ლიკვიდირებული სს „საქართველოს საზღვაო ბანკის“ ახლად აღმოჩენილი აქტივის განკარგვის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განკარგულება №110
2021 წლის 22 აპრილი
ქ. თბილისი
1. სს „საქართველოს საზღვაო ბანკის“ (ს/ნ 245392203) 19.321%-იანი წილი სს „ბათუმის ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხნის“ (ს/ნ 245400935) კაპიტალში ჩაითვალოს ლიკვიდირებული სს „საქართველოს საზღვაო ბანკის“ (ს/ნ 245392203) ახლად აღმოჩენილ აქტივად, რომლის განკარგვის უფლება ენიჭება საქართველოს ეროვნულ ბანკს.
2. საქართველოს ეროვნული ბანკის რეზოლუციისა და ლიკვიდაციის განყოფილების მე-2 თანრიგის წამყვან სპეციალისტს, როინ ცაციაშვილს (პ/ნ 01036002403), მიენიჭოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული აქტივის ამოღებისა და განკარგვის უფლებამოსილება.
3. ეს განკარგულება გამოცემიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში (www.matsne.gov.ge) და საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.nbg.gov.ge).
4. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მხარისთვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
5. ეს განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ლიკვიდირებული სს „საქართველოს საზღვაო ბანკის“ ახლად აღმოჩენილი აქტივის განკარგვის თაობაზე“?
- დიახ, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „ლიკვიდირებული სს „საქართველოს საზღვაო ბანკის“ ახლად აღმოჩენილი აქტივის განკარგვის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.04.2021.
- როდის იქნა მიღებული „ლიკვიდირებული სს „საქართველოს საზღვაო ბანკის“ ახლად აღმოჩენილი აქტივის განკარგვის თაობაზე“?
- „ლიკვიდირებული სს „საქართველოს საზღვაო ბანკის“ ახლად აღმოჩენილი აქტივის განკარგვის თაობაზე“ მიღებულია 22.04.2021. მიმღები ორგანო — საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №110.
- სად არის „ლიკვიდირებული სს „საქართველოს საზღვაო ბანკის“ ახლად აღმოჩენილი აქტივის განკარგვის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.04.2021 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „ლიკვიდირებული სს „საქართველოს საზღვაო ბანკის“ ახლად აღმოჩენილი აქტივის განკარგვის თაობაზე“, №110, 22.04.2021 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.04.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5162723/