1. მსჯავრდებულის მიმართ უწყვეტი ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, საქმისმწარმოებელი ოფიცერი ვალდებულია გადაამოწმოს პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულის ყოფნა.

2. პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულის ყოფნის გადამოწმება ხორციელდება სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტისადმი წერილობითი მიმართვის საფუძველზე,  ბიუროში აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ სასამართლოს განჩინების მიღებიდან არანაკლებ ორ კვირაში ერთხელ.

3. თუ მსჯავრდებულს სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით, სასამართლოს განჩინებაში გირაოს გადახდის ვადის განსაზღვრის შემთხვევაში, სააქმისმწარმოებელი ოფიცერი ვალდებულია ამ ვადის ამოწურვიდან მომდევნო სამუშაო დღეს, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით გადაამოწმოს მსჯავრდებულის ყოფნა შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში.

4. აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის სხვა ღონისძიებით შეცვლის ან გაუქმების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სააღსრულებო საქმისწარმოების გაგრძელებამდე, ბიუროში მსჯავრდებულის გამუცხადებლობის შემთხვევაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის/გაფრთხილების შედგენა არ ხორციელდებ