შპს „დი ემ სერვისის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405359632) საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციის გაუქმებისა და მისი ლიკვიდაციის პროცესის დაწყების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განკარგულება №88 |
|
2022 წლის 8 აპრილი ქ. თბილისი |
1. გაუუქმდეს შპს „დი ემ სერვისის“ საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია (რეგისტრაციის ნომერი: 0089 – 2904).
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „შპს „დი ემ სერვისის“ საგადახდო მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაციის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2020 წლის 25 ივნისის №229 განკარგულება.
3. დაიწყოს შპს „დი ემ სერვისის“ ლიკვიდაციის პროცესი და მისი ლიკვიდაცია განხორციელდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
4. შპს „დი ემ სერვისის“ ლიკვიდატორად დაინიშნოს როინ ცაციაშვილი (პირადი ნომერი: 01036002403).
5. ეს განკარგულება გამოცემიდან 10 კალენდარული დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდსა (www.nbg.gov.ge) და სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში (www.matsne.gov.ge). ასევე, ეს განკარგულება გაეგზავნოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს და ადგილობრივი საგადახდო სისტემის ოპერატორ(ებ)ს, თუ საგადახდო მომსახურების პროვაიდერი წარმოადგენდა ამ საგადახდო სისტემის მონაწილეს.
6. ამ განკარგულების ძალაში შესვლისთანავე პროვაიდერის ხელმძღვანელ პირებს და ორგანოებს უწყდებათ უფლებამოსილება. ლიკვიდატორს ეკისრება პროვაიდერის ხელმძღვანელი პირებისა და ყველა ორგანოს ყველა უფლებამოსილება. ლიკვიდაციის პროცესში მყოფ პროვაიდერს მესამე პირებთან ურთიერთობაში წარმოადგენს ლიკვიდატორი.
7. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: საქართველო, თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №64) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
8. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის გაცნობისთანავე.
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „შპს „დი ემ სერვისის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405359632) საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციის გაუქმებისა და მისი ლიკვიდაციის პროცესის დაწყების თაობაზე“?
- დიახ, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „შპს „დი ემ სერვისის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405359632) საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციის გაუქმებისა და მისი ლიკვიდაციის პროცესის დაწყების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 08.04.2022.
- როდის იქნა მიღებული „შპს „დი ემ სერვისის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405359632) საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციის გაუქმებისა და მისი ლიკვიდაციის პროცესის დაწყების თაობაზე“?
- „შპს „დი ემ სერვისის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405359632) საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციის გაუქმებისა და მისი ლიკვიდაციის პროცესის დაწყების თაობაზე“ მიღებულია 08.04.2022. მიმღები ორგანო — საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №88.
- სად არის „შპს „დი ემ სერვისის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405359632) საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციის გაუქმებისა და მისი ლიკვიდაციის პროცესის დაწყების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.04.2022 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „შპს „დი ემ სერვისის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405359632) საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციის გაუქმებისა და მისი ლიკვიდაციის პროცესის დაწყების თაობაზე“, №88, 08.04.2022 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.04.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5435959/