1. საქართველოს უფლებამოსილი სამართალდამცავი ორგანოები/თანამდებობის პირები ბიუროს მიმართავენ შუამდგომლობით ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოწმების შესახებ:
ა) ინტერპოლის საინფორმაციო არხებით ძებნილი ავტოსატრანსპორტო საშუალების აღმოჩენის შემთხვევაში;
ბ) სისხლის სამართლის საქმის მასალების ან ოპერატიული ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე დანაშაული ჩადენილ იქნა უცხო ქვეყნის სახელმწიფო-სარეგისტრაციო ნიშნების მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყენებით;
გ) უცხოური წარმოების ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო-სარეგისტრაციო, ასევე საიდენტიფიკაციო ნიშნების გაყალბების დადგენის შემთხვევაში;
დ) საქართველოს მოქალაქის მიერ საზღვარგარეთ შეძენილი ავტოსატრანსპორტო საშუალების ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებაში, სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობაში, საბაჟო დოკუმენტებში არსებულ ჩანაწერებში მითითებული საიდენტიფიკაციო ნიშნების ავტოსატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნიშნებთან განსხვავების გამოვლენისას;
ე) სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე და კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში;
ვ) თუ არსებობს ოპერატიული ან სხვა ინფორმაცია, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება მოპარულია/გატაცებულია.
2. ავტოსატრანსპორტო საშუალებათა შემოწმების შესახებ შუამდგომლობაში აუცილებლად უნდა მიეთითოს შემოწმების მოტივი და საფუძველი.
3. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ გარემოებათა არსებობისას უფლებამოსილი ორგანო/თანამდებობის პირი 3 დღეში მიმართავს ბიუროს ავტოსატრანსპორტო საშუალების ან მასთან დაკავშირებული ინფორმაციის გენერალური სამდივნოს ან უცხო ქვეყნის ინტერპოლის ბიუროს მონაცემთა ბაზებში შემოწმების მიზნით.
4. ინტერპოლის საინფორმაციო ქსელით ძებნილი ავტოსატრანსპორტო საშუალების აღმოჩენის შემთხვევაში საქმისმწარმოებელი ორგანო ბიუროს 3 დღეში აწვდის ინფორმაციას, რომელიც უნდა მოიცავდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების ძებნის ინიციატორი უცხო ქვეყნის ინტერპოლის ბიუროს ინფორმირებისათვის აუცილებელ მონაცემებს.
5. იმ შემთხვევაში, თუ ბიუროსათვის მიწოდებული მასალები არასრულია, ძებნის ინიციატორი მხარის ინფორმირებისათვის ბიურო საქმისმწარმოებელი ორგანოსაგან დამატებით გამოითხოვს ინფორმაციას, რომელიც უნდა მიეწოდოს გზავნილისათვის მინიჭებული გრიფის შესაბამის ვადაში.
6. ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული ინფორმაციის მიღებიდან არა უგვიანეს 3 დღის განმავლობაში ბიურო აწვდის ამ მონაცემებს ძებნის ინიციატორ უცხო ქვეყნის ინტერპოლის ბიუროს და სთხოვს ძებნის დადასტურებას, ავტოსატრანსპორტო საშუალების დაკარგვის ვითარების აღწერას, მონაცემებს ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის შესახებ და ასევე ინფორმაციას, სურს თუ არა მფლობელს აღმოჩენილი ავტოსატრანსპორტო საშუალების დაბრუნება. მფლობელის სურვილის შემთხვევაში ასევე უნდა ეცნობოს ავტოსატრანსპორტო საშუალების დაბრუნების პროცედურები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
7. საქართველოს მთავარ პროკურატურას, საქმის მწარმოებელორგანოსა და ძებნის ინიციატორი ქვეყნის უფლებამოსილ ორგანოს შორის ავტოსატრანსპორტო საშუალების დაბრუნების შესახებ შეთანხმება და დოკუმენტაციის მიწოდება შესაძლებელია განხორციელდეს ბიუროს მეშვეობით.
8. საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები ავტოსატრანსპორტო საშუალების გატაცების შემთხვევაში ბიუროს მიმართავენ ავტოსატრანსპორტო საშუალების საერთაშორისო ძებნის შესახებ მოთხოვნით, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ გატაცებული ავტოსატრანსპორტო საშუალება გაყვანილია საქართველოს ფარგლებს გარეთ.
9. ამ მუხლის მე-8 პუნქტში მითითებულ მოთხოვნასთან ერთად საქმისმწარმოებელი ორგანო ბიუროს აწვდის:
ა) სისხლის სამართლის საქმის ფაბულას;
ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების სრულ საიდენტიფიკაციო მონაცემებს;
გ) იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც სავარაუდოდ გადაყვანილია ავტოსატრანსპორტო საშუალება, თუ არსებობს ასეთი ინფორმაცია.
10. ამ მუხლის მე-8 პუნქტში აღნიშნული მოთხოვნის მიღებიდან 3 დღის განმავლობაში ბიურო უზრუნველყოფს მითითებული ინფორმაციის ატვირთვას ინტერპოლის ავტომატურ საშუალებათა ძებნის ბაზაში, ასევე ინფორმაცია შეიძლება მიეწოდოს საქმისმწარმოებელი ორგანოს მიერ მითითებულ იმ ქვეყნებს, სადაც სავარაუდოდ იქნა გადაყვანილი ავტოსატრანსპორტო საშუალება, ან ყველა უცხო ქვეყნის ინტერპოლის ბიუროს.
11. საერთაშორისო ძებნაში გადაცემული ავტოსატრანსპორტო საშუალების შესახებ უცხო ქვეყნის ინტერპოლის ბიუროებიდან რაიმე ინფორმაციის შემოსვლის შემთხვევაში ბიურო გზავნილისათვის მინიჭებული გრიფის შესაბამისად, მაგრამ არა უგვიანეს 3 დღისა, აცნობებს გამოძიებისმწარმოებელ ორგანოს.
12. საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ავტოსატრანსპორტო საშუალების ქვეყნის ფარგლებს გარეთ აღმოჩენის შემთხვევაში მისი დაბრუნების პროცედურის ინფორმაციული და დოკუმენტური უზრუნველყოფა შესაძლებელია განხორციელდეს ინტერპოლის საინფორმაციო ქსელის საშუალები