საგადახდო მომსახურების პროვაიდერის – შპს „სოლიგრაუნდის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405297940) ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის
განკარგულება №228
2022 წლის 28 ივლისი
ქ. თბილისი
საგადახდო მომსახურების პროვაიდერის – შპს „სოლიგრაუნდის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405297940) ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 28 დეკემბრის №287/04 ბრძანებით დამტკიცებული „საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაციის წესის“ მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-7 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 28 იანვრის №13/04 ბრძანების საფუძველზე:
1. დასრულდეს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის – შპს „სოლიგრაუნდის“ ლიკვიდაციის პროცესი.
2. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი – შპს „სოლიგრაუნდი“ ამოღებულ იქნეს საქართველოს ეროვნული ბანკის საგადახდო მომსახურების პროვაიდერების რეესტრიდან და ლიკვიდატორის თანამდებობიდან გათავისუფლებულ იქნეს როინ ცაციაშვილი
(პირადი ნომერი: 01036002403).
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „შპს „სოლიგრაუნდის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405297940) საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციის გაუქმებისა და მისი ლიკვიდაციის პროცესის დაწყების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტის 2022 წლის 31 მარტის №80 განკარგულება.
4. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში წარედგინოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს შესაბამისი რეაგირებისათვის.
5. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.
6. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (საქართველო, თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №64) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
7. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის გაცნობისთანავე.
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საგადახდო მომსახურების პროვაიდერის – შპს „სოლიგრაუნდის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405297940) ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ“?
- დიახ, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „საგადახდო მომსახურების პროვაიდერის – შპს „სოლიგრაუნდის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405297940) ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.07.2022.
- როდის იქნა მიღებული „საგადახდო მომსახურების პროვაიდერის – შპს „სოლიგრაუნდის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405297940) ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ“?
- „საგადახდო მომსახურების პროვაიდერის – შპს „სოლიგრაუნდის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405297940) ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ“ მიღებულია 28.07.2022. მიმღები ორგანო — საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №228.
- სად არის „საგადახდო მომსახურების პროვაიდერის – შპს „სოლიგრაუნდის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405297940) ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.07.2022 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „საგადახდო მომსახურების პროვაიდერის – შპს „სოლიგრაუნდის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405297940) ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ“, №228, 28.07.2022 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.07.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5532814/