1. ყვითელი ცირკულარის გამოცემის შუამდგომლობას უნდა დაერთოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) ცირკულარის გამოცემის საფუძველი (უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის ძებნა ან იმ პირის იდენტიფიცირება, რომელიც ვერ ახერხებს ვინაობის დასახელებას);

ბ) ინფორმაცია უგზო-უკვლოდ დაკარგული ან ვინაობადასადგენი პირის შესახებ;

გ) 2 ფერადი ფოტოსურათი;

დ) თითის ანაბეჭდები;

ე) გვარი და სახელი;

ვ) სხვა, მათ შორის, გამოგონილი გვარი და სახელი, თუ აქვს ასეთი;

ზ) სქესი;

თ) დაბადების თარიღი და ადგილი;

ი) ასევე სხვა დაბადების თარიღები, თუ ცნობილია;

კ) მამის სახელი და გვარი, ასევე სხვა სახელი და გვარი, თუ ცნობილია;

ლ) დედის ქალიშვილობის სახელი და გვარი, ასევე სხვა სახელი და გვარი, თუ ცნობილია;

მ) მოქალაქეობა;

ნ) ინფორმაცია პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების შესახებ (დასახელება, გაცემის დრო, ადგილი, მოქმედების ვადა, საიდენტიფიკაციო ნომრები);

ო) პროფესია;

პ) რომელ ენებს ფლობს;

ჟ) გარეგნული აღწერილობა (სიმაღლე, წონა, აღნაგობა, თმის ფერი, თვალის ფერი);

რ) განმასხვავებელი ნიშნები (ნაიარევი, ტატუირება, ამპუტირებული კიდური, ფიზიკური ნაკლი და სხვ.);

ს) კბილების განლაგება (ყველა აქვს თუ არა, დაზიანებული ხომ არ აქვს, ხომ არ უდგას პროთეზი და სხვ.);

ტ) დნმ-ის კოდი;

უ) სისხლის ჯგუფი;

ფ) ოჯახური მდგომარეობა;

ქ) მითითება ძებნილის დამახასიათებელ თვისებაზე: ხომ არ არის იგი მიდრეკილი თვითმკვლელობისადმი, ძალადობისადმი, ნარკოტიკების მოხმარებისადმი, ხომ არ არის სულიერად დაავადებული, ან ინფიცირებული რაიმე საშიში დაავადებით, შეიარაღებულია თუ არა და სხვა;

ღ) ქვეყნები, სადაც შესაძლებელია იმყოფებოდეს ძებნილი, ასევე მისამართი, თუ ცნობილია.

2. შუამდგომლობას უნდა დაერთოს პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვასთან დაკავშირებული ინფორმაცია:

ა) პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვის ან მისი აღმოჩენის გარემოებათა შესახებ;

ბ) მასზე არსებული ტანსაცმლისა და მისი მდგომარეობის შესახებ;

გ) ძვირფასეულობისა და სხვა სახის პირადი ნივთების შესახებ, რომლებიც თან ჰქონდა;

დ) ყველა სხვა დამატებითი ინფორმაცია;

ე) მისი აღმოჩენის ან ვინაობის დადგენის შემთხვევაში განსახორციელებელი ღონისძიებებ