შავი ცირკულარის გამოცემის შუამდგომლობას უნდა დაერთოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) თითის ანაბეჭდები;

ბ) რა გარემოებაში იქნა აღმოჩენილი გვამი (დრო, ადგილი);

გ) სავარაუდო გარდაცვალების თარიღი;

დ) გვამის აღწერილობა;

ე) სქესი;

ვ) მისი ეთნიკური კუთვნილება, წარმომავლობა, ეროვნება და სხვა;

ზ) სავარაუდო ასაკი;

თ) გარეგნული აღწერილობა (სიმაღლე, წონა, აღნაგობა, თმის ფერი, თვალის ფერი);

ი) განმასხვავებელი ნიშნები (ნაიარევი, ტატუირება, ამპუტირებული კიდური, ფიზიკური ნაკლი და სხვ.);

კ) კბილების განლაგება (ყველა აქვს თუ არა, დაზიანებული ხომ არ აქვს, ხომ არ უდგას პროთეზი და სხვ.);

ლ) დნმ-ის კოდი;

მ) სისხლის ჯგუფი;

ნ) მასზე არსებული ტანსაცმლისა და მისი მდგომარეობის შესახებ;

ო) ძვირფასეულობისა და სხვა სახის პირადი ნივთების შესახებ, რომლებიც თან ჰქონდ