1. ინტერპოლის წევრი ქვეყნების სამართალდამცავი ორგანოების მიერ ბრალდებულთა, მსჯავრდებულთა ძებნის, ადგილმდებარეობის დადგენის, დაკავების, ექსტრადიციის, ასევე უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ძებნის, მათ შესახებ ინფორმაციის მოძიების, ინტერპოლის წევრი ქვეყნებისათვის იმ პირებზე, რომლებმაც შესაძლებელია დანაშაული ჩაიდინონ მათ ტერიტორიაზე, ინფორმაციის მიწოდების, ამოუცნობი გვამის ვინაობის დადგენის ხელშეწყობისა და ეფექტიანი მუშაობისათვის, შენიღბული იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერების შესახებ შესაბამისი მოთხოვნისა და ინფორმაციის მიწოდების, დანაშაულის ჩადენის, საშუალებების, ხერხების და მეთოდების შესახებ ინფორმაციის შეგროვების და გავრცელების შემთხვევაში გენერალური სამდივნო გამოსცემს შუამდგომლობის შესაბამისი ფერის სპეციალურ ნიშანს – ცირკულარს.
2. ბიუროს მოთხოვნის საფუძველზე გენერალური სამდივნო გამოსცემს:
ა) წითელ ცირკულარს – ბრალდებულის ან მსჯავრდებულის დაკავებისა და ექსტრადიციის მიზნით;
ბ) ლურჯ ცირკულარს – პირის იდენტიფიკაციის, კრიმინალური წარსულის ან ადგილმდებარეობის დადგენის მიზნით;
გ) მწვანე ცირკულარს – იმ პირზე ინფორმაციის გამოქვეყნების მიზნით, რომელმაც შეიძლება ჩაიდინოს დანაშაული სხვადასხვა ქვეყანაში;
დ) ყვითელ ცირკულარს – უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის ან იმ პირის შესახებ ინფორმაციის მოპოვების მიზნით, რომელიც ვერ ახერხებს საკუთარი ვინაობის დასახელებას;
ე) შავ ცირკულარს – ამოუცნობი გვამის იდენტიფიკაციის მიზნით;
ვ) ნარინჯისფერ ცირკულარს – პოლიციის, სხვა სახელმწიფო ორგანოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის ინფორმაციის მიწოდებას პოტენციური საფრთხის შესახებ, რომელიც შეიძლება წარმოიშვას შენიღბული ცეცხლსასროლი იარაღიდან, ასაფეთქებელი ნივთიერებებიდან ან სხვა საფრთხის შემცველი მასალებიდან;
ზ) იასამნისფერ ცირკულარს - დანაშაულის ჩადენის ხერხების, საშუალებების, მეთოდების და საქმის გარემოებების გავრცელების მიზნით.
3. საქართველოს მთავარი პროკურატურა შუამდგომლობით მიმართავს ბიუროს გენერალური სამდივნოს მეშვეობით წითელი ცირკულარის გამოცემის შესახებ, როდესაც პირი იძებნება დაკავებისა და ექსტრადიციის მიზნით. ლურჯი, მწვანე, ყვითელი, შავი, ნარინჯისფერი და იასამნისფერი ცირკულარების გამოცემის მოთხოვნა ასევე შეუძლია სხვა საქმის მწარმოებელ უფლებამოსილ ორგანოს/თანამდებობის პირს.
4. წითელი, ლურჯი, მწვანე, ყვითელი, შავი, ნარინჯისფერი, იასამნისფერი ცირკულარის გამოცემის შესახებ შუამდგომლობას შეძლებისდაგვარად უნდა დაერთოს 21-ე, 22-ე, 23-ე, 24-ე, 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლებით გათვალისწინებული, მოთხოვნის ინიციატორის ხელთ არსებული სრული ინფორმაცი