1. პრობაციის ოფიცერი პირობით მსჯავრდებულსა და პირობით ვადამდე გათავისუფლებულ მსჯავრდებულს განუსაზღვრავს პრობაციის ბიუროში გამოცხადების რეჟიმს, რაც ფიქსირდება მსჯავრდებულისათვის უფლება-მოვალეობების გაცნობის შესახებ ოქმში. ოქმში აღინიშნება კვირის ის დღე შესაბამისი საათის (დილის 9:00-სთ - დან საღამოს 18:00-სთ-მდე) მითითებით, როდესაც მსჯავრდებული უნდა გამოცხადდეს  ბიუროში.

2. დადგენილი რეჟიმის მიხედვით მსჯავრდებულის რეგისტრაციას უზრუნველყოფს საქმისმწარმოებელი პრობაციის ოფიცერი, ხოლო რეგიონალურ (ცენტრალურ) ბიუროებში, სადაც მოქმედებს მისაღები -  შესაბამისი უფლებამოსილი პირი.

3. მსჯავრდებულის რეგისტრაცია ხორციელდება სისტემაში დაქტილოსკოპზე თითის ანაბეჭდის ფიქსაციით.

4. საღამოს 18:30 საათზე პროგრამა სისტემა იხურება და მსჯავრდებულის რეგისტრაცია აღარ წარმოებ