მწვანე ცირკულარის გამოცემის შესახებ შუამდგომლობას უნდა დაერთოს შემდეგი ინფორმაცია ძებნილის შესახებ:

ა) 2 ფერადი ფოტოსურათი;

ბ) თითის ანაბეჭდები;

გ) გვარი და სახელი;

დ) სხვა, მათ შორის, გამოგონილი გვარი და სახელი, თუ აქვს ასეთი;

ე) სქესი;

ვ) დაბადების თარიღი და ადგილი;

ზ) ასევე სხვა დაბადების თარიღები, თუ ცნობილია;

თ) მამის სახელი და გვარი, ასევე სხვა სახელი და გვარი, თუ ცნობილია;

ი) დედის ქალიშვილობის სახელი და გვარი, ასევე სხვა სახელი და გვარი, თუ ცნობილია;

კ) მოქალაქეობა;

ლ) ინფორმაცია პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების შესახებ (დასახელება, გაცემის დრო, ადგილი, მოქმედების ვადა, საიდენტიფიკაციო ნომრები);

მ) პროფესია;

ნ) რომელ ენებს ფლობს;

ო) გარეგნული აღწერილობა (სიმაღლე, წონა, აღნაგობა, თმის ფერი, თვალის ფერი);

პ) განმასხვავებელი ნიშნები (ნაიარევი, ტატუირება, ამპუტირებული კიდური, ფიზიკური ნაკლი და სხვ.);

ჟ) დნმ-ის კოდი;

რ) ქვეყნები, სადაც შესაძლებელია იმყოფებოდეს ძებნილი, ასევე მისამართი, თუ ცნობილია;

ს) დამატებითი ინფორმაცია ძებნილის შესახებ (კრიმინალური წარსული, ჩადენილი დანაშაულის დეტალები);

ტ) მითითება ძებნილის დამახასიათებელ თვისებაზე: ხომ არ არის იგი მიდრეკილი თვითმკვლელობისადმი, ძალადობისადმი, ნარკოტიკების მოხმარებისადმი, ხომ არ არის სულიერად დაავადებული, ან ინფიცირებული რაიმე საშიში დაავადებით, შეიარაღებულია თუ არა და სხვა;

უ) ინფორმაცია პირის კრიმინალური საქმიანობის შესახებ;

ფ) ძებნილი პირის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის ფაბულა (დანაშაულის ჩადენის დრო, ადგილი, ვითარება, საქმის მოკლე მიმოხილვა);

ქ) ინფორმაცია თანამონაწილეების შესახებ, მათი არსებობის შემთხვევაშ