1. შვილები მოვალენი არიან იზრუნონ მშობლებისათვის და დაეხმარონ მათ.
2. სრულწლოვანი შრომისუნარიანი შვილები მოვალენი არიან არჩინონ შრომისუუნარო მშობლები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ.
3. შვილები შეიძლება გათავისუფლდნენ მშობლების რჩენის მოვალეობისაგან, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მშობლები თავს არიდებდნენ მშობლის მოვალეობის შესრულებას.
4. მშობელი, რომელსაც ჩამორთმეული აქვს მშობლის უფლება, კარგავს შვილებისაგან ალიმენტის მოთხოვნის უფლებას.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(57)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა: 40 გადაწყვეტილება 57-დან.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №ას-712-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.07.2026
პალატამ ყურადღება გაამახვილა სამოქალაქო კოდექსის 1218-ე მუხლზე (შვილები მოვალენი არიან იზრუნონ მშობლებისათვის და დაეხმარონ მათ. სრულწლოვანი შრომისუნარიანი შვილები მოვალენი არიან არჩინონ შრომისუუნარო მშობლები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ.
საქმე №ას-1340-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.03.2025
…რ.ა–ძის - სასარგებლოდ მოპასუხეზე სარჩოს დაკისრებასთან მიმართებით, სააპელაციო პალატამ შენიშნა, რომ სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებს წარმოადგენდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1006-ე მუხლის პირველი ნაწილი, 1212-ე მუხლი და 1218-ე მუხლის პირველი ნაწილი. პალატამ გაიზიარა გორის რაიონული სასამართლოს დასკვნა, რომ ვინაიდან სარჩენმა - არასრულწლოვანმა მ.ა–ძემ მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად დაკარგა მარჩენალი, მოპასუხე ვალდებულია, სარჩოს დაწესებით აუნაზღაუროს სარჩენს ის ზიანი, რაც სამედიცინო დაწესებულების ქმედების შედეგად მიადგა.
საქმე №ას-39-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.02.2024
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ი) 1218-ე და 1219-ე მუხლებზე, რომლითაც დადგენილია შვილების მატერიალურ პასუხისმგებლობის ელემენტები მშობლების მიმართ.
საქმე №ას-246-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.10.2022
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1218-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიიჩნია, რომ ქართულ საზოგადოებაში არსებული წეს-ჩვეულებებისა და დამკვიდრებული მოსაზრებების გათვალისწინებით, მოპასუხის ზემოაღნიშნული მოქმედებები დედის მიმართ, რომელმაც მთელი თავისი ქონება შვილს აჩუქა, დიდი უმადურობის გამოხატვად უნდა ჩაითვალოს.
საქმე №ას-1174-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.06.2021
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელისა და მოპასუხის მამის მფლობელობიდან საცხოვრებელი ბინის გამოთხოვა გამოიწვევდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1218-ე მუხლით დადგენილი მშობლის მიმართ შვილის ზრუნვისა და რჩენის ვალდებულების დარღვევას.
საქმე №ას-50-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.03.2021
საქმე №ას-1061-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.02.2021
საქმე №ას-504-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.11.2020
საქმე №ას-1445-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.07.2020
საქმე №ას-883-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.09.2019
მუხლი 29. მშობლებისა და შვილების სამართალურთიერთობანი— ხელშეკრულება საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 1218, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-1218/