1. ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება არის ადმინისტრაციული ორგანოს წერილობითი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ მოცემული ქმედება განხორციელდება, რაც შეიძლება გახდეს დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის საფუძველი.
2. ადმინისტრაციული ორგანოს დაპირების მიმართ კანონიერი ნდობა არ შეიძლება არსებობდეს, თუ:
ა) მას საფუძვლად უდევს ადმინისტრაციული ორგანოს კანონსაწინააღმდეგო დაპირება;
ბ) შესაბამისი ნორმატიული აქტის შეცვლის გამო პირი ვეღარ აკმაყოფილებს დაწესებულ მოთხოვნებს;
გ) მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო მოქმედება.
3. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გასცეს დაპირება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე მხოლოდ დაინტერესებული მხარეების მიერ საკუთარი მოსაზრებების წარდგენისა და იმ ადმინისტრაციული ორგანოს წერილობითი თანხმობის შემდეგ, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად აუცილებელია დაპირებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად.
4. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული დაპირების მიმართ გამოიყენება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესები.
საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №772 - სსმ I, №6, 20.03.2001წ., მუხ.8
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1801 - სსმ I, №37, 14.07.2005წ., მუხ.2
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(294)
- საქმე №ბს-597(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.10.2025
…განხორციელდეს იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მიენიჭა ორგანოს აღნიშნული უფლებამოსილება. ამასთან, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი ეფუძნება ინტერესთა შეჯერების პრინციპს, მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს ყველა მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესისა და კერძო ინტერესის შეწონასწორება და დაბალანსება…
- საქმე №ბს-573(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.09.2025
…საკითხი. ამასთან, რაც შეეხება მოსარჩელის კანონიერ ნდობას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2022 წლის 28 ივნისის N... წერილის მიმართ, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით მართებულად განმარტა, რომ დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის წარმოშობის საფუძველს…
- საქმე №ბს-660(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.07.2025
…უზრუნველყოფის ფარგლებში, თანხმობა ეთქვათ ქ. თბილისში, საცხოვრებელი ფართით (ფართის საორიენტაციო სტანდარტი 50-დან 60 კვ.მ-მდე) დაკმაყოფილებაზე. მოცემულ ეტაპზე გასანაწილებელი შესაბამისი საცხოვრებელი ფართების არარსებობის გამო, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მხარეებს ეცნობათ, რომ ოჯახი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილი იქნება პირველივე…
- საქმე №ბს-4(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.12.2024
…პირის მნიშვნელოვანი პატივსადები ინტერესით, სადავო აქტი თავისი სამართლებრივი შედეგით მოსარჩელეს ართმევს დიპლომის პროფესიული მიზნებისთვის გამოყენების უფლებას, აუქმებს წარსულში განვლილი სწავლის შედეგებს. საქმეზე არ იკვეთება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილით, 601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე გარემოების არსებობა, რომელიც კანონიერ ნდობას…
- საქმე №ბს-235(3კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.10.2024
…ადგილმდებარეობის განსაზღვრა, არამედ, წარმოადგენს იმ ადგილობრივი ოჯახების სიას, რომლებიც მიწის ნაკვეთების განაწილების მე-3 ეტაპზე ექვემდებარებოდნენ მიწის ნაკვეთებით დაკმაყოფილებას ინდ. მშენებლობისათვის. მიიჩნევს, რომ სახეზეა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლით გათვალისწინებული წერილობითი დოკუმენტი/დაპირება, რომ დანართში მითითებულ პირებს (173 პირს) მომავალში გამოეყოფოდა…
- საქმე №ბს-773(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.02.2024
- საქმე №ბს-1205(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.02.2024
- საქმე №ბს-674(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.09.2023
- საქმე №ბს-160(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.07.2023
- საქმე №ბს-18(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.07.2023
- საქმე №ბს-924(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.05.2023
- საქმე №ბს-393(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.05.2023
- საქმე №ბს-892(3კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.02.2023
- საქმე №ბს-1181(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.02.2023
- საქმე №ბს-912(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.01.2023
- საქმე №ბს-1062(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.03.2022
- საქმე №ბს-292(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.12.2021
- საქმე №ბს-131(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.11.2021
- საქმე №ბს-827(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.09.2021
- საქმე №ბს-85(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.07.2021
- საქმე №ბს-758(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.05.2021
- საქმე №ბს-384(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.04.2021
- საქმე №ბს-483(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.04.2021
- საქმე №ბს-605(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.04.2021
- საქმე №ბს-598(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.04.2021
- საქმე №ბს-696(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.04.2021
- საქმე №ბს-1112(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.01.2021
- საქმე №ბს-1305(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.01.2021
- საქმე №ბს-399(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.10.2020
- საქმე №ბს-98(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.07.2020
- საქმე №ბს-44(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.07.2020
- საქმე №ბს-1607(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.07.2020
- საქმე №ბს-57(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.04.2020
- საქმე №ბს-1372(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.04.2020
- საქმე №ბს-1265(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.03.2020
- საქმე №ბს-1265(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.03.2020
- საქმე №ბს-1251(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.01.2020
- საქმე №ბს-1043(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.12.2019
- საქმე №ბ-460-4(ა-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.05.2019
- საქმე №ბს-470(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.04.2019
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 294-დან.