1. პირის უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ და გარდაცვალების ფაქტის დადგენის საქმეებზე კომპეტენტური არის იმ ხელშემკვრელი მხარის იუსტიციის დაწესებულებები, რომლის მოქალაქეც იყო პირი იმ დროს, როდესაც უკანასკნელი მონაცემებით იგი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, ხოლო სხვა პირების მიმართ - იმ ხელშემკვრელი მხარის იუსტიციის დაწესებულებები, სადაც პირს ჰქონდა უკანასკნელი საცხოვრებელი ადგილი.

2. თითოეული ხელშემკვრელი მხარის იუსტიციის დაწესებულებებს შეუძლიათ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად აღიარონ სხვა ხელშემკვრელი მხარის მოქალაქე ან მის ტერიტორიაზე მცხოვრები სხვა პირი, ასევე დაადგინონ მისი გარდაცვალების ფაქტი მის ტერიტორიაზე მცხოვრებ დაინტერესებულ პირთა შუამდგომლობით, რომელთა უფლებები და ინტერესებიც ეფუძნება ამ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობას.

3. პირის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების ან გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ და გარდაცვალების ფაქტის დადგენის საქმეთა განხილვისას, ხელშემკვრელ მხარეთა იუსტიციის დაწესებულებები სარგებლობენ თავიანთი სახელმწიფოს კანონმდებლობით.

ნაწილი III. საოჯახო საქმეე