1. „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი საფუძვლებით ოფიცრის აცილების/თვითაცილების შემთხვევაში, მსჯავრდებულის სააღსრულებო საქმე ინსტრუქციის მე-4 მუხლით დადგენილი წესით, აღსასრულებლად გადაეცემა სხვა ოფიცერს.
2. თუ განხორციელდა იმ ოფიცრის აცილება/თვითაცილება, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზე სხვა ოფიცერი განსაზღვრული არ არის, მსჯავრდებულის სააღსრულებო საქმისწარმოებას უზრუნველყოფს ბიუროს უფროსი მსჯავრდებულის საცხოვრებელი მისამართის მიხედვი