მუხლი 525. ჩუქების ხელშეკრულების დადება. საჩუქრის დაპირება
1. მოძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ქონების გადაცემის მომენტიდან.
2. უძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ხელშეკრულებით განსაზღვრული საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
3. საჩუქრის დაპირება წარმოშობს ჩუქების ვალდებულებას მხოლოდ მაშინ, თუ იგი წერილობითი ფორმითაა დადებული.
საქართველოს 2006 წლის 8 დეკემბრის კანონი №3879 - სსმ I, №48, 22.12.2006 წ., მუხ.3
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
წინა რედაქცია (24.07.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 525. ჩუქების ხელშეკრულების დადება. საჩუქრის დაპირება 1. მოძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ქონების გადაცემის მომენტიდან. 2. თუ ჩუქების საგანს წაძრმოადგევ ნს ისევთი ზე ჩუქონება, რომის ხელზშედაც საკუთრების უფლება წარმოიშობა მხოლოდ კანონით დადგენიბული ფორმის დაცვდ ით, ჩუქვლებისა ხელშეკრულებით განსათზღვრული ს სავალდკუთრების უფლოების საჯამ ფრო რმეესტრში რეგის დტრაცვიის მომენტიდან. 3. საჩუქრის დაპირება წარმოშობს ჩუქების ვალდებულებას მხოლოდ მაშინ, თუ იგი სანოტარო წესრილობითი ფორმითაა დადასტურებული. საქართველოს 2006 წლის 8 დეკემბრის კანონი №3879 - სსმ I, №48, 22.12.2006 წ., მუხ.3
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(115)
საქმე №ას-749-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.11.2024
…მიერ წილის გასხვისებისთვის საჭიროა წერილობითი ხელშეკრულება. 14.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის შესაბამისად, ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით. ამავე კოდექსის 525-ე მუხლის შესაბამისად, მოძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ქონების გადაცემის მომენტიდან, ხოლო უძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება…
საქმე №ას-734-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.10.2024
…აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სადავო ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი. სსკ-ის 524-ე მუხლის თანახმად, ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით. ამავე კოდექსის 525-ე მუხლის თანახმად, მოძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ქონების გადაცემის მომენტიდან, უძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად…
საქმე №ას-1118-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.09.2024
…მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. სსკ-ის 524-ე მუხლის თანახმად, ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით. სსკ-ის სსკ-ის 525-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ხელშეკრულებით განსაზღვრული საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში…
საქმე №ას-734-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.12.2023
…აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სადავო ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი. სსკ-ის 524-ე მუხლის თანახმად, ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით. ამავე კოდექსის 525-ე მუხლის თანახმად, მოძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ქონების გადაცემის მომენტიდან, უძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად…
საქმე №ას-1259-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.12.2023
…პოზიცია, რომ ნივთების ჩუქება განხორციელდა სტანდარტული ჩუქების ხელშეკრულების ფარგლებში, არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან. 15.4. ზოგადი წესის თანახმად, ჩუქება განკარგვითი ხელშეკრულების ნაირსახეობაა და, სამოქალაქო კოდექსის 525-ე მუხლის შესაბამისად, დასაჩუქრებული საჩუქარზე საკუთრების უფლებას ნივთის (მოძრავი) გადაცემის მომენტიდან მოიპოვებს, თუმცა საგამონაკლისო წესს…
საქმე №ას-359-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.10.2023
საქმე №ას-207-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.04.2023
საქმე №ას-1314-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.02.2022
საქმე №ბს-1275(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.11.2021
საქმე №ას-1198-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.06.2021
საქმე №ას-1333-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.11.2019
საქმე №ას-205-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.10.2019
საქმე №ას-1183-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.04.2019
საქმე №ას-1251-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.02.2019
საქმე №ას-877-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.09.2018