სს „საბროკერო და აქტივების მმართველი კომპანია ველსის“ (ს/ნ: 406239565) ლიცენზიის გაუქმების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№12
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/02/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

განკარგულება №12

2021 წლის 18 თებერვალი

ქ. თბილისი

სს „საბროკერო და აქტივების მმართველი კომპანია ველსის“ (ს/ნ: 406239565) ლიცენზიის გაუქმების თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 52-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 231 მუხლის მე-4 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 33-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების  და 551 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტების და მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის და 22- ე მუხლის მე-6 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე  მუხლის,  ასევე,  2018  წლის  5  ივლისის  №145/04  ბრძანებით  დამტკიცებული „საბროკერო კომპანიის ლიცენზირებისა და რეგულირების წესის“ მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“, „ე“, „ზ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტების და ამავე მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების, მე-8 მუხლის პირველი, მე-5 და მე-6 პუნქტების, მე-9 მუხლის პირველი – მე-4, მე-6 და მე-7 პუნქტების, მე-10 მუხლის პირველი პუნქტის, მე-11 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, მე-12 მუხლის პირველი, მე-3, მე-5, მე-7, მე-8 და მე-10 პუნქტების, ასევე, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 14 ივნისის №107/04 ბრძანებით დამტკიცებული „მაღალი რისკების შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობაში ჩართული საბროკერო კომპანიების დამატებითი რეგულირების წესის“ მე-3 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებისა და მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე:

1. სს „საბროკერო და აქტივების მმართველ კომპანია ველსის“ (ს/ნ: 406239565) გაუუქმდეს საბროკერო საქმიანობის ლიცენზია.

2. ძალადაკარგულად  გამოცხადდეს სს „საბროკერო და აქტივების  მმართველი კომპანია ველსისათვის“ საბროკერო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 18 ივლისის №73 განკარგულება.

3. სს  „საბროკერო  და  აქტივების  მმართველი  კომპანია  ველსი“ ვალდებულია, სალიცენზიო მოწმობა (არსებობის შემთხვევაში) დაუბრუნოს საქართველოს ეროვნულ ბანკს ლიცენზიის გაუქმებიდან 3 დღის განმავლობაში.

4. ეს განკარგულება გამოქვეყნდეს სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში ხელმოწერიდან 10 დღის ვადაში.

5. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

6. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის გაცნობისთანავე.

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი                                              კობა გვენეტაძე 


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სს „საბროკერო და აქტივების მმართველი კომპანია ველსის“ (ს/ნ: 406239565) ლიცენზიის გაუქმების თაობაზე“?
დიახ, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „სს „საბროკერო და აქტივების მმართველი კომპანია ველსის“ (ს/ნ: 406239565) ლიცენზიის გაუქმების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.02.2021.
როდის იქნა მიღებული „სს „საბროკერო და აქტივების მმართველი კომპანია ველსის“ (ს/ნ: 406239565) ლიცენზიის გაუქმების თაობაზე“?
„სს „საბროკერო და აქტივების მმართველი კომპანია ველსის“ (ს/ნ: 406239565) ლიცენზიის გაუქმების თაობაზე“ მიღებულია 18.02.2021. მიმღები ორგანო — საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №12.
სად არის „სს „საბროკერო და აქტივების მმართველი კომპანია ველსის“ (ს/ნ: 406239565) ლიცენზიის გაუქმების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.02.2021 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „სს „საბროკერო და აქტივების მმართველი კომპანია ველსის“ (ს/ნ: 406239565) ლიცენზიის გაუქმების თაობაზე“, №12, 18.02.2021 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.02.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5105766/