ლიკვიდირებული სს „საქართველოს საზღვაო ბანკის“ ახლად აღმოჩენილი აქტივის განკარგვის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განკარგულება №878 |
|
2019 წლის 7 მაისი ქ. თბილისი |
1. სს „საქართველოს საზღვაო ბანკის“ (ს/კ: 245392203) 20 %-იანი წილი შპს „მინერალის“ (ს/კ: 245428835) კაპიტალში ჩაითვალოს ლიკვიდირებული სს „საქართველოს საზღვაო ბანკის“ (ს/კ: 245392203) ახლად აღმოჩენილ აქტივად, რომლის განკარგვის უფლება ენიჭება საქართველოს ეროვნულ ბანკს.
2. საქართველოს ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის სპეციალისტს როინ ცაციაშვილს (პირადი ნომერი: 01036002403) მიენიჭოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული აქტივის ამოღებისა და განკარგვის უფლებამოსილება.
3. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.
4. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
5. ეს განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ლიკვიდირებული სს „საქართველოს საზღვაო ბანკის“ ახლად აღმოჩენილი აქტივის განკარგვის თაობაზე“?
- დიახ, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „ლიკვიდირებული სს „საქართველოს საზღვაო ბანკის“ ახლად აღმოჩენილი აქტივის განკარგვის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.05.2019.
- როდის იქნა მიღებული „ლიკვიდირებული სს „საქართველოს საზღვაო ბანკის“ ახლად აღმოჩენილი აქტივის განკარგვის თაობაზე“?
- „ლიკვიდირებული სს „საქართველოს საზღვაო ბანკის“ ახლად აღმოჩენილი აქტივის განკარგვის თაობაზე“ მიღებულია 07.05.2019. მიმღები ორგანო — საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №878.
- სად არის „ლიკვიდირებული სს „საქართველოს საზღვაო ბანკის“ ახლად აღმოჩენილი აქტივის განკარგვის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.05.2019 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „ლიკვიდირებული სს „საქართველოს საზღვაო ბანკის“ ახლად აღმოჩენილი აქტივის განკარგვის თაობაზე“, №878, 07.05.2019 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.05.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4563357/