1. ბიუროში გენერალურ სამდივნოსა და უცხო ქვეყნის ინტერპოლის ბიუროებთან ინფორმაციის გაცვლას დღე-ღამის განმავლობაში უწყვეტად ახორციელებს ბიუროს საინფორმაციო-ტექნიკური უზრუნველყოფის დანაყოფი.
2. გენერალურ სამდივნოსა და უცხო ქვეყნის ინტერპოლის ბიუროებთან დოკუმენტაციის გაცვლა ხორციელდება ინტერპოლის საკომუნიკაციო ქსელის - I-24/7 ელექტრონული სისტემის მეშვეობით.
3. გადაუდებელი აუცილებლობისას ინფორმაციის გაცვლა ასევე შეიძლება განხორციელდეს ფაქსის, ფოსტის, ინტერნეტისა და სხვა საშუალებით.
4. საქართველოს შესაბამის ორგანოებთან (თანამდებობის პირები) ბიურო ინფორმაციის გაცვლას ახორციელებს ფოსტის, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის (e-flow), ასევე საფელდეგერო სამსახურის, ფაქსისა და ინტერნეტის საშუალებით. ინფორმაციის ფაქსით მიწოდების შემთხვევაში, აუცილებლობიდან გამომდინარე, შესაძლებელია მისი გაგზავნა ფოსტითაც.
5. ინფორმაცის ინტერპოლის საინფორმაციო ქსელით – I-24/7-ით გასაგზავნად აუცილებელია ბიუროს უფროსის, მისი არყოფნის შემთხვევაში – მოადგილის ნებართვა, ხოლო მოადგილის არყოფნის შემთხვევაში, ბიუროს უფროსის დავალებით – უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის ნებართვა.
6. ბიურო საჭიროების შემთხვევაში შესაბამის ორგანოებს აძლევს გენერალური სამდივნოს ხელთ არსებულ ბაზებზე წვდომის უფლება