1. საჯარიმო ქვითრის საფუძველზე ჯარიმის იძულებით აღსასრულებლად მიქცევას უზრუნველყოფს პრობაციის ბიუროს უფროსი, რომელიც სააღსრულებო ფურცელს გამოსცემს არაუადრეს მსჯავრდებულისათვის საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 31-ე და არაუგვიანეს 35-ე დღისა, თუ მსჯავრდებულმა „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ 30 დღის ვადაში ჯარიმა ნებაყოფლობით არ გადაიხადა.
2. თუ მსჯავრდებულმა ჯარიმა გადაიხადა ჯარიმის ნებაყოფლობით გადახდისათვის დადგენილი 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ და ბიუროში წარადგინა ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, სააღსრულებო ფურცელი არ გამოიწერებ