.1. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

2010 წლის 24 მარტს, ერთის მხრივ, თ---------- ჯ----–-ძეს (შპს „მ-------ის“ საწესდებო წილის 33%-ის მფლობელი), დ------ მ-–------ძეს (შპს „მ-------ის“ საწესდებო წილის 34%-ის მფლობელი), მ----- ჯ----–-ძეს (შპს „მ-------ის“ საწესდებო წილის 33%- ის მფლობელი) და მეორე მხრივ, შპს „ნ------------“-ს შორის გაფორმდა წილის ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე შპს „ნ----------“-ს საკუთრებაში გადაეცა შპს „მ-------ში“ ზემოაღნიშნულ პირთა კუთვნილი წილი 100%- ის ოდენობით.

ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად, შპს „მ-------ში“ 100% წილის ღირებულება შედგებოდა ფულადი და არაფულადი კომპონენტებისაგან. 4.1.1. პუნქტის თანახმად, ფულადი კომპონენტი მოიცავდა 190 000 აშშ დოლარს, რომელიც წილის მყიდველს გადაეცემოდა შპს „მ-------ის“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ყოველგვარი ვალდებულებისაგან გათავისუფლების და ასევე 100% წილის მყიდველზე გადაფორმებისთანავე. 4.1.2. პუნქტის მიხედვით, არაფულად კომპონენტად განისაზღვრა 462 000 აშშ დოლარის ღირებულების 660 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი (1 კვ.მ. 700 აშშ დოლარი) შპს „მ-------ის“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმებული და დამტკიცებული პროექტის შესაბამისად, ასაშენებელ მრავალბინიან საცხოვრებელ ფართში +7.45 ნიშნულზე.

ხელშეკრულების 4.2 პუნქტის თანახმად, წილის გამყიდველისათვის წილის ღირებულების მე-2 კომპონენტის გადაცემა უნდა მომხდარიყო შემდეგი წესითა და ვადების დაცვით: 1. წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმების და საჯარო რეესტრში წილის გასხვისების რეგისტრაციის, ასევე შპს „მ-------ის“ დირექტორის ცვლილების რეგისტრაციის პროცედურების დასრულებიდან 1 კალენდარული თვის ვადაში უნდა განხორციელებულიყო შპს „მ-------ის“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე დამტკიცებული სამშენებლო პროექტის მიხედვით საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების წინასწარი რეგისტრაცია, რის შედეგადაც წილის გამყიდველს გადაეცემოდა შეთანხმებულ ფართზე ამონაწერი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან სამომავლო საკუთრების უფლების შესახებ, სადაც საცხოვრებელი ფართის მდგომარეობად მითითებული იქნებოდა „მ–-------ე“; 2. საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დასრულებისა და ექსპლუატაციაში შეყვანის შესახებ შესაბამისი სამსახურის მიერ გადაწყვეტილების გამოტანიდან ერთი კალენდარული თვის ვადაში წილის მყიდველს უნდა გადაცემოდა საკუთრების უფლების თაობაზე ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

ხელშეკრულების 4.4. პუნქტის თანახმად, მყიდველმა იკისრა ვალდებულება მასზედ, რომ იგი, როგორც შპს „მ-------ის“ 100%-იანი წილის მფლობელი, უზრუნველყოფდა კომპანიის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი ბინის მშენებლობას დამტკიცებული პროექტისა და შესაბამისი ნებართვის საფუძველზე, 16 კალენდარული თვის ვადაში მშენებლობის დაწყების მომენტიდან. მშენებლობის დაწყების ვადის განსაზღვრისათვის მხარეთა შორის უნდა შედგენილიყო აქტი, რომლითაც დადგინდებოდა მშენებლობის დაწყების ფაქტი.

ხელშეკრულების 4.5. პუნქტის თანახმად, სამშენებლო სამუშაოები უნდა დაწყებულიყო წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს ერთი კალენდარული თვისა.

ხელშეკრულების მე-6 პუნქტით მოწესრიგდა სახელშეკრულებო ვალდებულებების დარღვევისათვის მხარეთათვის საჯარიმო სანქციების დაკისრების საკითხი. კერძოდ: 6.1. პუნქტის თანახმად, ხელშემკვრელები ვალდებულებას კისრულობდნენ, მეორე მხარისათვის აენაზღაურებინათ მათ მიერ წინამდებარე ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არასრულად შესრულების შედეგად მიყენებული ზარალი, მათ შორის სავარაუდო მოგება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით; 6.2. პუნქტით წილის მყიდველმა პასუხისმგებლობა იკისრა მასზედ, რომ: 6.2.1. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანგარიშსწორების ვადის დარღვევისათვის გადაეხადა პირგასამტეხლოს სახით გამყიდველისათვის თანხის 0.1% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის; 6.2.2. წინამდებარე ხელშეკრულების 4.4. და 4.5 მუხლებით დადგენილი ვადის დარღვევის შემთხვევაში წილის მყიდველს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო 462 აშშ დოლარის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებული დღისათვის; 6.2.3. წინამდებარე ხელშეკრულების 4.6. მუხლით დადგენილი პირობის დარღვევის შემთხვევაში წილის მყიდველს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო სკოლის მიმართ შესრულებული სამუშაოების პროექტის ღირებულების 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; 6.3. პუნქტით დადგინდა, რომ ჯარიმებისა და პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებდა მხარეებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან. 6.4. პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ წილის მყიდველი, როგორც შპს „მ-------ის“ 100% წილის მესაკუთრის, მიერ დარღვეული იქნებოდა მშენებლობის ვადები, დადგენილი როგორც ამ ხელშეკრულებით, ასევე მშენებლობის დამტკიცებული პროექტით და დარღვევის ვადა გადაააჭარბებდა 3 თვეს, წილის მყიდველი ვალდებული იყო დაებრუნებინა საკუთრებაში წილის გამყიდველს შპს „მ-------ის“ 100% წილი. ამ შემთხვევაში წილის გამყიდველს სრულად უნდა აენაზღაურებინა, როგორც წილის შესაძენად წილის მყიდველის მიერ გადახდილი ფულადი თანხები, ასევე შპს „მ-------ის“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო ღირებულება, თუ არსებობდა ამ სამუშაოების განხორციელების დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული დოკუმენტი; 6.5. პუნქტის მიხედვით, ამასთან, წილის მყიდველისათვის ფულადი სახით დასაბრუნებელ თანხას გამოაკლდებოდა ვადის გადაცილებების პერიოდისათვის ამ მუხლით დარიცხული საჯარიმო სანქციების ჯამური ოდენობა. 6.6. პუნქტით წილის ღირებულების ფულადი კომპონენტი და მშენებლობის განხორციელებაზე გაწეული ხარჯები წილის მყიდველს დაუბრუნდებოდა საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დასრულების შემდეგ.

 

2010 წლის 29 მარტს მხარეთა შორის დამატებით გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც წარმოადგენდა 2010 წლის 24 მარტის წილის ნასყიდობის ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, წილის ღირებულების სანაცვლოდ წილის შემძენის საკუთებაში გადავიდა აგრეთვე შპს „მ-------ის“ კუთვნილი შემდეგი მატერიალური და არამატერიალური აქტივები: მიწის ნაკვეთი, ფართით 1300 კვ.მ., მდებარე: ქ. თბილისი, ი-----–---–ის ქ. №4-–- (ს/კ 0---------------); მშენებლობის სანებართვო და საპროექტო დოკუმენტაცია; ასევე, საზოგადოების საბუღალტრო და იურიდიული დოკუმენტაცია. ამავე აქტით მხარეთა შორის შეთანხმდა წილის გამყიდველისათვის გადასაცემი ფართის თეთრი კარკასის მდგომარეობაში გადაცემის პირობები, რაზედაც უნდა გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი და აქტის გაფორმებიდან ერთი კალენდარული თვის ვადაში, წილის გამყიდველს უნდა გადასცემოდა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან აღნიშნულ ფართობზე საკუთრების უფლების დადასტურებით. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში, ამოქმედდებოდა წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანქციები.

მტკიცებულებები, რომლებსაც დაეყრდნო სასამართლო:

- სამეწარმეო საზოგადოების კაპიტალში წილის (აქციის) გასხვისების შესახებ 2010 წლის 24 მარტის ხელშეკრულება, სანოტარო მოქმედებების რეგისტრაციის №1-------- (ტ. I, ს.ფ. 231-239);

- 2010 წლის 29 მარტის მიღება-ჩაბარების აქტი (ტ. I, ს.ფ. 383-385).

წილის ნასყიდობის შესახებ 2010 წლის 24 მარტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მ----- ჯ----–-ძემ, თ---------- ჯ----–-ძემ და დ------ მ-–------ძემ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - შპს „მ-------ისა“ და შპს „ნ----------“-ისაგან სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოითხოვეს.

სასამართლოს 2012 წლის 14 თებერვლის განჩინებით, მხარეთა შუამდგომლობა საქმის მორიგებით დამთავრების თაობაზე დაკმაყოფილდა და ამავე განჩინების მე-2 პუნქტით დამტკიცდა მორიგება, შემდეგი პირობებით:

მოსარჩელეებმა თანხმობა განაცხადეს მოპასუხეებს - შპს „ნ------------“-ს და შპს „მ-------ს“ განეხორციელებინათ ქ. თბილისში, ი-----–---–ის ქ. №4-–- მდებარე მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა; მოპასუხეები ვალდებულნი იყვნენ ამ მორიგების დამტკიცებიდან 18 კალენდარულ თვეში დაესრულებინათ საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, ექსპლუატაციაში მიღება და მოსარჩელეებისთვის ამჟამად მ–-------ედ რეგისტრირებული ფართების საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაცია;

შპს „მ-------ი“ მ----- ჯ----–-ძეს, სხვა მოსარჩელეების თანხმობით, საკუთრებაში გადასცემდა 97.8 კვ.მ (მ-------------–ი) ფართის საცხოვრებელ №- ბინას, მდებარე: თბილისში, ი-----–---–ის ქ------–ი (ს/კ 0---------------); უძრავი ქონების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში უნდა განხორციელებულიყო მორიგების აქტის დამტკიცებიდან 14 დღეში;

მ----- ჯ----–-ძეს, თ---------- ჯ----–-ძეს და დ------ მ-–------ძეს შპს „ნ----------“-ის მიმართ გააჩნდათ 15 000 აშშ დოლარის დავალიანება (შპს „ს-------ა-პ--------ას“ მიმართ მშენებლობის პროექტის ღირებულების დავალიანება). დავალიანება უნდა დაფარულიყო საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დასრულებისთანავე. ვალის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთვებოდა მ----- ჯ----–-ძის საკუთრებაში არსებული 97.8 კვ.მ ფართის ბინა, რომელიც მას საკუთრებაში გადაეცემოდა ამ განჩინების 2.2 პუნქტის საფუძველზე;

შპს „მ-------ს“ და შპს „ნ----------“-ს მ----- ჯ----–-ძისათვის, თ---------- ჯ----–-ძისათვის და დ------ მ-–------ძისათვის ყოველთვიურად უნდა გადაეხადათ 1000 აშშ დოლარს მშენებლობის დასრულებამდე და ქონების გადაცემამდე (საჯარო რეესტრში რეგისტრაცია); თანხის გადახდა მოხდებოდა ყოველი მომდევნო თვის ხუთ რიცხვამდე. ქირის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთვებოდა 97.8 კვ.მ ფართის №20 ბინა, მდებარე: თბილისში, ი-----–---–ის ქ. №4-–- (0---------------); ამ მორიგებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შემთხვევაში, აღნიშნული თანხა უნდა დაბრუნებულიყო მოპასუხეებს საცხოვრებელი სახლის აშენების და ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ;

მხარები შეთანხმდნენ, რომ ამ მორიგებით დათქმული ვადის გასვლის შემდეგ, თუ შპს „მ-------ი“ და შპს „ნ----------“, როგორც 100% წილის მქონე პარტნიორი, ვერ შეასრულებდა ამ მორიგების განჩინებით ნაკისრი ვალდებულებებს, წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი უფლებები და ვალდებულები უნდა ამოქმედებულიყო 2010 წლის 24 მარტიდან.

მტკიცებულება, რომელსაც დაეყრდნო სასამართლო:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 14 თებერვლის განჩინება (ტ. I, ს.ფ. 37-39).

კანონიერ ძალაში შესულ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 14 თებერვლის №2-------- განჩინებაზე, 2012 წლის 22 თებერვალს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

მტკიცებულება, რომელსაც დაეყრდნო სასამართლო:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 22 თებერვლის (საქმე №2--------) (ტ. I, ს.ფ. 36).

2013 წლის 16 აგვისტოს მ----- ჯ----–-ძემ, თ---------- ჯ----–-ძემ, დ------ მ-–------ძემ, იძულებითი აღსრულების მიზნით, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროში წარადგინეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2012 წლის 22 თებერვალს გაცემული სააღსრულებო ფურცელი (საქმე №2--------) და მოითხოვეს სააღსრულებო ფურცლის წარმოებაში მიღება და მოთხოვნის აღსრულება, კერძოდ, მორიგების პირობების დარღვევის გამო, ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისა და უფლებების 2010 წლის 24 მარტიდან ამოქმედება.

მტკიცებულება, რომელსაც დაეყრდნო სასამართლო:

- განცხადება იძულებითი აღსრულების მიზნით სააღსრულებო დოკუმენტის წარმოებაში მიღების შესახებ (ტ. I, ს.ფ. 220-221).

სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურომ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 22 თებერვლის სააღსრულებო ფურცელის საფუძველზე, დაიწყო სააღსრულებო წარმოება, სააღსრულებო საქმე №A---------

2013 წლის 19 აგვისტოს სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა მოვალე შპს „მ-------ის“ მიმართ გამოსცა №A------------------ წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ. მოვალეს მიეცა წინადადება ნებაყოფლობით, დაუყონებლივ, სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნის აღსრულებაზე და განემარტა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, აღსრულება განხორციელდებოდა იძულებითი წესით. მოვალეს ასევე მიეთითა, რომ ამ წინადადების მიღებისთანავე გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულებასთან დაკავშირებით დაუყონებლივ ეცნობებინა პოზიცია.

მტკიცებულება, რომელსაც დაეყრდნო სასამართლო:

- თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2013 წლის 19 აგვისტოს №A------------------ წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ტ. I, ს.ფ. 45-47).

2013 წლის 30 აგვისტოს შპს „მ-------მა“ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროში წარადგინა განცხადება და მიუთითა, რომ არ არსებობდა იძულებითი აღსრულების საფუძველი, რადგან მოვალე ასრულებდა კრედიტორის მიმართ სასამართლოს 2012 წლის 14 თებერვლის განჩინებით დამტკიცებულ ვალდებულებებს, კერძოდ: განჩინების 2.2. პუნქტის შესაბამისად, კომპანიამ უძრავი ქონება კრედიტორებს გადასცა საკუთრებაში, რასთან დაკავშირებითაც სააღსრულებო ბიუროში წარადგინა ამონაწერი საჯარო რეესტიდან და მიუთითა, რომ ფართი ე.წ. „შ------------ი“ უკვე აშენებული იყო. განჩინების 2.4. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების საფუძველზე, კრედიტორებს 2012 წლის მარტიდან ყოველთვიურად უხდიდნენ ბინის ქირას. 2012 წლის სექტემბრიდან ქირის გადახდა კრედიტორებისათვის ხორციელდებოდა უნაღდო ანგარიშსწორებით - კრედიტორების მოთხოვნით, თანხა ირიცხებოდა თ---------- ჯ----–-ძის ანგარიშზე. განცხადებაში ასევე მითითებული იყო, რომ თბილისში, ი-----–---–ის ქ. №4-–- მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დასრულდებოდა 2013 წლის 31 დეკემბერს, ხოლო განჩინების მიხედვით ეს ვადა იწურებოდა 2013 წლის აგვისტოში (ვადის ათვლა დაიწყო 2012 წლის 14 თებერვლიდან). 2013 წლის 08 აგვისტოს განცხადების საფუძველზე, 2013 წლის 09 აგვისტოს კრედიტორებს უნაღდო ანგარიშსწორების სახით ჩაერიცხათ ბინის ქირა - 2 000 აშშ დოლარი, ამ განცხადებაში მათ გამოავლინეს ნება კვლავ გაგრძელებულიყო ბინის ქირის გადახდა მშენებლობის დასრულებამდე, რითაც თანახმობა განაცხადეს შეთანხმებული მშენებლობის ვადის გაგრძელების თაობაზე. განჩინების 2.5 პუნქტთან დაკავშირებით განმცხადებელმა განმარტა, რომ მითითებული პუნქტი ითვალისწინებს იმ შემთხვევას, თუ მოვალეები არ გადასცემდნენ შეპირებულ 97.8 კვ.მ. ბინას, არ გადაიხდიდნენ ყოველთვიურ ბინის ქირას, არ/ვერ გააგრძელებდნენ შეჩერებულ მშენებლობას, ანუ ვერც ერთ ვალდებულებას ვერ შეასრულებდნენ, მაშინ ორივე მხარე იტოვებდნენ ერთმანეთის მიმართ იმ უფლებებსა და ვალდებულებებს, რაც 2010 წლის 24 მარტის წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით იყო შეთანხმებული (მაგალითად, მხარეთა მიერ ხელშეკრულების მოშლა და ორმხრივი რესტიტუცია). განცხადებას, სხვა დოკუმენტებთან ერთად, ერთვოდა: განცხადებები; თანხის მიღების ხელწერილები და ამონაწერები საბანკო ანგარიშიდან.

0---------წ. განცხადებაში მ----- ჯ----–-ძე, თ---------- ჯ----–-ძე და დ------ მ-–------ძე მოითხოვდნენ 2013 წლის სექტემბერ-ოქტომბრის ქირის საფასურის - 1000 აშშ დოლარის გადაცემას, სასამართლოს 2012 წლის 14 თებერვლის განჩინების საფუძველზე. თანხის გადაცემით მათ მიმართ არსებულ ვალდებულებას მ----- ჯ----–-ძე, თ---------- ჯ----–-ძე და დ------ მ-–------ძე შესრულებულად მიიჩნევდნენ. ასევე, თანდართულ განცხადებაში კრედიტორები მოითხოვდნენ 2013 წლის ნოემბრის-დეკემბრის და 2014 წლის იანვრის ქირის საფასურის გადახდას; თანხის გადაცემით ვალდებულებას ასევე შესრულებულად მიიჩნევდნენ.

0---------–-------------–--------------–-------------–-------------–-------------წ. თანხის მიღების თაობაზე ხელწერილებით დგინდება, რომ სასამართლოს 2012 წლის 14 თებერვლის განჩინების საფუძველზე, შპს „მ-------მა“ და შპს „ნ----------“-მა დ------ მ-–------ძეს, მ----- და თ---------- ჯ----–-ძეებს გადასცეს ქირის საფასური 1000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში.

გადარიცხვების თაობაზე საბანკო ამონაწერით ირკვევა, რომ სასამართლოს 2012 წლის 14 თებერვლის განჩინების საფუძველზე, თ---------- ჯ----–-ძის ანგარიშზე 0---------–-----------------–-----------------–-----------------–-----------------–-----------------–-- 0---------–-------------–-------------–-------------–----------------–- გადარიცხულ იქნა 1000 აშშ დოლარის ოდენობით ქირის საფასური.

სს „თ----------ში“ 2013 წლის 09 აგვისტოს განხორცილებული №1 საგადასახადო დავალებით ირკვევა, რომ შპს „მ-------ის“ მხრიდან თ---------- ჯ----–-ძის სახელზე, 2012 წლის 14 თებერვლის განჩინების საფუძველზე, ჩარიცხულ იქნა 2013 წლის სექტემბრის და ოქტომბრის თვის ქირის საფასური 2000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში (3323 ლარი), ხოლო 2013 წლის ნოემბერ-დეკემბრის და 2014 წლის იანვრის თვის ქირის საფასური 3000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში (4988.4 ლარი), თ---------- ჯ----–-ძის სახელზე ჩაირიცხა 2013 წლის 21 სექტემბერს.

საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ 2012 წლის 01 მარტის რეგისტრაციის შედეგად, მ----- ჯ----–-ძის სახელზე აღირიცხა მ-------------–ზე, ბინა №-, ფართით 97.80 კვ.მ. (საკადასტრო კოდი 0---------------.01.01.008; საფუძველი - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 22 თებერვლის (საქმე №2--------) განჩინება).

მტკიცებულებები, რომლებსაც დაეყრდნო სასამართლო:

- 2013 წლის 30 აგვისტოს განცხადების მიღების ბარათი (ტ. I, ს.ფ. 48);

- პასუხი (ტ. I, ს.ფ. 49-51);

- განცხადებები (ტ. I, ს.ფ. 60-61);

- თანხის მიღების თაობაზე ხელწერილები (ტ. I, ს.ფ. 53-58);

- საბანკო ამონაწერი (ტ. I, ს.ფ. 59);

- 2013 წლის 09 აგვისტოს, 2013 წლის 21 სექტემბრის საგადასახადო დავალებები (ტ. I, ს.ფ. 62-63);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ. I, ს.ფ. 165).

2013 წლის 10 სექტემბერს ქ. თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარედგინა კრედიტორების - თ---------- ჯ----–-ძისა და დ------ მ-–------ძის განცხადება დამატებითი მოთხოვნის შეფასების თაობაზე, რომელიც დაანგარიშებული იყო შპს „ა---–------- ა------- კ------–-----ის“ ა-------ორული დასკვნისა და ხელშეკრულებიდან გამომდინარე.

შპს „ა---–------- ა------- კ------–-----ის“ 2013 წლის 06 სექტემბრის ა-------ორული დასკვნა/შეფასების ანგარიშით დგინდება, რომ შპს „ნ----------“-ის მიერ მ----- ჯ----–-ძისათვის, თ---------- ჯ----–-ძესა და დ------ მ-–------ძისათვის გადასახდელი თანხა 2013 წლის 14 აგვისტომდე გაანგარიშებით შეადგენდა 354 354,00 აშშ დოლარს.

ა-------ორული დასკვნა/შეფასების ანგარიშის თანახმად, საცხოვრებელი ფართის (660 კვ.მ.), რომლის ღირებულებაც მხარეთა მიერ განსაზღვრული იყო 462 000 აშშ დოლარით, მ----- ჯ----–-ძისათვის, თ---------- ჯ----–-ძისათვის და დ------ მ-–------ძისათვის გადაცემა უნდა მომხდარიყო მშენებლობის დაწყებიდან (მშენებლობა, თ---------- ჯ----–-ძის განცხადებით, დაიწყო 2010 წლის 27 მარტს) 16 თვეში (ანუ 2011 წლის 27 აგვისტომდე), ხოლო ბინების გადაცემა 2010 წლის 29 მარტის მიღება-ჩაბარების აქტით განსაზღვრულ მდგომარეობაში, თ. ჯ----–-ძის 2013 წლის 02 სექტემბრის ახსნა-განმარტებიდან და მერიის 2013 წლის 20 აგვისტოს №1---------- წერილიდან გამომდინარე, დღემდე არ განხორციელებულა, მხარეებს შორის არც სხვა შეთანხმება იქნა დადებული, შესაბამისად, ვადაგადაცილების სახით 2011 წლის 27 აგვისტოდან 2013 წლის 14 აგვისტომდე გასულია 767 დღე, ხოლო გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 3--------- (767X462) აშშ დოლარს.

მტკიცებულებები, რომლებსაც დაეყრდნო სასამართლო:

- 2013 წლის 10 სექტემბრის განცხადება (ტ. I, ს.ფ. 71);

- განცხადების მიღების ბარათი (ტ. I, ს.ფ. 105).

- შპს „ა---–------- ა------- კ------–-----ის“ 2013 წლის 06 სექტემბრის ა-------ორული დასკვნა/შეფასების ანგარიში (ტ. I, ს.ფ. 73-77);

- თ. ჯ----–-ძის 2013 წლის 02 სექტემბრის ახსნა-განმარტება (ტ. I, ს.ფ. 104);

- ქალაქ თბილისის მერიის 2013 წლის 20 აგვისტოს №1---------- წერილი (ტ. I, ს.ფ. 106).

2013 წლის 16 ოქტომბერს, აღსრულების ეროვნული ბიუროს ქ. თბილისის სააღსრულებო ბიუროში შპს „ნ----------“-ის და შპს „მ-------ის“ მიერ წარდგენილ იქნა განცხადება კრედიტორებისათვის სააღსრულებო ფურცლის დაბრუნების თაობაზე, რადგან არ არსებობდა აღსრულების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

განცხადებაში განმარტებულ იქნა, რომ 2---------წ. სააღსრულებო ფურცლით დადგენილი ყველა ვალდებულება მათი მხრიდან შესრულებულია. მოვალეები კრედიტორებს ყოველთვიურად უხდიდნენ ბინის ქირას - 2013 წლის ნოემბერ- დეკემბრის და 2014 წლის იანვრის თვის ქირის წინსწრებით გადაცემით, კრედიტორების მიერ მათ მიმართ არსებული ვალდებულებები შესრულებულად ჩაითვალა. რაც შეეხება მშენებლობის ვადას, იგი მხარეთა ნების გამოვლენით, გაგრძელდა 2014 წლის ივნისამდე. განმცხადებელი მშენებლობის ვადის გაზრდასთან დაკავშირებით მიუთითებდა 2012 წლის 17 ოქტომბრის ერთობლივ განცხადებაზე, რომლითაც კრედიტორებმა მიმართეს არქიტექტურის სამსახურს და თანხმობა განაცხადეს საცხოვრებელი სახლის კორექტირებული პროექტის დამტკიცებაზე (კორექტირება გამოწვეული იყო მიწის ნაკვეთზე წყალმომარაგების მილის არსებობით). აღნიშნულით, კრედიტორები დაეთანხმნენ მშენებლობის ახალ ვადას. მშენებლობის ახალი ვადა განისაზღვრა 2012 წლის 10 დეკემბრიდან - 2014 წლის 10 ივნისის ჩათვლით. ამასთან, განჩინების 2.5 პუნქტთან მიმართებაში განიმარტა, რომ აღნიშნული პუნქტში მითითებულია ნაკისრი ვალდებულებების (და არა ერთი ვალდებულების) შეუსრულობელობაზე. ამ პუნქტით ორივე მხარისათვის დადგენილია უფლებები და მოვალეობები, დათქმულია, რომ თავდაპირველი 2010 წლის 24 მარტის მდგომარეობა აღდგებოდა, რაც ორივე მხარისათვის რესტიტუაციის პროცესს უკავშირდება. მშენებლობა თითქმის დასრულებულია, ვალდებულებები დროში შესრულებულია, რაც ამ ეტაპზე გამორიცხავს რესტიტუციის მოთხოვნას. განცხადებას თან ერთვოდა 2012 წლის 17 ოქტომბრის განცხადება, შეთანხმების აქტი, თბილისის არქიტექტურის №4----- ბრძანება, მიღება-ჩაბარების აქტი.

თბილისის არქიტექტურის სამსახურის სახელზე შედგენილი 1---------წ. განცხადებით, ერთი მხრივ, შპს „მ-------მა“, შპს „ნ----------“-მა და მეორე მხრივ, თ. ჯ----–-ძემ, მ. ჯ----–-ძემ და დ. მ-–------ძემ თანხმობა განაცხადეს ქ. თბილისში, ი-----–---–ის ქუჩა №4-–- მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული პროექტის დამტკიცებაზე.

სანოტარო წესით დამოწმებული 1--------2წ. შეთანხმების აქტით ირკვევა, რომ თბილისში, ი-----–---–ის ქ. №4-–- მ–-------ე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის დამტკიცებული პროექტის კორექტირების პროცესში მხარეები დამატებით პირობებზე შეთანხმდნენ, მათ შორის, შპს „მ-------ის“ მხრიდან ქ. თბილისის მერიისა და არქიტექტურის სამსახურში წარდგენილი ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე მ–-------ე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული პროექტის დამტკიცებაზე.

ქალაქ თბილისის არქიტექტურის 2012 წლის 10 დეკემბრის №4----- ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ი-----–---–ის ქ. №4-–- თანასაკუთრების მიწის ნაკვეთზე მრავალბინიან საცხოვრებელი სახლის (მე-2 რიგის მშენებლობა) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2012 წლის 10 დეკემბრიდან 2014 წლის 10 ივნისის ჩათვლით.

მტკიცებულებები, რომლებსაც დაეყრდნო სასამართლო:

- 2013 წლის 16 ოქტომბრის განცხადება (ტ. I, ს.ფ. 122-125);

- 1---------წ. განცხადება (ტ.I, ს.ფ. 126);

- 1--------2წ. შეთანხმების აქტი, სანოტარო მოქმედებების რეგისტრაციის №1-------- (ტ. I, ს.ფ. 127-130);

- ქალაქ თბილისის არქიტექტურის 2012 წლის 10 დეკემბრის №4----- ბრძანება (ტ. I, ს.ფ. 297- 299).

სასამართლომ დაადგინა, რომ სანოტარო წესით დამოწმებული 1--------2წ. შეთანხმების აქტი, მხარეთა შეთანხმებით, გაუქმდა და გაფორმდა ახალი შეთანხმების აქტი. სანოტარო წესით დამოწმებული 2012 წლის 15 ოქტომბრის შეთანხმების აქტიდან ირკვევა, რომ ამჯერად, მხარეებმა გასცეს თანხმობა შპს „მ-------ის“ მხრიდან ქ. თბილისის მერიისა და არქიტექტურის სამსახურში წარდგენილი თბილისში, ი-----–---–ის ქ. №4-–- მდებარე მ–-------ე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული პროექტის დამტკიცებაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 14 თებერვლის (საქმე№2--------) განჩინებით გათვალისწინებული ვადების დაცვით.

მტკიცებულებები, რომლებსაც დაეყრდნო სასამართლო:

- განცხადება (ტ. II, ს.ფ. 69);

- 15.10.2012წ. შეთანხმების აქტი, სანოტარო მოქმედებების რეგისტრაციის №1-------- (ტ. I, ს.ფ.143-145).

2013 წლის 18 ოქტომბერს თბილისის სააღსრულებო ბიუროში თ---------- ჯ----–-ძემ წარადგინა განცხადება, სადაც მითითებულია, რომ მოვალეთა მიმართ მთლიან მოთხოვნას წარმოადგენდა 475 000 აშშ დოლარი, აქედან ძირითად მოთხოვნას შეადგენდა 354 000 აშშ დოლარი, ხოლო დამატებით მოთხოვნას - 121 000 აშშ დოლარი. შესაბამისად, მოთხოვნილი იქნა მითითებული თანხის აღსრულება.

მტკიცებულებები, რომლებსაც დაეყრდნო სასამართლო:

- 2013 წლის 18 ოქტომბერის განცხადება (ტ. I, ს.ფ. 121);

- განცხადების მიღების ბარათი (ტ. I, ს.ფ. 120).

 

სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა მოვალე შპს „ნ------------“-ის მიმართ 2013 წლის 25 ოქტომბერს გამოსცა №A------------------ წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ. მითითებული დოკუმენტში აღმასრულებელმა მოვალეს მიუთითა აღსასრულებელი თანხის ოდენობა, რომელიც კრედიტორის მოთხოვნის შესაბამისად, შეადგენდა 475 00 აშშ დოლარს. მოვალეს მიეცა წინადადება ნებაყოფლობით 7 (შვიდი) დღის ვადაში დაკისრებული თანხის გადასახდელად. წინააღმდეგ შემთხვევაში, განემარტა, რომ აღსრულება განხორციელდებოდა იძულებითი წესით. მოვალეს ასევე მიეთითა, გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულებასთან დაკავშირებით დაუყონებლივ ეცნობებინა პოზიცია.

აღმასრულებელმა შპს „მ-------ის“ მიმართ 2013 წლის 25 ოქტომბერს გამოსცა ანალოგიური შინაარსის №A------------------ წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ.

მტკიცებულებები, რომლებსაც დაეყრდნო სასამართლო:

- თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2013 წლის 25 ოქტომბრის №A------------------ წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ტ. I, ს.ფ. 240-243);

- თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2013 წლის 25 ოქტომბრის №A------------------ წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ტ. I, ს.ფ. 248-250).

2013 წლის 18 ნოემბერს შპს „ნ----------“-მა და შპს „მ-------მა“ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან წარადგინეს №3---- საჩივარი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მოქმედების მათი მოვალეთა რეესტრში შეყვანის გაუქმების, სააღსრულებოს წარმოების შეწყვეტის, ყველა სააღსრულებო მოქმედების გაუქმებისა და კრედიტორისათვის სააღსრულებო ფურცლის დაბრუნების მოთხოვნით. საჩივრის ავტორები განმარტავდენენ, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არ იყო 2---------წ. სააღსრულებო ფურცლის აღსრულებისათვის სამი კუმულაციური პირობა. მოვალეთა მიერ განჩნების 2.2. 2.3. და 2.4 პუნქტებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებული იყო, რაც დასტურდებოდა მათ მხრიდან წარდგენილი წერილობითი დოკუმენტაციით და საჯარო რეესტრში ასახული მონაცემების უტყუარობის პრეზუმფციით.

მტკიცებულებები, რომლებსაც დაეყრდნო სასამართლო:

- კანცელარიის მიღების ბარათი (ტ. I, ს.ფ. 183);

- საჩივარი (ტ. I, ს.ფ. 184-195).

სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2013 წლის 29 ნოემბრის №1--- ბრძანებით შპს „ნ----------“-ს და შპს „მ-------ს“ უარი ეთქვათ საჩივრის განხილვაზე. ბიურომ განმარტა, რომ იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს წარმოებაში იყო №3-------- საქმე (განსახილველი საქმე), იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, არ არსებობდა საჩივრის განხილვის სამართლებრივი საფუძველი.

მტკიცებულება, რომელსაც დაეყრდნო სასამართლო:

- სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2013 წლის 29 ნოემბრის №1--- ბრძანება (ტ. II, ს.ფ. 13-14).

 

2.2. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული სასამართლო გადაწყვეტილების სავალდებულო ძალა ასახულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსშიც, რომლის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს. სასამართლო გადაწყვეტილების სავალდებულობა დღის წესრიგში აყენებს მისი აღსრულებადობის უზრუნველყოფის საკითხს. თუ პირი, რომლის მიმართაც სასამართლო აქტია გამოცემული, თავისი ნებით არ შეასრულებს ამ გადაწყვეტილებას, კრედიტორის განცხადების საფუძველზე, საქმეში ერთვება საამისოდ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო - აღსრულების ეროვნული ბიურო, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების აღსრულებას.

საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს განსაზღვრავს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი. მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-2 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება, გარდა ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებისა.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ამავე ნორმატიული აქტის მე-21 მუხლით განსაზღვრულია სააღსრულებო ფურცლის რეკვიზიტები. მითითებული მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სააღსრულებო ფურცელში უნდა აღინიშნოს: ა) სააღსრულებო ფურცლის გამცემი სასამართლოს ან იმ ორგანოს დასახელება, რომელმაც მიიღო აღსასრულებელი გადაწყვეტილება; ბ) საქმე, რომლის გამოც გაცემულია სააღსრულებო ფურცელი; გ) გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი; დ) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი; ე) სააღსრულებო ფურცლის გაცემის თარიღი; ვ) კრედიტორისა და მოვალის დასახელებები და რეკვიზიტები, მათ შორის, პირადი ნომრები ან გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრები, ასევე სააღსრულებო ფურცლის გამცემი ორგანოსთვის ცნობილი სხვა საკონტაქტო მონაცემები.

 

სასამართლომ განმარტა, რომ სააღსრულებო ფურცელი აღმასრულებლისათვის წარმოადგენს სახელმძღვანელო დოკუმენტს, რომელიც განსაზღვრავს კრედიტორთა და მოვალეთა წრეს, ასევე - აღსასრულებელი მოთხოვნის მოცულობას. ამასთან, საგულისხმოა, რომ მითითებული დანაწესი იმპერატიული ხასიათისაა და არ ტოვებს თავისუფალ სივრცეს ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციისათვის. შესაბამისად, აღმასრულებელი ვალდებულია იხელმძღვანლოს სააღსრულებო ფურცლით და არ გასცდეს მის ფარგლებს.

პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ კანონიერ ძალაში შესულ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 14 თებერვლის №2-------- განჩინებაზე, 2012 წლის 22 თებერვალს გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, მ----- ჯ----–-ძეს, თ---------- ჯ----–-ძეს და დ------ მ-–------ძეს და მოპასუხეებს - შპს „მ-------სა“ და შპს „ნ----------“-ს შორის დამტკიცდა მორიგება, შემდეგი პირობებით: 2.1. მოსარჩელეებმა თანხმობა განაცხადეს მოპასუხეებს - შპს „ნ------------“-ს და შპს „მ-------ს“ განეხორციელებინათ ქ. თბილისში, ი-----–---–ის ქ. №4-–- მდებარე მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა; მოპასუხეები ვალდებულნი იყვნენ ამ მორიგების დამტკიცებიდან 18 კალენდარულ თვეში დაესრულებინათ საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, ექსპლუატაციაში მიღება და მოსარჩელეებისთვის ამჟამად მ–-------ედ რეგისტრირებული ფართების საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაცია; 2.2. შპს „მ-------ი“ მ----- ჯ----–-ძეს, სხვა მოსარჩელეების თანხმობით, საკუთრებაში გადასცემდა 97.8 კვ.მ (მ-------------–ი) ფართის საცხოვრებელ №- ბინას, მდებარე: თბილისში, ი-----–---–ის ქ------–ი (ს/კ0---------------); უძრავი ქონების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში უნდა განხორციელებულიყო მორიგების აქტის დამტკიცებიდან 14 დღეში; 2.3 მ----- ჯ----–-ძეს, თ---------- ჯ----–-ძეს და დ------ მ-–------ძეს შპს „ნ----------“-ის მიმართ გააჩნდათ 15 000 აშშ დოლარის დავალიანება (შპს „ს-------ა-პ--------ას“ მიმართ მშენებლობის პროექტის ღირებულების დავალიანება). დავალიანება უნდა დაფარულიყო საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დასრულებისთანავე. ვალის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთვებოდა მ----- ჯ----–-ძის საკუთრებაში არსებული 97.8 კვ.მ ფართის ბინა, რომელიც მას საკუთრებაში გადაეცემოდა ამ განჩინების 2.2 პუნქტის საფუძველზე; 2.4. შპს „მ-------ს“ და შპს „ნ----------“-ს მ----- ჯ----–-ძისათვის, თ---------- ჯ----–-ძისათვის და დ------ მ-–------ძისათვის ყოველთვიურად უნდა გადაეხადათ 1000 აშშ დოლარს მშენებლობის დასრულებამდე და ქონების გადაცემამდე (საჯარო რეესტრში რეგისტრაცია); თანხის გადახდა მოხდებოდა ყოველი მომდევნო თვის ხუთ რიცხვამდე. ქირის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთვებოდა 97.8 კვ.მ ფართის №20 ბინა, მდებარე: თბილისში, ი-----–---–ის ქ. №4-–- (0---------------); ამ მორიგებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შემთხვევაში, აღნიშნული თანხა უნდა დაბრუნებულიყო მოპასუხეებს საცხოვრებელი სახლის აშენების და ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ; 2.5 მხარები შეთანხმდნენ, რომ ამ მორიგებით დათქმული ვადის გასვლის შემდეგ, თუ შპს „მ-------ი“ და შპს „ნ----------“, როგორც 100% წილის მქონე პარტნიორი, ვერ შეასრულებდა ამ მორიგების განჩინებით ნაკისრი ვალდებულებებს, წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი უფლებები და ვალდებულები უნდა ამოქმედებულიყო 2010 წლის 24 მარტიდან.

სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურომ, იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორების - მ----- ჯ----–-ძის, თ---------- ჯ----–-ძისა და დ------ მ-–------ძის წერილობითი განცხადებისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 22 თებერვლის სააღსრულებო ფურცელის საფუძველზე, დაიწყო სააღსრულებო წარმოება, სააღსრულებო საქმე №A---------

სასამართლომ აღნიშნა, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ინფორმირება ხდება სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. მოვალეს ეცნობება: ა) ინფორმირებიდან 7 დღის ვადაში მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულების შემთხვევაში მხოლოდ კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი აღსრულების საფასურის შესაბამისი ნაწილის, ხოლო ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში − აღსრულების საფასურის სრული ოდენობით დაკისრების შესახებ; ბ) ამ კანონის მე-18 მუხლით დადგენილი უფლებები; გ) სააღსრულებო წარმოების დაწყების სამართლებრივი შედეგები; დ) იძულებითი აღსრულებისათვის ამ კანონით გათვალისწინებული შესაძლო გასატარებელი ღონისძიებები; ე) აღსრულების შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მიღების წესი და საშუალებები.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა მოვალე შპს „ნ--------------"-ის მიმართ 2013 წლის 25 ოქტომბერს გამოსცა №A------------------ წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ. მითითებული დოკუმენტში აღმასრულებელმა მოვალეს მიუთითა აღსასრულებელი თანხის ოდენობა, რომელიც კრედიტორის მოთხოვნის შესაბამისად, შეადგენდა 475 000 აშშ დოლარს. მოვალეს მიეცა წინადადება ნებაყოფლობით 7 (შვიდი) დღის ვადაში დაკისრებული თანხის გადასახდელად. წინააღმდეგ შემთხვევაში, განემარტა, რომ აღსრულება განხორციელდებოდა იძულებითი წესით. მოვალეს ასევე მიეთითა, გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულებასთან დაკავშირებით დაუყონებლივ ეცნობებინა პოზიცია.

აღმასრულებელმა შპს „მ-------ის“ მიმართ 2013 წლის 25 ოქტომბერს გამოსცა ანალოგიური შინაარსის №A------------------ წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, განსახილველი სარჩელის დავის საგანია აღმასრულებლის მიერ 2013 წლის 25 ოქტომბერს განხორციელებული №A1--------------- და №A1--------------- მოქმედებების კანონიერება, შპს „მ-------სა“ და შპს „ნ----------“-სათვის გადაწყვეტილების შესრულების წინადადების შესახებ. მოსარჩელეები აღმასრულებლის ქმედებათა უკანონოდ ცნობის საფუძვლად მიუთითებენ იმ გარემოებაზე, რომ სასამართლოს 2012 წლის 14 თებერვლის განჩინებით დამტკიცებული მორიგების აქტის 2.2. 2.3. და 2.4. პუნქტებით ნაკისრი ვალდებულებების მხოლოდ ერთობლიობაში შეუსრულებლობა იწვევდა 2.5. პუნქტით გათვალისწინებული პირობის - 2010 წლის 24 მარტის წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით დადგენილი უფლებებისა და მოვალეობების ამოქმედებას. გარდა ამისა, მათი მხრიდან შესრულებულია მორიგების აქტით განსაზღვრული ყველა პირობა - კრედიტორებს ყოველთვიურად უხდიდნენ ბინის ქირას, ზიანის სახით გადაეცათ შეთანხმებული ბინა, რაც შეეხებოდა მშენებლობის ვადას, იგი მხარეთა ნების გამოვლენით გაგრძელდა 2014 წლის ივნისამდე. შესაბამისად, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ არ არსებობდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან 2012 წლის 22 თებერვალს გაცემული სააღსრულებო ფურცლის წარმოებაში მიღებისა და წარმოების დაწყების საფუძველი. გარდა ამისა, მოსარჩელეები აპელირებას აკეთებდნენ, აღსასრულებელი თანხის ოდენობაზე.

სასამართლომ მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს აღმასრულებლის უფლება- მოვალეობებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, იძულებითი აღსრულების პირობებში აღმასრულებელი უფლებამოსილია განახორციელოს: ა) გადახდევინება: ა.ა) მოვალის ქონებიდან მასზე ყადაღის დადებით და ქონების გაყიდვით, ხოლო თუ საკითხი ეხება სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონებას, აცნობოს ამის შესახებ შესაბამის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს; ა.ბ) მოვალის ხელფასიდან, პენსიიდან, სტიპენდიიდან და სხვა შემოსავლებიდან; ა.გ) მოვალის სხვა პირებთან არსებული ფულადი თანხებიდან და ქონებიდან, აგრეთვე საინკასო დავალებების საფუძველზე მოვალის საბანკო ანგარიშებიდან; ბ) მოვალისათვის იმ საგნების ჩამორთმევა, რომლებიც სასამართლო გადაწყვეტილებით კრედიტორს უნდა გადაეცეს; გ) კანონის შესაბამისად აღსასრულებელ გადაწყვეტილებაში მითითებული სხვა ღონისძიებები. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, აღმასრულებელი ვალდებულია მიიღოს ყველა კანონიერი ზომა გადაწყვეტილების სწრაფად და რეალურად აღსრულებისათვის, განუმარტოს მხარეებს მათი უფლებები და მოვალეობები, აღსრულების ცალკეული სახეების შინაარსი და შესაძლებლობები, დაეხმაროს მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაში.

კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ დაადგინა, რომ 2013 წლის 25 ოქტომბერს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა შპს „ნ------------"-ისა და შპს „მ-------ის“ მიმართ გამოსცა წინადადება №A1--------------- და №A1--------------- გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, რომელთა თანახმად, მოვალეებს მიეცათ წინადადება ინფორმირებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში გადაეხადათ დაკისრებული თანხა და სააღსრულებო საფასური. სააღსრულებო ფურცლის მიხედვით: მხარები შეთანხმდნენ, რომ ამ მორიგებით დათქმული ვადის გასვლის შემდეგ, თუ შპს „მ-------ი“ და შპს „ნ----------“, როგორც 100% წილის მქონე პარტნიორი, ვერ შეასრულებდა ამ მორიგების განჩინებით ნაკისრი ვალდებულებებს, წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი უფლებები და ვალდებულები უნდა ამოქმედებულიყო 2010 წლის 24 მარტიდან. კრედიტორის მიერ დაფიქსირებულმა მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 475 000 აშშ დოლარი. დადგენილია ასევე, რომ აღსასრულებელი მოთხოვნიდან 354 000 აშშ დოლარი გაანგარიშებულია შპს „ა---–------- ა------- კ------–-----ის“ 2013 წლის 06 სექტემბრის ა-------ორული დასკვნა/შეფასების ანგარიშით, ხოლო 121 000 აშშ დოლართან დაკავშირებით, წარდგენილია მხოლოდ და მხოლოდ კრედიტორთა მოთხოვნა. ამასთან ერთად, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა გადაწყვეტილების შინაარსზე და განმარტა, რომ სასამართლო აქტი არ უნდა შეიცავდეს რაიმე სახის პირობით დათქმებს, რადგან მისი აღსრულება არ უნდა იყოს დამოკიდებული ამა თუ იმ პირობის შესრულება-შეუსრულებლობაზე. ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა და შეუსრულებელი ვალდებულების ფარგლები შესაძლოა სადავო გახდეს და გადაწყვეტილ იქნას დამოუკიდებელი სარჩელის აღძვრის პირობებში და არა - სასამართლო გადაწყვეტილების (განჩინების) აღსრულების სტადიაზე, აღმასრულებლის მიერ. აღსანიშნავია, რომ ფაქტობრივი გარემოების ან/და სამართლებრივი საფუძვლის გამო გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების დაბრუნების შესაძლებლობა და პირობები გათვალისწინებულია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლით. ამ პირობებში, როდესაც სადავო მოქმედებების განხორციელების მომენტისათვის (25.10.2013წ.) აღმასრულებელი ინფორმირებული იყო მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულებ(ებ)ის შესრულებასთან დაკავშირებით მხარეთა შორის სადავოობის შესახებ, სასამართლო მიიჩნევს, რომ აღმასრულებელი არ იყო უფლებამოსილი, განეხორციელებინა რაიმე იძულებითი ღონისძიება - იგი გასცდა კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილების ფარგლებს. ამდენად, აღმასრულებლის 2013 წლის 25 ოქტომბერს განხორციელებული №A1--------------- და №A1--------------- მოქმედებები შპს „ნ----------“-სა და შპს „მ-------ისათვის“ გადაწყვეტილების შესრულების წინადადების შესახებ, უკანონოდ უნდა იქნას ცნობილი.

სასამართლომ მხარეთა ყურადღება გაამახვილა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს აღსრულების შეწყვეტის წესსა და პირობებს. ხსენებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულება შეწყდება, თუ: ა) კრედიტორმა უარი თქვა აღსრულებაზე; ბ) კრედიტორი და მოვალე მორიგდნენ; გ) კრედიტორის ან მოვალის გარდაცვალების შემდეგ გადაწყვეტილებით დადგენილი მოთხოვნები ან მოვალეობები ვერ გადავა გარდაცვლილი პირის უფლებამონაცვლეზე; დ) გადაწყვეტილება, რომლის აღსასრულებლადაც მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება, გაუქმებულია; ე) გავიდა აღსასრულებელი გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა; ვ) საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად შეუძლებელია გადაწყვეტილების აღსრულება; ზ) განხორციელდა იურიდიული პირის (კრედიტორის ან მოვალის) ლიკვიდაცია და სასამართლოს მიერ განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობით უფლებამონაცვლეობა დაუშვებელია ან არ არსებობს უფლებამონაცვლე; კ) თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან გასულია 10 წელი, გარდა ალიმენტის გადახდევინების შესახებ, შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე, დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ, დანაშაულით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნებისა, აგრეთვე სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ წარმოებული სააღსრულებო საქმეებისა; ლ) ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან გასულია 5 წელი.

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მითითებით, ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაში არსებული №A-------- სააღსრულებო საქმის წარმოების შეწყვეტა იმ საფუძვლით, რომ კრედიტორმა უარი თქვა აღსრულებაზე. სასამართლოში სადავო გარემოების დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის, რაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის საფუძველზე, მოსარჩელის საპროცესო ვალდებულებას - მტკიცების ტვირთს წარმოადგენს. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია სასარჩელო მოთხოვნა სააღსრულებო ფურცლის კრედიტორისთვის აღუსრულებლად დაბრუნების თაობაზე. მოსარჩელეები სააღსრულებო ფურცლის კრედიტორისთვის აღუსრულებლად დაბრუნებას მოითხოვენ, სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის თანმდევი შედეგის სახით, ხოლო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითებენ ზოგადი ადმინისტრაციულ კოდექსს. ასეთ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა გამორიცხავს სააღსრულებო ფურცლის კრედიტორისთვის აღუსრულებლად დაბრუნების ნაწილში სარჩელის საფუძვლიანობას და არც ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს სარჩელი. ამასთან პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლით რეგლამენტირებულია აღნიშნული კოდექსის მოქმედების სფერო. მითითებული მუხლის მე-4 ნაწილის „გ1“ ქვეპუნქტით დადგენილია, რომ ამ კოდექსის მოქმედება არ ვრცელდება აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აქტების აღსრულებასთან. სასამართლო განმარტავს, რომ საერთო სასამართლოების მიერ მიღებული აქტების აღსრულების წესსა და პირობებს აწესრიგებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სააღსრულებო ბიურო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს ამ კანონით.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

აპელანტი, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო არ დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებას და მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:

 

აპელანტის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია კანონდარღვევით და უნდა გაუქმდეს, ვინაიდან სასამართლომ ზ/აღნიშნული გადაწყვეტილების გამოტანისას დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393- ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები, კერძოდ, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი.

 

აპელანტმა, სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მიუთითა, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს - თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია A-------- სააღსრულებო საქმე, სადაც კრედიტორებს წარმოადგენენ დ------ მ-–------ძე, მ----- და თ---------- ჯ----–-ძეები, ხოლო მოვალეებს - შპს „ნ----------“ და შპს „მ-------ი“. აღსრულების ქვემდებარე აქტია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 14 თებერვლის N2-------- განჩინება, რომლითაც მხარეებს შორის დამტკიცდა მორიგება კონკრეტული პირობებით. მორიგების 2.5 პუნქტის მიხედვით, ამ მორიგებით დათქმული ვადის გასვლის შემდეგ, თუ შპს „ნ----------“ და შპს „მ-------ი“, როგორც 100% წილის პარტნიორი, ვერ შეასრულებდა ამ მორიგების განჩინებით ნაკისრ ვალდებულებებს, უნდა ამოქმედებულიყო წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი უფლებები და ვალდებულებები 2010 წლის 24 მარტიდან. როგორც სააღსრულებო წარმოების მასალებიდან ირკვევა, აღმასრულებლის მიერ განხორციელდა გარკვეული სააღსრულებო მოქმედებები. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის თანახმად, მოვალეებს გაუგზავნა წინადადებები გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების თაობაზე. მოვალემ არაერთხელ მომართა თბილისის სააღსრულებო ბიუროს, წარმოადგინა დოკუმენტაცია, რომლის თანახმად იგი არ ეთანხმებოდა ვალდებულებების მათი მხრიდან შეუსრულებლობის ფაქტს, კერძოდ, მიუთითებდა, რომ კრედიტორების მიმართ ყველა ვალდებულება იყო შესრულებული, გარდა საცხოვრებელი სახლის ექსპლუატაციაში შესვლისა, რაც ვერ მოხდა იმის გათვალისწინებით, რომ კრედიტორების თ---------- და მ----- ჯ----–-ძეების მიერ არ იქნა წარმოდგენილი სათანადო წესით დამოწმებული თანხმობები პროექტის კორექტირებასთან დაკავშირებით.

 

აპელანტის, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მითითებით, მოსარჩელეებმა სადაოდ გახადეს აღმასრულებლის მიერ 2013 წლის 25 ოქტომბერს განხორციელებული #1--------------- და #1--------------- მოქმედებების კანონიერება. მოსარჩელეები აღმასრულებლის ქმედებათა უკანონოდ ცნობის საფუძვლად უთითებდნენ იმ გარემოებას, რომ სასამართლოს 2012 წლის 14 თებერვლის განჩინებით დამტკიცებული მორიგების აქტის 2.2. 2.3 და 2.4 პუნქტებით ნაკისრი ვალდებულებების მხოლოდ ერთობლიობაში შეუსრულებლობა იწვევდა 2.5 პუნქტით გათვალისწინებული პირობის 2010 წლის 24 მარტის წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით დადგენილი უფლებებისა და მოვალეობების ამოქმედებას. გარდა ამისა, მათი მხრიდან შესრულებულია მორიგების აქტით განსაზღვრული ყველა პირობა - კრედიტორებს ყოვეთვიურად უხდიდნენ ბინის ქირას, ზიანის სახით გადაეცათ შეთანხმებული ბინა, რაც შეეხებოდა მშენებლობის ვადას, იგი მხარეთა ნების გამოვლენით გაგრძელდა 2014 წლის ივნისამდე, მოსარჩელეები მიიჩნევდნენ, რომ არ არსებობდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან 2012 წლის 22 თებერვალს გაცემული სააღსრულებო ფურცლის წარმოებაში მიღებისა და წარმოების დაწყების საფუძველი , გარდა ამისა, ასევე აპელირებას აკეთებდნენ თანხის ოდენობაზე.

 

აპელანტის, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მითითებით, აღმასრულებლის ქმედება სასამართლოს მიერ უკანონოდ იქნა მიჩნეული და საფუძვლად მიეთითა შემდეგი: კერძოდ, სასამართლო აქტი არ უნდა შეიცავდეს რაიმე სახის პირობით დათქმებს, რადგან მისი აღსრულება არ უნდა იყოდ დამოკიდებული ამა თუ იმ პირობის შესრულება-შეუსრულებლობაზე. ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა და შეუსრულებელი ვალდებულების ფარგლები შესაძლოა სადავო გახდეს და გადაწყვეტილ იქნას დამოუკიდებელი სარჩელის აღძვრის პირობებში და არა სასამართლო გადაწყვტელების (განჩინების) არსრულების სტადიაზე, აღმასრულებლის მიერ. ასევე, სასამართლომ მიუთითა, რომ ფაქტობრივი გარემოების ან/და სამართლებრივი საფუძვლის გამო გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, სააღრსულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების დაბრუნების შესაძლებლობა და პირობები გათვალისწინებულია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლით. და იმ პირობებში, როდესაც სადავო მოქმედებების განხორციელების მომენტისათვის (25.10.2013წ) აღმასრულებელი ინფორმირებული იყო მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით მხარეთა შორის სადავოობის შესახებ, და სასამართლომ მიიჩნია, რომ აღმასრულებელი არ უფლებამოსილი განეხორციელებინა რაიმე იძულებითი ღონისძიება - იგი გასცდა კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილების ფარგლებს.

 

აპელანტი, აღნიშნულ მსჯელობას აღსრულების არ ეთანხმება და განმარტავს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სააღსრულებო ბიურო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს ამ კანონით, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით და სააღსრულებო ბიუროს დებულებით. ამავე კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება:

ა) სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება, ამავე კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააღსრულებო წარმოება არ დაიშვება სააღსრულებო ფურცლის (დედნის) გარეშე, ასევე ამავე კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. მე-7 პუნტის კი იმპერატიულად ადგენს, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ინფორმირება ხდება სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. მოვალეს ეცნობება: ა) ინფორმირებიდან 7 დღის ვადაში მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულების შემთხვევაში მხოლოდ კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი აღსრულების საფასურის შესაბამისი ნაწილის, ხოლო ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში − აღსრულების საფასურის სრული ოდენობით დაკისრების შესახებ; ბ) ამ კანონის მე-18 მუხლით დადგენილი უფლებები; გ) სააღსრულებო წარმოების დაწყების სამართლებრივი შედეგები; დ) იძულებითი აღსრულებისათვის ამ კანონით გათვალისწინებული შესაძლო გასატარებელი ღონისძიებები; ე) აღსრულების შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მიღების წესი და საშუალებები. 8. მოვალეს იძულებითი აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობება. 9. თანხის გადახდევინების, უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის, ქონების გადაცემის ან სხვა ისეთი კატეგორიის საქმეებზე, როდესაც აღსრულება უნდა განხორციელდეს მოვალის ქონებაზე ან ამ ქონების ხარჯზე, წინადადების ჩაბარებასთან ერთად (ან თუ წინადადების ჩაბარება დროულად ვერ ხდება) აღმასრულებელი დაუყოვნებლივ იწყებს მოვალის ქონების მოძიებას, აღწერას და მასზე ყადაღის დადებას ამ კანონით დადგენილი წესით. ანუ აღმასრულებელი მას შემდეგ, კრედიტორის შემდეგ, კანონის ქვემდებარე აქტს აღსასრულებლად დაუყოვნებლივ იწყებს სააღსრულებო მოქმედებებს, რაც გამოიხატება იმაში, რომ წარმოებაში მიღებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში მოვალე მხარეს უგზავნის შეტყობინებას გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების თაობაზე. ამასთან, საგულისხმოა ის გარემოება რომ აღსრულების ზოგადი პრინციპია ის, რომ აღსრულება ხორციელდება სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე და მის ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო, კანონმდებლობით, შეზღუდულია ნების გამოვლენის თვალსაზრისით, კერძოდ, მისი გადაწყვეტილება ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა გამომდინარეობდეს მისთვის კანონით პირდაპირ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებიდან. აპელანტის მითითებით, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების რევიზიის უფლებამოსილება არ შედის ადმინისტრაციული ორგანოების, მათ შორის არც აღსრულების ეროვნული ბიუროს კომპეტენციაში. ამასთან, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს რაიმე ისეთ დათქმას, რომელიც აღსრულების ეროვნულ ბიუროს აძლევს შესაძლებლობას არ მიიღოს წარმოებაში აღსრულების ისეთი ქვემდებარე აქტი, რომელიც, როგორც სამართლო უთითებს გადაწყვეტილებაში, არ უნდა შეიცავდეს რაიმე სახის პირობით დათქმებს, რადგან მისი აღსრულება არ უნდა იყოს დამოკიდებული ამა თუ იმ პირობის შესრულება, შეუსრულებლობაზე.

 

აპელანტის, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს განმარტებით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი სააღსრულებო ფურცელი გაიცემა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამ კანონით ექვემდებარება აღსრულებას. სააღსრულებო ფურცელი გაიცემა კრედიტორზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმ,ად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება დაასრულონ მორიგებით. მორიგების მიზანს წარმოადგენს დავის დასრულება სასურველი შეთანხმების პირობებით. მორიგების დამტკიცებისას მხარეთა ნების ავტონომიის ფარგლებში საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით განისაზღვრება კონკრეტული პირობები. მორიგების აქტის დამტკიცება, აისახება სასამართლო გადაწყვეტილებაში(განჩინებაში) რაც მას შესასრულებლად სავალდებულო ძალას ანიჭებს. მოსარჩელის მითითება, რომ მის მიერ არ ყოფილა დარღვეული მორიგების აქტით გათვალისწინებული პირობები, მხოლოდ აღნიშნული ვერ გახდებოდა სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის საფუძველი. მას შეეძლო მიემართა სასამართლოსთვის აღნიშნულის თაობაზე, რაც მხარეს არ განუხორციელებია.

 

აპელანტის, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მითითებით, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 30 დეკემბრის №2-------14 განჩინებით თ---------- ჯ----–-ძის, მ----- ჯ----–-ძის და დ------ მ-–------ძის კერძო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და შპს „მ-------ის“ და შპს „ნ----------“-ის განცხადება განჩინების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. დასახელებულ განჩინებაში მითითებულია შემდეგი: საკითხი იმის შესახებ, მორიგების აქტის 2.5 პუნქტში მითითებული ვალდებულებების ალტერნატიულ თუ კუმულაციურ დარღვევას გულისხმობდნენ მხარეები, წარმოადგენს მორიგებისას მხარეთა მიერ გამოხატული ნების განმარტების საკითხს, რაც გადაწყვეტილების განმარტების ფარგლებში შეუძლებელი აღმოჩნდა. ამდენად, მხარეთა მორიგების თაობაზე სასამართლოს განჩინების განმარტება, რომლითაც უნდა დადგინდეს მორიგების პირობაში გამოხატული მხარის ნამდვილი ნება, შესაძლებელია, თუკი მხარეების ხელახლა მორიგება იქნება მიღწეული, ანუ განმარტება მოხდება დისპოზიციურობის საფუძველზე თავად მხარეთა ერთობლივი ნების გამოხატვით და არა იმპერატიულად სასამართლოს მიერ, რადგან როგორც აღინიშნა, მორიგების პირობების ფორმირებაში სასამართლო არ მონაწილეობს, არ წყვეტს დავას. ამავე განჩინებაში სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ხსენებული ბუნდოვანი საკითხის გადაწყვეტა, კერძოდ კი შპს „მ-------ი“-ს და შპს „ნ----------“-ის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის საკითხი შესაძლებელია სადავო გახდეს და გადაწყვეტილ იქნეს დამოუკიდებელი სარჩელის აღძვრის პირობებში. მხარე, (მხარეები) რომელიც მიიჩნევს, რომ მორიგების აქტის საფუძველზე მის წინააღმდეგ არსებული მეორე მხარის ვალდებულება დაირღვა და მას რაიმე მოთხოვნის უფლება წარმოეშვა გარიგების (მორიგების აქტის) არაჯეროვანი შესრულებით, უფლებამოსილია, მიმართოს სასამართლოს საერთო სასარჩელო წესით, ახალი მოთხოვნით, დამყარებული ახალ საფუძველზე - მორიგების აქტზე, როგორც მხარეთა შორის არსებულ გარიგებაზე. სასარჩელო წესით დავის განხილვისას სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესებით და მითითებული ფაქტობრივი გარემოებების და შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე ადგენს მხარეთა შორის არსებულ ურთიერთობას და წყვეტს მათ შორის არსებულ დავას.

 

რაც შეეხება, სასამართლოს მიერ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის „ე“ პუნქტზე მითითებას, კერძოდ, სააღსრულებო ფურცელი/აღსასრულებელი გადაწყვეტილება, რომლითაც არ მოხდა ან ნაწილობრივ მოხდა აღსრულება, უბრუნდება კრედიტორს, თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელია ფაქტობრივი გარემოების ან/და სამართლებრივი საფუძვლის გამო. ამ შემთხვევაში სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების დაბრუნების საკითხს წყვეტს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე;

 

აპელანტის, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მითითებით, ციტირებული ნორმის შესაბამისად, დადგენილია აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის უფლებამოსილება, რომ სააღსრულებო წარმოების დაწყების შემდგომ რაიმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი გარემოების გამოვლენისას დაუბრუნოს კრედიტორს სააღსრულებო ფურცელი შეუსრულებელი სახით. ამდენად, ამ საფუძვლით სააღსრულებო ფურცლის კრედიტორისათვის დაბრუნების საკითხზე მსჯელობა შესაძლებელია იმ პირობებში, როდესაც არსებობს სააღსრულებო წარმოების დაწყების კანონისმიერი წინაპირობები და შემდგომ, სააღსრულებო წარმოების პროცესში იქნება გამოვლენილი აღსრულების გაგრძელების დამაბრკოლებელი გარემოება. მოცემულ საქმეზე კი მხოლოდ ის გარემოება, რომ მოვალე მხარე სადაოდ ხდიდა მორიგების აქტით ნაკისრ ვალდებულებების შესრულებას, და აღნიშნული ცნობილი იყო აღმასრულებლისთვის სასამართლო მიიჩნია, რომ ამ შემთხვევაში აღმასრულებელი არ იყო თითქოს უფლებამოსილი განეხორციელებინა რაიმე იძულებითი ღონისძიება - იგი გასცდა კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილების ფარგლებს. აღმასრულებელი არა თუ არ იყო უფლებამოსილი არამედ ვალდებული იყო განეხორციელებინა კრედიტორის მიერ წარმოდგენილი საარსრულებო ფურცლის ფარგლებში სააღსრულებო მოქმედებები, მათ შორის გაეგზავნა მოვალე მხარისთვის გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების წინადადება. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია რომ ან ნაწილში გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

აპელანტები, შპს „მ-------ი“, შპს „ნ----------“ ასევე არ დაეთანხმნენ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებას და მიუთითეს შემდეგ გარემოებებზე:

 

აპელანტებმა, შპს „მ-------“-მა, შპს „ნ----------“-მა მიუთითეს იმ გარემოებაზე, რომ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ სასამართლოს მიმართა 1--------- წ. # 4--- განცხადებით, რომლითაც მოითხოვა რა დროულად სხდომის დანიშვნა, განმარტა, რომ „ ა1-------- სააღსრულებო საქმეზე შემდგომი სააღსრულებო მოქმედებათა განხორციელება და გადაწყვეტილების მიღება საქმის სირთულიდან და ბუნდოვენებიდან გამომდინარე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის განხილვასა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაზე“. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, დღეის მდგომარეობით განსახილველ შემთხვევაში სახეზე გვაქვს: (1) ბუნდოვანი აღსასრულებელი გადაწყვეტილება პირობითი დათქმებით, რაც აღსრულების ხელშეწყობისათვის საჭიროებს კრედიტორების მხრიდან ახალი სასამართლო აქტის წარდგენას; (2) აღმასრულებლის მიერ განხორციელებული მოქმედებების უკანონობა - უფლებამოსილების გადაჭარბებით; (3) რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, აპელნატის განმარტებით, მათ მიერ ნაწილობრივ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სააღსრულებო საქმე სასამართლოს არც შეუწყვეტია და სააღსრულებო ბიუროსათვის არც კრედიტორისათვის სააღსრულებო ფურცლის დაბრუნება დაუვალებია. აღიარებული სამართლებრივი პრინციპებიდან გამომდინარე, სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა იწვევდეს ეფექტურ შედეგებს და ემსახურებოდეს დარღვეულ უფლებათა და შელახული კანონიერი ინტერესების აღდგენას. განსახილველ შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილებით, აღმასრულებლის მიერ განხორციელებული მოქმედებათა უკანონოდ ცნობის შემდეგ, გაურკვეველია აღმსრულებლის მიერ შემდგომ განსახორციელებელი კონკრეტული მოქმედება, თუმცა საქმის არსიდან გამომდინარე, ცხადია, რომ კრედიტორებმა აღმასრულებელს უნდა წარუდგინონ ახალი სასამართლო აქტი, თუ სასამართლო მათ მიერ სასამართლოში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის წარდგენისას დაადგენს მოვალეების მიერ შეუსრულებელი ვალდებულების მოცულობას. მაშასადამე, ცხადია, რომ ჩვენს მიერ ნაწილობრივ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით აღმასრულებლის მოქმედებათა უკანონოდ აღიარების სამართლებრივი და ობიექტური შედეგი სწორედ სააღსრულებო ფურცლის უკან დაბრუნებაა, ფაქტობრივად კი, სააღსრულებო საქმის შეწყვეტა. შესაბამისად, ამ ნაწილში სასამართლომ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო და იგი დააფუძნა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის „ა“ ქ/პუნქტით რეგლამენტირებულ საფუძველის არასწორ განმარტებას. ამასთან სასამართლომ არ გამოიყენა ამავე კანონის 35.1. „ე“ მუხლი, რომლის თანახმად, სააღსრულებო ფურცელი/აღსასრულებელი გადაწყვეტილება, რომლითაც არ მოხდა ან ნაწილობრივ მოხდა აღსრულება, უბრუნდება კრედიტორს თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელია ფაქტობრივი გარემოების ან/და სამართლებრივი საფუძვლის გამო. ამ შემთხვევაში სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების დაბრუნების საკითხს წყვეტს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე. განსახილველ შემთხვევაში ცალსახაა, რომ:

 

საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა შესაბამისად სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები; სწორად გამოიყენა საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლი, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ პუნქტი, 25-ე მუხლის პირველი და მე-7 პუნქტები; შესაბამისად, სწორად ცნო უკანონოდ აღმასრულებლის 2013 წლის 25 ოქტომბერს განხორციელებული №A1--------------- და №A1--------------- მოქმედებები შპს „ნ----------“-სა და შპს „მ-------ისათვის“ გადაწყვეტილების შესრულების წინადადების შესახებ. თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა, სასამართლომ ჩვენი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა სააღსრულებო ფურცლის კრედიტორებისათვის დაბრუნების დავალების ნაწილში, ანუ ი მ მ ო თ ხ ო ვ ნ ი ს ნ ა წ ი ლ შ ი, რითაც უნდა დამდგარიყო მთავარი სამართლებრივი შ ე დ ე გ ი - ა რ გ ა გ რ ძ ე ლ დ ე ს საასღსრულებო წარმოება ბუნდოვან აღსასრულებელ გადაწყვეტილებაზე. ამდენად, გასაჩივრებულ ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს აღსასრულებელი გადაწყვეტილების განმარტების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 3--------- წ. განჩინების (საქმე N2-------14) არსებობის ფაქტით უნდა გამოეყენებინა და განსახილველი შემთხვევისადმი განემარტა სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის 35.1. „ე“ მუხლი, შედეგად, სააღსრულებო ფურცელი/აღსასრულებელი გადაწყვეტილება უნდა დაებრუნებინა კრედიტორებისათვის. საქმის მასალებში წარმოდგენილია როგორც სააპელაციო სასამართლოს განჩინების მიღებამდე, ასევე მისი მიღების შემდეგ აღსრულების ეროვნული ბიუროს არაერთი აქტი, მათ შორის ამ ბიუროს 2---------- წ. # 1--- ბრძანება (ტ.2, ს.ფ. 13-14), 2--------- წ. #--- ბრძანება (ტ.2. ს.ფ.30-32) და 1--------- წ. # 2--- გადაწყვეტილება (ტ.2, ს.ფ. 131-132), რომლებიც შეეხება სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების კრედიტორებისათვის დაბრუნების საკითხს და რაზედაც აღსრულების ეროვნულმა ბიურომ არაერთხელ მიუთითა, რომ დავას სასამართლო განიხილავდა. სამწუხაროდ, ჩვენი მოთხოვნა სააღსრულებო ფურცლის დაბრუნებაზე სასამართლომ არ დააკმაყოფილა და მან მარტოოდენ ფორმალური შემადგენლობის მიხედვით გამოიყენა და განმარტა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე და 35-ე მუხლების დისპოზიცია. კერძოდ: გადაწყვეტილების 6.3. პუნქტში სასამართლომ სწორად მიაქცია რა ყურადღება აღსასრულებელი გადაწყვეტილების შინაარსს, სწორად განმარტა, რომ „...სასამართლო აქტი არ უნდა შეიცავდეს რაიმე სახის პირობით დათქმებს, რადგან მისი აღსრულება არ უნდა იყოს დამოკიდებული ამა თუ იმ პირობის შესრულება-შეუსრულებლობაზე. ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა და შეუსრულებელი ვალდებულების ფარგლები შესაძლოა სადავო გახდეს და გადაწყვეტილ იქნას დამოუკიდებელი სარჩელის აღძვრის პირობებში და არა - სასამართლო გადაწყვეტილების (განჩინების) აღსრულების სტადიაზე, აღმასრულებლის მიერ“ აღნიშნული დასკვნების მიღებისას სასამართლო დაეყრდნო შემდეგს: (1.1. „ა“) „6.2.... სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა მოვალე შპს „ნ----------"-ის მიმართ 2013 წლის 25 ოქტომბერს გამოსცა №A------------------ წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ. მითითებულ დოკუმენტში აღმასრულებელმა მოვალეს მიუთითა აღსასრულებელი თანხის ოდენობა, რომელიც კრედიტორის მოთხოვნის შესაბამისად, შეადგენდა 475 000 აშშ დოლარს. მოვალეს მიეცა წინადადება ნებაყოფლობით 7 (შვიდი) დღის ვადაში დაკისრებული თანხის გადასახდელად. წინააღმდეგ შემთხვევაში, განემარტა, რომ აღსრულება განხორციელდებოდა იძულებითი წესით. მოვალეს ასევე მიეთითა, გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულებასთან დაკავშირებით დაუყონებლივ ეცნობებინა პოზიცია. აღმასრულებელმა შპს „მ-------ის“ მიმართ 2013 წლის 25 ოქტომბერს გამოსცა ანალოგიური შინაარსის №A------------------ წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ. განსახილველი სარჩელის დავის საგანია აღმასრულებლის მიერ 2013 წლის 25 ოქტომბერს განხორციელებული №A1--------------- და №A1--------------- მოქმედებების კანონიერება, შპს „მ-------სა“ და შპს „ნ----------“-სათვის გადაწყვეტილების შესრულების წინადადების შესახებ. მოსარჩელეები აღმასრულებლის ქმედებათა უკანონოდ ცნობის საფუძვლად მიუთითებენ იმ გარემოებაზე, რომ სასამართლოს 2012 წლის 14 თებერვლის განჩინებით დამტკიცებული მორიგების აქტის 2.2. 2.3. და 2.4. პუნქტებით ნაკისრი ვალდებულებების მხოლოდ ერთობლიობაში შეუსრულებლობა იწვევდა 2.5. პუნქტით გათვალისწინებული პირობის - 2010 წლის 24 მარტის წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით დადგენილი უფლებებისა და მოვალეობების ამოქმედებას. გარდა ამისა, მათი მხრიდან შესრულებულია მორიგების აქტით განსაზღვრული ყველა პირობა - კრედიტორებს ყოველთვიურად უხდიდნენ ბინის ქირას, ზიანის სახით გადაეცათ შეთანხმებული ბინა, რაც შეეხებოდა მშენებლობის ვადას, იგი მხარეთა ნების გამოვლენით გაგრძელდა 2014 წლის ივნისამდე. შესაბამისად, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ არ არსებობდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან 2012 წლის 22 თებერვალს გაცემული სააღსრულებო ფურცლის წარმოებაში მიღებისა და წარმოების დაწყების საფუძველი. გარდა ამისა, მოსარჩელეები აპელირებას აკეთებდნენ, აღსასრულებელი თანხის ოდენობაზე“ ; (1.1. „ბ“) “6.3... აღმასრულებელი ინფორმირებული იყო მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულებ(ებ)ის შესრულებასთან დაკავშირებით მხარეთა შორის სადავოობის შესახებ, შესაბამისად, სწორად მიიჩნია, რომ აღმასრულებელი არ იყო უფლებამოსილი, განეხორციელებინა რაიმე იძულებითი ღონისძიება და, რომ იგი გასცდა კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილების ფარგლებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, აღმასრულებლის 2013 წლის 25 ოქტომბერს განხორციელებული №A1--------------- და №A1--------------- მოქმედებები შპს „ნ----------“-სა და შპს „მ-------ისათვის“ გადაწყვეტილების შესრულების წინადადების შესახებ, აპელანტების განმარტებით, სასამართლომ სწორად სცნო უკანონოდ. აღნიშნული დასკვნების მიღებისას სასამართლო დაეყრდნო იმ ფაქტს, რომ „6.3 ... 2013 წლის 25 ოქტომბერს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა შპს „ნ----------"-ისა და შპს „მ-------ის“ მიმართ გამოსცა წინადადება №A----------------- და №A1--------------- გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, რომელთა თანახმად, მოვალეებს მიეცათ წინადადება ინფორმირებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში გადაეხადათ დაკისრებული თანხა და სააღსრულებო საფასური. სააღსრულებო ფურცლის მიხედვით: მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ მორიგებით დათქმული ვადის გასვლის შემდეგ, თუ შპს „მ-------ი“ და შპს „ნ----------“, როგორც 100% წილის მქონე პარტნიორი, ვერ შეასრულებდა ამ მორიგების განჩინებით ნაკისრ ვალდებულებებს, წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი უფლებები და ვალდებულები უნდა ამოქმედებულიყო 2010 წლის 24 მარტიდან. კრედიტორის მიერ დაფიქსირებულმა მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 475 000 აშშ დოლარი. დადგენილია ასევე, რომ აღსასრულებელი მოთხოვნიდან 354 000 აშშ დოლარი გაანგარიშებულია შპს „ა---–------- ა------- კ------–-----ის“ 2013 წლის 06 სექტემბრის ა-------ორული დასკვნა/შეფასების ანგარიშით, ხოლო 121 000 აშშ დოლართან დაკავშირებით, წარდგენილია მხოლოდ და მხოლოდ კრედიტორთა მოთხოვნა.“

 

აპელანტების განმარტებით, საქმეშია, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 3--------- წ. განჩინება, საქმე N2-------14, სადაც აღსასრულებელი გადაწყვეტილების მიმართ სასამართლომ ცალსახად დაადგინა რა მისი ბუნდოვანება და განმარტა, რომ კრედიტორების (ამ დავაში მესამე პირების) მიერ ახალი დავის წამოწყებისა და აღსასრულებელ საკითხზე სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების გარეშე, ბუნდოვანების გამო შეუძლებელია კრედიტორთა სასარგებლოდ გაგრძელდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წ. 14 თებერვლის განჩინების 2.5. პუნქტის აღსრულება. როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში სწორად დაასკვნა, რომ სასამართლო აქტი არ უნდა შეიცავდეს რაიმე სახის პირობით დათქმებს და მისი აღსრულება არ უნდა იყოს დამოკიდებული ამა თუ იმ პირობის შესრულება-შეუსრულებლობაზე და, რომ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა და შეუსრულებელი ვალდებულების ფარგლები შესაძლოა სადავო გახდეს და გადაწყვეტილ იქნას მხოლოდ დამოუკიდებელი სარჩელის აღძვრის პირობებში და არა - სასამართლო გადაწყვეტილების (განჩინების)აღსრულების სტადიაზე, აღმასრულებლის მიერ. აღნიშნული ადასტურებს იმ ფაქტს, რომ სააღსრულებო საქმის შეწყვეტის და სააღსრულებო ფურცლის კრედიტორებისათვის დაბრუნების დავალება სწორედ აღმასრულებლის მოქმედებათა გაუქმების თანამდევი შედეგია, ანუ ის შედეგი, რაც ობიექტურად დგება დღის წესრიგში. უფრო მეტიც. თუ კრედიტორს გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობისათვის ახალი სასამართლო აქტი ესაჭიროება და ასეთ ქმედებას იგი დროულად არ ახორციელებს, მაშინ მისი ასეთი უმოქმედობა ფორმალურად თავსდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის „ა“ ქ/პუნქტით რეგლამენტირებულ საფუძველში, ანუ აღსრულებაზე კრედიტორის მიერ უარის თქმაში. იმის გათვალისწინებით, რომ საქმეში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 3--------- წ. განჩინება და მისი მიღებიდან კრედიტორებს არ აღუძრავთ დამოუკიდებელი სარჩელი შეუსრულებელი ვალდებულების ფარგლების დადგენაზე და ასეთი გადაწყვეტილება არ წარუდგენიათ აღმასრულებლისათვის, თვითონ ესაა მტკიცებულება! სასამართლომ კი, აღნიშნულთან დაკავშირებთ არასწორად მიიჩნია, რომ თითქოსდა ჩვენ სასამართლოში ამ სადავო გარემოების დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულება არ წარგვიდგენია (6.4. პუნქტი). და ბოლოს, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ სასამართლოს მიმართა 1--------- წ. # 4--- განცხადებით, რომლითაც მოითხოვა დროულად სხდომის დანიშვნა და განცხადებაში განმარტა, რომ „A1-------- სააღსრულებო საქმეზე შემდგომი სააღსრულებო მოქმედებათა განხორციელება და გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ი ს მ ი ღ ე ბ ა ს ა ქ მ ი ს ს ი რ თ უ ლ ი დ ა ნ და ბ უ ნ დ ო ვ ა ნ ე ბ ი დ ა ნ გ ა მ ო მ დ ი ნ ა რ ე მ ნ ი შ ვ ნ ე ლ ო ვ ნ ა დ ა რ ი ს დ ა მ ო კ ი დ ე ბ უ ლ ი თქვენს წარმოებაში არსებული საქმის განხილვასა და შესაბამისი გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ი ს მი ღ ე ბ ა ზ ე“ განსახილველ შემთხვევაში სახეზე გვაქვს: (1) ბუნდოვანი აღსასრულებელი გადაწყვეტილება პირობითი დათქმებით, რაც აღსრულების ხელშეწყობისათვის საჭიროებს კრედიტორის მხრიდან ახალი სასამართლო აქტის წარდგენას; (2) აღმასრულებლის მიერ განხორციელებული მოქმედებების უკანონობა - უფლებამოსილების გადაჭარბებით; (3) სააღსრულებო საქმე სასამართლოს არც შეუწყვეტია და არც კრედიტორისათვის სააღსრულებო ფურცლის დაბრუნება დაუვალებია. სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა ემსახურებოდეს ეფექტური და დარღვეულ უფლებათა და შელახულ კანონიერ ინტერესების აღდგენის შედეგებს იწვევდეს.

 

ამდენად, აპელანტების განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილებით, აღმასრულებლის მიერ განხორციელებული მოქმედებათა უკანონოდ ცნობის შემდეგ, გაურკვეველია აღმასრულებლის მიერ შემდგომ განსახორიცელებელი კონკრეტული მოქმედება, თუმცა საქმის არსიდან გამომდინარე, ცხადია, რომ აღმასრულებელს უნდა წარუდგინონ ახალი სასამართლო აქტი, თუ სასამართლო დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის წარდგენისას დაადგენს მოვალეების მიერ შეუსრულებელი ვალდებულების მოცულობას. შესაბამისად, ცხადია, რომ აღმასრულებლის მოქმედებათა უკანონოდ აღიარების შემდეგ და ბუნდოვანი გადაწყვეტილების არსებობის ფაქტით სასამართლოს სააღსრულებო ფურცელი უნდა დაებრუნებინა კრედიტორებისათვის.

 

აპელანტები, თ---------- ჯ----–-ძე, მ----- ჯ----–-ძე, დ------ მ-–------ძე ასევე არ დაეთანხმნენ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებას და მიუთითეს შემდეგ გარემოებებზე:

 

აპელანტების, თ---------- ჯ----–-ძის, მ----- ჯ----–-ძის, დ------ მ-–------ძის მითითებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფატქობრივი უსწორობა მდგომარეობს გადაწყვეტილების 6.2 პუნქტში, მითითებულ პუნქტში გასაჩივრებული გადაწყვეტილების ავტორი მიუთითებს, რომ სააღსრულებო ფურცელი სავალდებული წესით უნდა შეიცავდეს აღსასრულებელი მოთხოვნის მოცულობას, გადაწყვეტილებაში მითითებული მსჯელობა მიმართულია იმ პოზიციისკენ, რომ თითქოსდა სააღსრულებო ფურცელში მითითებული უნდა ყოფილიყო კონკრეტული აღსასრულებელი თანხის ოდენობა. იმ ვითარებაში როდესაც აღსასრულებელი თანხის ოდენობა გამომდინარეობს ყოველდღიური პირგასამტეხლოს ოდენობისგან კონკრეტული მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების საფუძველზე, კონკრეტული თარიღიდან, ბუნებრივია სააღსრულებო ფურცელში არ ხდება ამ თანხის მითითება და აღნიშნულის დაანგარიშება ხდება სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად წარდგენის შემდეგ მხარეთა შორის განსაზღვრული პირგასამტეხლოს თანხის კონკრეტული თარიღიდან აღსასრულებლად წარდგენამდე. კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არის დადასტურებული შემდეგი ფატქორბივი გარემოებები:

 

2013 წლის 16 აგვისტოს აპელანტებმა მიმართეს თბილისის სააღსრულებო ბიუროს და წარადგინეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმთა კოლეგიის 2012 წლის 14 ტებერვლის განჩინება და ამავე სასამართლოს მიერ 2013 წლის 22 თებერვალს გაცემული სააღსრულებო ფურცელი. სააღსრულებო ფურცელი აკმაყოფილებდა საქართველოს კანონის სააღსრულებო წარმოებათა შესახებ 21-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. ამავე კანონის 20-ე მუხლის თანახმად სააღსრულებო წარმოება არ დაიშვება სააღსრულებო ფურცლის გარეშე. შესაბამისად ამავე კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე კრედიტორთა მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია წარმოადგენდა აღსრულების ქვემდებარე აქტს. აღნიშულის შესაბამისად აღმასრულებელი არათუ უფლებამოსილი იყო გამოეცა წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ, არამედ ამ მოქმედებას აღმასრულებელს ავალებდა ამავე კანონის 25-ე მუხლი.

 

აპელანტების, თ---------- ჯ----–-ძის, მ----- ჯ----–-ძის, დ------ მ-–------ძის მითითებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქოთო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 14 თებერვლის განჩინებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევა სახეზეა, დაირღვა მთავარი პუნქტი მორიგების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოხდებოდა მხარეთა შორის არსებული წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი უფლება-ვალდებულებების ამოქმედება 2010 წლის 24 მარტიდან. ის ფაქტი, რომ განჩინების პირობა დაირღვა და უნდა ამოქმედდეს ზ/მითითებული ხელშეკრულებით ნაკისრი უფლება-ვალდებულებები დადასტურებულია ორივე მხარის მიერ. აპელანტების, თ---------- ჯ----–-ძის, მ----- ჯ----–-ძის, დ------ მ-–------ძის მითითებით მათ მარწმუნებლებს მოთხოვნილი აქვთ სააღსრულებო ფურცელი და წარდგენილი აქვს ზიანის თანხის ნაწილში აღსასრულებლად. მოსარჩელე მხარესაც მოთხოვნილი აქვს სააღსრულებო ფურცელი და ეთანხმებოდა რა განჩინებაში მითითებული 2.5 პუნქტის ამოქმედების წესს, სურდა მოეხდინა თავისი უფლების რეალიზაცია. ვინაიდან წილის ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებული უფლება-ვალდებულებები არ არის ცალმხრივი მოწინააღმდეგე მხარესაც შეუძლია მოითხოვოს მისი ამოქმედება. თუ მხარეს არ აწყობს ზიანის ანაზღაურება მას შეუძლია მოითხოვოს რესტიტუცია ამ შემთხვევაში ხდება მშენებლობის ხარჯების ანაზღაურება სრულად, ზიანის თანხის გამოკლებით, ანუ მხარეს უბრუნდება ყველა მის მიერ გაწეული ხარჯი მხარეთათვის მიყენებული ზიანის თანხის გამოკლებით. სწორედ ამიტომ მოწინააღმდეგე მხარემ მოითხოვა სააღსრულებო ფურცელი რესტიტუციის მიზნით თუმცა შემდეგ რატომღაც გადაიფიქრა და მიმართა ხრიკს, სასამართლოს წარუდგინა შეთანხმება, რომელიც გაუქმებულია სანოტარო წესით და მიუთითა თითქოს ვადასთან დაკავშირებით მხარეებმა ახლებურად მოაწესრიგეს ურთიერთობა, რითაც გარკვეული პერიოდი მიაღწია მისთვის სასარგებლო განმარტების მიღება, ( რომელიც გაუქმდა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ) ხოლო აღნიშნულ პერიოდში სრულად გაასხვისა მის სახელზე რიცხული უძრავი ქონებები და ამ არაკეთილსინდისიერი და სასამართლოს შეცდომაში შეყვანის ქმედებით მიიღო მისთვის სასურველი შედეგი.

 

აპელანტების მითითებით, აღსასრულებლად წარდგენილ დოკუმენტაციაში ნათლად არის მითითებული, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში ამოქმედდებოდა წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლება - ვალდებულებები 2010 წლის 24 მარტიდან. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 14 დეკემბრის განჩინების საფუძველზე შპს „ა---–------- ა-----თ კ------------–გი“-ს მიერ მოხდა გადასახდელი თანხის დაანგარიშება, რომელიც სრულად შეესაბამება და გამომდინარეობს აღსასრულებლად განჩინებაში მითითებული წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, რომლის ათვლაც აღსასრულებელი განჩინების საფუძველ ზე ხდება 2010 წლის 24 მარტიდან.

 

III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტების მიერ სააპელაციო საჩივარებში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს;

 

4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული სასამართლო გადაწყვეტილების სავალდებულო ძალა ასახულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსშიც, რომლის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს. სასამართლო გადაწყვეტილების სავალდებულობა დღის წესრიგში აყენებს მისი აღსრულებადობის უზრუნველყოფის საკითხს. თუ პირი, რომლის მიმართაც სასამართლო აქტია გამოცემული, თავისი ნებით არ შეასრულებს ამ გადაწყვეტილებას, კრედიტორის განცხადების საფუძველზე, საქმეში ერთვება საამისოდ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო - აღსრულების ეროვნული ბიურო, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების აღსრულებას.

საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს განსაზღვრავს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი. მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-2 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება, გარდა ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებისა.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ამავე ნორმატიული აქტის 21-ე მუხლით განსაზღვრულია სააღსრულებო ფურცლის რეკვიზიტები. მითითებული მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სააღსრულებო ფურცელში უნდა აღინიშნოს: ა) სააღსრულებო ფურცლის გამცემი სასამართლოს ან იმ ორგანოს დასახელება, რომელმაც მიიღო აღსასრულებელი გადაწყვეტილება; ბ) საქმე, რომლის გამოც გაცემულია სააღსრულებო ფურცელი; გ) გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი; დ) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი; ე) სააღსრულებო ფურცლის გაცემის თარიღი; ვ) კრედიტორისა და მოვალის დასახელებები და რეკვიზიტები, მათ შორის, პირადი ნომრები ან გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრები, ასევე სააღსრულებო ფურცლის გამცემი ორგანოსთვის ცნობილი სხვა საკონტაქტო მონაცემები.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ სააღსრულებო ფურცელი აღმასრულებლისათვის წარმოადგენს სახელმძღვანელო დოკუმენტს, რომელიც განსაზღვრავს კრედიტორთა და მოვალეთა წრეს, ასევე - აღსასრულებელი მოთხოვნის მოცულობას. ამასთან, საგულისხმოა, რომ მითითებული დანაწესი იმპერატიული ხასიათისაა და არ ტოვებს თავისუფალ სივრცეს ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციისათვის. შესაბამისად, აღმასრულებელი ვალდებულია იხელმძღვანლოს სააღსრულებო ფურცლით და არ გასცდეს მის ფარგლებს.

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა კანონიერ ძალაში შესულ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 14 თებერვლის №2-------- განჩინებაზე, 2012 წლის 22 თებერვალს გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, მ----- ჯ----–-ძეს, თ---------- ჯ----–-ძეს და დ------ მ-–------ძეს და მოპასუხეებს - შპს „მ-------სა“ და შპს „ნ----------“-ს შორის დამტკიცდა მორიგება, შემდეგი პირობებით: 2.1. მოსარჩელეებმა თანხმობა განაცხადეს მოპასუხეებს - შპს „ნ------------“-ს და შპს „მ-------ს“ განეხორციელებინათ ქ. თბილისში, ი-----–---–ის ქ. №4-–- მდებარე მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა; მოპასუხეები ვალდებულნი იყვნენ ამ მორიგების დამტკიცებიდან 18 კალენდარულ თვეში დაესრულებინათ საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, ექსპლუატაციაში მიღება და მოსარჩელეებისთვის ამჟამად მ–-------ედ რეგისტრირებული ფართების საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაცია; 2.2. შპს „მ-------ი“ მ----- ჯ----–-ძეს, სხვა მოსარჩელეების თანხმობით, საკუთრებაში გადასცემდა 97.8 კვ.მ (მ-------------–ი) ფართის საცხოვრებელ №- ბინას, მდებარე: თბილისში, ი-----–---–ის ქ------–ი (ს/კ0---------------); უძრავი ქონების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში უნდა განხორციელებულიყო მორიგების აქტის დამტკიცებიდან 14 დღეში; 2.3 მ----- ჯ----–-ძეს, თ---------- ჯ----–-ძეს და დ------ მ-–------ძეს შპს „ნ----------“-ის მიმართ გააჩნდათ 15 000 აშშ დოლარის დავალიანება (შპს „ს-------ა-პ--------ას“ მიმართ მშენებლობის პროექტის ღირებულების დავალიანება). დავალიანება უნდა დაფარულიყო საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დასრულებისთანავე. ვალის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთვებოდა მ----- ჯ----–-ძის საკუთრებაში არსებული 97.8 კვ.მ ფართის ბინა, რომელიც მას საკუთრებაში გადაეცემოდა ამ განჩინების 2.2 პუნქტის საფუძველზე; 2.4. შპს „მ-------ს“ და შპს „ნ----------“-ს მ----- ჯ----–-ძისათვის, თ---------- ჯ----–-ძისათვის და დ------ მ-–------ძისათვის ყოველთვიურად უნდა გადაეხადათ 1000 აშშ დოლარს მშენებლობის დასრულებამდე და ქონების გადაცემამდე (საჯარო რეესტრში რეგისტრაცია); თანხის გადახდა მოხდებოდა ყოველი მომდევნო თვის ხუთ რიცხვამდე. ქირის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთვებოდა 97.8 კვ.მ ფართის №20 ბინა, მდებარე: თბილისში, ი-----–---–ის ქ. №4-–- (0---------------); ამ მორიგებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შემთხვევაში, აღნიშნული თანხა უნდა დაბრუნებულიყო მოპასუხეებს საცხოვრებელი სახლის აშენების და ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ; 2.5 მხარები შეთანხმდნენ, რომ ამ მორიგებით დათქმული ვადის გასვლის შემდეგ, თუ შპს „მ-------ი“ და შპს „ნ----------“, როგორც 100% წილის მქონე პარტნიორი, ვერ შეასრულებდა ამ მორიგების განჩინებით ნაკისრი ვალდებულებებს, წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი უფლებები და ვალდებულები უნდა ამოქმედებულიყო 2010 წლის 24 მარტიდან.

 

სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურომ, იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორების - მ----- ჯ----–-ძის, თ---------- ჯ----–-ძისა და დ------ მ-–------ძის წერილობითი განცხადებისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 22 თებერვლის სააღსრულებო ფურცელის საფუძველზე, დაიწყო სააღსრულებო წარმოება, სააღსრულებო საქმე №A---------

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ინფორმირება ხდება სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. მოვალეს ეცნობება: ა) ინფორმირებიდან 7 დღის ვადაში მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულების შემთხვევაში მხოლოდ კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი აღსრულების საფასურის შესაბამისი ნაწილის, ხოლო ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში − აღსრულების საფასურის სრული ოდენობით დაკისრების შესახებ; ბ) ამ კანონის მე-18 მუხლით დადგენილი უფლებები; გ) სააღსრულებო წარმოების დაწყების სამართლებრივი შედეგები; დ) იძულებითი აღსრულებისათვის ამ კანონით გათვალისწინებული შესაძლო გასატარებელი ღონისძიებები; ე) აღსრულების შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მიღების წესი და საშუალებები.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა მოვალე შპს „ნ--------------"-ის მიმართ 2013 წლის 25 ოქტომბერს გამოსცა №A------------------ წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ. მითითებული დოკუმენტში აღმასრულებელმა მოვალეს მიუთითა აღსასრულებელი თანხის ოდენობა, რომელიც კრედიტორის მოთხოვნის შესაბამისად, შეადგენდა 475 000 აშშ დოლარს. მოვალეს მიეცა წინადადება ნებაყოფლობით 7 (შვიდი) დღის ვადაში დაკისრებული თანხის გადასახდელად. წინააღმდეგ შემთხვევაში, განემარტა, რომ აღსრულება განხორციელდებოდა იძულებითი წესით. მოვალეს ასევე მიეთითა, გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულებასთან დაკავშირებით დაუყონებლივ ეცნობებინა პოზიცია.

აღმასრულებელმა შპს „მ-------ის“ მიმართ 2013 წლის 25 ოქტომბერს გამოსცა ანალოგიური შინაარსის №A------------------ წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, განსახილველი სარჩელის დავის საგანია აღმასრულებლის მიერ 2013 წლის 25 ოქტომბერს განხორციელებული №A1--------------- და №A1--------------- მოქმედებების კანონიერება, შპს „მ-------სა“ და შპს „ნ----------“-სათვის გადაწყვეტილების შესრულების წინადადების შესახებ. მოსარჩელეები აღმასრულებლის ქმედებათა უკანონოდ ცნობის საფუძვლად მიუთითებენ იმ გარემოებაზე, რომ სასამართლოს 2012 წლის 14 თებერვლის განჩინებით დამტკიცებული მორიგების აქტის 2.2. 2.3. და 2.4. პუნქტებით ნაკისრი ვალდებულებების მხოლოდ ერთობლიობაში შეუსრულებლობა იწვევდა 2.5. პუნქტით გათვალისწინებული პირობის - 2010 წლის 24 მარტის წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით დადგენილი უფლებებისა და მოვალეობების ამოქმედებას. გარდა ამისა, მათი მხრიდან შესრულებულია მორიგების აქტით განსაზღვრული ყველა პირობა - კრედიტორებს ყოველთვიურად უხდიდნენ ბინის ქირას, ზიანის სახით გადაეცათ შეთანხმებული ბინა, რაც შეეხებოდა მშენებლობის ვადას, იგი მხარეთა ნების გამოვლენით გაგრძელდა 2014 წლის ივნისამდე. შესაბამისად, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ არ არსებობდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან 2012 წლის 22 თებერვალს გაცემული სააღსრულებო ფურცლის წარმოებაში მიღებისა და წარმოების დაწყების საფუძველი. გარდა ამისა, მოსარჩელეები აპელირებას აკეთებდნენ, აღსასრულებელი თანხის ოდენობაზე.

სასამართლომ მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს აღმასრულებლის უფლება- მოვალეობებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, იძულებითი აღსრულების პირობებში აღმასრულებელი უფლებამოსილია განახორციელოს: ა) გადახდევინება: ა.ა) მოვალის ქონებიდან მასზე ყადაღის დადებით და ქონების გაყიდვით, ხოლო თუ საკითხი ეხება სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონებას, აცნობოს ამის შესახებ შესაბამის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს; ა.ბ) მოვალის ხელფასიდან, პენსიიდან, სტიპენდიიდან და სხვა შემოსავლებიდან; ა.გ) მოვალის სხვა პირებთან არსებული ფულადი თანხებიდან და ქონებიდან, აგრეთვე საინკასო დავალებების საფუძველზე მოვალის საბანკო ანგარიშებიდან; ბ) მოვალისათვის იმ საგნების ჩამორთმევა, რომლებიც სასამართლო გადაწყვეტილებით კრედიტორს უნდა გადაეცეს; გ) კანონის შესაბამისად აღსასრულებელ გადაწყვეტილებაში მითითებული სხვა ღონისძიებები. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, აღმასრულებელი ვალდებულია მიიღოს ყველა კანონიერი ზომა გადაწყვეტილების სწრაფად და რეალურად აღსრულებისათვის, განუმარტოს მხარეებს მათი უფლებები და მოვალეობები, აღსრულების ცალკეული სახეების შინაარსი და შესაძლებლობები, დაეხმაროს მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაში.

 

კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ დაადგინა, რომ 2013 წლის 25 ოქტომბერს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა შპს „ნ------------"-ისა და შპს „მ-------ის“ მიმართ გამოსცა წინადადება №A1--------------- და №A1--------------- გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, რომელთა თანახმად, მოვალეებს მიეცათ წინადადება ინფორმირებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში გადაეხადათ დაკისრებული თანხა და სააღსრულებო საფასური. სააღსრულებო ფურცლის მიხედვით: მხარები შეთანხმდნენ, რომ ამ მორიგებით დათქმული ვადის გასვლის შემდეგ, თუ შპს „მ-------ი“ და შპს „ნ----------“, როგორც 100% წილის მქონე პარტნიორი, ვერ შეასრულებდა ამ მორიგების განჩინებით ნაკისრი ვალდებულებებს, წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი უფლებები და ვალდებულები უნდა ამოქმედებულიყო 2010 წლის 24 მარტიდან. კრედიტორის მიერ დაფიქსირებულმა მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 475 000 აშშ დოლარი. დადგენილია ასევე, რომ აღსასრულებელი მოთხოვნიდან 354 000 აშშ დოლარი გაანგარიშებულია შპს „ა---–------- ა------- კ------–-----ის“ 2013 წლის 06 სექტემბრის ა-------ორული დასკვნა/შეფასების ანგარიშით, ხოლო 121 000 აშშ დოლართან დაკავშირებით, წარდგენილია მხოლოდ და მხოლოდ კრედიტორთა მოთხოვნა. ამასთან ერთად, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა გადაწყვეტილების შინაარსზე და განმარტა, რომ სასამართლო აქტი არ უნდა შეიცავდეს რაიმე სახის პირობით დათქმებს, რადგან მისი აღსრულება არ უნდა იყოს დამოკიდებული ამა თუ იმ პირობის შესრულება-შეუსრულებლობაზე. ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა და შეუსრულებელი ვალდებულების ფარგლები შესაძლოა სადავო გახდეს და გადაწყვეტილ იქნას დამოუკიდებელი სარჩელის აღძვრის პირობებში და არა - სასამართლო გადაწყვეტილების (განჩინების) აღსრულების სტადიაზე, აღმასრულებლის მიერ. პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციით, ფაქტობრივი გარემოების ან/და სამართლებრივი საფუძვლის გამო გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების დაბრუნების შესაძლებლობა და პირობები გათვალისწინებულია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლით. ამ პირობებში, როდესაც სადავო მოქმედებების განხორციელების მომენტისათვის (25.10.2013წ.) აღმასრულებელი ინფორმირებული იყო მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულებ(ებ)ის შესრულებასთან დაკავშირებით მხარეთა შორის სადავოობის შესახებ, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღმასრულებელი არ იყო უფლებამოსილი, განეხორციელებინა რაიმე იძულებითი ღონისძიება - იგი გასცდა კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილების ფარგლებს. ამდენად, აღმასრულებლის 2013 წლის 25 ოქტომბერს განხორციელებული №A1--------------- და №A1--------------- მოქმედებები შპს „ნ----------“-სა და შპს „მ-------ისათვის“ გადაწყვეტილების შესრულების წინადადების შესახებ, უკანონოდ იქნა ცნობილი.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლი განსაზღვრავს აღსრულების შეწყვეტის წესსა და პირობებს. ხსენებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულება შეწყდება, თუ: ა) კრედიტორმა უარი თქვა აღსრულებაზე; ბ) კრედიტორი და მოვალე მორიგდნენ; გ) კრედიტორის ან მოვალის გარდაცვალების შემდეგ გადაწყვეტილებით დადგენილი მოთხოვნები ან მოვალეობები ვერ გადავა გარდაცვლილი პირის უფლებამონაცვლეზე; დ) გადაწყვეტილება, რომლის აღსასრულებლადაც მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება, გაუქმებულია; ე) გავიდა აღსასრულებელი გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა; ვ) საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად შეუძლებელია გადაწყვეტილების აღსრულება; ზ) განხორციელდა იურიდიული პირის (კრედიტორის ან მოვალის) ლიკვიდაცია და სასამართლოს მიერ განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობით უფლებამონაცვლეობა დაუშვებელია ან არ არსებობს უფლებამონაცვლე; კ) თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან გასულია 10 წელი, გარდა ალიმენტის გადახდევინების შესახებ, შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე, დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ, დანაშაულით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნებისა, აგრეთვე სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ წარმოებული სააღსრულებო საქმეებისა; ლ) ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან გასულია 5 წელი.

მოსარჩელის/აპელანტის შპს „ნ------------"-ისა და შპს „მ-------ის“ ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაში არსებული №A-------- სააღსრულებო საქმის წარმოების შეწყვეტა იმ საფუძვლით, რომ კრედიტორმა უარი თქვა აღსრულებაზე. პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებით, სადავო გარემოების დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის, რაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის საფუძველზე, მოსარჩელის საპროცესო ვალდებულებას - მტკიცების ტვირთს წარმოადგენს.

სააპელაციო პალატა ეთანხმება ამ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას და ხაზგასმით აღნიშნავს რომ, ვერც პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვისას და ვერც სააპელაციო სასამართლოს მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრების განხილვისას „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლით განსაზღვრული აღსრულების შეწყვეტის ვერცერთი საფუძველი ვერ იქნა დადგენილი. შესაბამისად, სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ამ ნაწილში და მიაჩნია, რომ აღსრულების წარმოების შეწყვეტის მოთხოვნის ნაწილში შპს ,,მ-------ის“, შპს ,,ნ----------ს“ -ის სარჩელი/სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა იქნას დაკმაყოფილებული.

რაც შეეხება შპს ,,მ-------ის“, შპს ,,ნ----------ს“ -

ის სარჩელი/სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას სააღსრულებო ფურცლის კრედიტორისთვის აღუსრულებლად დაბრუნების შესახებ, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით რომ, სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა გამორიცხავს სააღსრულებო ფურცლის კრედიტორისთვის აღუსრულებლად დაბრუნების ნაწილში სარჩელის საფუძვლიანობას და რომ შესაბამისად, აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით არც ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს სარჩელი.

სააპელაციო პალატის განმარტებით, ვინაიდან „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე და 35 მუხლებით განსაზღვრული აღსრულების შეწყვეტისა და სააღსრულებლო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების დაბრუნების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ერთმანეთისაგან განსხვავებულია, აღნიშნული მათი სათანადო საფუძვლების არსებობის პირობებში არ გამორიცხავს მათ დამოუკიდებლად გამოყენების შესაძლებლობას.

სააპელაციო პალატა მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 35-? ?????? ??????????? ??????????? ???????/????????????? ??????????????? ?????????? კანონით განსაზღვრულ საფუძვლებზე:

1. სააღსრულებო ფურცელი/აღსასრულებელი გადაწყვეტილება, რომლითაც არ მოხდა ან ნაწილობრივ მოხდა აღსრულება, უბრუნდება კრედიტორს:

ა) კრედიტორის განცხადებით;

ბ) თუ მოვალე არ ცხოვრობს კრედიტორის მიერ მითითებულ მისამართზე, ან თუ ქონება იქ არ იმყოფება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოვალე იძებნება პოლიციის ორგანოების მეშვეობით;

გ) თუ კრედიტორი, აღსრულების ეროვნული ბიუროს გაფრთხილების მიუხედავად, გაფრთხილებიდან 1 თვის ვადაშიც არ ასრულებს ამ კანონით დადგენილ უფლება-მოვალეობებს, რის გამოც შეუძლებელი ხდება გადაწყვეტილების აღსრულება;

დ) ?? ??????? 36-? ?????? ??-2 ??????? „?“ ?????????? გათვალისწინებულ შემთხვევაში;

ე) თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელია ფაქტობრივი გარემოების ან/და სამართლებრივი საფუძვლის გამო. ამ შემთხვევაში სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების დაბრუნების საკითხს წყვეტს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე;

2. სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების დაბრუნებისას აღსრულებისათვის განხორციელებული ყველა ღონისძიება უქმდება, ხოლო ამ კანონით დადგენილი გადაწყვეტილების აღსრულების ხანდაზმულობის ვადა ჩერდება ამავე საქმესთან დაკავშირებით ახალი სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს იმ გარემოებაზე რომ განსახილველ საქმეში სადავოდ არის გამხდარი მხარეებს შორის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 14 თებერვლის განჩინებით დამტკიცებული მორიგების პირობები, კერძოდ, 2012 წლის 14 თებერვლის განჩინების განმარტებასთან დაკავშირებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 30 დეკემბრის №2-------14 განჩინებით თ---------- ჯ----–-ძის, მ----- ჯ----–-ძის და დ------ მ-–------ძის კერძო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და შპს „მ-------ის“ და შპს „ნ----------“-ის განცხადება განჩინების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. დასახელებულ განჩინებაში მითითებულია რომ საკითხი იმის შესახებ, მორიგების აქტის 2.5 პუნქტში მითითებული ვალდებულებების ალტერნატიულ თუ კუმულაციურ დარღვევას გულისხმობდნენ მხარეები, წარმოადგენს მორიგებისას მხარეთა მიერ გამოხატული ნების განმარტების საკითხს, რაც გადაწყვეტილების განმარტების ფარგლებში შეუძლებელი აღმოჩნდა. სამოქალაქო სასამართლოს განმარტებით, ვინაიდან თავად მორიგების აქტი არის მხარეების მიერ ნების გამოვლენა მათ შორის არსებული სამართალურთიერთობის ახლებური წესით მოწესრიგების თაობაზე და იგი გარიგებას წარმოადგენს. ამავე განჩინებაში სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ხსენებული ბუნდოვანი საკითხის გადაწყვეტა, კერძოდ კი შპს „მ-------ი“-ს და შპს „ნ----------“-ის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის საკითხი შესაძლებელია სადავო გახდეს და გადაწყვეტილ იქნეს დამოუკიდებელი სარჩელის აღძვრის პირობებში.

სადავო გადაწყვეტილების აღსრულების ფაქტობრივი გარემოების ან/და სამართლებრივი საფუძვლის გამო აღსრულების შეუძლებლობის დასაბუთებასთან მიმართებაში სააპელაციო პალატა ეთანხმება აპელანტების შპს ,,მ-------ის“, შპს ,,ნ----------ს“ -ის მითითებას თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 3--------- წ. განჩინებაზე, საქმე N2-------14, სადაც აღსასრულებელი გადაწყვეტილების მიმართ სასამართლომ დაადგინა რა მისი ბუნდოვანება და განმარტა, რომ კრედიტორების (ამ დავაში მესამე პირების) მიერ ახალი დავის წამოწყებისა და აღსასრულებელ საკითხზე სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების გარეშე, შეუძლებელია სადავო საკითხის გადაწყვეტა.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს რომ თავად პირველი ინსტანციის სასამართლომ გაიზიარა აღნიშნული პოზიცია და გადაწყვეტილების 6.3. პუნქტში თავადაც მიუთითა აღსარულებელი გადაწყვეტილების პრობლემურობაზე და სწორად განმარტა, რომ სასამართლო აქტი არ უნდა შეიცავდეს რაიმე სახის პირობით დათქმებს, რადგან მისი აღსრულება არ უნდა იყოს დამოკიდებული ამა თუ იმ პირობის შესრულება-შეუსრულებლობაზე. ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა და შეუსრულებელი ვალდებულების ფარგლები შესაძლოა სადავო გახდეს და გადაწყვეტილ იქნას დამოუკიდებელი სარჩელის აღძვრის პირობებში და არა - სასამართლო გადაწყვეტილების (განჩინების) აღსრულების სტადიაზე, აღმასრულებლის მიერ.

პალატა დამატებით მიუთითებს რომ, სააპელაციო საჩივრის განხილვისას სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი დაეთანხმა, მოსარჩელეების შპს ,,მ-------ისა“ და შპს ,,ნ----------“ პოზიციას აღსასრულებელი განჩინების ბუნდოვანებასთან დაკავშირებით და მიუთითა რომ მხარეთა შორის მორიგების პირობების შესრულების სადვოობისას სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო დადგა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 14 თებერვლის განჩინების აღსრულების პრობლემის წინაშე. ამასთანავე, სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენლმა ყურადღება გაამახვილა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის წინააღმდეგობრიობაზე, როდესაც აღსრულების შეწყვეტისა და ??????????? ???????/????????????? ??????????????? ??????????? უარის თქმის პირობებში უკანონოდ იქნა ცნობილი აღმასრულებლის მიერ განხორციელებული ქმედებები და ფაქტობრივად დაევალათ აღსრულების პროცესის გაგრძლება.

 

იმ გარემოებების გათვალისწინებით რომ, მხარეებს შორის სადავოდ არის გამხდარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 14 თებერვლის აღსასრულებელი განჩინებით დამტკიცებული მორიგების პირობებისა და მათი შესრულების საკითხი, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის №2-------14 განჩინების თანახმად, შეიძლება გადაწყვეტილ იქნას მხოლოდ დამოუკიდებელი სარჩელის აღძვრის პირობებში, სააპელაციო პალატას მიაჩნია რომ , სახეზეა შპს „ნ------------"-ისა და შპს „მ-------ის“ სააპელაციო საჩივრის-„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით ???????????? ??????????? ???????/????????????? ??????????????? ?????????? 35-ე მუხლის პირველი პუნქტის ე) ქვეპუნქტით განსაზვრული საფუძველი, თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელია ფაქტობრივი გარემოების ან/და სამართლებრივი საფუძვლის გამო, ამ შემთხვევაში სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების დაბრუნების საკითხს წყვეტს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე.

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების დაბრუნებისას აღსრულებისათვის განხორციელებული ყველა ღონისძიება უქმდება, ხოლო ამ კანონით დადგენილი გადაწყვეტილების აღსრულების ხანდაზმულობის ვადა ჩერდება ამავე საქმესთან დაკავშირებით ახალი სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე. ამრიგად, ვინაიდან სააღსრულებო ფურცლის დაბრუნება გულისხმობს სადავოდ გამხდარი აღმასრულებლის განხორციელებული ქმედებების გაუქმებასაც, შესაბამისად, სააპელაციო პალატის შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება აღმასრულებლის მიერ განხორციელებული ქმედებების გაუქმების ნაწილში კანონიერია და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს, თ---------- ჯ----–-ძის, მ----- ჯ----–-ძის და დ------ მ-–------ძის სააპელაციო საჩივრები მათი უკანონოდ მიჩნევის ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

5. საპროცესო ხარჯები:

 

5.1. შპს ,,მ-------ის“ და შპს ,,ნ---------“-ის სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილის გამო აღსრულების ეროვნული ბიუროს უნდა დაეკისროს შპს ,,მ-------ის“ და შპს ,,ნ----------“-ის სასარგებლოდ ამ უკანასკნელების მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევრის 75 ლარის ანაზღაურება.

IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის და მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 389-ე, 397-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს, თ---------- ჯ----–-ძის, მ----- ჯ----–-ძის და დ------ მ-–------ძის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

2. შპს ,,მ-------ის“, შპს ,,ნ----------“-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

3. ნაწილობრივ გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება.

4. შპს ,,მ-------ის“, შპს ,,ნ----------“-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. კრედიტორებს დაუბრუნდეთ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 22 თებერვალს გაცემული N2------- სააღსრულებო ფურცელი.

5. შპს ,,მ-------ის“ და შპს ,,ნ----------“-ის სარჩელი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაში არსებული № A-------- სააღსრულებო საქმის წარმოების შეწყვეტასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს.

6. დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება.

7. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს, შპს ,,მ-------ი“-ს და შპს ,,ნ----------“-ის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელების მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევრის 75 ლარის ანაზღაურება.

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21(ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

თავმჯდომარე: გიორგი გოგიაშვილი

 

მოსამართლეები: შოთა გეწაძე

 

ილონა თოდუა