ნარინჯისფერი ცირკულარის გამოცემის შესახებ შუამდგომლობას უნდა დაერთოს შემდეგი მონაცემები:

ა) რა სახის გადაკეთებული და/ან შენიღბული ცეცხლსასროლი იარაღი, ასაფეთქებელი ნივთიერება ან სხვა საფრთხის შემცველი მასალა იქნა აღმოჩენილი;

ბ) რა ვითარებაში და ვის მიერ იქნა აღმოჩენილი;

გ) ვისთვის შეიძლება იყოს სახიფათო აღმოჩენილი გადაკეთებული ცეცხლსასროლი იარაღი, ასაფეთქებელი ნივთიერება ან სხვა საფრთხის შემცველი მასალა;

დ) აღმოჩენილი გადაკეთებული ცეცხლსასროლი იარაღის, ასაფეთქებელი ნივთიერების ან სხვა საფრთხის შემცველი მასალის ზუსტი აღწერილობა და ასევე ფოტოსურათები, თუ შესაძლებელია;

ე) ასევე შუამდგომლობის ინიციატორის ხელთ არსებული ყველა სხვა ინფორმაცია, რომელიც შეეხება აღმოჩენილ გადაკეთებულ ცეცხლსასროლ იარაღს, ასაფეთქებელ ნივთიერებას ან სხვა საფრთხის შემცველ მასალა