სს ,,ფოსტა ფეი"-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი: 402083776) საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციის გაუქმებისა და მისი ლიკვიდაციის პროცესის დაწყების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განკარგულება №202 |
|
2021 წლის 12 ივლისი ქ. თბილისი |
1. გაუუქმდეს საგადახდო მომსახურების პროვაიდერს სს „ფოსტა ფეის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 402083776) საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია (რეგისტრაციის ნომერი: 0082-2904).
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს სს „ფოსტა ფეის“ საგადახდო მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაციის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 18 ოქტომბრის №103 განკარგულება.
3. დაიწყოს სს „ფოსტა ფეის“ ლიკვიდაციის პროცესი და მისი ლიკვიდაცია განხორციელდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
4. სს „ფოსტა ფეის“ ლიკვიდატორად დაინიშნოს როინ ცაციაშვილი (პირადი ნომერი: 01036002403).
5. ეს განკარგულება გამოცემიდან 10 კალენდარული დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდსა (www.nbg.gov.ge) და სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე (www.matsne.gov.ge). ასევე, ეს განკარგულება გაეგზავნოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს და ადგილობრივი საგადახდო სისტემის ოპერატორ(ებ)ს, თუ საგადახდო მომსახურების პროვაიდერი წარმოადგენდა ამ საგადახდო სისტემის მონაწილეს.
6. ამ განკარგულების ძალაში შესვლისთანავე პროვაიდერის ხელმძღვანელ პირებს და ორგანოებს უწყდებათ უფლებამოსილება. ლიკვიდატორს ეკისრება პროვაიდერის ხელმძღვანელი პირებისა და ყველა ორგანოს ყველა უფლებამოსილება. ლიკვიდაციის პროცესში მყოფ პროვაიდერს მესამე პირებთან ურთიერთობაში წარმოადგენს ლიკვიდატორი.
7. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: საქართველო, თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №64) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
8. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის გაცნობისთანავე.
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სს ,,ფოსტა ფეი"-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი: 402083776) საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციის გაუქმებისა და მისი ლიკვიდაციის პროცესის დაწყების თაობაზე“?
- დიახ, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „სს ,,ფოსტა ფეი"-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი: 402083776) საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციის გაუქმებისა და მისი ლიკვიდაციის პროცესის დაწყების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 12.07.2021.
- როდის იქნა მიღებული „სს ,,ფოსტა ფეი"-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი: 402083776) საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციის გაუქმებისა და მისი ლიკვიდაციის პროცესის დაწყების თაობაზე“?
- „სს ,,ფოსტა ფეი"-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი: 402083776) საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციის გაუქმებისა და მისი ლიკვიდაციის პროცესის დაწყების თაობაზე“ მიღებულია 12.07.2021. მიმღები ორგანო — საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №202.
- სად არის „სს ,,ფოსტა ფეი"-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი: 402083776) საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციის გაუქმებისა და მისი ლიკვიდაციის პროცესის დაწყების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.07.2021 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „სს ,,ფოსტა ფეი"-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი: 402083776) საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციის გაუქმებისა და მისი ლიკვიდაციის პროცესის დაწყების თაობაზე“, №202, 12.07.2021 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.07.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5218035/