1. მშობლებისა და შვილების ურთიერთობა განისაზღვრება იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც მუდმივად ცხოვრობენ ბავშვები.

2. სრულწლოვანი შვილებისგან ალიმენტების ამოღების საქმეებზე გამოიყენება იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობა, რომლის ტერიტორიაზეც საცხოვრებელი ადგილი აქვს იმ პირს, ვინც გამოთქვამს პრეტენზიას ალიმენტების მიღებაზე.

3. მშობლებისა და შვილების ურთიერთობების საქმეებზე კომპეტენტურია იმ ხელშემკვრელი მხარის სასამართლო, რომლის კანონმდებლობაც გამოიყენება წინამდებარე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვი