განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3ბ/206-19
N330310117002133753
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
21 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - მირანდა ერემაძე
სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე
აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი - ს-------- ლ-------ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „პ---- ბ------ი“
წარმომადგენელი - ნ-----–----------–---–-
მესამე პირი - შპს „ე--- გ-----ი“
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ დაკმაყოფილდეს
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,პ---- ბ------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 26 სექტემბრის S----------------- ბრძანება.
1.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
1.2.1. შპს ,,ე--- გ-----მა“ 2017 წლის 31 ივლისს №S---------------- განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა 20.05.2016წ. მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულების, 05.06.2016წ. მიღება-ჩაბარების აქტების, 18.06.2016წ. მიღება-ჩაბარების აქტის და 04.07.2016წ. მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, დავალიანების გადახდევინების შესახებ გამარტივებული წარმოების დაწყება შპს ,,პ---- ბ------ის“ მიმართ. განაცხადის მიხედვით, შპს ,,პ---- ბ------ის“ იურიდიული მისამართია: ბ------ი, შ. ხ--–--–---–-------------------- ხოლო ფაქტობრივი: ბ------ი, ზ----------------------------------------------- (ს.ფ. 48-53; 60-70).
1.2.2. აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 14 აგვისტოს №S----------------- შეტყობინებით გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შპს ,,პ---- ბ------ს“ ეცნობა, რომ 2017 წლის 31 ივლისს აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაიწყო გამარტივებული წარმოება ფულადი დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომელიც დაწყებული იყო შპს ,,ე--- გ-----ის“ განცხადების საფუძველზე. რესპოდენტ - შპს ,,პ---- ბ------ს“ ეცნობა, რომ შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში შეეძლო განეხორციელებინა შეტყობინებაში მითითებული მოქმედებები, მათ შორის, განეცხადებინა წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ არ ეთანხმებოდა მოთხოვნას. რესპოდენტს, ასევე, განემარტა, რომ შეტყობინებაში მითითებული მოქმედებების განუხორციელებლობის შემთხვევაში გამოიცემოდა ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ (ს.ფ. 73-74).
1.2.3. აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 14 აგვისტოს №S----------------- შეტყობინება რესპოდენტს - შპს ,,პ---- ბ------ს“ გაეგზავნა მისამართზე: ბ------ი, ზ----------------------------------------------- ,,პ---- ბ------ი“. ხსენებული დოკუმენტი ჩაბარდა ორგანიზაციის წარმომადგენელს (მოლარე) თ----- ც-–--–---ს 2017 წლის 25 აგვისტოს.
აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 14 აგვისტოს №S----------------- შეტყობინება, ასევე, გაიგზავნა შპს ,,პ---- ბ------ის“ დირექტორის რ----- ც-–--–--ის სახელზე. დოკუმენტი კვლავ ჩაბარდა ორგანიზაციის წარმომადგენელს (მოლარე) თ----- ც-–--–---ს 2017 წლის 05 სექტემბერს, მისამართზე: ბ------ი, ზ----------------------------------------------- ,,პ---- ბ------ი“ (ს.ფ. 75-76).
1.2.4. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურომ 2017 წლის 26 სექტემბერს გამოსცა დავალიანების გადახდევინების შესახებ S----------------- ბრძანება, რომლითაც რესპოდენტ შპს ,,პ---- ბ------ის“ დაეკისრა დავალიანების გადახდა შპს ,,ე--- გ-----ის“ მიმართ 13 874,88 ლარის ოდენობით (ს.ფ. 78).
1.2.5. ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან დგინდება, რომ შპს ,,პირე ბ------ის’’ იურიდიული მისამართია: საქართველო, ბ------ი, შ. ხ--–--–---–-------, ბინა 23 (ს.ფ. 57-58).
1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
1.3.1. სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
მითითებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 26 სექტემბრის S----------------- ბრძანება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან.
1.3.2. სასამართლოს განმარტებით, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს. ხსენებული კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სააღსრულებო ბიურო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს ამ კანონით, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით და სააღსრულებო ბიუროს დებულებით.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის XV1 თავით რეგლამენტირებულია გამარტივებული წარმოება ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნებთან დაკავშირებით.
ამავე საკანონმდებლო აქტის 913 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მხარეები გამარტივებულ წარმოებაში არიან აპლიკანტი და რესპონდენტი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, აპლიკანტი არის პირი, რომელსაც აქვს დოკუმენტურად დადასტურებული ფულადი სახის ვადამოსული მოთხოვნა და რომელიც მიმართავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებით, ხოლო რესპონდენტი არის პირი, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია აპლიკანტის მოთხოვნა. ამავე კანონის 914 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადება, რომელიც გამარტივებული წარმოების დაწყების საფუძველია, მიზნად უნდა ისახავდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას.
ამავე კანონის 917 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო განცხადების რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ატყობინებს რესპონდენტს მის წინააღმდეგ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს: ა) გამარტივებული წარმოების ნომერს; ბ) აპლიკანტის დასახელებას, დაყენებულ მოთხოვნას და მოთხოვნის საფუძველს; გ) მითითებას იმის შესახებ, რომ რესპონდენტი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში სრულად დაფაროს დავალიანება, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს, ან განახორციელოს ქვემოთ ჩამოთვლილ მოქმედებათაგან ერთ-ერთი: გ.ა) დაფაროს დავალიანების ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს; გ.ბ) განაცხადოს წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ არ ეთანხმება მოთხოვნას; გ.გ) წერილობით აღიაროს მოთხოვნა სრულად, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს; გ.დ) წერილობით აღიაროს მოთხოვნის ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს; გ.ე) წარადგინოს განცხადება მორიგების შეთავაზების შესახებ; დ) განმარტებას იმის შესახებ, თუ რა სამართლებრივი შედეგი მოჰყვება დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას; ე) გამარტივებული წარმოების საფასურის ოდენობას, ანგარიშსწორების წესს და აღსრულების ეროვნული ბიუროს საბანკო რეკვიზიტებს.
კანონის 917 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებას შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ რესპონდენტი არ განახორციელებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ არც ერთ მოქმედებას – დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება გამოიცემა მოთხოვნის სრულ ოდენობაზე; ბ) თუ რესპონდენტი სრულად აღიარებს მოთხოვნას – დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება გამოიცემა მოთხოვნის სრულ ოდენობაზე; გ) თუ რესპონდენტი აღიარებს მოთხოვნის ნაწილს – დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება გამოიცემა მოთხოვნის აღიარებულ ნაწილზე; დ) მხარეთა მორიგების პირობების დარღვევის შემთხვევაში − მორიგების პირობებში აღნიშნული და რესპონდენტის მიერ დაუფარავი დავალიანების ოდენობაზე.
შპს ,,ე--- გ-----მა“ 2017 წლის 31 ივლისს №S---------------- განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა დავალიანების გადახდევინების შესახებ გამარტივებული წარმოების დაწყება. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებული საქმიწარმოების სამსახურმა 2017 წლის 14 აგვისტოს გამოსცა №S----------------- შეტყობინება გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ, რომლითაც შპს ,,პ---- ბ------ს“ განუსაზღვრა 10 კალენდარული დღე ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გასატარებელი მოქმედებებისათვის.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 917 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოქმედებების განუხროციელებლობიდან გამომდინარე, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურომ 2017 წლის 26 სექტემბერს გამოსცა დავალიანების გადახდევინების შესახებ S----------------- ბრძანება, რომლითაც რესპოდენტს - შპს ,,პ---- ბ------ს“ დაეკისრა აპლიკანტ - შპს ,,ე--- გ-----ის“ მიმართ დავალიანების გადახდა. მოსარჩელის მხრიდან, ბრძანების უკანონობა და მისი ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნა მოტივირებულია იმ გარემოებით, რომ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ №S----------------- შეტყობინება არ ჩაბარებია კანონით დადგენილი წესით.
1.3.3. სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 914 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, გამარტივებული წარმოებისას გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება რესპონდენტს ჩაჰბარდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. დაუშვებელია რესპონდენტისათვის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების საჯარო გამოცხადების გზით ცნობება.
სასამართლო შეტყობინებისა და დაბარების წესი რეგლამენტირებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის VIII თავით. მითითებული საკანონმდებლო აქტის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს.
71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
სასამართლომ განმარტა, რომ კორესპოდენცია ადრესატისათვის ჩაბარებულად რომ მივიჩნიოთ, უპირველესად, აუცილებელია, რომ მიტანილ იქნეს ადრესატის მიერ მითითებულ მისამართზე. დოკუმენტები მხარეს შეიძლება ჩაბარდეს პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით. თუ მხარე ორგანიზაციაა, მას გაგზავნილი მასალები უნდა ჩაბარდეს კორესპონდენციის მიმღები ქვედანაყოფის მეშვეობით, როგორიცაა კანცელარია, თუმცა შესაძლოა ყველა ორგანიზაციას კანცელარია არ გააჩნდეს და კორესპონდენციას იღებდეს სხვა სტრუქტურული ერთეული ან თუნდაც ფიზიკური პირი, რომელიც შესაბამისი უფლებამოსილებით არის აღჭურვილი. ასევე, აუცილებელია ჩაბარების ბარათზე ამ პირის მიერ ხელის მოწერა. თუ აღნიშნული წესი დაცულია, მაშინ კორესპოდენცია ადრესატისათვის ჩაბარებულად მიიჩნევა.
განსახილველ შემთხვევაში რესპოდენტ - შპს ,,პ---- ბ------ს“ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება გაეგზავნა მისამართზე: ბ------ი, ზ----------------------------------------------- ,,პ---- ბ------ი“. დოკუმენტი ჩაბარდა ორგანიზაციის მოლარეს - თ----- ც-–--–---ს, 2017 წლის 25 აგვისტოს. ხსენებული დოკუმენტი, ასევე, გაეგზავნა შპს ,,პ---- ბ------ის“ დირექტორს რ----- ც-–--–---ს, მისამართზე: ბ------ი, ზ----------------------------------------------- ,,პ---- ბ------ი“, რომელიც კვლავ ჩაბარდა ორგანიზაციის მოლარეს - თ----- ც-–--–---ს, 2017 წლის 05 სექტემბერს.
სასამართლოს განმარტებით, უდავოა, რომ ორგანიზაციას იურიდიულ მისამართზე, რომელიც ასევე წარმოადგენს დირექტორის/წარმომადგენლის რ----- ც-–--–--ის საცხოვრებელ მისამართს - ბ------ი, შ. ხ--–--–---–ის ქ. №3----------- შეტყობინება გაგზავნილი არ ყოფილა, მაშინ როდესაც, აღნიშნული საკონტაქტო მონაცემი აპლიკანტის მხრიდან მითითებული იყო ფულადი დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებაში. ეს მისამართი, ასევე ფიქსირდება დავალიანების წარმოშობის საფუძვლად მიჩნეულ დოკუმენტაციაში.
სასამართლომ მიუთითა, რომ მიუხედავად იმისა, რომ შპს ,,პ---- ბ------ის“ სახელზე გაგზავნილი შეტყობინების მიმღები პირის მონაცემები სრულად არის აღნიშნული გზავნილზე, ეს უკანასკნელი ვერ მიიჩნევა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ გზავნილის მიღებაზე უფლებამოსილ სუბიექტად, ვინაიდან არ დგინდება, რომ იგი წარმოადგენს კორესპონდენციის მიღებაზე შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს. ამასთან, მართალია, შეტყობინება გაგზავნილ იქნა როგორც საწარმოს, ისე დირექტორის სახელზე, თუმცა ორივე შემთხვევში კორესპონდენცია გაგზავნილია საწამოს ფაქტობრივ მისამართზე, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს არ ჰქონია მცდელობა უზრუნველეყო შეტყობინების ორგანიზაციისათვის ან დირექტორისთვის იურიდიულ მისამართზე გაგზავნა/ჩაბარება. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ 2017 წლის 14 აგვისტოს №S----------------- შეტყობინების ჩაბარების ფორმა არ შეესაბამება სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილ წესს და იგი მიჩნეული ვერ იქნება გზავნილის სათანადო წესით მხარისათვის გადაცემად. შესაბამისად, არ არსებობდა სადავო ბრძანების გამოცემის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
სასამართლომ იმ გარემოებაზეც მიუთითა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 26 სექტემბრის S----------------- დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების კანონიერების შემოწმების მიზნით, სასამართლო შემოიფარგლება მხოლოდ იმ საკითხის გარკვევით, დარღვეულია თუ არა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი, ფულადი ვალდებულების გადახდევინებასთან დაკავშირებული გამარტივებული წარმოების წესები, ვინაიდან აღნიშნული კანონის 919–ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გასაჩივრება დაიშვება იმ შემთხვევაში, როდესაც არსებითად დარღვეულია გამარტივებული წარმოების ამ თავით დადგენილი პროცედურა. მოცემულ შემთხვევაში დადასტურდა, რომ რესპონდენტს შეტყობინება კანონით დადგენილი წესით არ ჩაბარებია. რაც შეეხება გასაჩივრებული ბრძანების წინმსწრებ გარემოებას - მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობას, აღნიშნული არ წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველი დავის საგანს.
1.3.4. სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას. შესაბამისად, სახეზეა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 26 სექტემბრის S----------------- ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. ამდენად, შპს ,,პ---- ბ------ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
2. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
აპელანტის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოება: "უდავოა, რომ ორგანიზაციის იურიდიულ მისამართზე, რომელიც ასევე წარმოადგენს დირექტორის/წარმომადგენლის რ----- ც-–--–--ის საცხოვრებელ მისამართს - ბ------ი, შ. ხ--–--–---–ის ქ. N------------, შეტყობინება გაგზავნილი არ ყოფილა“. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებითი. აპელანტს მიაჩნია, რომ საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება სამართლებრივი და ფაქტობრივი თვალსაზრისით უსწოროა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია კანონდარღვევით და უნდა გაუქმდეს, ვინაიდან სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 323-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტი, კერძოდ, არასწორად განმარტა კანონი.
აპელანტი მიუთითებს, რომ "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 917 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება რესპონდენტს ჩაბარდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდესით დადგენილი წესით. დაუშვებელია რესპონდენტისათვის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების საჯარო გამოცხადების გზით ცნობება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო უწყება ადრესატს ჩაბარდება მხარის მიერ მითითებულ ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფელის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსათვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ამავე კოდექსის, 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, ფოსტის ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში, ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. აპელანტის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ არასწორად განმარტა მითითებული მუხლები, არ გამოიყენა ნორმის სისტემურ- კომპლექსული და მიზნიდან გამომდინარე განმარტების მეთოდები, რამაც მითითებული მუხლების ნორმატიული შინაარსის არასწორი გაგება გამოიწვია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა ინფორმირების წესსა და საშუალებას. ცალსახაა, რომ საკომუნიკაციო მისამართად სსკ-ის 71-ე მუხლი ადგენს ძირითად მისამართს (ფაქტობრივი ადგილსამყოფელის), ალტერნატიულ მისამართს, სამუშაო ადგილს, სასამართლოსათვის ცნობილ სხვა მისამართს. შესაბამისად, ნათელია, რომ სასამართლოსა და სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს, როგორც ჩაბარების ამ წესის ანალოგიით გამომყენებელ სუბიექტს, კორესპონდენციის ჩასაბარებლად შეუძლია გამოიყენოს მისთვის ცნობილი ნებისმიერ მისამართი.
აპელანტის განმარტებით, გამარტივებული წარმოების ფუნქცია, როგორც საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილება, სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს ავალდებულებს, გამოიყენოს კანონით დადგენილი ყველა ზომა, რითაც ორივე მხარის კანონიერი ინტერესისა და უფლებების თანაბარი დაცვა მიიღწევა. წარმოების ერთ-ერთი აუცილებელი ეტაპია რესპოდენტის ინფორმირება, რომელიც ხორციელდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით და ურომლისოდაც შედეგის დადგომა შეუძლებელია. საყურადღებოა ის გარემოება, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა უწყების ჩაბარების მიზნებისათვის არ გვთავაზობს ორგანიზაციის თანამშრომელთა ამომწურავ ჩამონათვალს და მიუთითებს, რომ ორგანიზაციისთვის განკუთვნილი კორესპონდენცია შესაძლებელია ჩაბარდეს შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. ასეთი უფლებამოსილების მქონე პირად დღემდე არსებული სასამართლო პრაქტიკის შესაბამისად, მიიჩნევა ყველა ის პირი, რომელიც შრომით ურთიერთობაში იმყოფება ორგანიზაციასთან და რომელიც ადრესატის მისამართზე იმყოფება ჩაბარების მომენტისათვის. უდავოა, რომ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება რესპონდენტის საქმიანობის მისამართზე (რომელიც ასეთად ამავე დავის ფარგლებში მოსარჩელეს თავად აქვს მითითებული სარჩელში) ჩაბარდა ორგანიზაციის მოლარეს, რომელმაც კორესპონდენციის ჩაბარებით დაადასტურა და თავად იკისრა ადრესატისათვის გადაცემის ვალდებულება. ნიშანდობლივია, რომ ჩამბარებელ პირთან შრომითი ურთიერთობის არსებობის ფაქტი სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელე მხარეს. შესაბამისად, სასამართლომ არასწორი განმარტება მისცა სსკ-ის 74.8 მუხლს, რამაც განაპირობა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღება.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობების გათვალისწინებით, აპელანტი მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
3.1. ფაქტობრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
3.2. სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
3.2.1. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის XV1 თავით რეგლამენტირებულია გამარტივებული წარმოების წესი, ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნებთან დაკავშირებით. აღნიშნული კანონის 913.1 მუხლის თანახმად, მხარეები გამარტივებულ წარმოებაში არიან აპლიკანტი და რესპონდენტი, ხოლო 913.2 მუხლის შესაბამისად, აპლიკანტი არის პირი, რომელსაც აქვს დოკუმენტურად დადასტურებული ფულადი სახის ვადამოსული მოთხოვნა და რომელიც მიმართავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებით, ხოლო რესპონდენტი არის პირი, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია აპლიკანტის მოთხოვნა. ამავე კანონის 914 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადება, რომელიც გამარტივებული წარმოების დაწყების საფუძველია, მიზნად უნდა ისახავდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას. 9171 მუხლის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო განცხადების რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ატყობინებს რესპონდენტს მის წინააღმდეგ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს: ა) გამარტივებული წარმოების ნომერს; ბ) აპლიკანტის დასახელებას, დაყენებულ მოთხოვნას და მოთხოვნის საფუძველს; გ) მითითებას იმის შესახებ, რომ რესპონდენტი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში სრულად დაფაროს დავალიანება, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს, ან განახორციელოს ქვემოთ ჩამოთვლილ მოქმედებათაგან ერთ-ერთი: გ.ა) დაფაროს დავალიანების ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს; გ.ბ) განაცხადოს წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ არ ეთანხმება მოთხოვნას; გ.გ) წერილობით აღიაროს მოთხოვნა სრულად, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს; გ.დ) წერილობით აღიაროს მოთხოვნის ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს; გ.ე) წარადგინოს განცხადება მორიგების შეთავაზების შესახებ; დ) განმარტებას იმის შესახებ, თუ რა სამართლებრივი შედეგი მოჰყვება დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას; ე) გამარტივებული წარმოების საფასურის ოდენობას, ანგარიშსწორების წესს და აღსრულების ეროვნული ბიუროს საბანკო რეკვიზიტებს. ამასთანავე, კანონის 917 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებას შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ რესპონდენტი არ განახორციელებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ არც ერთ მოქმედებას – დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება გამოიცემა მოთხოვნის სრულ ოდენობაზე; ბ) თუ რესპონდენტი სრულად აღიარებს მოთხოვნას – დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება გამოიცემა მოთხოვნის სრულ ოდენობაზე; გ) თუ რესპონდენტი აღიარებს მოთხოვნის ნაწილს – დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება გამოიცემა მოთხოვნის აღიარებულ ნაწილზე; დ) მხარეთა მორიგების პირობების დარღვევის შემთხვევაში − მორიგების პირობებში აღნიშნული და რესპონდენტის მიერ დაუფარავი დავალიანების ოდენობაზე.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ შპს ,,ე--- გ-----მა“ 2017 წლის 31 ივლისს №S---------------- განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა დავალიანების გადახდევინების შესახებ გამარტივებული წარმოების დაწყება. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებული საქმიწარმოების სამსახურმა 2017 წლის 14 აგვისტოს გამოსცა №S----------------- შეტყობინება გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ, რომლითაც შპს ,,პ---- ბ------ს“ განესაზღვრა 10 კალენდარული დღე, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გასატარებელი მოქმედებებისათვის. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 917.2 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოქმედებების განუხროციელებლობის გამო, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურომ 2017 წლის 26 სექტემბერს გამოსცა დავალიანების გადახდევინების შესახებ S----------------- ბრძანება, რომლითაც რესპოდენტს - შპს ,,პ---- ბ------ს“, აპლიკანტ - შპს ,,ე--- გ-----ის“ მიმართ დაეკისრა დავალიანების გადახდა.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 914.10 მუხლის თანახმად, გამარტივებული წარმოებისას გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება რესპონდენტს ჩაჰბარდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. დაუშვებელია რესპონდენტისათვის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების საჯარო გამოცხადების გზით ცნობება.
სასამართლო შეტყობინებისა და დაბარების წესი რეგლამენტირებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის VIII თავით. მითითებული საკანონმდებლო აქტის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას, რომ კორესპოდენციის ადრესატისათვის ჩაბარებულად ჩასათვლელად, უპირველესად, აუცილებელია, იგი მიტანილ იქნეს ადრესატის მიერ მითითებულ მისამართზე. დოკუმენტები მხარეს შეიძლება ჩაბარდეს პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით. თუ მხარე არის ორგანიზაცია, მას გაგზავნილი მასალები უნდა ჩაბარდეს კორესპონდენციის მიმღები ქვედანაყოფის მეშვეობით, როგორიცაა კანცელარია, თუმცა შესაძლოა ყველა ორგანიზაციას კანცელარია არ გააჩნდეს და კორესპონდენციას იღებდეს სხვა სტრუქტურული ერთეული ან თუნდაც ფიზიკური პირი, რომელიც შესაბამისი უფლებამოსილებით არის აღჭურვილი. ასევე, აუცილებელია ჩაბარების ბარათზე ამ პირის მიერ ხელის მოწერა. თუ აღნიშნული წესი დაცულია, მაშინ კორესპოდენცია ადრესატისათვის ჩაბარებულად მიიჩნევა.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ შპს ,,პ---- ბ------ს“ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება გაეგზავნა მისამართზე: ბ------ი, ზ----------------------------------------------- ,,პ---- ბ------ი“. დოკუმენტი ჩაბარდა ორგანიზაციის მოლარეს - თ----- ც-–--–---ს, 2017 წლის 25 აგვისტოს. ხსენებული დოკუმენტი ასევე გაეგზავნა შპს ,,პ---- ბ------ის“ დირექტორს რ----- ც-–--–---ს, მისამართზე: ბ------ი, ზ----------------------------------------------- ,,პ---- ბ------ი“, რომელიც კვლავ ჩაბარდა ორგანიზაციის მოლარეს - თ----- ც-–--–---ს, 2017 წლის 05 სექტემბერს. ამდენად, უდავოა, რომ ორგანიზაციის იურიდიულ მისამართზე, რომელიც ასევე წარმოადგენს დირექტორის/წარმომადგენლის რ----- ც-–--–--ის საცხოვრებელ მისამართს (ბ------ი, შ. ხ--–--–---–ის ქ. №3-----------) შეტყობინება გაგზავნილი არ ყოფილა, მაშინ, როდესაც, აღნიშნული საკონტაქტო მონაცემი აპლიკანტის მხრიდან მითითებული იყო ფულადი დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებაში. ეს მისამართი, ასევე ფიქსირდება დავალიანების წარმოშობის საფუძვლად მიჩნეულ დოკუმენტაციაში. მართებულია საქალაქო სასამართლოს მოსაზრება, რომ მიუხედავად შპს ,,პ---- ბ------ის“ სახელზე გაგზავნილი შეტყობინების მიმღები პირის მონაცემების გზავნილზე სრულად მითითებისა, ეს უკანასკნელი ვერ მიიჩნევა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ გზავნილის მიღებაზე უფლებამოსილ სუბიექტად, ვინაიდან არ დგინდება, რომ იგი წარმოადგენს კორესპონდენციის მიღებაზე შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს. ამასთან, მართალია, შეტყობინება გაგზავნილ იქნა როგორც საწარმოს, ისე დირექტორის სახელზე, თუმცა ორივე შემთხვევში კორესპონდენცია გაგზავნილია საწამოს ფაქტობრივ მისამართზე, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს არ ჰქონია მცდელობა უზრუნველეყო შეტყობინების ორგანიზაციისათვის ან დირექტორისთვის იურიდიულ მისამართზე გაგზავნა/ჩაბარება. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ 2017 წლის 14 აგვისტოს №S----------------- შეტყობინების ჩაბარების ფორმა არ შეესაბამება სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილ წესს და იგი მიჩნეული ვერ იქნება გზავნილის სათანადო წესით მხარისათვის გადაცემად. შესაბამისად, არ არსებობდა სადავო ბრძანების გამოცემის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
სააპელაციო პალატა ასევე იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 26 სექტემბრის S----------------- დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების კანონიერების შემოწმების მიზნით, სასამართლო შემოიფარგლება მხოლოდ იმ საკითხის გარკვევით, დარღვეულია თუ არა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი, ფულადი ვალდებულების გადახდევინებასთან დაკავშირებული გამარტივებული წარმოების წესები, ვინაიდან აღნიშნული კანონის 919 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გასაჩივრება დაიშვება იმ შემთხვევაში, როდესაც არსებითად დარღვეულია გამარტივებული წარმოების ამ თავით დადგენილი პროცედურა. მოცემულ შემთხვევაში, დადასტურდა, რომ რესპონდენტს შეტყობინება კანონით დადგენილი წესით არ ჩაბარებია, ხოლო რაც შეეხება გასაჩივრებული ბრძანების წინმსწრებ გარემოებას - მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობას, აღნიშნული არ წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველი დავის საგანს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადგილი აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, სახეზეა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 26 სექტემბრის S----------------- ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი და შპს ,,პ---- ბ------ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
3. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
5. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე, აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ას ორმოცდაათი) ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი:
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე: მირანდა ერემაძე