გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 28.12.2018
საქმის ნომერი
330310118002632865
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
28.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 3--------

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

28 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნათია ბუსკაძე

სხდომის მდივანი ნინო ჭაბუკიანი

მოსარჩელე - ა-–-----------------------

წარმომადგენლები - რ---–------------ე, რ--------------–---–ი

მოპასუხე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი - ს----------–-------ე

მესამე პირი - შპს „ი-–----------------ი“

წარმომადგენელი - უ---------

მესამე პირები - შ-----–----------ე, ზ-------------–--ე, გ--–-----------------ე, დ--------------–---–ი, პ---–----------ე

წარმომადგენელი - გ----------–-----------

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 8 აგვისტოს №S----------------- ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ;

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 16 აგვისტოს №S----------------- ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ;

 

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 14 აგვისტოს №S----------------- ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ;

 

1.4. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 8 აგვისტოს №S----------------6 ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ;

 

1.5. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 8 აგვისტოს №S----------------- ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და დამატებით განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. მესამე პირების პოზიცია

 

3.1. მესამე პირის - შპს „ი-–----------------ის“ წარმომადგენელი სარჩელს არ დაეთანხმა და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3.2. მესამე პირების - შ-----–----------ის, ზ-------------–--ის, გ--–-----------------ის, დ--------------–---–ის, პ---–----------ის წარმომადგენელი სარჩელს არ დაეთანხმა და ითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 მაისის განჩინებით №2--------- საქმეზე, ა-–-----------------------ს წარმომადგენლის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა. ყადაღა დაედო შპს „ი-–----------------ში“ (ს/კ 4--------) კ----------------ის კუთვნილს 50%-იან წილს და კ----------------ეს შპს „ი-–----------------ში“ (ს/კ 4--------) აეკრძალა პარტნიორის უფლებამოსილების განხორციელება - დავის საბოლოო გადაწყვეტამდე. აღნიშნული განჩინება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 მაისის №2--------- განჩინება (I ტ., ს.ფ. 45-49).

 

4.1.2. დადგენილია ასევე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 2 ივლისის განჩინებით №2--------- საქმეზე, ა-–-----------------------ს წარმომადგენლის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა. შპს „ი-–----------------ის“ (ს/ნ 4--------) დირექტორს აეკრძალა შპს „ი-–----------------ის“ ქონებისა და ფულადი სახსრების განკარგვა (გარდა საგადასახადო ვალდებულებების შესრულებისათვის აუცილებელი თანხების განკარგვისა) და ნებისმიერი სამეურნეო ოპერაციის განხორციელება პარტნიორთა კრების თანხმობის გარეშე. აღნიშნული განჩინება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 02 ივლისის №2--------- განჩინება (I ტ., ს.ფ. 50-54).

 

4.1.3. საქმეზე ასევე დადგენილია, რომ 2018 წლის 5 ივლისს, შპს „ი-–----------------ის“ დირქტორს ა----------–-------სა და ზ-------------–--ეს შორის გაფორმდა ვალის აღიარების ხელშეკრულება, რომლითაც მხარეებმა დაადასტურეს, რომ 2018 წლის 5 ივლისის მდგომარეობით, შპს „ი-–----------------ის“ დავალიანება ზ-------------–--ის მიმართ შეადგენს 16 000 (თექვსმეტი ათას) ლარს. ვადამოსული ფულადი ვალდებულების საფუძველს წარმოადგენდა - შრომითი ხელშეკრულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ვალის აღიარების ხელშეკრულება (I ტ., ს.ფ. 179).

 

4.1.4. 2018 წლის 5 ივლისს, შპს „ი-–----------------ის“ დირქტორს ა----------–-------სა და გ--–-----------------ეს შორის გაფორმდა ვალის აღიარების ხელშეკრულება, რომლითაც მხარეებმა დაადასტურეს, რომ 2018 წლის 5 ივლისის მდგომარეობით, შპს „ი-–----------------ის“ დავალიანება გ--–-----------------ის მიმართ შეადგენდა 10 000 (ათი ათას) ლარს. ვადამოსული ფულადი ვალდებულების საფუძველს წარმოადგენდა - შრომითი ხელშეკრულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ვალის აღიარების ხელშეკრულება (I ტ., ს.ფ. 202).

 

4.1.5. 2018 წლის 5 ივლისს, შპს „ი-–----------------ის“ დირქტორს ა----------–-------სა და შ-----–----------ეს შორის გაფორმდა ვალის აღიარების ხელშეკრულება, რომლითაც მხარეებმა დაადასტურეს, რომ 2018 წლის 5 ივლისის მდგომარეობით, შპს „ი-–----------------ის“ დავალიანება შ-----–----------ის მიმართ შეადგენდა 14 480 (თოთხმეტი ათას ოთხას ოთხმოცი) ლარს. ვადამოსული ფულადი ვალდებულების საფუძველს წარმოადგენდა - შრომითი ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ვალის აღიარების ხელშეკრულება (I ტ., ს.ფ. 217).

 

4.1.6. 2018 წლის 5 ივლისს, შპს „ი-–----------------ის“ დირქტორს ა----------–-------სა და დ--------------–---–ს შორის გაფორმდა ვალის აღიარების ხელშეკრულება, რომლითაც მხარეებმა დაადასტურეს, რომ 2018 წლის 5 ივლისის მდგომარეობით, შპს „ი-–----------------ის“ დავალიანება დ--------------–---–ის მიმართ შეადგენდა 53 635 (ორმოცდაცამეტი ათას ექვსას ოცდათხუთმეტი) ლარს. ვადამოსული ფულადი ვალდებულების საფუძველს წარმოადგენდა - შრომითი ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ვალის აღიარების ხელშეკრულება (I ტ., ს.ფ. 245).

 

4.1.7. 2018 წლის 5 ივლისს, შპს „ი-–----------------ის“ დირქტორს ა----------–-------სა და პ---–----------ეს შორის გაფორმდა ვალის აღიარების ხელშეკრულება, რომლითაც მხარეებმა დაადასტურეს, რომ 2018 წლის 5 ივლისის მდგომარეობით, შპს „ი-–----------------ის“ დავალიანება პ---–----------ის მიმართ შეადგენდა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარს. ვადამოსული ფულადი ვალდებულების საფუძველს წარმოადგენდა - შრომითი ხელშეკრულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ვალის აღიარების ხელშეკრულება (I ტ., ს.ფ. 280).

 

4.1.8. 2018 წლის 11 ივლისს, ზ-------------–--ემ დავალიანების გადახდევინების შესახებ №S----------------- განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს შპს „ი-–----------------ის“ მიმართ. აღნიშნულ განცხადებაში აპლიკანტმა - ზ-------------–--ემ მოთხოვნის დასაბუთების მიზნით მიუთითა ზ-------------–--ესა და შპს „ი-–----------------ს“ შორის 2018 წლის 3 იანვრის შრომით ხელშეკრულებაზე, 2018 წლის 6 ივლისის შპს „ი-–----------------ის“ სამუშაო ძალის შემცირების/რეორგანიზაციის ბრძანებაზე, კომპანიის თანამშრომლების განცხადებასა და 2018 წლის 5 ივლისის ვალის აღიარებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 11 ივლისის №S----------------- განცხადება დავალიანების გადახდევინების შესახებ და თანდართული დოკუმენტაცია (I ტ., ს.ფ. 166-179).

 

4.1.9. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 18 ივლისის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ №S----------------- შეტყობინებით რესპოდენტ შპს „ი-–----------------ს“ ეცნობა, რომ 2018 წლის 11 ივლისს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაიწყო გამარტივებული წარმოება ფულადი დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნასთან დაკავშირებით. წარმოების დაწყების საფუძვლად მითითებულია: აპლიკანტის ზ-------------–--ის განცხადება დავალიანების გადახდევინების შესახებ. აპლიკანტის მოთხოვნა შეადგენს - 16100 ლარს, ხოლო მოთხოვნის საფუძვლად მითითებულია - 03.01.2018 წლის შრომითი ხელშეკრულება და 05.07.2018 წლის ვალის აღიარება. ამავე შეტყობინებით შპს „ი-–----------------ს“ მიეცა 10 კალენდარული დღის ვადა შეტყობინების ჩაბარებიდან, ერთ-ერთი მოქმედების განხორციელებისთვის: სრულად დაფაროს აპლიკანტის მიმართ არსებული დავალიანება, დაფაროს დავალიანების ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს, განაცხადოს წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ არ ეთანხმება მოთხოვნას, წერილობით აღიაროს მოთხოვნა სრულად, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს, წარადგინოს განცხადება მორიგების შეთავაზების შესახებ, თუ სურს აპლიკანტთან გადახდის პირობებზე შეთანხმება. რესპოდენტს ასევე განემარტა, რომ თუ არ განახორციელებდა შეტყობინებაში მითითებულ არცერთ მოქმედებას - დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება გამოიცემოდა მოთხოვნის სრულ ოდენობაზე.

 

აღნიშნული შეტყობინება რესპონდენტის - შპს „ი-–----------------ის“ დირექტორის მიერ გაცემული მინდობილობის (17.04.2018 წლის №1-------- სანოტარო აქტი) საფუძველზე, ჩაბარდა ი---------------ეს - 2018 წლის 23 ივლისს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 18 ივლისის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ №S----------------- შეტყობინება (I ტ., ს.ფ. 181-182);

- უკუგზავნილი (I ტ., ს.ფ. 183);

- 2018 წლის 17 აპრილის №1-------- სანოტარო აქტი (I ტ., ს.ფ. 184-186).

 

4.1.10. 2018 წლის 8 აგვისტოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მიღებულ იქნა დავალიანების გადახდევინების შესახებ №S----------------- ბრძანება, რომლის თანახმადაც, რესპოდენტს - შპს „ი-–----------------ს“ (ს/ნ 4--------) დაეკისრა დავალიანების გადახდა 16 100 ლარის ოდენობით აპლიკანტის ზ-------------–--ის მიმართ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 8 აგვისტოს №S----------------- ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ (I ტ., ს.ფ. 187).

 

4.1.11. 2018 წლის 11 ივლისს, გ--–-----------------ემ დავალიანების გადახდევინების შესახებ №S----------------7 განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს შპს „ი-–----------------ის“ მიმართ. აღნიშნულ განცხადებაში აპლიკანტმა - გ--–-----------------ემ მოთხოვნის დასაბუთების მიზნით მიუთითა გ--–-----------------ესა და შპს „ი-–----------------ს“ შორის 2018 წლის 3 იანვრის შრომით ხელშეკრულებაზე, 2018 წლის 6 ივლისის შპს „ი-–----------------ის“ სამუშაო ძალის შემცირების/რეორგანიზაციის ბრძანებაზე, კომპანიის თანამშრომლების განცხადებასა და 2018 წლის 5 ივლისის ვალის აღიარებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 11 ივლისის №S----------------7 განცხადება დავალიანების გადახდევინების შესახებ და თანდართული დოკუმენტაცია (I ტ., ს.ფ. 188-203).

 

4.1.12. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 31 ივლისის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ №S----------------- შეტყობინებით რესპოდენტ შპს „ი-–----------------ს“ ეცნობა, რომ 2018 წლის 11 ივლისს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაიწყო გამარტივებული წარმოება ფულადი დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნასთან დაკავშირებით. წარმოების დაწყების საფუძვლად მითითებულია: აპლიკანტის გ--–-----------------ის განცხადება დავალიანების გადახდევინების შესახებ. აპლიკანტის მოთხოვნა შეადგენს - 10100 ლარს, ხოლო მოთხოვნის საფუძვლად მითითებულია - 03.01.2018 წლის შრომითი ხელშეკრულება და 05.07.2018 წლის შეთანხმება ვალის აღიარების შესახებ და 06.07.2018 წლის ბრძანება სამუშაო ძალის შემცირების/რეორგანიზაციის შესახებ. ამავე შეტყობინებით შპს „ი-–----------------ს“ მიეცა 10 კალენდარული დღის ვადა შეტყობინების ჩაბარებიდან, ერთ-ერთი მოქმედების განხორციელებისთვის: სრულად დაფაროს აპლიკანტის მიმართ არსებული დავალიანება, დაფაროს დავალიანების ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს, განაცხადოს წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ არ ეთანხმება მოთხოვნას, წერილობით აღიაროს მოთხოვნა სრულად, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს, წარადგინოს განცხადება მორიგების შეთავაზების შესახებ, თუ სურს აპლიკანტთან გადახდის პირობებზე შეთანხმება. რესპოდენტს ასევე განემარტა, რომ თუ არ განახორციელებდა შეტყობინებაში მითითებულ არცერთ მოქმედებას - დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება გამოიცემოდა მოთხოვნის სრულ ოდენობაზე.

 

აღნიშნული შეტყობინება რესპონდენტის - შპს „ი-–----------------ის“ დირექტორის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე, ჩაბარდა ი---------------ეს - 2018 წლის 2 აგვისტოს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 31 ივლისის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ №S----------------- შეტყობინება (I ტ., ს.ფ. 205-206);

- უკუგზავნილი (I ტ., ს.ფ. 207);

- მინდობილობა (I ტ., ს.ფ. 208).

 

4.1.13. 2018 წლის 16 აგვისტოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მიღებულ იქნა დავალიანების გადახდევინების შესახებ №S----------------- ბრძანება, რომლის თანახმადაც, რესპოდენტს - შპს „ი-–----------------ს“ (ს/ნ 4--------) დაეკისრა დავალიანების გადახდა 10 100 ლარის ოდენობით აპლიკანტის გ--–-----------------ის მიმართ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 16 აგვისტოს №S----------------- ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ (ს.ფ. 209).

 

4.1.14. 2018 წლის 12 ივლისს, შ-----–----------ემ დავალიანების გადახდევინების შესახებ №S----------------- განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს შპს „ი-–----------------ის“ მიმართ. აღნიშნულ განცხადებაში აპლიკანტმა - შ-----–----------ემ მოთხოვნის დასაბუთების მიზნით მიუთითა შ-----–----------ესა და შპს „ი-–----------------ს“ შორის 2018 წლის 4 მაისისა და 4 ივნისის შრომით ხელშეკრულებებზე, 2018 წლის 4 ივნისისა და 4 ივლისის მიღება-ჩაბარების აქტებზე, და 2018 წლის 5 ივლისის ვალის აღიარებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 12 ივლისის №S----------------- განცხადება დავალიანების გადახდევინების შესახებ და თანდართული დოკუმენტაცია (I ტ., ს.ფ. 211-228).

 

4.1.15. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 20 ივლისის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ №------------------ შეტყობინებით რესპოდენტ შპს „ი-–----------------ს“ ეცნობა, რომ 2018 წლის 12 ივლისს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაიწყო გამარტივებული წარმოება ფულადი დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნასთან დაკავშირებით. წარმოების დაწყების საფუძვლად მითითებულია: აპლიკანტის შ-----–----------ის განცხადება დავალიანების გადახდევინების შესახებ. აპლიკანტის მოთხოვნა შეადგენს - 14 580 ლარს, ხოლო მოთხოვნის საფუძვლად მითითებულია - შრომითი ხელშეკრულებები, 05.07.2018 წლის შეთანხმება ვალის აღიარების შესახებ და მიღება-ჩაბარების აქტები. ამავე შეტყობინებით შპს „ი-–----------------ს“ მიეცა 10 კალენდარული დღის ვადა შეტყობინების ჩაბარებიდან, ერთ-ერთი მოქმედების განხორციელებისთვის: სრულად დაფაროს აპლიკანტის მიმართ არსებული დავალიანება, დაფაროს დავალიანების ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს, განაცხადოს წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ არ ეთანხმება მოთხოვნას, წერილობით აღიაროს მოთხოვნა სრულად, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს, წარადგინოს განცხადება მორიგების შეთავაზების შესახებ, თუ სურს აპლიკანტთან გადახდის პირობებზე შეთანხმება. რესპოდენტს ასევე განემარტა, რომ თუ არ განახორციელებდა შეტყობინებაში მითითებულ არცერთ მოქმედებას - დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება გამოიცემოდა მოთხოვნის სრულ ოდენობაზე.

 

აღნიშნული შეტყობინება რესპონდენტის - შპს „ი-–----------------ის“ დირექტორის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე, ჩაბარდა ი---------------ეს - 2018 წლის 25 ივლისს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 20 ივლისის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ №------------------ შეტყობინება (I ტ., ს.ფ. 230-231);

- უკუგზავნილი (I ტ., ს.ფ. 232);

- 2018 წლის 17 აპრილის №1-------- სანოტარო აქტი (I ტ., ს.ფ. 233-235).

 

4.1.16. 2018 წლის 14 აგვისტოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მიღებულ იქნა დავალიანების გადახდევინების შესახებ №S----------------- ბრძანება, რომლის თანახმადაც, რესპოდენტს - შპს „ი-–----------------ს“ (ს/ნ 4--------) დაეკისრა დავალიანების გადახდა 14 580 ლარის ოდენობით აპლიკანტის შ-----–----------ის მიმართ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 14 აგვისტოს №S----------------- ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ (ს.ფ. 236).

 

4.1.17. 2018 წლის 12 ივლისს დ--------------–---–მა დავალიანების გადახდევინების შესახებ №S----------------- განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს შპს „ი-–----------------ის“ მიმართ. აღნიშნულ განცხადებაში აპლიკანტმა - დ--------------–---–მა მოთხოვნის დასაბუთების მიზნით მიუთითა დ--------------–---–სა და შპს „ი-–----------------ს“ შორის 2018 წლის 4 მაისისა და 4 ივნისის შრომით ხელშეკრულებებზე, 2018 წლის 4 ივნისისა და 4 ივლისის მიღება-ჩაბარების აქტებზე, და 2018 წლის 5 ივლისის ვალის აღიარებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 12 ივლისის №S----------------- განცხადება დავალიანების გადახდევინების შესახებ და თანდართული დოკუმენტაცია (I ტ., ს.ფ. 239-256).

 

4.1.18. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 24 ივლისის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ №S----------------- შეტყობინებით რესპოდენტ შპს „ი-–----------------ს“ ეცნობა, რომ 2018 წლის 12 ივლისს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაიწყო გამარტივებული წარმოება ფულადი დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნასთან დაკავშირებით. წარმოების დაწყების საფუძვლად მითითებულია: აპლიკანტის დ--------------–---–ის განცხადება დავალიანების გადახდევინების შესახებ. აპლიკანტის მოთხოვნა შეადგენს - 53 735 ლარს, ხოლო მოთხოვნის საფუძვლად მითითებულია - შრომითი ხელშეკრულებები, 05.07.2018 წლის შეთანხმება ვალის აღიარების შესახებ და მიღება-ჩაბარების აქტები. ამავე შეტყობინებით შპს „ი-–----------------ს“ მიეცა 10 კალენდარული დღის ვადა შეტყობინების ჩაბარებიდან, ერთ-ერთი მოქმედების განხორციელებისთვის: სრულად დაფაროს აპლიკანტის მიმართ არსებული დავალიანება, დაფაროს დავალიანების ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს, განაცხადოს წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ არ ეთანხმება მოთხოვნას, წერილობით აღიაროს მოთხოვნა სრულად, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს, წარადგინოს განცხადება მორიგების შეთავაზების შესახებ, თუ სურს აპლიკანტთან გადახდის პირობებზე შეთანხმება. რესპოდენტს ასევე განემარტა, რომ თუ არ განახორციელებდა შეტყობინებაში მითითებულ არცერთ მოქმედებას - დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება გამოიცემოდა მოთხოვნის სრულ ოდენობაზე.

აღნიშნული შეტყობინება რესპონდენტის - შპს „ი-–----------------ის“ დირექტორის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე, ჩაბარდა ი---------------ეს - 2018 წლის 26 ივლისს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 24 ივლისის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ №S----------------- შეტყობინება (I ტ., ს.ფ. 258-259).

 

4.1.19. 2018 წლის 8 აგვისტოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მიღებულ იქნა დავალიანების გადახდევინების შესახებ №S----------------6 ბრძანება, რომლის თანახმადაც, რესპოდენტს - შპს „ი-–----------------ს“ (ს/ნ 4--------) დაეკისრა დავალიანების გადახდა 53 735 ლარის ოდენობით აპლიკანტის დ--------------–---–ის მიმართ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 8 აგვისტოს №S----------------6 ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ (ს.ფ. 265).

 

4.1.20. 2018 წლის 11 ივლისს, პ---–----------ემ დავალიანების გადახდევინების შესახებ №S----------------- განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს შპს „ი-–----------------ის“ მიმართ. აღნიშნულ განცხადებაში აპლიკანტმა - პ---–----------ემ მოთხოვნის დასაბუთების მიზნით მიუთითა პ---–----------ესა და შპს „ი-–----------------ს“ შორის 2018 წლის 3 იანვრის შრომით ხელშეკრულებაზე, 2018 წლის 6 ივლისის შპს „ი-–----------------ის“ სამუშაო ძალის შემცირების/რეორგანიზაციის ბრძანებაზე, კომპანიის თანამშრომლების განცხადებასა და 2018 წლის 5 ივლისის ვალის აღიარებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 11 ივლისის №S----------------- განცხადება დავალიანების გადახდევინების შესახებ და თანდართული დოკუმენტაცია (I ტ., ს.ფ. 268-282).

 

4.1.21. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 18 ივლისის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ №S----------------- შეტყობინებით რესპოდენტ შპს „ი-–----------------ს“ ეცნობა, რომ 2018 წლის 11 ივლისს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაიწყო გამარტივებული წარმოება ფულადი დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნასთან დაკავშირებით. წარმოების დაწყების საფუძვლად მითითებულია: აპლიკანტის პ---–----------ის განცხადება დავალიანების გადახდევინების შესახებ. აპლიკანტის მოთხოვნა შეადგენს - 40 100 ლარს, ხოლო მოთხოვნის საფუძვლად მითითებულია - 03.01.2018 წლის შრომითი ხელშეკრულება, 05.07.2018 წლის შეთანხმება ვალის აღიარების შესახებ. ამავე შეტყობინებით შპს „ი-–----------------ს“ მიეცა 10 კალენდარული დღის ვადა შეტყობინების ჩაბარებიდან, ერთ-ერთი მოქმედების განხორციელებისთვის: სრულად დაფაროს აპლიკანტის მიმართ არსებული დავალიანება, დაფაროს დავალიანების ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს, განაცხადოს წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ არ ეთანხმება მოთხოვნას, წერილობით აღიაროს მოთხოვნა სრულად, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს, წარადგინოს განცხადება მორიგების შეთავაზების შესახებ, თუ სურს აპლიკანტთან გადახდის პირობებზე შეთანხმება. რესპოდენტს ასევე განემარტა, რომ თუ არ განახორციელებდა შეტყობინებაში მითითებულ არცერთ მოქმედებას - დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება გამოიცემოდა მოთხოვნის სრულ ოდენობაზე.

 

აღნიშნული შეტყობინება რესპონდენტის - შპს „ი-–----------------ის“ დირექტორის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე, ჩაბარდა ი---------------ეს - 2018 წლის 23 ივლისს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 18 ივლისის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ №S----------------- შეტყობინება (I ტ., ს.ფ. 284-285);

- უკუგზავნილი (I ტ., ს.ფ. 286);

- 2018 წლის 17 აპრილის №1-------- სანოტარო აქტი (I ტ., ს.ფ. 287-289).

 

4.1.22. 2018 წლის 8 აგვისტოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მიღებულ იქნა დავალიანების გადახდევინების შესახებ №S----------------- ბრძანება, რომლის თანახმადაც, რესპოდენტს - შპს „ი-–----------------ს“ (ს/ნ 4--------) დაეკისრა დავალიანების გადახდა 40 100 ლარის ოდენობით აპლიკანტის პ---–----------ის მიმართ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 8 აგვისტოს №S----------------- ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ (I ტ., ს.ფ. 290).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ა-–-----------------------ს სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 8 აგვისტოს №S-----------------, 2018 წლის 16 აგვისტოს №S-----------------, 2018 წლის 14 აგვისტოს №S-----------------, 2018 წლის 8 აგვისტოს №S----------------6 და 2018 წლის 8 აგვისტოს №S----------------- ბრძანებები დავალიანების გადახდევინების შესახებ წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონისა და სადავო სფეროში მოქმედ სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

7.2. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს. ხსენებული კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სააღსრულებო ბიურო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს ამ კანონით, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით და სააღსრულებო ბიუროს დებულებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო XVI1 თავით დადგენილი წესით ახორციელებს გამარტივებულ წარმოებას ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნებთან დაკავშირებით.

 

ზემოაღნიშნული კანონის 914 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გამარტივებული წარმოების დაწყების საფუძველია დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადება, რომელიც მიზნად ისახავს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს: ა) მხარეების და მათი წარმომადგენლების (თუ საქმეში წარმომადგენელი მონაწილეობს) დასახელებას, პირად/საიდენტიფიკაციო ნომერს, მისამართს (ფაქტობრივ საცხოვრებელ ან/და საქმიანობის ადგილს), სხვა ცნობილ საკონტაქტო მონაცემებს; ბ) აპლიკანტის საბანკო რეკვიზიტებს; გ) აპლიკანტის მოთხოვნას; დ) დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელთა მეშვეობითაც აპლიკანტი ასაბუთებს თავის მოთხოვნას და რომლებიც ერთვის დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებას; ე) მითითებას იმის შესახებ, ითხოვს თუ არა აპლიკანტი გამარტივებული წარმოებისას გაწეული დამატებითი ხარჯის (რომელიც შედგება სააპლიკაციო და ყადაღის დადებისათვის გათვალისწინებული საფასურისაგან) ანაზღაურებას; ვ) მითითებას იმის შესახებ, რომ დაყენებული მოთხოვნა არ არის დამოკიდებული აპლიკანტის მიერ რამე საპასუხო ვალდებულების შესრულებაზე, ან რომ მან ასეთი ვალდებულება უკვე შეასრულა; ზ) მითითებას იმის შესახებ, ითხოვს თუ არა აპლიკანტი დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულებას; თ) მითითებას იმის შესახებ, ითხოვს თუ არა აპლიკანტი მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ყადაღის დადებას; ი) აპლიკანტის ან მისი წარმომადგენლის ხელმოწერას.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმეზე დადგენილია, რომ 2018 წლის 11 ივლისს, ზ-------------–--ემ დავალიანების გადახდევინების შესახებ №S----------------- განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს შპს „ი-–----------------ის“ მიმართ. აღნიშნულ განცხადებაში აპლიკანტმა - ზ-------------–--ემ მოთხოვნის დასაბუთების მიზნით მიუთითა ზ-------------–--ესა და შპს „ი-–----------------ს“ შორის 2018 წლის 3 იანვრის შრომით ხელშეკრულებაზე, 2018 წლის 6 ივლისის შპს „ი-–----------------ის“ სამუშაო ძალის შემცირების/რეორგანიზაციის ბრძანებაზე, კომპანიის თანამშრომლების განცხადებასა და 2018 წლის 5 ივლისის ვალის აღიარებაზე.

 

2018 წლის 11 ივლისს, გ--–-----------------ემ დავალიანების გადახდევინების შესახებ №S----------------7 განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს შპს „ი-–----------------ის“ მიმართ. აღნიშნულ განცხადებაში აპლიკანტმა - გ--–-----------------ემ მოთხოვნის დასაბუთების მიზნით მიუთითა გ--–-----------------ესა და შპს „ი-–----------------ს“ შორის 2018 წლის 3 იანვრის შრომით ხელშეკრულებაზე, 2018 წლის 6 ივლისის შპს „ი-–----------------ის“ სამუშაო ძალის შემცირების/რეორგანიზაციის ბრძანებაზე, კომპანიის თანამშრომლების განცხადებასა და 2018 წლის 5 ივლისის ვალის აღიარებაზე.

 

2018 წლის 12 ივლისს, შ-----–----------ემ დავალიანების გადახდევინების შესახებ №S----------------- განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს შპს „ი-–----------------ის“ მიმართ. აღნიშნულ განცხადებაში აპლიკანტმა - შ-----–----------ემ მოთხოვნის დასაბუთების მიზნით მიუთითა შ-----–----------ესა და შპს „ი-–----------------ს“ შორის 2018 წლის 4 მაისისა და 4 ივნისის შრომით ხელშეკრულებებზე, 2018 წლის 4 ივნისისა და 4 ივლისის მიღება-ჩაბარების აქტებზე, და 2018 წლის 5 ივლისის ვალის აღიარებაზე.

 

2018 წლის 12 ივლისს, დ--------------–---–მა დავალიანების გადახდევინების შესახებ №S----------------- განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს შპს „ი-–----------------ის“ მიმართ. აღნიშნულ განცხადებაში აპლიკანტმა - დ--------------–---–მა მოთხოვნის დასაბუთების მიზნით მიუთითა დ--------------–---–სა და შპს „ი-–----------------ს“ შორის 2018 წლის 4 მაისისა და 4 ივნისის შრომით ხელშეკრულებებზე, 2018 წლის 4 ივნისისა და 4 ივლისის მიღება-ჩაბარების აქტებზე, და 2018 წლის 5 ივლისის ვალის აღიარებაზე.

 

2018 წლის 11 ივლისს, პ---–----------ემ დავალიანების გადახდევინების შესახებ №S----------------- განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს შპს „ი-–----------------ის“ მიმართ. აღნიშნულ განცხადებაში აპლიკანტმა - პ---–----------ემ მოთხოვნის დასაბუთების მიზნით მიუთითა პ---–----------ესა და შპს „ი-–----------------ს“ შორის 2018 წლის 3 იანვრის შრომით ხელშეკრულებაზე, 2018 წლის 6 ივლისის შპს „ი-–----------------ის“ სამუშაო ძალის შემცირების/რეორგანიზაციის ბრძანებაზე, კომპანიის თანამშრომლების განცხადებასა და 2018 წლის 5 ივლისის ვალის აღიარებაზე.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 917 მუხლის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო განცხადების რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ატყობინებს რესპონდენტს მის წინააღმდეგ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ, ხოლო მე-2 პუნქტით განსაზღვრულია გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების სავალდებულო რეკვიზიტები, კერძოდ იგი უნდა შეიცავდეს: ა) გამარტივებული წარმოების ნომერს; ბ) აპლიკანტის დასახელებას, დაყენებულ მოთხოვნას და მოთხოვნის საფუძველს; გ) მითითებას იმის შესახებ, რომ რესპონდენტი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში სრულად დაფაროს დავალიანება, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს, ან განახორციელოს ქვემოთ ჩამოთვლილ მოქმედებათაგან ერთ-ერთი: გ.ა) დაფაროს დავალიანების ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს, გ.ბ) განაცხადოს წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ არ ეთანხმება მოთხოვნას, გ.გ) წერილობით აღიაროს მოთხოვნა სრულად, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს, გ.დ) წერილობით აღიაროს მოთხოვნის ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს; გ.ე) წარადგინოს განცხადება მორიგების შეთავაზების შესახებ; დ) განმარტებას იმის შესახებ, თუ რა სამართლებრივი შედეგი მოჰყვება დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას; ე) გამარტივებული წარმოების საფასურის ოდენობას, ანგარიშსწორების წესს და აღსრულების ეროვნული ბიუროს საბანკო რეკვიზიტებს.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 917 მუხლის მე-10 პუნქტზე, რომელიც განსაზღვრავს, რომ გამარტივებული წარმოებისას გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება რესპონდენტს ჩაჰბარდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. დაუშვებელია რესპონდენტისათვის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების საჯარო გამოცხადების გზით ცნობება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო შეტყობინებისა და ჩაბარების წესი რეგლამენტირებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის VIII თავით. მითითებული საკანონმდებლო აქტის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით.

 

საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 18 ივლისის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ №S----------------- შეტყობინება რესპონდენტის - შპს „ი-–----------------ის“ დირექტორის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე, ჩაბარდა ი---------------ეს - 2018 წლის 23 ივლისს

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 31 ივლისის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ №S----------------- შეტყობინება რესპონდენტის - შპს „ი-–----------------ის“ დირექტორის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე, ჩაბარდა ი---------------ეს - 2018 წლის 2 აგვისტოს.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 20 ივლისის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ №------------------ შეტყობინება რესპონდენტის - შპს „ი-–----------------ის“ დირექტორის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე, ჩაბარდა ი---------------ეს - 2018 წლის 25 ივლისს.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 24 ივლისის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ №S----------------- შეტყობინება რესპონდენტის - შპს „ი-–----------------ის“ დირექტორის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე, ჩაბარდა ი---------------ეს - 2018 წლის 26 ივლისს.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 18 ივლისის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ №S----------------- შეტყობინება რესპონდენტის - შპს „ი-–----------------ის“ დირექტორის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე, ჩაბარდა ი---------------ეს 2018 წლის 23 ივლისს.

 

საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ 2018 წლის 8 აგვისტოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მიღებულ იქნა დავალიანების გადახდევინების შესახებ №S----------------- ბრძანება, რომლის თანახმადაც, რესპოდენტს - შპს „ი-–----------------ს“ (ს/ნ 4--------) დაეკისრა დავალიანების გადახდა 16100 ლარის ოდენობით აპლიკანტის ზ-------------–--ის მიმართ.

 

2018 წლის 16 აგვისტოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მიღებულ იქნა დავალიანების გადახდევინების შესახებ №S----------------- ბრძანება, რომლის თანახმადაც, რესპოდენტს - შპს „ი-–----------------ს“ (ს/ნ 4--------) დაეკისრა დავალიანების გადახდა 10100 ლარის ოდენობით აპლიკანტის გ--–-----------------ის მიმართ.

 

2018 წლის 14 აგვისტოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მიღებულ იქნა დავალიანების გადახდევინების შესახებ №S----------------- ბრძანება, რომლის თანახმადაც, რესპოდენტს - შპს „ი-–----------------ს“ (ს/ნ 4--------) დაეკისრა დავალიანების გადახდა 14580 ლარის ოდენობით აპლიკანტის შ-----–----------ის მიმართ.

 

2018 წლის 8 აგვისტოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მიღებულ იქნა დავალიანების გადახდევინების შესახებ №S----------------6 ბრძანება, რომლის თანახმადაც, რესპოდენტს - შპს „ი-–----------------ს“ (ს/ნ 4--------) დაეკისრა დავალიანების გადახდა 53735 ლარის ოდენობით აპლიკანტის დ--------------–---–ის მიმართ.

 

2018 წლის 8 აგვისტოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მიღებულ იქნა დავალიანების გადახდევინების შესახებ №S----------------- ბრძანება, რომლის თანახმადაც, რესპოდენტს - შპს „ი-–----------------ს“ (ს/ნ 4--------) დაეკისრა დავალიანების გადახდა 40100 ლარის ოდენობით აპლიკანტის პ---–----------ის მიმართ.

 

7.3. სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის განმარტებით, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 2 ივლისის №2--------- განჩინების საფუძველზე შპს „ი-–----------------ის“ დირექტორს - ა----------–-------ს არ გააჩნდა 2018 წლის 5 ივლისის ვალის აღიარების შეთანხმებებზე ხელმოწერის უფლებამოსილება, არ არსებობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 8 აგვისტოს №S-----------------, 2018 წლის 16 აგვისტოს №S-----------------, 2018 წლის 14 აგვისტოს №S-----------------, 2018 წლის 8 აგვისტოს №S----------------6 და 2018 წლის 8 აგვისტოს №S----------------- დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებების გამოცემის სამართლებრივი საფუძველი.

 

სასამართლო მოიხმობს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 913 მუხლს, რომლის თანახმადაც, აპლიკანტი არის პირი, რომელსაც აქვს დოკუმენტურად დადასტურებული ფულადი სახის ვადამოსული მოთხოვნა და რომელიც მიმართავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებით, ხოლო რესპოდენტი არის პირი, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია აპლიკანტის მოთხოვნა. ამავე საკანონმდებლო აქტის 915 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადების რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში აღსრულების ეროვნული ბიურო ამოწმებს განცხადების და თანდართული დოკუმენტების ფორმალურ და შინაარსობრივ მხარეს და უფლებამოსილია ხარვეზის გამოსასწორებლად აპლიკანტს დაუდგინოს ვადა არა უმეტეს 10 კალენდარული დღისა, თუ, ხარვეზის შინაარსიდან გამომდინარე, შესაძლებელია მისი გამოსწორება, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო აპლიკანტის მოთხოვნის უფლების შემოწმებისას ეყრდნობა მხოლოდ დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებასა და თანდართულ წერილობით მტკიცებულებებში არსებულ მონაცემებს.

 

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო აპლიკანტის განცხადების და თანდართული დოკუმენტების შინაარსობრივი მხარის შემოწმებისას ადგენს გააჩნია თუ არა აპლიკანტს წერილობითი მტკიცებულებებით დადასტურებული ფულადი მოთხოვნა რესპოდენტის მიმართ და აღნიშნული ვალდებულება წარმოადგენს თუ არა ვადამოსულ ფულად ვალდებულებას.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ როგორც სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 18 ივლისის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ №S-----------------, 2018 წლის 31 ივლისის №S-----------------, 2018 წლის 20 ივლისის №------------------, 2018 წლის 24 ივლისის №S----------------- და 2018 წლის 18 ივლისის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ №S----------------- შეტყობინებაში, ასევე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 8 №S-----------------, 2018 წლის 16 აგვისტოს №S-----------------, 2018 წლის 14 აგვისტოს №S-----------------, 2018 წლის 8 აგვისტოს №S----------------6 და 2018 წლის 8 აგვისტოს №S----------------- დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებებში აპლიკანტის მოთხოვნის და გამარტივებული წარმოების დაწყების საფუძვლად მითითებულია შრომითი ხელშეკრულებები, ბრძანება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე და მიღება-ჩაბარების აქტები. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ცალსახად დგინდება, რომ შ-----–----------ის, ზ-------------–--ის, გ--–-----------------ის, დ--------------–---–ისა და პ---–----------ის განცხადებების შინაარსობრივი მხარის შემოწმებისას და აპლიკანტის მოთხოვნის დადასტურებისას სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო დაეყრდნო მტკიცებულებებს, რომელიც მხარეთა შორის გაფორმებული იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 2 ივლისის №2--------- განჩინების მიღებამდე, კერძოდ, შპს „ი-–----------------ის“ დირექტორისთვის პარტნიორთა კრების თანხმობის გარეშე ნებისმიერ სამეურნეო ოპერაციის განხორციელების აკრძალვამდე. ამასთან, მოსარჩელე მხარე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ შ-----–----------ესთან, ზ-------------–--ესთან, გ--–-----------------ესთან, დ--------------–---–სა და პ---–----------ესთან გაფომებული შრომითი ხელშეკრულებები ხელმოწერილია შპს „ი-–----------------ის“ უფლებამოსილი პირის მიერ და არ გაუქმებულა.

 

რაც შეეხება მოსარჩელის მითითებას, 2018 წლის 5 ივლისის ვალის აღიარების შეთანხმებებზე, აღსანიშნავია, რომ შპს „ი-–----------------ის“ დირექტორის ა----------–-------ის მიერ ხელმოწერილი ზემოაღნიშნული დოკუმენტები ასახავენ ერთის მხრივ, შრომითი ხელშეკრულებებისა და მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე წარმოშობილი და დადასტურებული დავალიანების ოდენობას იმ დროისათვის, ხოლო მეორეს მხრივ, შრომითი ხელშეკრულებებისა და სამუშაო ძალის შემცირების/რეორგანიზაციის ბრძანების საფუძველზე წარმოშობილი და დადასტურებული დავალიანების ოდენობას იმ დროისათვის. ამდენად, აღნიშნული დოკუმენტები წარმოადგენენ არა სამართალურთიერთობის წარმოშობის საფუძველს, არამედ უკვე არსებული ურთიერთობიდან გამომდინარე აპლიკანტების მიმართ დავალიანების ოდენობას.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე დადგენილია, რომ შპს „ი-–----------------ს“ კანონის შესაბამისად შედგენილი შეტყობინებები მის წინააღმდეგ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით. ამდენად, შპს „ი-–----------------ი“ უფლებამოსილი იყო, შეტყობინებების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარედგინა თავისი წერილობით პოზიცია აპლიკანტების მოთხოვნებზე, რაც განსახილველ შემთხვევაში არ განხორციელებულა. მითითებულ ვადაში სააღსრულებო ბიუროსადმი მიმართვის განუხორციელებლობა კი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 917 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოპასუხეს ანიჭებდა უფლებას გამოეცა ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ აპლიკანტის მოთხოვნის სრულ ოდენობაზე.

 

7.4. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული გამარტივებული წარმოების პროცესში ადგილი არ ჰქონია არსებითი ხასიათის პროცედურის დარღვევას, შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 8 აგვისტოს №S-----------------, 2018 წლის 16 აგვისტოს №S-----------------, 2018 წლის 14 აგვისტოს №S-----------------, 2018 წლის 8 აგვისტოს №S----------------6 და 2018 წლის 8 აგვისტოს №S----------------- დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებების ბათილად ცნობის საფუძველი. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ა-–-----------------------ს სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

მითითებული ნორმის საფუძველზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 სექტემბრის (№3--------) განჩინებით სარჩელის უზრუნველსაყოფად მიღებული ღონისძიება - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის საარსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებული შპს „ი-–----------------ის“ წინააღმდეგ №1--------------- დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების საფუძველზე მიმდინარე №A--------, №1--------------- დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების საფუძველზე მიმდინარე №A--------, №1--------------- დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების საფუძველზე მიმდინარე №A--------, №1--------------- დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების საფუძველზე მიმდინარე №A-------- და №1--------------- დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების საფუძველზე მიმდინარე №A-------- სააღსრულებო წარმოების შეჩერების შესახებ.

 

9. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელწმიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. შესაბამისად, მის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 1991, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ა-–-----------------------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება;

 

3. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე ნათია ბუსკაძე