1. მსჯავრდებულის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაყვანა ხორციელდება საქმისმწარმოებელი ოფიცრის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, ბიუროს უფროსთან შეთანხმებით.

2. მსჯავრდებულის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაყვანა ფორმდება ოფიცრის მოთხოვნების შეცვლის შესახებ ოქმით, სადაც მიეთითება მსჯავრდებულის განსაკუთრებულ რეჟიმზე ყოფნის პერიოდი და ბიუროში გამოცხადების ინტენსივობა. მსჯავრდებულის განსაკუთრებულ რეჟიმზე ყოფნის ვადის დასრულების შემდგომ, დამატებითი ოქმი არ ფორმდება.

3. მსჯავრდებულის გამოცხადების შეღავათიან რეჟიმზე გადაყვანა ასევე ფორმდება ოფიცრის მოთხოვნების შეცვლის შესახებ ოქმი