1. ინტერპოლის წევრი ქვეყნების უფლებამოსილი სამართალდამცავი ორგანოები/თანამდებობის პირები ბრალდებულთა, მსჯავრდებულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ძებნის მოთხოვნით საკუთარი ქვეყნის ინტერპოლის ბიუროს მეშვეობით მიმართავენ ბიუროს.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული პირების ძებნაზე კონტროლს ახორციელებს ბიურო.

3. ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა ძებნის შესახებ მოთხოვნის მიღების შემთხვევაში ბიურო ამოწმებს:

ა) შეიცავს თუ არა წარმოდგენილი შუამდგომლობა ძებნის გამოსაცხადებლად საჭირო ინფორმაციას;

ბ) ქმედება, რომლის ჩადენაშიც ბრალი ედება ან რომლისთვისაც მსჯავრდებულია ძებნილი, არის თუ არა დასჯადი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით;

გ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად ხომ არ არის სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის საფუძველი.

4. თუ ძებნის განხორციელების შესახებ მოთხოვნაში მითითებულია ძებნილის სავარაუდო ადგილსამყოფელი, ბიურო უფლებამოსილ ორგანოებს უგზავნის მოთხოვნას შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების შესახებ ძებნილის ადგილსამყოფლის დადგენის ან მისი დაკავების შემდგომი ექსტრადიციის მიზნით. ბიურო შუამდგომლობასთან ერთად უფლებამოსილ ორგანოს უგზავნის მის ხელთ არსებული ყველა დოკუმენტის ასლს, რომელიც საჭიროა მოთხოვნილი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განსახორციელებლად. ღონისძიების შედეგი დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ბიუროს.

5. ადგილსამყოფლის დადგენის მიზნით ძებნილი ბრალდებულის ან მსჯავრდებულის აღმოჩენის შემთხვევაში, ინფორმაციის მომპოვებელი ორგანო დაუყოვნებლივ აცნობებს ბიუროს. აღნიშნული ინფორმაციის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში ბიურო აცნობებს ამის შესახებ შუამდგომლობით მომმართველ უცხო ქვეყნის ინტერპოლის ბიუროს და სთხოვს დაზუსტებას, თუ რა ზომები უნდა იქნეს მიღებული აღმოჩენილ ძებნილთან დაკავშირებით. ბიურო უცხო ქვეყნის ინტერპოლის ბიუროდან პასუხის მიღების შემთხვევაში, გზავნილისათვის მინიჭებული გრიფის შესაბამისად, მაგრამ არა უგვიანეს 24 საათისა, აცნობებს ამის თაობაზე უშუალოდ იმ ორგანოს, რომლიდანაც შემოვიდა ინფორმაცია ძებნილი პირის შესახებ.

6. დაკავებისა და ექსტრადიციის მიზნით საერთაშორისო ძებნაში მყოფი პირის აღმოჩენის შემთხვევაში, უფლებამოსილი ორგანო აკავებს პირს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად და ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს ბიუროს.

7. ძებნილის დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, ბიურო დაუყოვნებლივ აცნობებს ძებნის ინიციატორ უცხო ქვეყნის ინტერპოლის ბიუროს და ითხოვს დაკავებულის ძებნასა და მის ექსტრადიციაზე მოთხოვნის დადასტურებას. აღნიშნულ მოთხოვნაზე პასუხის მიღებისთანავე ბიურო მითითებულ ინფორმაციას დაუყოვნებლივ აწვდის უშუალოდ იმ დანაყოფს, რომელმაც დააკავა ძებნილი, ასევე შესაბამის პროკურატურას.

8. გენერალური სამდივნოდან ან უცხო ქვეყნის ინტერპოლის ბიუროდან ძებნის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის შემოსვლის შემთხვევაში, ბიურო 3 დღეში აცნობებს შესაბამის ორგანოებს, რათა შეწყდეს ბრალდებულის, მსჯავრდებულის ან უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის ძებნა საქართველოს ტერიტორიაზ