გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/3065-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
25 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნათია ბუსკაძე
სხდომის მდივანი ნინო ჭაბუკიანი
მოსარჩელე – მ--------------–---–ი
წარმომადგენელი – თ--------–--–---–ი
მოპასუხეები – სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო; სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო
წარმომადგენელი – მ--–-----–---–---ე
მესამე პირები – სს ,,ს----------–--------ი“; დ-----------------ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 10 ივლისის №S----------------- ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 12 აპრილის №A---------------- განკარგულება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეების - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ წერილობით შესაგებელს და დამატებით განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. მესამე პირის პოზიცია
3.1. მესამე პირის - სს ,,ს----------–--------ის“ წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3.2. მესამე პირს - დ-----------------ს საქმეზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. 2017 წლის 20 თებერვალს სს ,,ს----------–--------ის“ წარმომადგენელმა (აპლიკანტი) გამარტივებული წარმოების დაწყების თაობაზე განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რომლითაც მოითხოვა რესპონდენტის - მ--------------–---–ისთვის დავალიანების სახით - 4 837.52 ლარის (ძირითადი თანხა – 2 481.25 ლარი; პირგასამტეხლო – 1 189.20 ლარი; სარგებელი – 1 167.07 ლარი), გადახდილი სააპლიკაციო საფასურის - 100 ლარისა და ყადაღის დადებისათვის გადახდილი საფასურის - 50 ლარის დაკისრება. აპლიკანტმა განცხადებას დაურთო ხელშეკრულება 55 დღიანი საშეღავათო პერიოდის მქონე საგადახდო ბარათის ,,U--------------------” გამოყენების შესახებ, თანდართული დოკუმენტებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
– დავალიანების გადახდევინების შესახებ განაცხადი (ს.ფ. 207-212);
– ხელშეკრულება 55 დღიანი საშეღავათო პერიოდის მქონე საგადახდო ბარათის ,,U--------------------” გამოყენების შესახებ, თანდართული დოკუმენტებით (ს.ფ. 213-216).
4.1.2. 2017 წლის 20 თებერვალს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაიწყო გამარტივებული წარმოება ფულადი დავალიანების გადახდევინების შესახებ (წარმოების ნომერი – S----------).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 01.03.2017წ. შეტყობინება გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ NS----------------- (ს.ფ. 109-111).
4.1.3. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 1 მარტის NS----------------- შეტყობინებით რესპონდენტ მ--------------–---–ს ეცნობა, სს ,,ს----------–--------ის“ განცხადების საფუძველზე დაწყებული S---------- გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ. შეტყობინების ადრესატს განემარტა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი უფლებები, მათ შორის, შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ წერილობითი პროტესტის გაცხადების უფლება, იმ შემთხვევაში, თუ იგი არ დაეთანხმებოდა მოთხოვნას. შეტყობინებით მ--------------–---–ს ასევე განემარტა, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემდა ბრძანებას დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნის სრულ ოდენობაზე, თუ იგი არ განახორციელებდა შეტყობინებაში მითითებულ რომელიმე მოქმედებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 01.03.2017წ. შეტყობინება გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ NS----------------- (ს.ფ. 109-111).
4.1.4. დადგენილია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 1 მარტის NS----------------- შეტყობინება გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ რესპონდენტ მ--------------–---–ის ოჯახის წევრს გ----–----–--–-–---–ს (მეუღლის მამიდა) ჩაბარდა - 2017 წლის 6 მარტს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს ,,ს----------–-----------ის” შეტყობინება გზავნილის ჩაბარების შესახებ (ს.ფ. 219).
4.1.5. დადგენილია, რომ კანონით დადგენილ ვადაში რესპონდენტ მ--------------–---–ს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 917–ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოქმედებათაგან არცერთი არ განუხორციელებია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
– S---------- გამარტივებული წარმოების მასალა;
-მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ.: 05.12.2018წ. სასამართლო სხდომის ოქმი).
4.1.6. 2017 წლის 10 ივლისს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მიღებულ იქნა №S----------------- ბრძანება, რომლითაც რესპონდენტ – მ--------------–---–ს დაეკისრა – 4987.52 ლარის ოდენობით დავალიანების გადახდა აპლიკანტის – სს ,,ს----------–--------ის“ მიმართ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 10.07.2017წ. №S----------------- ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ (ს.ფ. 112).
4.1.7. 2017 წლის 14 ივლისს, სს ,,ს----------–--------ის“ წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს, რომლითაც იძულებითი აღსრულების მიზნით წარადგინა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 10 ივლისის №S----------------- მიმართვა 2017 წლის 10 ივლისის №S----------------- დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსასრულებლად მიქცევის შესახებ. კრედიტორმა მოითხოვა აღნიშნული სააღსრულებო დოკუმენტის წარმოებაში მიღება და შემდეგი მოთხოვნის აღსრულება: 4987.52 ლარის მ--------------–---–ისთვის დაკისრება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-2017 წლის 14 ივლისის განცხადება (ს.ფ. 62);
-განცხადების მიღების ბარათი (ს.ფ. 60-61);
-სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 10 ივლისის №S----------------- მიმართვა ბრძანების აღსასრულებლად მიქცევის შესახებ (ს.ფ. 39).
4.1.8. დადგენილია, რომ 2017 წლის 17 ივლისს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ მიღებულ იქნა კრედიტორ - სს ,,ს----------–--------ის“ იძულებითი აღსრულების თაობაზე განცხადება (არაუზრუნველყოფილი მოთხოვნით), მოვალე - მ--------------–---–ის მიმართ და საქმეს მიენიჭა ნომერი - A--------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-№A-------- სააღსრულებო საქმის წარმოებაში მიღების ცნობა (ს.ფ. 63).
4.1.9. საქმეზე ასევე დადგენილია, რომ აღმასრულებელმა ზემოაღნიშნული აღსრულების ქვემდებარე აქტის აღსრულების მიზნით, 2017 წლის 17 ივლისს, მოვალე - მ--------------–---–ს გაუგზავნა №A--------------- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, რომლის თანახმად, მას მიეცა წინადადება 7 (შვიდი) დღის ვადაში ნებაყოფლობით გადაეხადა სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული თანხა. ამასთან, მოვალე გაფრთხილებულ იქნა, რომ ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მის მიმართ განხორციელდებოდა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულებითი მოქმედებები, ასევე განემარტა, რომ აღსრულების ღონისძიების დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობებოდა.
დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული 2017 წლის 17 ივლისის №A--------------- წინადადება მოვალე მ--------------–---–ს ვერ ჩაბარდა (ადრესატის არყოფნის გამო).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-2017 წლის 17 ივლისის №A--------------- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ს.ფ. 66-70);
- შპს ,,ს----------–-----------ის” უკუგზავნილი (ს.ფ. 65).
4.1.10. საქმეში არსებული 2018 წლის 11 იანვრით დათარიღებული, აღმასრულებლის მიერ შედგენილი ოქმებით დასტურდება, რომ სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, აღმასრულებელი გამოცხადდა მისამართებზე: ქ. დ--–------–------------------ და ქ------–---------------------, მოვალე - მ--------------–---–ისათვის გადაწყვეტილების შესრულების შესახებ წინადადების ჩაბარების მიზნით. წინადადების ჩაბარება მოვალისათვის ვერ მოხერხდა, მისამართზე მისი არყოფნის გამო. ოქმზე გაკეთებული შენიშვნის თანახმად, მითითებულ მისამართებზე გამოცხადებისას გაირკვა, რომ მ--------------–---–ი მეუღლესთან ერთად დიდი ხანია ცხოვრობს კ------ში, რის გამოც ვერ მოხდა სააღსრულებო მოქმედების შესრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სააღსრულებო მოქმედების განხორციელების შესახებ 2018 წლის 11 იანვრის ოქმები (ს.ფ. 85-86).
4.1.11. 2018 წლის 10 იანვარს, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ მიღებულ იქნა №A------------ განკარგულება, რომლითაც საჯაროდ გავრცელდა მოვალე - მ--------------–---–ის მიმართ აღსრულების ღონისძიების - წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ შეტყობინება. აღნიშნული შეტყობინების გავრცელება მოხდა აღსრულების ეროვნული ბიუროს ვებ-გვერდის მეშვეობით www.nbe.gov.ge . ამასთან, განიმარტა, რომ მოვალე მ--------------–---–ისთვის აღსრულების ღონისძიების შესახებ შეტყობინება ჩაბარებულად ჩაითვლებოდა, საჯარო შეტყობინების ამ განკარგულებაში მითითებულ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 10 იანვრის №A------------ განკარგულება (ს.ფ. 81-82);
-2017 წლის 17 ივლისის №A--------------- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ს.ფ. 66-70);
-ამონაწერი ვებ-გვერდიდან (ს.ფ. 74).
4.1.12. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2018 წლის 12 აპრილს მიღებულ იქნა №A---------------- განკარგულება, რომლის თანახმად, მოვალე - მ--------------–---–ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების (მდებარე: ქალაქი დ--–-----------–---------ა, მიწის (უძრავი ქონების) საკადასატრო კოდით: 7-----------) შემძენი 2018 წლის 10 აპრილს დასრულებულ, იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა დ-----------------ი, რომელმაც უძრავი ქონება შეიძინა 7600 ლარად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 12 აპრილის №A---------------- განკარგულება (ს.ფ. 87-88).
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მ--------------–---–ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი; საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანებით დამტკიცებული ,,იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმები და წესი”.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 12 აპრილის №A---------------- განკარგულება უძრავი ნივთის აუქციონის წესით გასხვისების შესახებ, ასევე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 10 ივლისის №S----------------- ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სადავო სფეროში მოქმედ სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
7.2. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს. ხსენებული კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სააღსრულებო ბიურო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს ამ კანონით, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით და სააღსრულებო ბიუროს დებულებით.
სასამართლო განმარტავს, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო XVI1 თავით დადგენილი წესით ახორციელებს გამარტივებულ წარმოებას ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნებთან დაკავშირებით.
ზემოაღნიშნული კანონის 913–ე მუხლი განსაზღვრავს იმ სუბიექტთა წრეს - აპლიკანტი/რესპონდენტი, რომლებიც შესაძლებელია იყვნენ მხარეები გამარტივებულ წარმოებაში. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, აპლიკანტი არის პირი, რომელსაც აქვს დოკუმენტურად დადასტურებული ფულადი სახის ვადამოსული მოთხოვნა და რომელიც მიმართავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებით, ხოლო რესპონდენტი არის პირი, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია აპლიკანტის მოთხოვნა. ამავე კანონის 914–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადება, რომელიც გამარტივებული წარმოების დაწყების საფუძველია, მიზნად უნდა ისახავდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას.
ამავე საკანონმდებლო აქტის 917–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო განცხადების რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ატყობინებს რესპონდენტს მის წინააღმდეგ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ, ხოლო მე-10 პუნქტის თანახმად, გამარტივებული წარმოებისას გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება რესპონდენტს ჩაჰბარდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. დაუშვებელია რესპონდენტისათვის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების საჯარო გამოცხადების გზით ცნობება.
ზემოაღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად კი, გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს: გ) მითითებას იმის შესახებ, რომ რესპონდენტი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში სრულად დაფაროს დავალიანება, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს, ან განახორციელოს ქვემოთ ჩამოთვლილ მოქმედებათაგან ერთ-ერთი: გ.ა) დაფაროს დავალიანების ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს; გ.ბ) განაცხადოს წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ არ ეთანხმება მოთხოვნას; გ.გ) წერილობით აღიაროს მოთხოვნა სრულად, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს; გ.დ) წერილობით აღიაროს მოთხოვნის ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს; გ.ე) წარადგინოს განცხადება მორიგების შეთავაზების შესახებ; დ) განმარტებას იმის შესახებ, თუ რა სამართლებრივი შედეგი მოჰყვება დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას; ე) გამარტივებული წარმოების საფასურის ოდენობას, ანგარიშსწორების წესს და აღსრულების ეროვნული ბიუროს საბანკო რეკვიზიტებს. მითითებული ნორმის მე-4 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად კი, აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებას მოთხოვნის სრულ ოდენობაზე, თუ რესპონდენტი არ განახორციელებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ არც ერთ მოქმედებას.
საქმეზე დადგენილია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 1 მარტის NS----------------- შეტყობინება გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ რესპონდენტ მ--------------–---–ის ოჯახის წევრს გ----–----–--–-–---–ს (მეუღლის მამიდა) ჩაბარდა - 2018 წლის 6 მარტს.
სასამართლო ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 917–ე მუხლის მე-10 პუნქტის საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებს გამარტივებული წარმოებისას გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების რესპონდენტისათვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით ჩაბარებას, მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
ამდენად, დადგენილია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შეტყობინებით რესპოდენტ მ--------------–---–ს ეცნობა, გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ. შეტყობინების ადრესატს ასევე განემარტა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი უფლებები, მათ შორის, აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, წერილობითი პროტესტის განცხადების უფლება, იმ შემთხვევაში, თუ იგი არ დაეთანხმებოდა მოთხოვნას. შეტყობინებით მ--------------–---–ს ასევე განემარტა, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემდა ბრძანებას დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნის სრულ ოდენობაზე, თუ იგი არ განახორციელებდა შეტყობინებაში მითითებულ რომელიმე მოქმედებას. საქმეზე ასევე დადგენილია, რომ რესპონდენტ მ--------------–---–ს, კანონით დადგენილ ვადაში, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 917–ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოქმედებათაგან არცერთი არ განუხორციელებია.
სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის გათვალისწინებით, მ--------------–---–ის ოჯახის წევრისათვის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების ჩაბარება ჩაითვალა მოსარჩელისათვის ჩაბარებულად. ამასთან, ჩაბარების დროიდან 10 კალენდარული დღის ვადაში მას ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 917–ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოქმედებათაგან არცერთი არ განუხორციელებია, მათ შორის, არ გამოუყენებია უფლება, წარედგინა წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ არ ეთანხმებოდა მოთხოვნას, რაც აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემის საფუძველი გახდა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით განახორციელა გამარტივებული წარმოების წესით განსაზღვრული მოქმედებანი. ამასთან, სააღსრულებო წარმოების მონაწილეებს მიეცათ თანაბარი შესაძლებლობა, შეესრულებინათ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემამდე შესაძლო მოქმედებანი.
სასამართლო იმ გარემოებაზეც მიუთითებს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 10 ივლისის S----------------- დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების კანონიერების შემოწმების მიზნით, სასამართლო შემოიფარგლება მხოლოდ იმ საკითხის გარკვევით, დარღვეულია თუ არა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი, ფულადი ვალდებულების გადახდევინებასთან დაკავშირებული გამარტივებული წარმოების წესები, ვინაიდან აღნიშნული კანონის 919–ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გასაჩივრება დაიშვება იმ შემთხვევაში, როდესაც არსებითად დარღვეულია გამარტივებული წარმოების ამ თავით დადგენილი პროცედურა. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული პროცედურის დარღვევას ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება გასაჩივრებული ბრძანების წინმსწრებ გარემოებას - მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობას, აღნიშნული არ წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველი დავის საგანს.
7.3. სასამართლო ასევე მიუთითებს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 პუნქტის ,,უ" პუნქტზე რომლის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ (შემდგომ − დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება) და აღსრულების შესახებ ბრძანება.
სასამართლო ასევე მიუთითებს ზემოაღნიშნული კანონის 25-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.
საქმეზე დადგენილია, რომ 2017 წლის 14 ივლისს, სს ,,ს----------–--------ის“ წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს, რომლითაც იძულებითი აღსრულების მიზნით წარადგინა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 10 ივლისის №S----------------- მიმართვა 2017 წლის 10 ივლისის №S----------------- დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსასრულებლად მიქცევის შესახებ. კრედიტორმა მოითხოვა აღნიშნული სააღსრულებო დოკუმენტის წარმოებაში მიღება და შემდეგი მოთხოვნის აღსრულება: 4987.52 ლარის მ--------------–---–ისთვის დაკისრება. დადგენილია ასევე, რომ 2017 წლის 17 ივლისს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ მიღებულ იქნა კრედიტორ - სს ,,ს----------–--------ის“ იძულებითი აღსრულების თაობაზე განცხადება (არაუზრუნველყოფილი მოთხოვნით), მოვალე - მ--------------–---–ის მიმართ და საქმეს მიენიჭა ნომერი - A--------.
7.4. სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სადავოდ ხდის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 12 აპრილის №A---------------- განკარგულებას, როგორც ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ გამარტივებული წარმოების თანამდევ შედეგს იმ საფუძვლით, რომ მას კორესპონდენცია არ ჩაბარებია.
თავის მხრივ, სასამართლო მიუთითებს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლზე, რომლის მე-7 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ინფორმირება ხდება სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. მოვალეს ეცნობება: ა) ინფორმირებიდან 7 დღის ვადაში მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულების შემთხვევაში მხოლოდ კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი აღსრულების საფასურის შესაბამისი ნაწილის, ხოლო ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში − აღსრულების საფასურის სრული ოდენობით დაკისრების შესახებ; ბ) ამ კანონის მე-18 მუხლით დადგენილი უფლებები; გ) სააღსრულებო წარმოების დაწყების სამართლებრივი შედეგები; დ) იძულებითი აღსრულებისათვის ამ კანონით გათვალისწინებული შესაძლო გასატარებელი ღონისძიებები; ე) აღსრულების შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მიღების წესი და საშუალებები.
ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, მოვალეს იძულებითი აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობება, ხოლო მე-9 პუნქტის თანახმად, თანხის გადახდევინების, უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის, ქონების გადაცემის ან სხვა ისეთი კატეგორიის საქმეებზე, როდესაც აღსრულება უნდა განხორციელდეს მოვალის ქონებაზე ან ამ ქონების ხარჯზე, წინადადების ჩაბარებასთან ერთად (ან თუ წინადადების ჩაბარება დროულად ვერ ხდება) აღმასრულებელი დაუყოვნებლივ იწყებს მოვალის ქონების მოძიებას, აღწერას და მასზე ყადაღის დადებას ამ კანონით დადგენილი წესით.
საქმეზე დადგენილია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა, 2017 წლის 17 ივლისს, მოვალე - მ--------------–---–ს გაუგზავნა №A--------------- გადაწყვეტილების შესრულების შესახებ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, რომლის თანახმად, მას მიეცა წინადადება 7 (შვიდი) დღის ვადაში ნებაყოფლობით გადაეხადა სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული თანხა. ამასთან, მოვალე გაფრთხილებულ იქნა, რომ ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მის მიმართ განხორციელდებოდა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულებითი მოქმედებები. ამასთან, განემარტა, რომ აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობებოდა. დადგენილია, რომ აღნიშნული 2017 წლის 17 ივლისის №A--------------- წინადადება მოვალე მარიამ ჯავახაშვილს ვერ ჩაბარდა (ადრესატის არყოფნის გამო).
სასამართლო განმარტავს, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსრულების დაწყების შესახებ სააღსრულებო წარმოების მხარეთა ინფორმირება ხდება ამ მუხლის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სასამართლო უწყების ჩაბარებისთვის დადგენილი წესით. ამავე ნორმის მე-12 პუნქტის თანახმად კი, ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაგზავნილი შეტყობინებები, წინადადებები, გადაწყვეტილებები და სხვა დოკუმენტები სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირებს ჩაჰბარდებათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილია შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესაძლებლობა, თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება. აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლო უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება სასამართლო შეტყობინების შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებიდან ან გაზეთში ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ 2017 წლის 17 ივლისის წინადადება მ--------------–---–ს ვერ ჩაბარდა. ამასთან, საქმეში არსებული 2018 წლის 11 იანვრით დათარიღებული, აღმასრულებლის მიერ შედგენილი ოქმებით დასტურდება, რომ სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, აღმასრულებელი გამოცხადდა მისამართებზე: ქ. დ--–------–------------------ და ქ------–---------------------, მოვალე - მ--------------–---–ისათვის გადაწყვეტილების შესრულების შესახებ წინადადების ჩაბარების მიზნით. წინადადების ჩაბარება მოვალისათვის ვერ მოხერხდა, მისამართზე მისი არყოფნის გამო. ოქმზე გაკეთებული შენიშვნის თანახმად, მითითებულ მისამართებზე გამოცხადებისას გაირკვა, რომ მ--------------–---–ი მეუღლესთან ერთად დიდი ხანია ცხოვრობს კ------ში, რის გამოც ვერ მოხდა სააღსრულებო მოქმედების შესრულება.
საქმეზე ასევე დადგენილია, რომ 2018 წლის 10 იანვარს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ მიღებულ იქნა №A------------ განკარგულება, რომლითაც საჯაროდ გავრცელდა მოვალის - მ--------------–---–ის მიმართ აღსრულების ღონისძიების - წინადადება გადაწყვეტილების 7 (შვიდი) დღის ვადაში ნებაყოფლობით შესრულების შესახებ შეტყობინება. აღნიშნული შეტყობინების გავრცელება მოხდა აღსრულების ეროვნული ბიუროს ვებ-გვერდის მეშვეობით www.nbe.gov.ge . ამასთან, განიმარტა, რომ მოვალე მ--------------–---–ისთვის აღსრულების ღონისძიების შესახებ შეტყობინება ჩაბარებულად ჩაითვლებოდა, საჯარო შეტყობინების ამ განკარგულებაში მითითებულ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.
ამდენად, ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმებისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოვალე - მ--------------–---–ისთვის გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ წინადადების ჩაბარება მოხდა კანონით დადგენილი წესით.
7.4. სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანებით დამტკიცებულ ,,იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმებსა და წესზე”, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულებითი აუქციონი ტარდება ელექტრონული (ინტერნეტაუქციონის) გზით. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომში – აღსრულების ეროვნული ბიურო) უზრუნველყოფს აუქციონის ჩატარებას და განსაზღვრავს აუქციონზე გასატან ქონებას, საჭიროების შემთხვევაში ყოფს მას ლოტებად. ქონების ლოტებად დაყოფის შემთხვევაში აუქციონი ტარდება და გამარჯვებული გამოვლინდება თითოეული ლოტის მიხედვით ცალ-ცალკე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, აუქციონის ჩატარების თაობაზე აღსრულების ეროვნული ბიურო აქვეყნებს ინტერნეტ-განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს ამავე ნორმაში მითითებულ მონაცემებს. მე-3 პუნქტის შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებულია აუქციონის შესახებ სპეციალური საჯარო განცხადება განათავსოს ვებგვერდზე: www.eauction.ge ან/და www.nbe.gov.ge . ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, აუქციონის ჩატარების შესახებ მხარეებს (შესაბამისი საგადასახადო ორგანოს გარდა) პერსონალურად არ ეცნობებათ. მათი ინფორმირება ხორციელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი წესით.
ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ აუქციონის თაობაზე მხარეების ინფორმირების სპეციალური წესია დადგენილი ზემოაღნიშნული კანონითა და მის საფუძველზე მიღებული ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რაც გულისხმობს მათთვის აუქციონის ჩატარების შესახებ ინფორმაციის გაცნობის განსხვავებულ წესს. აღნიშნული წესი კი მდგომარეობს იმაში, რომ თავად მხარეები არიან ვალდებულები, გაეცნონ ინტერნეტ ვებ-გვერდზე განთავსებულ მათთვის საინტერესო ინფორმაციას.
სასამართლო ასევე მიუთითებს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ ქონების ფასის სრულად გადახდის შემდეგ აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს განკარგულებას აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ.
საქმეზე დადგენილია, რომ სააღსრულებო მოქმედებების გახორციელების შემდეგ, NA-------- სააღსრულებო საქმეზე დაინიშნა იძულებითი საჯარო აუქციონი, რომელზეც უძრავი ქონების შემძენი გახდა დ-----------------ი, რომელმაც უძრავი ნივთის ღირებულება გადაიხადა სრულად, რის შემდეგაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2018 წლის 12 აპრილსს მიღებულ იქნა №A---------------- განკარგულება, რომლის თანახმად, მოვალე - მ--------------–---–ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების (მდებარე: ქალაქი დ--–-----------–---------ა, მიწის (უძრავი ქონების) საკადასატრო კოდით: 7-----------) შემძენი 2018 წლის 10 აპრილს დასრულებულ, იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა დ-----------------ი, რომელმაც უძრავი ქონება შეიძინა 7600 ლარად.
7.5. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ზემოაღნიშნული სამართლის ნორმებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 10 ივლისის №S----------------- ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 12 აპრილის №A---------------- განკარგულება უძრავი ნივთის აუქციონის წესით გასხვისების შესახებ, გამოცემულია კანონის დაცვით, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მ--------------–---–ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ--------------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე ნათია ბუსკაძე