ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობი
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი · რედაქცია 11.11.2025
მუხლი 524. ცნება
სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლი · სკ 524
რედაქციის ისტორია
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
- საქმე №ას-1212-2024
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, სსკ-ის 524-ე მუხლზე, რომლის ძალითაც „ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით“, ჩუქება ეფუძნება მხარეთა ურთიერთთანხმობას და არა მხოლოდ მჩუქებლის ნებას.
- საქმე №ას-1315-2024
2019 წლის 19 ივლისს პირველმა მოპასუხემ, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, ზემოაღნიშნული უძრავი ქონების 1/2 ნაწილი მეუღლეს/მეორე მოპასუხეს აჩუქა და ეს უკანასკნელი აღირიცხა მის მესაკუთრედ ( სსკ-ის 524-ე მუხლი). 4.14. პირველი მოპასუხე სადავო ქონების ერთადერთი მესაკუთრე იყო და შესაბამისად, უფლებაბოსილი იყო განეკარგა კუთვნილი ქონება.
- საქმე №ას-1061-2023
კასატორი მოიხმობს გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებულ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სამართლებრივად არასწორად შეაფასა სადავო ფაქტობრივი გარემოებები, სახელდობრ, კასატორის მტკიცებით, სააპელაციო პალატამ არ შეაფასა სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლი ამავე კოდექსის 327-ე მუხლთან მიმართებით და არ იმსჯელა რამდენად ჰქონდა სამართლებრივი ძალა ჩუქების აქტს.
- საქმე №ას-311-2024
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ქორწინების განმავლობაში მოპასუხისათვის 1 ლარად გადაცემული ქონების ნახევარი, როგორც მეუღლეთა თანასაკუთრებიდან წილი, ეკუთვნის, რაც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად არ გაიზიარეს, ვინაიდან ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე იგი ჩუქებად შეფასდა და გაყოფას არ დაექვემდებარა (სსკ-ის 1161-ე, 524-ე მუხლები). მოცემულ შემთხვევაში, უძრავი ნივთის თანამესაკუთრედ ცნობის შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა სსკ-ის 1158-ე (მეუღლეთა მიერ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი) მუხლიდან გამომდინარეობს.
- საქმე №ას-1568-2024
საკასაციო სასამართლო კასატორების ყურადღებას მიაქცევს სსკ-ის 524-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით, ხოლო, როდესაც საქმე გვაქვს…
- საქმე №ას-1099-2024
- საქმე №ას-439-2024
- საქმე №ას-1416-2024
- საქმე №ბს-795(2კ-21)
- საქმე №ას-307-2024
- საქმე №ას-998-2024
- საქმე №ას-749-2024
- საქმე №ას-169-2024
- საქმე №ას-734-2024
- საქმე №ას-1118-2023
- საქმე №ას-206-2020
- საქმე №ას-1500-2023
- საქმე №ას-245-2023
- საქმე №ას-852-2022
- საქმე №ას-734-2021
- საქმე №ას-507-2020
- საქმე №ას-964-2022
- საქმე №ას-359-2023
- საქმე №ას-1390-2022
- საქმე №ას-163-2023
- საქმე №ას-1603-2022
- საქმე №ას-207-2020
- საქმე №ას-623-2021
- საქმე №ას-614-2021
- საქმე №ას-315-2020
- საქმე №ას-26-2022
- საქმე №ას-700-2022
- საქმე №ას-1176-2021
- საქმე №ას-328-2021
- საქმე №ას-914-2021
- საქმე №ას-73-2017
- საქმე №ა-6389-ა-16-2021
- საქმე №ას-823-2021
- საქმე №ას-1001-2021
- საქმე №ბს-570(კ-20)
საგადასახადო დავები ამ მუხლზე
- ბრძანება №3/300–17
შესაბამისად გადაცემული თანხების დაბეგვრა მართებულია და ამ შემთხვევაში მომხმარებლის მიერ, სამორინეს თანამშრომელზე გადაცემული თანხა არ შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლით რეგულირებად სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობად, რის გამოც არ იკვეთება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძვლები.
- ბრძანება №3/ბ-511-2020
შესაბამისად გადაცემული თანხების დაბეგვრა მართებულად განხორციელდა და ამ შემთხვევაში მომხმარებლის მიერ სამორინეს თანამშრომელზე გადაცემული თანხა არ შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლით რეგულირებად სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობად, რის გამოც არ იკვეთება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60 1მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილობის საფუძვლები (იხ.
- ბრძანება №ბს-795(2კ-21)
სასამართლოს მიაჩნია, რომ დაუშვებელია კლიენტების მიერ სამორინეს თანამშრომელზე გადაცემული თანხის სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლით რეგულირებად სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობად ჩათვლა, შესაბამისად მართებულად იქნა მიჩნეული თანამშრომელთათვის გადაცემული თანხების დაბეგვრა, არ იკვეთება სზაკ-ის მე-60 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.
სხვა აქტები, რომლებიც ამ მუხლზე უთითებენ
მეზობელი მუხლები
- მუხლი 518. უპირატესი შესყიდვის უფლების გამოუყენებლობაზე შეთანხმების ბათილობა
- მუხლი 519. დამატებითი ვალდებულების შესრულება
- მუხლი 520. ნასყიდობა ნივთის მოწონების პირობით
- მუხლი 521. ცნება
- მუხლი 522. გასაცვლელი ქონების არატოლფასოვნება
- მუხლი 523. გაცვლის მიმართ გამოყენებული წესები
- მუხლი 525. ჩუქების ხელშეკრულების დადება. საჩუქრის დაპირება
- მუხლი 526. ჩუქების დაუშვებლობა
- მუხლი 527. გაჩუქებული ქონების ნაკლი
- მუხლი 528. შეწირულობა
- მუხლი 529. ჩუქების გაუქმება დასაჩუქრებულის უმადურობის გამო
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025. გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 524, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-524/