განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3ბ/452-18
საქმე №330310017001841011
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
20 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - გიორგი ტყავაძე
მოსამართლეები - თამარ ონიანი
მანანა ჩოხელი
სხდომის მდივანი - ნათია ზანდუკელი
აპელანტები (მოსარჩელეები) - კ--- გ--–--–---–ი, პ----- გ--–--–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი - ს----------–-------ე
მესამე პირი - სს ,,ს----------–--------ი“
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება
1.1. აპელანტის სააპელაციო მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით კ--- გ--–--–---–ისა და პ----- გ--–--–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.1. 2015 წლის 27 აპრილს სს ,,ს----------–--------სა“ და პ----- გ--–--–---–ს (მსესხებელი) შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება (N2------), რომლის თანახმად, სესხის თანხას წარმოადგენდა - 3---- ლარი, სესხის ვადას - 36 თვე, საპროცენტო განაკვეთს - წლიური 16%, ხოლო თავდებად მითითებულ იქნა კ--- გ--–--–---–ი.
2.2. 2017 წლის 23 იანვარს სს ,,ს----------–--------ის“ წარმომადგენელმა (აპლიკანტი) გამარტივებული წარმოების დაწყების თაობაზე განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რომლითაც მოითხოვა რესპონდენტების - პ----- გ--–--–---–ისა და კ--- გ--–--–---–ისათვის ძირითადი დავალიანების სახით - 5------ ლარის (სარგებელი - 6---- ლარი; ძირითადი - 2------ ლარი; პირგასამტეხლო - 2------ ლარი), გადახდილი სააპლიკაციო საფასურის - 100 ლარის და ყადაღის დადებისთვის გადახდილი საფასურის - 200 ლარის, სულ - 6------ ლარის დაკისრება. აპლიკანტმა განცხადებას დაურთო 2015 წლის 27 აპრილის საკრედიტო ხელშეკრულება თანდართული დოკუმენტებით.
2.3. 2017 წლის 23 იანვარს სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, სს ,,ს----------–--------ის“ (აპლიკანტის) 2017 წლის 23 იანვრის №S---------------- განცხადების საფუძველზე, რესპონდენტების - პ----- გ--–--–---–ის და კ--- გ--–--–---–ის წინააღმდეგ დაიწყო გამარტივებული წარმოება (წარმოების ნომერი - S----------).
2.4. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 25 იანვრის №S----------/2----- შეტყობინებით რესპონდენტ პ----- გ--–--–---–ს ეცნობა, სს ,,ს----------–--------ის“ 2017 წლის 23 იანვრის განცხადების საფუძველზე დაწყებული S---------- გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ. შეტყობინების ადრესატს განემარტა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი უფლებები, მათ შორის, შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ წერილობითი პროტესტის გაცხადების უფლება, იმ შემთხვევაში, თუ იგი არ დაეთანხმებოდა მოთხოვნას. შეტყობინებით პ----- გ--–--–---–ს ასევე განემარტა, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემდა ბრძანებას დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნის სრულ ოდენობაზე, თუ იგი არ განახორციელებდა შეტყობინებაში მითითებულ რომელიმე მოქმედებას.
2.5. დადგენილია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 25 იანვრის №S----------/2----- შეტყობინება გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ რესპონდენტ პ----- გ--–--–---–ის ოჯახის წევრს შ--–-- გ--–--–---–ს (მამა) ჩაბარდა - 2017 წლის 30 იანვარს.
2.6. დადგენილია, რომ კანონით დადგენილ ვადაში რესპონდენტ პ----- გ--–--–---–ს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 917-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოქმედებათაგან არცერთი არ განუხორციელებია.
2.7. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 25 იანვრის №S----------/2----- შეტყობინებით რესპონდენტ კ--- გ--–--–---–საც ეცნობა, სს ,,ს----------–--------ის“ 2017 წლის 23 იანვრის განცხადების საფუძველზე დაწყებული S---------- გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ. შეტყობინების ადრესატს განემარტა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი უფლებები, მათ შორის, შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ წერილობითი პროტესტის გაცხადების უფლება, იმ შემთხვევაში, თუ იგი არ დაეთანხმებოდა მოთხოვნას. შეტყობინებით კ--- გ--–--–---–ს ასევე განემარტა, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემდა ბრძანებას დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნის სრულ ოდენობაზე, თუ იგი არ განახორციელებდა შეტყობინებაში მითითებულ რომელიმე მოქმედებას.
2.8. დადგენილია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 25 იანვრის №S----------/2----- შეტყობინება გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ რესპონდენტ კ--- გ--–--–---–ის ოჯახის წევრს შ--–-- გ--–--–---–ს (მამა) ჩაბარდა - 2017 წლის 30 იანვარს.
2.9. დადგენილია, რომ კანონით დადგენილ ვადაში რესპონდენტ კ--- გ--–--–---–ს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 917 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოქმედებათაგან არცერთი არ განუხორციელებია.
2.10. 2017 წლის 28 თებერვალს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მიღებულ იქნა №S----------/2----- ბრძანება, რომლითაც რესპონდენტებს - კ--- გ--–--–---–ს და პ----- გ--–--–---–ს დაეკისრათ - 6------ ლარის ოდენობით დავალიანების გადახდა აპლიკანტის - სს ,,ს----------–--------ის“ მიმართ.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
სასამართლომ განმარტა შემდეგი:
2.11. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
სასამართლომ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე მითითებით, აღნიშნა, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 28 თებერვლის №S----------/2----- ბრძანება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამდენად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა კანონმდებლობასთან.
2.12. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს. ხსენებული კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სააღსრულებო ბიურო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს ამ კანონით, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით და სააღსრულებო ბიუროს დებულებით.
მითითებული კანონის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო XVI1 თავით დადგენილი წესით ახორციელებს გამარტივებულ წარმოებას ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნებთან დაკავშირებით.
2.13. ზემოაღნიშნული კანონის 913 მუხლი განსაზღვრავს იმ სუბიექტთა წრეს - აპლიკანტი/რესპონდენტი, რომლებიც შესაძლებელია იყვნენ მხარეები გამარტივებულ წარმოებაში. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, აპლიკანტი არის პირი, რომელსაც აქვს დოკუმენტურად დადასტურებული ფულადი სახის ვადამოსული მოთხოვნა და რომელიც მიმართავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებით, ხოლო რესპონდენტი არის პირი, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია აპლიკანტის მოთხოვნა. ამავე კანონის 914 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადება, რომელიც გამარტივებული წარმოების დაწყების საფუძველია, მიზნად უნდა ისახავდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას.
2.14. ამავე საკანონმდებლო აქტის 917-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო განცხადების რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ატყობინებს რესპონდენტს მის წინააღმდეგ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ, ხოლო მე-10 პუნქტის თანახმად, გამარტივებული წარმოებისას გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება რესპონდენტს ჩაჰბარდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. დაუშვებელია რესპონდენტისათვის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების საჯარო გამოცხადების გზით ცნობება.
ზემოაღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად კი, გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს: გ) მითითებას იმის შესახებ, რომ რესპონდენტი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში სრულად დაფაროს დავალიანება, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს, ან განახორციელოს ქვემოთ ჩამოთვლილ მოქმედებათაგან ერთ-ერთი: გ.ა) დაფაროს დავალიანების ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს; გ.ბ) განაცხადოს წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ არ ეთანხმება მოთხოვნას; გ.გ) წერილობით აღიაროს მოთხოვნა სრულად, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს; გ.დ) წერილობით აღიაროს მოთხოვნის ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს; გ.ე) წარადგინოს განცხადება მორიგების შეთავაზების შესახებ; დ) განმარტებას იმის შესახებ, თუ რა სამართლებრივი შედეგი მოჰყვება დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას; ე) გამარტივებული წარმოების საფასურის ოდენობას, ანგარიშსწორების წესს და აღსრულების ეროვნული ბიუროს საბანკო რეკვიზიტებს. მითითებული ნორმის მე-4 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად კი, აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებას მოთხოვნის სრულ ოდენობაზე, თუ რესპონდენტი არ განახორციელებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ არც ერთ მოქმედებას.
საქმეზე დადგენილია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 25 იანვრის №S----------/2----- შეტყობინება გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ რესპონდენტ პ----- გ--–--–---–ის ოჯახის წევრს შ--–-- გ--–--–---–ს (მამა) ჩაბარდა - 2017 წლის 30 იანვარს. ასევე დადგენილია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 25 იანვრის №S----------/2----- შეტყობინება გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ რესპონდენტ კ--- გ--–--–---–ის ოჯახის წევრს შ--–-- გ--–--–---–ს (მამა) ჩაბარდა ასევე 2017 წლის 30 იანვარს.
2.15. სასამართლომ, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 917 მუხლის მე-10 პუნქტის საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებს გამარტივებული წარმოებისას გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების რესპონდენტისათვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით ჩაბარებას, მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით - სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
ამდენად, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შეტყობინებით რესპოდენტებს - პ----- გ--–--–---–ს და კ--- გ--–--–---–ს ეცნობათ, გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ. შეტყობინების ადრესატებს ასევე განემარტათ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი უფლებები, მათ შორის, აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, წერილობითი პროტესტის განცხადების უფლება, იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ დაეთანხმებოდნენ მოთხოვნას. შეტყობინებით პ----- გ--–--–---–ს და კ--- გ--–--–---–ს ასევე განემარტათ, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემდა ბრძანებას დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნის სრულ ოდენობაზე, თუ ისინი არ განახორციელებდნენ შეტყობინებაში მითითებულ რომელიმე მოქმედებას. რესპონდენტებს - პ----- გ--–--–---–ს და კ--- გ--–--–---–ს, კანონით დადგენილ ვადაში, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 917 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოქმედებათაგან არცერთი არ განუხორციელებიათ. აღნიშნულ გარემოებას თავად სხდომაზე გამოცხადებული მოსარჩელე - კ--- გ--–--–---–იც არ ხდიდა სადავოდ.
2.16. სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის გათვალისწინებით, პ----- გ--–--–---–ისა და კ--- გ--–--–---–ის ოჯახის წევრისათვის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების ჩაბარება ჩაითვალა მოსარჩელეთათვის ჩაბარებულად. ამასთან, ჩაბარების დროიდან 10 კალენდარული დღის ვადაში მათ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 917-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოქმედებათაგან არცერთი არ განუხორციელებიათ, მათ შორის, არ გამოუყენებიათ უფლება, წარედგინათ წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ არ ეთანხმებოდნენ მოთხოვნას, რაც აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემის საფუძველი გახდა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით განახორციელა გამარტივებული წარმოების წესით განსაზღვრული მოქმედებანი. ამასთან, სააღსრულებო წარმოების მონაწილეებს მიეცათ თანაბარი შესაძლებლობა, შეესრულებინათ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემამდე შესაძლო მოქმედებანი.
2.17. სასამართლომ იმ გარემოებაზეც მიუთითა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 28 თებერვლის №S----------/2----- დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების კანონიერების შემოწმების მიზნით სასამართლო შემოიფარგლება მხოლოდ იმ საკითხის გარკვევით, დარღვეულია თუ არა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი, ფულადი ვალდებულების გადახდევინებასთან დაკავშირებული გამარტივებული წარმოების წესები, ვინაიდან აღნიშნული კანონის 919 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გასაჩივრება დაიშვება იმ შემთხვევაში, როდესაც არსებითად დარღვეულია გამარტივებული წარმოების ამ თავით დადგენილი პროცედურა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული პროცედურის დარღვევას ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება გასაჩივრებული ბრძანების წინმსწრებ გარემოებას - მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობას, აღნიშნული არ წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველი დავის საგანს.
2.18. სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
2.19. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა მიერ სადავოდ ქცეული, აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 28 თებერვლის №S----------/2----- ბრძანება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, გასაჩივრებულ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3.1. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტები აღნიშნავენ, რომ სასამართლომ არ მისცა მათ დრო საქმის განხილვაზე იურისტის წარსადგენად, საქმე განხილულ იქნა შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევით. სხდომა გადაიდო სს „ს----------–--------ის“ წარმომადგენლის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო, თუმცა სასამართლომ 2017 წლის 29 დეკემბრის სხდომაზე არ გაითვალისწინა მოსარჩელის - კ--- გ--–--–---–ის თხოვნა სხდომის გადადების შესახებ, რათა იგი წარდგენილი ყოფილიყო იურისტით და სხდომაზე გამოცხადებულიყო მეორე მოსარჩელე - პ----- გ--–--–---–ი.
აპელანტების მოსაზრებით, სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაიზიარა მათი კანონიერი მოთხოვნა და არ დააკმაყოფილა სარჩელი, მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ იყო კანონიერი და სამართლიანი. აპელანტები მიუთითებენ, რომ მათ და ბანკს შორის დავალიანება სადავოა, ამ ვითარებაში კი ბიუროს არ უნდა დაეწყო გამარტივებული საქმისწარმოება.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
4.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
4.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ.
4.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი დასაბუთება
4.5. 2015 წლის 27 აპრილს სს ,,ს----------–--------სა“ და პ----- გ--–--–---–ს (მსესხებელი) შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება (N2------), რომლის თანახმად, სესხის თანხას წარმოადგენდა - 3---- ლარი, სესხის ვადას - 36 თვე, საპროცენტო განაკვეთს - წლიური 16%, ხოლო თავდებად მითითებულ იქნა კ--- გ--–--–---–ი.
4.6. 2017 წლის 23 იანვარს სს ,,ს----------–--------ის“ წარმომადგენელმა (აპლიკანტი) გამარტივებული წარმოების დაწყების თაობაზე განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რომლითაც მოითხოვა რესპონდენტებისთვის - პ----- გ--–--–---–ისა და კ--- გ--–--–---–ისათვის ძირითადი დავალიანების სახით - 5------ ლარის (სარგებელი - 6---- ლარი; ძირითადი - 2------ ლარი; პირგასამტეხლო - 2------ ლარი), გადახდილი სააპლიკაციო საფასურის - 100 ლარის და ყადაღის დადებისთვის გადახდილი საფასურის - 200 ლარის, სულ - 6------ ლარის დაკისრება. აპლიკანტმა განცხადებას დაურთო 2015 წლის 27 აპრილის საკრედიტო ხელშეკრულება თანდართული დოკუმენტებით.
4.7. 2017 წლის 23 იანვარს სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, სს ,,ს----------–--------ის“ (აპლიკანტის) 2017 წლის 23 იანვრის №S---------------- განცხადების საფუძველზე, რესპონდენტების - პ----- გ--–--–---–ის და კ--- გ--–--–---–ის წინააღმდეგ დაიწყო გამარტივებული წარმოება (წარმოების ნომერი - S----------).
4.8. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 25 იანვრის №S----------/2----- შეტყობინებით რესპონდენტ პ----- გ--–--–---–ს ეცნობა, სს ,,ს----------–--------ის“ 2017 წლის 23 იანვრის განცხადების საფუძველზე №S---------- გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ. შეტყობინების ადრესატს განემარტა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი უფლებები, მათ შორის, შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ წერილობითი პროტესტის გაცხადების უფლება, იმ შემთხვევაში, თუ იგი არ დაეთანხმებოდა მოთხოვნას. შეტყობინებით პ----- გ--–--–---–ს ასევე განემარტა, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემდა ბრძანებას დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნის სრულ ოდენობაზე, თუ იგი არ განახორციელებდა შეტყობინებაში მითითებულ რომელიმე მოქმედებას.
4.9. დადგენილია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 25 იანვრის №S----------/2----- შეტყობინება გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ რესპონდენტ პ----- გ--–--–---–ის ოჯახის წევრს შ--–-- გ--–--–---–ს (მამა) ჩაბარდა - 2017 წლის 30 იანვარს.
4.10. დადგენილია, რომ კანონით დადგენილ ვადაში რესპონდენტ პ----- გ--–--–---–ს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 917 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოქმედებათაგან არცერთი არ განუხორციელებია.
4.11. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 25 იანვრის №S----------/2----- შეტყობინებით რესპონდენტ კ--- გ--–--–---–საც ეცნობა, სს ,,ს----------–--------ის“ 2017 წლის 23 იანვრის განცხადების საფუძველზე დაწყებული S---------- გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ. შეტყობინების ადრესატს განემარტა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი უფლებები, მათ შორის, შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ წერილობითი პროტესტის გაცხადების უფლება, იმ შემთხვევაში, თუ იგი არ დაეთანხმებოდა მოთხოვნას. შეტყობინებით კ--- გ--–--–---–ს ასევე განემარტა, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემდა ბრძანებას დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნის სრულ ოდენობაზე, თუ იგი არ განახორციელებდა შეტყობინებაში მითითებულ რომელიმე მოქმედებას.
4.12. დადგენილია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 25 იანვრის №S----------/2----- შეტყობინება გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ რესპონდენტ კ--- გ--–--–---–ის ოჯახის წევრს შ--–-- გ--–--–---–ს (მამა) ჩაბარდა - 2017 წლის 30 იანვარს.
4.13. დადგენილია, რომ კანონით დადგენილ ვადაში რესპონდენტ კ--- გ--–--–---–ს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 917 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოქმედებათაგან არცერთი არ განუხორციელებია.
4.14. 2017 წლის 28 თებერვალს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მიღებულ იქნა №S----------/2----- ბრძანება, რომლითაც რესპონდენტებს - კ--- გ--–--–---–ს და პ----- გ--–--–---–ს დაეკისრათ - 6------ ლარის ოდენობით დავალიანების გადახდა აპლიკანტის - სს ,,ს----------–--------ის“ მიმართ.
სამართლებრივი დასაბუთება
4.15. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტებმა სააპელაციო საჩივრში ვერ გააქარწყლეს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითეს და ვერ წარმოადგინეს ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
4.16. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მოცემულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს გასაჩივრებული, დავალიანების გადახდევინების შესახებ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 28 თებერვლის №S----------/2----- ბრძანების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან.
4.17. პალატა აღნიშნავს, საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს აწესრიგებს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი. მითითებული კანონის XVI1 თავით დადგენილი წესით აღსრულების ეროვნული ბიურო ახორციელებს გამარტივებულ წარმოებას ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნებთან დაკავშირებით. კერძოდ, აღნიშნული კანონის 914 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადება, რომელიც გამარტივებული წარმოების დაწყების საფუძველია, მიზნად უნდა ისახავდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას.
4.18. მითითებული კანონის 913 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მხარეები გამარტივებულ წარმოებაში არიან აპლიკანტი და რესპონდენტი, ხოლო მეორე პუნქტით განსაზღვრულია, რომ აპლიკანტი არის პირი, რომელსაც აქვს დოკუმენტურად დადასტურებული ფულადი სახის ვადამოსული მოთხოვნა და რომელიც მიმართავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებით, ხოლო რესპონდენტი არის პირი, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია აპლიკანტის მოთხოვნა.
4.19. სააპელაციო სასამართლო ასევე მიუთითებს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 915 მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადების რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში აღსრულების ეროვნული ბიურო ამოწმებს განცხადების და თანდართული დოკუმენტების ფორმალურ და შინაარსობრივ მხარეს და უფლებამოსილია ხარვეზის გამოსასწორებლად აპლიკანტს დაუდგინოს ვადა არა უმეტეს 10 კალენდარული დღისა, თუ, ხარვეზის შინაარსიდან გამომდინარე, შესაძლებელია მისი გამოსწორება. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, აღსრულების ეროვნული ბიურო აპლიკანტის მოთხოვნის უფლების შემოწმებისას ეყრდნობა მხოლოდ დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებასა და თანდართულ წერილობით მტკიცებულებებში არსებულ მონაცემებს.
4.20. ამავე კანონის კანონის 917 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, აღსრულების ეროვნული ბიურო განცხადების რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ატყობინებს რესპონდენტს მის წინააღმდეგ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ. იმავე მუხლის მეორე პუნქტი ადგენს იმ ინფორმაციის ჩამონათვალს, რომელსაც უნდა შეიცავდეს შეტყობინება, მათ შორის, იგი უნდა შეიცავდეს მითითებას იმის შესახებ, რომ რესპონდენტი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში სრულად დაფაროს დავალიანება, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს, ან განახორციელოს ქვემოთ ჩამოთვლილ მოქმედებათაგან ერთ-ერთი: დაფაროს დავალიანების ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს; განაცხადოს წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ არ ეთანხმება მოთხოვნას; წერილობით აღიაროს მოთხოვნა სრულად, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს; წერილობით აღიაროს მოთხოვნის ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს; წარადგინოს განცხადება მორიგების შეთავაზების შესახებ („გ“ ქვეპუნქტი).
4.21. ზემოაღნიშნული მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებას შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ რესპონდენტი არ განახორციელებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ არც ერთ მოქმედებას – დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება გამოიცემა მოთხოვნის სრულ ოდენობაზე; ბ) თუ რესპონდენტი სრულად აღიარებს მოთხოვნას – დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება გამოიცემა მოთხოვნის სრულ ოდენობაზე; გ) თუ რესპონდენტი აღიარებს მოთხოვნის ნაწილს – დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება გამოიცემა მოთხოვნის აღიარებულ ნაწილზე; დ) მხარეთა მორიგების პირობების დარღვევის შემთხვევაში − მორიგების პირობებში აღნიშნული და რესპონდენტის მიერ დაუფარავი დავალიანების ოდენობაზე. იმავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებით აპლიკანტის ძირითად მოთხოვნასთან ერთად რესპონდენტს დაეკისრება ასევე გამარტივებული წარმოებისას აპლიკანტის მიერ გაწეული დამატებითი ხარჯის გადახდა, რომელიც შედგება სააპლიკაციო და ყადაღის დადებისათვის გადახდილი საფასურებისაგან. რესპონდენტს დამატებითი ხარჯის გადახდა დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტს მოთხოვნილი ჰქონდა ასეთი ხარჯის ანაზღაურება.
4.22. ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნებთან დაკავშირებით აღსრულება შეიძლება განხორციელდეს გამარტივებული წარმოების წესით, რაც გულისხმობს, რომ აპლიკანტმა (მოთხოვნის მფლობელმა) განცხადებით უნდა მიმართოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს, წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტები და მოითხოვს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემა. თავის მხრივ, დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება ძალაშია გამოცემის დღიდან და აპლიკანტის მოთხოვნის შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცევა. სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ გამარტივებული წარმოების ფარგლებში არ ხდება სააღსრულებო ფურცლის, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს აქტის თუ უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტის წარდგენა, რომელიც სათანადო ორგანოს მიერ გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა კონკრეტული გადაწყვეტილების იძულებით აღსასრულებლად მიქცევის წინაპირობები. გამარტივებული წარმოების ფარგლებში მხარე წარადგენს ხელშეკრულებას, რომლითაც უნდა დადასტურდეს, რომ გააჩნია ვადამოსული ფულადი მოთხოვნა. ამდენად, ასეთი წარმოებისას მოთხოვნის არსებობა ადმინისტრაციულ თუ სასამართლო ორგანოთა მიერ გაცემული, ოფიციალური დოკუმენტით კი არ დგინდება, არამედ კერძო პირთა მიერ წარდგენილი ინფორმაციით. ამასთანავე, აღსრულების ეროვნული ბიურო ხელმძღვანელობს არა მხოლოდ აპლიკანტის მიერ მიწოდებული ინფორმაციით, არამედ ატყობინებს რა რესპოდენტს სააღსრულებო წარმოების დაწყების შესახებ, იმავდროულად განუმარტავს უფლებას წერილობითი პროტესტის გაცხადების შესახებ, თუკი იგი არ ეთანხმება მოთხოვნას. შესაბამისად, გამარტივებული სააღსრულებო წარმოების ფარგლებში რესპოდენტმა, რომელიც არ ეთანხმება წარდგენილ განცხადებას, დროულად და დადგენილი წესით უნდა აცნობოს ამის შესახებ სააღსრულებო ბიუროს.
4.23. რაც შეეხება გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების ჩაბარების წესს, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 917 მუხლის მე-10 პუნტის შესაბამისად, იგი რესპონდენტს ჩაჰბარდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. დაუშვებელია რესპონდენტისათვის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების საჯარო გამოცხადების გზით ცნობება.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით მოწესრიგებულია დოკუმენტის მხარისთვის ჩაბარების წესი. კერძოდ, აღნიშნული კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დოკუმენტის მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს (საცხოვრებელ ადგილზე - მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას).
4.24. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 25 იანვრის №S----------/2----- შეტყობინება გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ რესპონდენტ პ----- გ--–--–---–ის ოჯახის წევრს შ--–-- გ--–--–---–ს (მამას) ჩაბარდა - 2017 წლის 30 იანვარს. ასევე დადგენილია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 25 იანვრის №S----------/2----- შეტყობინება გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ რესპონდენტ კ--- გ--–--–---–ის ოჯახის წევრს შ--–-- გ--–--–---–ს (მამა) ჩაბარდა ასევე 2017 წლის 30 იანვარს. ამდენად, აპელანტებს შეტყობინებები ჩაბარდათ კანონით დადგენილი წესით. ამასთანავე, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შეტყობინებით რესპოდენტებს განემარტათ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი უფლებები, მათ შორის, აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, წერილობითი პროტესტის განცხადების უფლება, იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ დაეთანხმებოდნენ მოთხოვნას. შეტყობინებით პ----- გ--–--–---–ს და კ--- გ--–--–---–ს ასევე განემარტათ, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემდა ბრძანებას დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნის სრულ ოდენობაზე, თუ ისინი არ განახორციელებდნენ შეტყობინებაში მითითებულ რომელიმე მოქმედებას. მიუხედავად ამისა, პ----- გ--–--–---–ს და კ--- გ--–--–---–ს, კანონით დადგენილ ვადაში, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 917 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოქმედებათაგან არცერთი არ განუხორციელებიათ. ამდენად, აპელანტებს არ გამოუყენებიათ უფლება, წარედგინათ წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ არ ეთანხმებოდნენ მოთხოვნას, რაც აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემის საფუძველი გახდა.
4.25. პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიუთითა იმ გარემოებაზეც, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 28 თებერვლის №S----------/2----- დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების კანონიერების შემოწმების მიზნით სასამართლო შემოიფარგლება მხოლოდ იმ საკითხის გარკვევით, დარღვეულია თუ არა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონით დადგენილი, ფულადი ვალდებულების გადახდევინებასთან დაკავშირებული გამარტივებული წარმოების წესები, ვინაიდან აღნიშნული კანონის 919 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გასაჩივრება დაიშვება იმ შემთხვევაში, როდესაც არსებითად დარღვეულია გამარტივებული წარმოების ამ თავით დადგენილი პროცედურა. სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული პროცედურის დარღვევას ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება გასაჩივრებული ბრძანების წინმსწრებ გარემოებას - მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობას, აღნიშნული არ წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველი დავის საგანს.
4.26. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევას, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამდენად, აპელანტებს უნდა დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 150 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, მე-13, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კ--- გ--–--–---–ისა და პ----- გ--–--–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. დაეკისროთ აპელანტებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 150 (ას ორმოცდაათი) ლარის გადახდა;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
თავმჯდომარე გიორგი ტყავაძე
მოსამართლეები თამარ ონიანი
მანანა ჩოხელი