1. ოფიცრის მიერ სააღსრულებო საქმის წარმოებაში მიღება გულისხმობს სამართლებრივი აქტის ოფიცრისათვის აღსასრულებლად გადაცემას.
2. ოფიცერი ვალდებულია სააღსრულებო საქმის წარმოებაში მიღებისთანავე სისტემაში დაუყოვნებლივ ასახოს აღსასრულებელ სამართლებრივ აქტში არსებული მსჯავრდებულის პერსონალური მონაცემები/შესაბამისი ინფორმაცია და სააღსრულებო საქმეეში არსებული სხვა მონაცემები.
3. საქმის წარმოებაში მიღებისთანავე ოფიცერი სააღსრულებო საქმეს უკეთებს საქმის თავფურცელს (დანართი №3) და საქმის სარჩევს (დანართი №4), რომელიც სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობისას ოფიცრის მიერ ივსება ეტაპობრივად.
4. სააღსრულებო საქმის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს ბიუროს უფროსის სარეზოლუციო ფურცელი, რომელიც იბეჭდება ერთიანი ელექტრონული დოკუმენტბრუნვის პროგრამიდან (EFLOW).
5. მსჯავრდებულის აღრიცხვაზე აყვანამდე სიტემაში საქმის სტატუსად აღინიშნება „მიმდინარეობს სააღსრულებო მოქმედება“, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მსჯავრდებულს საპრობაციო ვადამდე/არასაპატიმრო სასჯელამდე შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა და სასჯელს იხდის შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში. ასეთ შემთხვევაში სისტემაში საქმის სტატუსად აღინიშნება „თავისუფლების აღკვეთის შემდგომ საპრობაციო ვადა დანიშნული/არასაპატიმრო სასჯელდანიშნული