1. საზღვარგარეთ გამგზავრებასთან დაკავშირებით მსჯავრდებულის განცხადების (დანართი №7) დაკმაყოფილების შესახებ ბიუროს უფროსის გადაწყვეტილება, მსჯავრდებულს ეცნობება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, წერილობითი ფორმით, სადაც ასევე მიეთითება ამ მუხლის მე-2-მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული საკითხები.

2. „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების შესახებ ნებართვას (დანართი №8) გასცემს ბიუროს უფროსი, ამ ნებართვისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენისთანავე, რომელიც ბიუროში წარდგენილი უნდა იქნეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის მსჯავრდებულისათვის ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.

3. თუ მსჯავრდებული რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი საარსებო შემწეობის მისაღებად საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულას არ აღემატება, საზღვარგარეთ გამგზავრების შესახებ ნებართვას ბიუროს უფროსი გასცემს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში, მსჯავრდებულის მიერ სოციალურად დაუცველი პირის სტატუსის დამადასტურებელი ახლად გაცემული ცნობის  წარდგენისთანავე.

4. თუ მსჯავრდებული არასრულწლოვანია, ბიუროს უფროსი საზღვარგარეთ გამგზავრების შესახებ ნებართვას  გასცემს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში და წესით.

5. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობის შემთხვევაში, საზღვარგარეთ გამგზავრების შესახებ ნებართვის გასაცემად მსჯავრდებული ხელახლა მიმართავს ბიუროს უფროსს შესაბამისი განცხადებით, რომლის განხილვისთვისაც მოქმედებს „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლით  დადგენილი წესი.

6. საზღვარგარეთ მყოფი მსჯავრდებულისათვის საზღვარგარეთ ყოფნის ვადის გაგრძელების შესახებ მსჯავრდებულის ან/და მისი წარმომადგენლის განცხადება  წარედგინება ბიუროს უფროსს, რომლის განხილვისთვისაც მოქმედებს „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლით  დადგენილი წესი, ხოლო ნებართვის გაცემისათვის ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურა. აღნიშნული ინფორმაცია ასახული უნდა იყოს საზღვარგარეთ გამგზავრების შესახებ ნებართვის დოკუმენტში.

7. საზღვარგარეთ გამგზავრების შესახებ ნებართვის მოქმედების ვადის გაანგარიშების მიზნისთვის ერთი თვე აითვლება ნებართვის მოქმედების ვადის პირველი დღის დადგომიდან და დასრულდება მომდევნო თვის იმავე რიცხვის დადგომამდე 24 საათზე, ხოლო თუ ბოლო თვეს არა აქვს შესაბამისი რიცხვი – ამ თვის ბოლო დღეს 24 საათზე.

8. თუ გაცემულია საზღვარგარეთ გამგზავრების შესახებ ნებართვა, რომლის მოქმედების ვადის ათვლა იწყება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უქმე ან დასვენების დღეს, სისტემაში სტატუსის შეცვლა ხორციელდება წინა სამუშაო დღის დასასრულს, არაუადრეს 17:30 საათისა.

9. თუ გაცემულია საზღვარგარეთ გამგზავრების შესახებ ნებართვა, რომლის მოქმედების ვადა სრულდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უქმე ან დასვენების დღეს, სისტემაში სტატუსის შეცვლა ხორციელდება მომდევნო სამუშაო დღის დაწყებისთანავე, არაუგვიანეს 10:30 საათისა.

10. საზღვარგარეთ გამგზავრების შესახებ ნებართვის გაცემის შემდგომ „სისტემაში“ სტატუსად აღინიშნება „საზღვარგარეთ მყოფი