1. ქორწინების შეწყვეტის შესახებ საქმეებში, 28-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისას, კომპეტენტურია იმ ხელშემკვრელი მხარის დაწესებულება, რომლის მოქალაქეებიც აღნიშნული მეუღლეები არიან განაცხადის შეტანის მომენტისათვის. თუ განცხადების შეტანის მომენტისათვის ორივე მეუღლე ცხოვრობს სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, კომპეტენტურია აღნიშნული ხელშემკვრელი მხარის დაწესებულებაც.

2. ქორწინების შეწყვეტის შესახებ საქმეებზე, 28-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისას, კომპეტენტური იმ ხელშემკვრელი მხარის დაწესებულება, რომლის ტერიტორიაზეც ცხოვრობს ორივე მეუღლე. თუ ერთ-ერთი მეუღლე ცხოვრობს ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, ხოლო მეორე - მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, ქორწინების შეწყვეტის შესახებ საქმეებზე კომპეტენტურია ორივე ხელშემკვრელი მხარის დაწესებულებები, რომელთა ტერიტორიაზეც ცხოვრობენ მეუღლეებ