მუხლი 4🔗

კერძო აღმასრულებელი სარეალიზაციო ქონების მდებარეობის (სარეალიზაციო ქონების სხვადასხვა სააღსრულებო ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაზე განთავსების შემთხვევაში _ ერთ-ერთის მდებარეობის) მიხედვით სააღსრულებო ბიუროს მიმართავს სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადით, წარუდგენს სააუქციონო დოკუმენტაციის (სააღსრულებო წარმოების შესაბამისი მასალების) მის მიერ დამოწმებულ ასლებს და სააღსრულებო ბიუროს ანგარიშზე შეაქვს ამ მომსახურებისათვის დადგენილი საფასური, რომლის ოდენობა შეადგენს განაცხადის წარდგენის დღისათვის მოვალის მიმართ არსებული მოთხოვნის 1%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარის