თავი IV — დადგენილი რეჟიმის დარღვევისთვის მსჯავრდებულის დაჯარიმების წესი, მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვა და მსჯავრდებულის პრობაციის ბიუროში გამოცხადებაზე შეღავათის დაწესების პირობები. მსჯავრდე
1. (ამოღებულია – 15.05.2012, №6215).
2. მსჯავრდებულის პრობაციის ბიუროში გამოცხადებაზე შეღავათის დაწესების თაობაზე განცხადებას განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს პრობაციის ბიუროს უფროსი სააგენტოს უფროსთან წერილობითი შეთანხმების საფუძველზე.
3. პრობაციის ბიუროს უფროსის გადაწყვეტილება მსჯავრდებულს ეცნობება წერილობით, პრობაციის ბიუროს უფროსის მიერ განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა.
4. (ამოღებულია – 15.05.2012, №6215).
5. ამ კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად, მსჯავრდებულის განცხადებით, მას შეიძლება დაუწესდეს პრობაციის ბიუროში არა უმეტეს თვეში ერთხელ გამოცხადების ვალდებულება ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ერთჯერადი საფასურის გადახდის შემდეგ.
6. მსჯავრდებულის განცხადების განხილვაზე ვრცელდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადა.
7. პრობაციის ბიუროში მსჯავრდებულის არაუმეტეს თვეში ერთხელ გამოცხადების ვალდებულების დაწესების საფასურის ოდენობა განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. ეს საფასური ირიცხება სააგენტოს ანგარიშზე.
8. კანონით დადგენილი რეჟიმის შესაბამისად მსჯავრდებულის პრობაციის ბიუროში გამოცხადების დროისათვის მის მიერ ადგილსამყოფლის დროებით, არაუმეტეს 3 თვის ვადით, შეცვლისას მსჯავრდებული შესაძლებელია გამოცხადდეს და რეგისტრაცია გაიაროს თავისი ფაქტობრივი ადგილსამყოფლის მიხედვით შესაბამის პრობაციის ბიუროში.
9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მსჯავრდებული არა უგვიანეს გამოცხადების წინა სამუშაო დღისა საქმისმწარმოებელ პრობაციის ბიუროს წერილობით აცნობებს ადგილსამყოფლის დროებით შეცვლის შესახებ, შესაბამისი ვადის მითითებით.
10. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმისმწარმოებელი პრობაციის ბიურო მსჯავრდებულს გადასცემს დროებით სარეგისტრაციო ნებართვას. ეს ნებართვა უნდა შეიცავდეს იმ პრობაციის ბიუროს სახელწოდებასა და მისამართს, სადაც დადგენილი გრაფიკის მიხედვით უნდა გამოცხადდეს მსჯავრდებული მის მიმართ შესაბამისი კონტროლის განხორციელების მიზნით, აგრეთვე პრობაციის ბიუროს უფლებამოსილი პირის ხელმოწერას. დროებითი სარეგისტრაციო ნებართვის ფორმას ამტკიცებს სააგენტოს უფროსი.
საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1933 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.238
საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6215 – ვებგვერდი, 29.05.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 13 დეკემბრის კანონი №1781 - ვებგვერდი, 28.12.2013წ.
საქართველოს 2016 წლის 27 აპრილის კანონი №5016 - ვებგვერდი, 13.05.2016წ.
საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5390 – ვებგვერდი, 10.12.2019
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 29.11.2019-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 29.11.2019 კანონი №5390
- 27.04.2016 კანონი №5016
- 13.12.2013 კანონი №1781
- 15.05.2012 კანონი №6215
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (22.02.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 141. მსჯავრდებულის პრობაციის ბიუროში გამოცხადებაზე შეღავათის დაწესების პირობები 1. (ამოღებულია – 15.05.2012, №6215). 2. მსჯავრდებულის პრობაციის ბიუროში მსჯავრდებულის გამოცხადებაზე შეღავათის დაწესების თაობაზე განცხადებას განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს პრობაციის ბიუროს უფროსი პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსთან წერილობითი შეთანხმებით.შეთანხმების საფუძველზე. 3. პრობაციის ბიუროს უფროსის გადაწყვეტილება მსჯავრდებულს ეცნობება წერილობით, პრობაციის ბიუროს უფროსის მიერ განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა. 4. (ამოღებულია – 15.05.2012, №6215). 5. ამ კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად, მსჯავრდებულის განცხადებით, მას შეიძლება დაუწესდეს პრობაციის ბიუროში არა უმეტეს თვეში ერთხელ გამოცხადების ვალდებულება ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ერთჯერადი საფასურის გადახდის შემდეგ. 6. მსჯავრდებულის განცხადების განხილვაზე ვრცელდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადა. 7. პრობაციის ბიუროში მსჯავრდებულის არაარაუმეტეს უმეტეს თვეში ერთხელ გამოცხადების ვალდებულების დაწესების საფასურისაფასურის არისოდენობა 400განისაზღვრება ლარი,მინისტრის რომელიცბრძანებით. ირიცხებაეს პრობაციისსაფასური ეროვნულიირიცხება სააგენტოს ანგარიშზე. 8. კანონით დადგენილი რეჟიმის შესაბამისად მსჯავრდებულის პრობაციის ბიუროში გამოცხადების დროისათვის მის მიერ ადგილსამყოფლის დროებით, არაუმეტეს 3 თვის ვადით, შეცვლისას მსჯავრდებული შესაძლებელია გამოცხადდეს და რეგისტრაცია გაიაროს თავისი ფაქტობრივი ადგილსამყოფლის მიხედვით შესაბამის პრობაციის ბიუროში. 9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მსჯავრდებული არა უგვიანეს გამოცხადების წინა სამუშაო დღისა საქმისმწარმოებელ პრობაციის ბიუროს წერილობით აცნობებს ადგილსამყოფლის დროებით შეცვლის შესახებ, შესაბამისი ვადის მითითებით. 10. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმისმწარმოებელი პრობაციის ბიურო მსჯავრდებულს გადასცემს დროებით სარეგისტრაციო ნებართვას,ნებართვას. რომელიცეს ნებართვა უნდა შეიცავდეს იმ პრობაციის ბიუროს სახელწოდებასა და მისამართს, სადაც კონტროლისდადგენილი განხორციელებისგრაფიკის მიზნითმიხედვით უნდა გამოცხადდეს მსჯავრდებული პრობაციისმის ბიუროშიმიმართ გამოცხადებისშესაბამისი დროსკონტროლის მსჯავრდებულისთვისგანხორციელების დადგენილიმიზნით, გრაფიკისაგრეთვე მიხედვით, პრობაციის ბიუროს უფლებამოსილი პირის ხელმოწერასხელმოწერას. და ბეჭედს. დროებითი სარეგისტრაციო ნებართვის ფორმას ამტკიცებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი. საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1933 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.238
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 24, 02/07/2007.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება