განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210016001629527
საქმე №2ბ/5602-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
15 მაისი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე- მაია სულხანიშვილი
მოსამართლეები - გოდერძი გიორგიშვილი
ბესარიონ ტაბაღუა
სხდომის მდივანი _ ნატო მახარაშვილი
აპელანტი – ზ---- ჩ-----–ი
წარმომადგენელი - ც------ი ო----ი
მოწინააღმდეგე მხარე _ ი-–-------- ჩ-----–ი
წარმომადგენელი - თ----- უ-------–--ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა
1. აპელანტის მოთხოვნა
გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილებით ი-–-------- ჩ-----–ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ზ---- ჩ-----–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა ქ-------–--–-------------–------------------------–---–------------------------ში მდებარე უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი N 8-----------) და აღნიშნული ქონება თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრე ი-–-------- ჩ-----–ს. ი-–-------- ჩ-----–ის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ არ დაკმაყოფილდა. ზ---- ჩ-----–ის სარჩელი უძრავი ქონების ჩაუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით, არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2.1 საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენი-–--, რომ ქ-------–--–-------------–------------------------–---–------------------------ში მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით N8-----------, მიწის ნაკვეთი: 1052 კვ.მ., შენობა-ნაგებობა N1 მშენებარე, რეგისტრირებულია ი-–-------- ჩ-----–ის საკუთრებად. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: 1) თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 აპრილის N2/2-----15 გადაწყვეტილება; უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება გაფორმების თარიღი 11/09/2013 (ტომი 1, ს.ფ. 18-19);
2.2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2013 წლის 11 სექტემბერს დამოწმებული ჩუქების ხელშეკრულებით დადგენი-–--, რომ ქ. თბილისში, დიდი ლილო, ვ---------–------------------------–---ში, მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით N8----------- ზ---- ჩ-----–მა უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცა ი-–-------- ჩ-----–ს (ტომი 1, ს.ფ. 90-91)
2.3 დადგენი-–--, რომ ი-–-------- ჩ-----–ი (დაბ. 0---------წ.) არის ზ---- ჩ-----–ის და 2013 წლის 19 აგვისტოს გარდაცვლილი ი--- ს-------------ას შვილი (ტომი 1, ს.ფ. 20-21; 31). ს.ს.ი.პ. სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სოციალური მომსახურების ცენტრის გადაწყვეტილებით არასრულწლოვან ი-–-------- ჩ-----–ის მზრუნველად დანიშნული იყო ბებია - ი----ა ს-------------ა (ტომი 1, ს.ფ. 20-22).
2.4 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით არასრულწლოვან ი-–-------- ჩ-----–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ზ---- ჩ-----–ს შეეზღუდა ი-–-------- ჩ-----–ის მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი უფლება არდადეგების პერიოდში საზღვარგარეთ გამგზავრების და ამ მიზნით ბავშვისათვის პასპორტის მიღებაზე თანხმობის გაცემის, ავტომანქანის გასასხვისებლად თანხმობის გაცემის და მისთვის განკუთვნილი მარჩენალდაკარგულის პენსიის მიღების ნაწილში. სასარჩელო მოთხოვნა მშობლის წარმომადგენლობითი უფლების სხვა ნაწილში შეზღუდვის შესახებ არ დაკმაყოფილდა (ტომი 2, ს.ფ. 20-28).
2.5 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ი-–-------- ჩ-----–ის სარჩელი, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისში, ვ---------–------------------------–---ში N8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე დადებული ხელშეკრულება ზ---- ჩ-----–ს, როგორც არასრულწლოვან ი-–-------- ჩ-----–ის წარმომადგენელს და ზ---- ჩ-----–ს შორის, ი-–-------- ჩ-----–ი ცნობილი იქნა აღნიშნული ქონების მესაკუთრედ. მოპასუხე ზ---- ჩ-----–ს შეეზღუდა არასრულწლოვანი შვილის 1999 წლის 06 აპრილს დაბადებული ი-–-------- ჩ-----–ის მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი უფლება სრულად. სარჩელი არ დაკმაყოფილდა ზ---- ჩ-----–ისათვის არასრულწლოვან შვილთან ი-–-------- ჩ-----–თან ურთიერთობის უფლების შეზღუდვის ნაწილში (ტომი 1, ს.ფ. 27-45).
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.6 დადგენი-–--, რომ ქ-------–--–-------------–------------------------–---–------------------------ში მდებარე უძრავი ქონებას საკადასტრო კოდით N8----------- ფლობს ზ---- ჩ-----–ი. მოპასუხეს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას ფლობს კანონიერად. სასამართლოს შეფასებით, არ არსებობს კანონისმიერი საფუძველი მესაკუთრის მხრიდან რაიმე შებოჭვისათვის მოპასუხესთან მიმართებაში.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.7 სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის მიხედვით მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
2.8 სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
2.9 სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლებზე, აღნიშნული მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
სასამართლომ შენიშნა, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენი-–--, რომ ქ-------–--–-------------–------------------------–---–------------------------ში მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით N8-----------, მიწის ნაკვეთი: 1052 კვ. მ., შენობა-ნაგებობა N1 მშენებარე რეგისტრირებულია ი-–-------- ჩ-----–ის საკუთრებად. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე იყო მესაკუთრე, ხოლო მოპასუხეს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ უძრავ ქონებას ფლობდა კანონიერად. მხარეთა შორის არ არსებობდა რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხესთან მიმართებაში. ამასთან, არ არსებობდა არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის და შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილი იყო სრულყოფილად განეხორციელებინა საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები. სასამართლომ აგრეთვე მიუთითა, რომ იგივე მხარეებს შორის სხვა სამოქალაქო საქმეებზე მიღებული და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენი-–--, რომ მხარეთა შორის არსებობს დაძაბული და არაჯანსაღი დამოკიდებულება (ტომი 2, ს.ფ. 20-28, 40-46; 144-145), რაც გამორიცხავდა მათი ერთად ცხოვრების შესაძლებლობას.
2.10 სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის მიხედვით მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ი-–-------- ჩ-----–ის სარჩელის უნდა დაკმაყოფილებულიყო, ზ---- ჩ-----–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ ყოფილიყო ქ-------–--–-------------–------------------------–---–------------------------ში მდებარე უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი N 8-----------) და აღნიშნული ქონება თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრე ი-–-------- ჩ-----–ს.
რაც შეეხება ზ---- ჩ-----–ის სარჩელს ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების შესახებ, სასამართლომ მიიჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო შემდეგ გარემოებათა გამო:
2.11 სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ. სასამართლომ განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილი, რომლის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. სასამართლომ განმარტა, რომ ზემოთაღნიშნული ნორმა ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების ერთ-ერთ ფაქტობრივ წინაპირობად აწესებს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ დასაჩუქრებულის მხრიდან გამოჩენილ დიდ უმადურობას. თავისთავად ,,დიდი უმადურობა“ შეფასებითი კატეგორიაა, რასაც განსაზღვრავს სასამართლო გარემოებათა ურთიერთშეჯერების შედეგად. ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებას იწვევს არა ყოველგვარი შეურაცხყოფა და უმადურობა, არამედ დასაჩუქრებულის ისეთი ქცევა, რაც საფრთხეს უქმნის საზოგადოების ზნეობრივ საფუძველს. მსგავსი მოთხოვნის შემთხვევაში, მოსარჩელე განსაზღვრავს, თუ რომელ ქმედებას მიიჩნევს უმადურობად ან შეურაცხყოფად. განსახილველ შემთხვევაში, ზ---- ჩ-----–მა, ამგვარ ქმედებად მიუთითა დასაჩუქრებულის მხრიდან უძრავი ქონების მისი მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ მოთხოვნა, რაც არ წარმოადგენს ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძველს. სასამართლომ მიუთითა საკასაციო სასამართლოს 2013 წლის 05 ნოემბრის Nას-62-59-2012 გადაწყვეტილებზე, რომელშიც განმარტებულია, რომ სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის საფუძველზე, დასაჩუქრებული იძენს საკუთრების უფლებას ნაჩუქარ ქონებაზე, შესაბამისად, იგი უფლებამოსი-–--, სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლით გათვალისწინებულ ფარგლებში ფლობდეს, ისარგებლოს ან განკარგოს ნაჩუქარი ქონება, მას ასევე შეუძლია, არ დაუშვას სხვა პირების მიერ მისი კუთვნილი ქონებით სარგებლობა. „სხვა პირებში“ ამ შემთხვევაში, გამჩუქებელიც შეიძლება მოიაზრებოდეს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამგვარი სარგებლობა ჩუქების ხელშეკრულების მხარეთა მიერ წინასწარაა შეთანხმებული. დასაჩუქრებულის მოთხოვნა, რომ არ დაუშვას თავისი საკუთრებით სარგებლობა, უმადურობად ან შეურაცხყოფად ვერ შეფასდება. დაუშვებელია დასაჩუქრებულის უფლებებისა და კანონიერი ინტერსების არათანაზომიერი შეზღუდვა გამჩუქებლის სურვილით და ჩუქების გაუქმების შესაძლებლობის არაკეთილსინდისიერად რეალიზებით. სასამართლომ შენიშნა, რომ მოსარჩელე ზ---- ჩ-----–მა ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძვლად ასევე მიუთითა, რომ ი-–-------- ჩ-----–ის მხრიდან ადგილი ჰქონდა შეურაცხყოფას, ი-–-------- ჩ-----–ის განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა ზ---- ჩ-----–ი სამსახურიდან, მაგრამ აღნიშნული გარემოებები საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა. რაც შეეხება მხარეთა მიერ მითითებულ გარემოებებს, თუ ვის მიერ და რა სახსრებით იქნა შეძენილი მიწის ნაკვეთი და აშენებული საცხოვრებელი სახლი, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნულს განსახილველი დავისათვის მნიშვნელობა არ ჰქონდა. ამდენად, სასამართლოს აზრით, ზ---- ჩ-----–ის მიერ ვერ იქნა მითითებული და დადასტურებული ის გარემოებები, რაც შეიძლება 2013 წლის 11 სექტემბერს მხარეებს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძველი გამხდარიყო, შესაბამისად, ზ---- ჩ-----–ის სარჩელი ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
2.12. სასამართლომ იმსჯელა აგრეთვე ი-–-------- ჩ-----–ის შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ და იგი არ დააკმაყოფილა, შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე1” ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ. სასამართლომ განმარტა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლი, რომლის მიხედვით, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება. სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირებს მის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტს, თუმცა კანონმდებლობა გამონაკლისს უშვებს, რა დროსაც შესაძლებელია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება. ასეთ დროს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიექცევა მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში ან ისეთი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურებისას, რომელთა დადგომა მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანს მიაყენებს. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 268-ე მუხლის პირველ ნაწილზე რომელიც განსაზღვრავს კონკრეტული დავების ჩამონათვალს, როდესაც კანონიერ ძალაში შესვლამდე დასაშვებია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიმართვა, ხოლო ,,ზ” ქვეპუნქტით გაფართოებულია ამ გარემოებათა წრე და სასამართლოს ენიჭება უფლებამოსილება, მხარის თხოვნის საფუძველზე დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიაქციოს ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას. ასეთ შემთხვევაში, შუამდგომლობის დაკმაყოფილების საკითხი სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებული და, როგორც წესი, სასამართლო საკითხს წყვეტს საქმის გარემოებების ყოველმხრივი ანალიზის და იმ შესაძლო რისკების გონივრულ ფარგლებში შეფასებით, რაც შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარს შეიძლება მოჰყვეს. სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მე-3 ნაწილი რომლის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას. სასამართლოს შეფასებით, განსახილველ შემთხვევაში, არ იყო დასაბუთებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის აუცილებლობა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების არარსებობა, რის გამოც შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3.1 აპელანტის განმარტებით, ი-–-------- ჩ-----–ი მართალია არის ქონების მესაკუთრე, მაგრამ ის არის არასრულწლოვანი, აქვს მშობლის მიმართ მოვალეობები, რომელთა გათვალისწინებითაც მას არა აქვს უფლება სახლიდან გამოაგდოს საკუთარი მამა, რომელმაც აუშენა ეს სახლი და რომელსაც მის გარდა არავინ სხვა არ გააჩნია, რაც ყველაზე მთავარია, აბსოლუტურად უმიზეზოდ - ის ხომ ვერ ასახელებს რაიმე რეალურ მიზეზს, რატომ ექცევა მამას ასე სასტიკად. აპელანტის შეფასებით, სამოქალაქო კოდექსი შვილსაც ისევე ავალდებულებს მშობლებზე ზრუნვას, როგორც მშობლებს შვილებზე - შვილები მოვალენი არიან იზრუნონ მშობლებზე და დაეხმარონ მათ და საფუძველსაა მოკლებული სასამართლოს მითითება იმაზე, რომ „უფლების სასამართლო წესით დაცვა არ შეიძლება ჩაითვალოს „უმადურობად“.
3.2. აპელანტი მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 1218-ე მუხლის 1 პუნქტზე, რომლის მიხედვითაც შვილები მოვალენი არიან იზრუნონ მშობლებზე და დაეხმარონ მათ; აპელანტის განმარტებით, სასამართლომ ი-–-------- ჩ-----–ის მიერ, უმდადურობის გამომხატველ ფაქტებად არ აღიარა შემდედგი გარემოებები:
1. მაშინ როცა ცოლის გარდაცვალების შემდეგ ფინანსების გარეშე დარჩენილმა ზ---- ჩ-----–მა ერთ წელიწადში შეძლო მისი და ს-------------ების პრეტენზიის დაკმაყოფილება და სასამართლო პროცესზე, სხდომის მსვლელობისას, მოსამართლის თვალწინ, შვილს სახლის გასაღები გადასცა, სთხოვა სახლში დაბრუნებულიყო და შეეწყვიტა ეს უაზრო დაუსრულებელი ჩივილები, ის მაინც ბებიასთან დარჩა და გააგრძელა მისი ბრძანებების შესრულება;
2. 2015 წლის დეკემბერში სასამართლოში შეტანილ განცხადებაში ი-–--მ მოითხოვა მამას შეზღუდვოდა მასთან ურთიერთობის უფლება, არ ეცხოვრა მის სახლში ან რაიმე სათავსოში.
3. 2015 წლის დეკემბერში ხელფასი მთლიანდა სახლის ჭერის გადასახურად გადაიხადა ზ---- ჩ-----–მა და მხოლოდ და მხოლოდ 10 დღით დააგვიანა ი-–--სთვის ალიმენტის გადახდა, მან მამის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა მოითხოვა; პროკურატურა თანახმა იყო საქმის შეწყვეტაზე ალიმენტის დაკისრების გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ, მაგრამ ი-–--მ და მისმა ბებიამ ისეთი მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს საქმის შეწყვეტას, რომ სიღნაღის სასამართლომ ზ---- ჩ-----–ს განაჩენი გამოუტანა და სისხლის სამართლის დამნაშავედ სცნო ის ს.ს.კ. 176 მუხლით, როგორც ჯიუტად ალიმენტის არ გადამხდელი; მხოლოდ და მხოლოდ ალიმენტის ერთჯერადად 10 დღით დაგვიანებით გადახდისთვის;
4. აპელანტის განმარტებით, ამავე პროცესმა შეიწირა ზ---- ჩ-----–ის სამსახურიც, რადგანაც მისი დირექტორი და ბუღალტერი, პროკურატურამ დედოფლისწყაროში ატარეს დაკითხვებზე, ამას დაემატა დაუსრულებელი ბრალდებები და საჩივრები, რომელთა გამოც ზ---- ჩ-----–ს სამსახურის გაცდენა უწევდა და ის სამსახურიდან გაანთავისუფლეს და დღემდე უმუშევარია ამდენი კრედიტების მქონე ადამიანი და ეს შვილმა გაუკეთა.
5. 2016 წლის თებერვალში ზ---- ჩ-----–ი შვილის სანახავად სკოლაში მივიდა და ითხოვა მოწმეების თანდასწრებით შვილს დალაპარაკებოდა, ი-–--მ უარი თქვა მასთან დალაპარაკებაზე, ერთ კვირაში კი ტყუილებით სავსე განცხადება შეიტანა ძველი თბილისის პოლიციის განყოფილებაში, სდაც უთითებდა, რომ დაეკავებინათ ზ---- ჩ-----–ი, რამდენადაც იგი მასზე ახდენდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას.
6. 2016 წლის მარტში მიმდინარე რიგით სასამართლო სხდომაზე პირდაპირ მიაყენა შეურაცხყობა მამას, დააბრალა მას წარმოუდგენელი ტყუილები, ისეთი შეურაცხყოფა მიაყენა ი-–--მ იმ დღეს ზ---- ჩ-----–ს და მის წარმომადგენელს, რომ ორივეს მდგომარეობიდან გამოსაყვანად მანდატურებს სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება დაჭირდათ, რომელმაც მათი კლინიკაში გადაყვანა მოითხოვა;
7. აპელანტის განმარტებით, ს-------------ები სასამართლო სხდომებზე ხშირად ამბობდნენ, რომ მათ უყიდეს შვილს ხ-------–ი სახლი, რაც არ შეესაბამება სიმართლეს და მათ მიერ სახლიდან გამოგდების და 2 წელი ქირით ცხოვრების შემდეგ, 4500 დოლარად ზ----მ და მისმა მეუღლემ ქ. ხ-------–ი ეზო იყიდეს ხის სახლით, რომლის ადგილზეც ზ---- ჩ-----–მა თვითონ ააშენა სახლი, ს-------------ებს მის აშენებაში არანაირი წვლილი არ მიუძღვით, თუნდაც იმიტომ რომ მათი შვილი მათ წლობით არ ელაპარაკებოდა სახლიდან გამოგდების გამო; აპელანტის განმარტებით, სახლი 2011 წელს 90 ათას დოლარად გაიყიდა და საქართველოში წამოვიდნენ საცხოვრებლად; სახლი ობიექტური მიზეზების გამო ი-–--ზე იყო გაფორმებული და რადგანაც ამ დროისთვის ის არასრულწლოვანი იყო, ხ-------ის აღმასკომმა გაყიდვისას მოითხოვა გარანტიები, რომ მას საქართველოში ანალოგიური საცხოვრებელი დახვდებოდა, ამიტომ ზ---- ჩ-----–ის მშობლებმა საკუთარი სახლი (დ--------–--–------------------------------------–ი) დაუდეს გარანტად და ი-–--ს საცხოვრებლად, რომელიც ამ სახლშია ჩაწერილი და სახლიც საბოლოოდ მისი საკუთრება გახდება, რადგანაც ის ერთადერთი ვაჟი შვილიშვი-–-- ოჯახში; აპელანტი განმარტავს, რომ თბილისში მშენებარე სახლს, ხ-------ის აღმასკომის ვალდებულებები, მას საერთოდ არ ეხება, ამიტომ იმის მტკიცება, თითქოს ს-------------ებმა ხ-------–ი უყიდეს შვილს სახლი და ამიტომ თბილისის სახლი მათი უნდა იყოს, ან კიდევ იმიტომ რომ ხ-------ის აღმასკომის დადგენილება მოითხოვდეს ამას, აბსურდია.
8. აპელანტი მიუთითებს, რომ 2016 წლის 2 დეკემბერს ი-–--მ სარჩელი შეიტანა სასამართლოში სახლიდან მამის გამოსახლების მოთხოვნით და სახლზე ყადაღის მოხსნის მოთხოვნით, თან სასამართლოს მოატყუა, რომ სახლის გაყიდვას არ გეგმავს, მაშინ როცა 2016 წლის ოქტომბერში ს-------------ებმა უკვე აიღეს სოციალური სამსახურიდან ნებართვა ი-–--ზე რეგისტრირებული სახლის გაყიდვაზე და სახლის შეფასებაც უკვე გაკეთებული აქვთ, რა თქმა უნდა დაუსწრებლად; მის სრულწლოვნებამდე 5 თვის მოცდაც კი არ უნდოდათ ისე ჩქარობდნენ სახლის გაყიდვას ს-------------ები ი-–--ს დახმარებით. რაც შეეხება გამოსახლების მოთხოვნას, იქ უკვე სრულწლოვანი ი-–-- მამის სახლიდან გამოგდებას და უსახლკაროდ დატოვებას მოითხოვდა.
9. აპელანტის განმარტებით, როდესაც პირველი სარჩელი შეიტანეს სასამართლოში ს-------------ებმა ზ---- ჩ-----–ის წინააღმდეგ, ი-–--ს მამის სახლიდან წაყვანის შემდეგ, მხოლოდ იმის დაბრალება შესძლეს ზ---- ჩ-----–ისთვის, რომ ის არ მუშაობდა და უხარჯავდა შვილს პენსიას, ასევე - შეიძლებოდა მამას ი-–--ს უკრანაში წასვლაზე როდესმე უარი განეცხადებინა, აღნიშნული მოწმობს იმას, რომ ზ---- ჩ-----–ისთვის მშობლის უფლების შეზღუდვით სრუდათ მათ ქონების ხელში ჩაგდება.
10. აპელანტი უთითებს, რომ რამდენიმე სასამართლო სხდომაზე ი-–--მ ეჭვი გამოთქვა, რომ მისი დედის სიკვდილი მამის ბრალია. აპელანტის აზრით ეს არის მძიმე შეურაცხოფა მამისთვის, რის საფუძველიც, ბებიის ტყუილების გარდა, ი-–--ს საერთოდ არ გააჩნია;
აპელანტის განმარტებით, შვილის მხრიდან დიდი უმადურობაა: ყოველგვარი მიზეზის გარეშე მამისა სახლიდან გაგდება მაშინ, როცა ეს სახლი მამის აშენებულია, როდესაც შვილი მამას პროკურატურაში უჩივის იმის გამო რომ მის სანახავად და მოსაკითხად სკოლაში მივიდა, შვილი ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მამის მკვლელობას იჯერებს და მამას არ აძლევს საშუალებას რომ დაელაპარაკოს მაინც, თუ მთელი წელი საჩივრების წერის შემდეგ, მამის თხოვნაზე დაბრუნდეს სახლში, რომელიც მისთვის ააშენა და აძლევს გასაღებს, მაინც არ ბრუნდება სახლში. აპელანტის მოსაზრებით დაუშვებელია სამართლიანმა სასამართლომ აღნიშნული გარემოებები არ ჩათვალოს უმადურობად. ამასთან, აპელანტი მიუთითებს სამართლებრივ უსწორობებზე. კერძოდ, გამოსახლების საკითხი ისეა განხილული, თითქოს უცხო ადამიანები ედავებოდნენ ერთმანეთს, თანაც არა ნაჩუქარ, არამედ ნაყიდ ქონებას, რაც არასწორია; მაშინ როცა საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის საფუძველზე, დასაჩუქრებული იძენს საკუთრების უფლებას ნაჩუქარ ქონებაზე, შესაბამისად იგი უფლებამოსი-–-- სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლით გათვალისწინებულ ფარგლებში ფლობდეს, ისარგებლოს ან განკარგოს ნაჩუქარი ქონება, მას ასევე შეუძლია, არ დაუშვას სხვა პირების მიერ მისი კუთვნილი ქონებით სარგებლობა. ,,სხვა პირები" ამ შემთხვევაში გამჩუქებელიც შეიძლება მოიაზრებიოდეს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამგვარი სარგებლობა ჩუქების ხელშეკრულების მხარეთა მიერ წინასწარაა შეთანხმებული. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, ჩუქების ხელშეკრულების უსასყიდლო ხასიათის გათვალისწინებით, ქონების გამჩუქებელს იმგვარი უფლებები გააჩნია, რაც ვერ ექნება მაგალითად ნივთის გამყიდველს, აპელანტის განმარტებით აღნიშნული გარემოება არ გულისხმობს დასაჩუქრებულის საკუთრების შეზღუდვის შესაძლებლობას, თუ იგი თავის უფლებებს კეთილსინდისიერად და მართლზომიერად ახორციელებს. ი-–-- ჩ-----–ის უფლება და მოვალეობაა იზრუნოს საკუთარ მშობელზე და არ გამოაგდოს ის მისივე აშენებული და მისთვის ნაჩუქარი სახლიდან, რასაც ის არ ასრულებს; აპელანტი განმარტავს სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის პირველ პუნქტს, რომლის მიხედვითაც, ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ და მიუთითებს, რომ ამ პუნქტის არსებობის შემთხვევაში და იმ სიტუაციაში, როდესაც ი-–-- ჩ-----–მა თავისი მამა ჩააყენა, სასამართლოს მიერ უმადურობის საფუძველზე ჩუქების გაუქმებაზე უარის თქმა მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ შეუძლებელია რაიმე სიტუაციაში ამ მუხლით სარგებლობა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა (წარმომადგენელების) მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ ზ---- ჩ-----–ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის სრულყოფილად დასაბუთებული, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს საქმეზე ახალ გადაწყვეტილებას.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის სადავოს წარმოადგენს ის გარემოება, გამოვლინდა თუ არა ი-–-------- ჩ-----–ის მხრიდან მამის - ზ---- ჩ-----–ის მიმართ მძიმე შეურაცხყოფისა და დიდი უმადურობის ფაქტი, რაც შესაძლოა დაედოს საფუძვლად მხარეთა შორის 2013 წლის 11 სექტემბერს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობას.
სასამართლო განმარტავს, რომ სადაო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია.
წინამდებარე შემთხვევაში ზ---- ჩ-----–ის მიმართ უმადურობის, მუქარის, იძულების, შეურაცხყოფის მიყენებისა და ფსიქიკური ზეწოლის ფაქტის მტკიცება ეკისრება თავად აპელანტს და სწორედ მან უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები და დაამტკიცოს, რომ მოწინააღმდეგე მხარე შეურაცხყოფას ახორციელებს ან სხვაგვარად იჩენს უმადურობას. ამ გარემოების დამტკიცება შეიძლება მოწმის ჩვენებით, პოლიციის ორგანოში დაცული მასალებით, ოჯახური კონფლიქტის ამსახველი მტკიცებულებებით, განაჩენით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის მასალებითა ან სხვა ნებისმიერი ისეთი მტკიცებულებით, რომელშიც ასახული იქნება ი-–-- ვ-----ჩ-----–ის მიერ აპელანტის მიმართ ზემოქმედება, შეურაცხყოფა ან სხვაგვარი უმადურობა. სასამართლომ განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა ან არარსებობა უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებებით. მის დამტკიცებაში მხარეები ერთმანეთს ეჯიბრებიან მტკიცებულებების წარდგენის გზით. ამიტომ მათ მიერ წარმოდგენილი და სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები, უნდა ქმნიდეს დამაჯერებელ შინაგან რწმენას ამა თუ იმ ფაქტის არსებობის შესახებ. არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. თითოეული მტკიცებულება ფასდება სასამართლოს მიერ და მას ენიჭება გარკვეული მნიშვნელობა. ფაქტობრივი გარემოების დადასტურებისათვის ყველა მტკიცებულება არ გამოდგება. მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ხშირად კონკრეტული ფაქტის დამადასტურებელია და ხშირად ასეთი ფაქტის დადასტურებისათვის უვარგისია. სასამართლომ კრიტიკულად უნდა შეაფასოს მტკიცებულებები და გადაწყვიტოს მხარეთა მიერ მითითებული მტკიცებულება, არის თუ არა ის მტკიცებულება, რომლითაც მოსარჩელე ან მოპასუხე უტყუარად დაადასტურებს თავის არგუმენტებს.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის საფუძველზე, დასაჩუქრებული იძენს საკუთრების უფლებას ნაჩუქარ ქონებაზე, შესაბამისად, იგი უფლებამოსი-–--, სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლით გათვალისწინებულ ფარგლებში ფლობდეს, ისარგებლოს ან განკარგოს ნაჩუქარი ქონება, მას ასევე შეუძლია, არ დაუშვას სხვა პირების მიერ მისი კუთვნილი ქონებით სარგებლობა. „სხვა პირებში“ ამ შემთხვევაში, გამჩუქებელიც შეიძლება მოიაზრებოდეს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამგვარი სარგებლობა ჩუქების ხელშეკრულების მხარეთა მიერ წინასწარაა შეთანხმებული. სასამართლო აღნიშნავს, რომ ჩუქების ხელშეკრულების უსასყიდლო ხასიათის გათვალისწინებით, ქონების გამჩუქებელს იმგვარი უფლებები გააჩნია, რაც ვერ ექნება, მაგალითად, ნივთის გამყიდველს, მაგრამ აღნიშნული გარემოება არ გულისხმობს დასაჩუქრებულის საკუთრების უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას, თუ იგი თავის უფლებებს კეთილსინდისიერად და მართლზომიერად ახორციელებს. სწორედ ჩუქების უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე, დასაჩუქრებული ვალდებულია, განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდეს გამჩუქებლის მიმართ, მაგრამ ამგვარი ვალდებულება გონივრულობის ფარგლებში უნდა ექცეოდეს. თავად გამჩუქებელმა საკუთარი უფლებები კეთილსინდისიერად უნდა განახორციელოს. დაუშვებელია, დასაჩუქრებულის უფლებებისა და კანონიერი ინტერსების არათანაზომიერი შეზღუდვა გამჩუქებლის სურვილით და ჩუქების გაუქმების შესაძლებლობის არაკეთილსინდისიერად რეალიზებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის თანახმად, ჩუქების გაუქმების შესაძლებლობას კანონი განსაკუთრებული გარემოებების არსებობას უკავშირებს, როგორიც არის 1) დასაჩუქრებულის მხრიდან მძიმე შეურაცხყოფა და/ან 2) მჩუქებლის, ან მისი ახლო ნათესავის მიმართ გამოვლენილი დიდი უმადურობა. სამოქალაქო კოდექსის აღნიშნული ნორმა ხაზს უსვამს მჩუქებლის მიმართ მძიმე შეურაცხყოფის მიყენებისა და დიდი, ანუ აშკარა უმადურობის გამოჩენის შემთხვევებს. კანონი პირდაპირ არ განსაზღვრავს, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს მძიმე შეურაცხყოფად, ან დიდ უმადურობად, რომლის გამოც შეიძლება გაუქმდეს ჩუქების ხელშეკრულება. შესაბამისად, სასამართლო, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ვალდებულია, განსაზღვროს დასაჩუქრებულის უმადურობის ხარისხი და მანვე უნდა გადაწყვიტოს საკითხი იმის შესახებ, წარმოადგენს თუ არა დასაჩუქრებულის ქმედება არაზნეობრივ, გასაკიცხ საქციელს, რაც შეიძლება უმადურობის გამოვლენად, შესაბამისად, ჩუქების გაუქმების საფუძვლად შეფასდეს. თავისთავად ,,დიდი უმადურობა“, ანუ უმადურად ქცევა, შეფასებითი კატეგორიაა, რასაც განსაზღვრავს სასამართლო გარემოებათა ურთიერთშეჯერების შედეგად. სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის თანახმად, მჩუქებლისაგან ქონებრივი სიკეთის უსასყიდლოდ მიღების სანაცვლოდ დასაჩუქრებულს აკისრებს ზნეობრივად ქცევის ვალდებულებას. ჩუქების მოშლას იწვევს არა ყოველგვარი ზნეობის საწინააღმდეგო მოქმედება, არამედ მძიმე შეურაცხყოფა და დიდი უმადურობა. სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრავს დასაჩუქრებულის უმადურობის ხარისხს მჩუქებლის ქცევის გათვალისწინებით და ამის შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას წარმოადგენს თუ არა გამოვლენილი უმადურობა და მიყენებული შეურაცხყოფა ხელშეკრულების გაუქმების საფუძველს, მითითებული ნორმით გათვალისწინებულ გარემოებათა მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს.
სასამართლო განმარტავს, რომ კონკრეტული ფაქტი წარმოადგენს თუ არა უმადურობას, რაც ჩუქების გაუქმებას შეიძლება დაედოს საფუძვლად, სასამართლოს შეფასების საგანია და არა თავად მოსარჩელის. სასამართლომ მხარეთა ურთიერთდამოკიდებულების, მათი შეხედულებების, თავად ქმედების შეფასების, ასევე კონკრეტულ საზოგადოებაში არსებული წეს-ჩვეულებებისა და დამკვიდრებული მოსაზრებების გათვალისწინებით უნდა განსაზღვროს, იჩენს თუ არა დასაჩუქრებული უმადურობას გამჩუქებლის მიმართ, ან არის თუ არა მისი ქმედება შეურაცხმყოფელი. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია თავად მხარის სუბიექტური დამოკიდებულება კონკრეტული ქმედების მიმართ, მაგრამ გადამწყვეტი ამ ქმედების შეფასებაა, იმ თვალსაზრისით, ობიექტურად, შეიძლება თუ არა, უმადურობად ან შეურაცხყოფად იქნეს მიჩნეული, მით უფრო, რომ სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლიდან გამომდინარე, დასაჩუქრებულის არა ყოველგვარი გასაკიცხი ქმედება იძლევა ჩუქების გაუქმების საფუძველს, არამედ მხოლოდ მძიმე შეურაცხყოფა და დიდი უმადურობა.
სასამართლო განმარტავს, რომ ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი დასაჩუქრებულის მიმართ გამოხატავს პატივისცემას და კეთილგანწყობას. მის მიმართ კეთილგანწყობის გამოხატვის მიზნით, საკუთრებაში უსასყიდლოდ გადასცემს ქონებას. თუმცა ჩუქების ხელშეკრულების სამართლებრივი მოწესრიგება ცხადყოფს, რომ ჩუქების ხელშეკრულებიდან გასვლა მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ განსაკუთრებულ შემთხვევებშია შესაძლებელი. ერთ-ერთ მსგავს შემთხვევას წარმოადგენს საჩუქრის გამოთხოვა დასაჩუქრებულის მიერ მძიმე შეურაცხყოფის მიყენებისა ან დიდი უმადურობის გამოჩენის ვითარება მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ.
პალატა განმარტავს, რომ უმადურობა არ არის იურიდიული ტერმინი და იგი შეფასებითი კატეგორიისაა. ზოგადად უმადურია ის, ვინც ვისიმე მადლს, სიკეთეს არ აფასებს, ვინც ვისიმე (რისამე) მადლიერი არ არის, უკმაყოფილოა. ზოგადი ხასიათის უმადურობა არ ქმნის ჩუქების გამოთხოვების საფუძველს. საკონსტიტუციო სასამართლომ ერთერთ საქმეზე განმარტა, რომ ჩუქების მოშლას იწვევს არა ყოველგვარი შეურაცხყოფა და უმადურობა, რაც თავისთავად ზნეობის საწინააღმდეგო მოქმედებად ითვლება, არამედ დასაჩუქრებულის ისეთი ქცევა, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის საზოგადოების არსებობის ზნეობრივ საფუძვლებს, როგორადაც კანონის თანახმა მიჩნეულია „მძიმე შეურაცხყოფა და დიდი უმადურობა“. აქედან გამომდინარე, პალატის შეფასებით, უმადურობა არის დასაჩუქრებულის ისეთი ქცევა, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის საზოგადოების არსებობის ზნეობრივ საფუძვლებს. ქონების ჩუქებით გადაცემა, პირდაპირ კავშირშია ზნეობრივ-მორალურ საკითხებთან. ამიტომაც ჩუქება ზნეობრივი საკითხია.
სააპელაციო სასამართლო განუმარტავს მხარეებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. განსახილველ შემთხვევაში, პალატა განმარტავს, რომ ი-–-------- ჩ-----–ის მხრიდან საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვა ვერ იქნება განხილული უმადურობის გამოვლინებად, თუმცა საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებით, კერძოდ, ი-–-------- ჩ-----–თან ფსიქოლოგის მიერ განხორციელებული გასაუბრების დასკვნით დგინდება, რომ მას აღენიშნება ემოციური ტრავმატიზების ნიშნები, აღნიშნულს ამყარებს საქმეზე დართული სარჩელებისა თუ საგამოძიებო ორგანოებისადმი წარდგენილი განცხადებების ასლები და თავად ი-–-------- ჩ-----–ის მიერ სასამართლო სხდომებზე მიცემული ახსნა-განმარტებებიც, საიდანაც ჩანს, რომ ი-–-------- ჩ-----–ი მისი ასაკისათვის შეუფერებელი არგუმენტებით უპირისპირდება მამას მატერიალურ საკითხებთან დაკავშირებით, ამასთან, აღსანიშნავია, რომ კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვის განხორციელებისას იგი იყო არასრულწლოვანი და მასზე მზრუნველობა ჰქონდა აღებული ბებიას - ი----ა ს-------------ას, რის გამოც, ფსიქოლოგის დასკვნით, შეინიშნებოდა ამ უკანასკნელის გავლენა არასრულწლოვანზე. პალატა იზიარებს აპელანტის პოზიციას და თვლის, რომ ი-–-------- ჩ-----–ის მხრიდან პირდაპირ თუ ირიბად ადგილი აქვს მამისადმი შეურაცხყოფის და აგრესიის გამოვლინებას, რაც გამოიხატება მამისთვის მშობლის უფლების შეზღუდვის მოთხოვნაში, მამასთან ცხოვრებაზე უარის თქმაში, მამასთან ურთიერთობის უარყოფის გამო მსგავს ფაქტებზე საგამოძიებო ორგანოების ჩართვაში და მამის მიმართ დაუსრულებელ ჩივილებში, აგრეთვე - სასამართლო სხდომებზე მამის მისამართით გამოთქმულ შეურაცხმყოფელ მიმართვებში.
4.2. პალატის შეფასებით, დასაბუთებელია აპელანტის პრეტენზია, რომ სადავო უძრავი ნივთის გაჩუქებით ზ---- ჩ-----–ი (მჩუქებელი) მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და საარსებო წყარო მოესპო.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საპროცესო კოდექსი, აწესებს ხელი მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. სასამართლოს შინაგანი რწმენის ფორმირება ეფუძნება მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. სასამართლოს შინაგანი რწმენის ჩამოსაყალიბებლად, მხედველობაში მიიღება და ფასდება თითოეული მოვლენა, რომელიც არსებობს ამ გარემოების ირგვლივ. ამდენად, შინაგანი რწენით მტკიცებულებათა შეფასება ხდება დამოუკიდებლად, ხდება თითოეული მტკიცებულების მნიშვნელობის განსაზღვრა და ასევე მათ ერთობლიობაში შეფასება.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. სასამართლოს შინაგანი რწმენის ჩამოსაყალიბებლად, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული და შეფასებული თითოეული მოვლენა, რომელიც არსებობს ამ გარემოების ირგვლივ. ამდენად, შინაგანი რწენით მტკიცებულებათა შეფასების მეთოდი, მოიცავს როგორც დამოუკიდებლად თითოეული მტკიცებულების მნიშვნელობის განსაზღვრას, ასევე მათ ერთობლიობაში შეფასებას.
სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 530-ე მუხლის თანახმად, თუ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, მას უფლება აქვს დასაჩუქრებულს მოსთხოვოს გაჩუქებული ნივთი, თუ ეს უკანასკნელი რეალურად არსებობს და დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მითითებული მუხლის მიზნებისათვის, ქონების გაჩუქების შეზღუდვა დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქონების გასხვისებით გამჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. საცხოვრებელი სახლის გაჩუქება, თავისთავად, არ გულისხმობს საარსებო წყაროს მოსპობას. პალატა განმარტავს, რომ, თუ ერთადერთი საცხოვრებელი სახლის გაჩუქების შემდეგ გამჩუქებელი, უხეშად რომ ითქვას, ქუჩაში რჩება, მას ხელშეკრულების გაუქმება შეუძლია მოითხოვოს სამოქალაქო კოდექსის 530-ე მუხლის საფუძველზე, ვინაიდან, ქონების გაჩუქების შემდეგ იგი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. მოცემულ შემთხვევაში, საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლება გამჩუქებელს უქმნის მძიმე მდგომარეობას და უსპობს ერთაერთი საცხოვრებელის გამოყენების შესაძლებლობას.
მოცემულ შემთხვევაში, პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით დგინდება, რომ გამჩუქებელი - ზ---- ჩ-----–ი არ მუშაობს, არ გააჩნია შემოსავლის წყარო, ხოლო გაჩუქებული უძრავი ქონება, რომელშიც იგი მოცემული მდგომარეობით ცხოვრობს და რომლის მისი უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვაც თავდაპირველი სარჩელით შედავებულია მისი შვილის, დასაჩუქრებულის - ი-–-------- ჩ-----–ი მიერ, წარმოადგენს ზ---- ჩ-----–ის ერთადერთ საცხოვრებელს. ამასთან, დადგენი-–-- ისიც, რომ ზ---- ჩ-----–ის მიერ არაერთგზის იქნა შეთავაზებული შვილისთვის მასთან საცხოვრებლად გადასვლა, თუმცა ეს უკანასკნელი არ იღებს მამის შეთავაზებას და განაგრძობს ცხოვრებას ბებიასთან ერთად, ნაქირავებ ბინაში. ამდენად, პალატის შეფასებით, არსებობს გაჩუქებული ნივთი, დასაჩუქრებული მძიმე მდგომარეობაში არ აღმოჩნდება, ვინაიდან იგი მოცემული ეტაპისთვის უკვე არის სრულწლოვანი და თავისი გადაწყვეტილებითა და სურვილით, აგრძელებს ცხოვრებას ბებიასთან ერთად, ხოლო ჩუქების შემდეგ მან დაკარგა სამსახური და აღარ გააჩნია შემოსავალი, ამასთან, იმ პირობებში, რომ ი-–-------- ჩ-----–ი აპირებს მამის სადავო უძრავი ქონებიდან გამოსახლებას, გამჩუქებელი აღმოჩნდება მძიმე მდგომარეობაში, ვინაიდან, მას არ გააჩნია საცხოვრებელი ბინა და ასევე, უმუშევრობის გამო საყოფაცხოვრებო პირობებს ვერ შეიქმნის.
პალატა აქვე მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლისა და 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ის ფაქტობრივი გარემოება, რაზედაც მიუთითებენ. ამავე კოდექსით განსაზღვრულია სასამართლოს მიერ მტკიცებულების შეფასების სტანდარტი, რაც ფორმულირებულია 105-ე მუხლში. მტკიცებულებები გამოკვლეულ უნდა იქნას სრული და ობიექტური განხილვის გონივრული განსჯის შედეგად, რა დროსაც სასამართლოს მათი ერთობლიობაში შესწავლისა და ურთიერთშეჯერების შედეგად უყალიბდება შინაგანი რწმენა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობა-არარსებობის თაობაზე. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აპელანტმა დაამტკიცა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, ხოლო მოწინააღმდეგე მხარემ ვერ დაუმტკიცა სასამართლოს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ თავისი პოზიციის საფუძვლიანობა, რის გამოც პალატა თვლის, რომ აპელანტის მოთხოვნა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
4.3. პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. ამდენად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი აბზაცის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
მოცემულ შემთხვევაში დადგენი-–--, რომ ი-–-------- ჩ-----–მა უძრავი ქონება 2013 წლის 11 სექტემბრის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლებით დაირეგისტრირა საჯარო რეესტრში, ამასთან, დადგენი-–--, რომ აპელანტი (მოპასუხე) წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მფლობელს და მის მიერ აღძრული შეგებებული სარჩელით სადავოდაა გამხდარი ჩუქების ხელშეკრულების ნამდვილობა და კანონიერება. პალატა მიუთითებს, რომ ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების ერთ-ერთ აუცილებელ პირობაა მფლობელს არ ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება, თუმცა, რამდენადაც აპელანტის მიერ აღნიშნული გარემოება დადასტურებულ იქნა და პალატამ სადავო უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება ბათილად მიიჩნია, სასამართლო თვლის, რომ საფუძველს მოკლებულია ი-–-------- ჩ-----–ის მოთხოვნა მამის უკანონო მფლობელობიდან სადავო ქონების გამოთხოვის თაობაზე.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, ზ---- ჩ-----–ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილება და ბათილად იქნას ცნობილი2013 წლის 11 სექტემბრის ჩუქების ხელშეკრულება.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენი-–--, რომ ზ---- ჩ-----–ის მიერ სააპელაციო საჩივარზე წინასწარ გადახდილ იქნა სახელმწიფო ბაჟი 400 ლარის ოდენობით, ხოლო სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 16 ნოემბრის განჩინებით ზ---- ჩ-----–ს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა გადაუვადდა სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, 1540 ლარის ოდენობით. ამასთან, დადგენი-–--, რომ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა სრულად, რის გამოც ი-–-------- ჩ-----–ს უნდა დაეკისროს აპელანტისთვის მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 400 ლარის ანაზღაურება, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშში - 1540 ლარის გადახდა.
აქვე სასამართლო აღნიშნავს, რომ რამდენადაც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ი-–-------- ჩ-----–ის მიერ აღძრული სარჩელი უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ზ---- ჩ-----–ის შეგებებული სარჩელი სადავო უძრავ ქონებაზე გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით დაკმაყოფილდა, ი-–-------- ჩ-----–ს შეგებებული სარჩელის ავტორის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ზ---- ჩ-----–ის მიერ გაღებული სასამართლო ხარჯის - სახელმწიფო ბაჟის გადახდა 100 ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ზ---- ჩ-----–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ი-–-------- ჩ-----–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
4. ი-–-------- ჩ-----–ის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
5. ზ---- ჩ-----–ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს.
6. გაუქმდეს ზ---- ჩ-----–სა და ი-–-------- ჩ-----–ს შორის 2013 წლის 11 სექტემბერს დადებული უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე, მდებარე ქალაქ თბილისში, დიდი ლილოს დასახლება, ვარკეთილის მეურნეობა, იმერეთის ქ. 2ვ (საკადასტრო კოდი 8-----------) და უძრავი ქონება დაუბრუნდეს ზ---- ჩ-----–ს.
7. ი-–-------- ჩ-----–ს ზ---- ჩ-----–ის სასარგებლოდ დაეკისროს აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 400 ლარისა და სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის ანაზღაურება, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 1540 ლარის გადახდა.
8 გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობი-–-- გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე მაია სულხანიშვილი
მოსამართლეები გოდერძი გიორგიშვილი
ბესარიონ ტაბაღუა