ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-8 მუხლი · სზაკ 8
თავი I — ძირითადი დებულებანი
1. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია თავისი უფლებამოსილება განახორციელოს მიუკერძოებლად.
2. ადმინისტრაციულ წარმოებაში არ შეიძლება მონაწილეობა მიიღოს თანამდებობის პირმა, რომელსაც აქვს პირადი ინტერესი, ანდა არსებობს სხვა გარემოება, რომელიც ზეგავლენას მოახდენს საქმის გადაწყვეტაზე.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(64)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა: 40 გადაწყვეტილება 64-დან.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №ბს-523(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.11.2023
ეთიკის კოდექსით განსაზღვრული ნორმების დარღვევა, მე-8 მუხლის მიხედვით, იწვევს დისციპლინურ პასუხისმგებლობას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.
საქმე №ბს-576(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.09.2023
სააპელაციო სასამართლომ „ბავშვთა უფლებათა კონვენციის“ მე-2, მე-3, მე-8 მუხლებზე მითითებით მიიჩნია, რომ დ. დ-ის არასრულწლოვანი შვილების ინტერესები ადმინისტრაციულ ორგანოს არ გაუთვალისწინებია.
საქმე №ბს-575(4კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.05.2023
ამასთანავე, მართალია, გამოიყენა, კანონი რომელიც უნდა გამოეყენებინა დავის გადასაწყვეტად, მაგრამ არასწორად განმარტა იგი (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი, მე-5, მე-8, 52-ე და 180-ე მუხლები; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის მე-5 ნაწილი, 22-ე მუხლის მე-3 ნაწილი).
საქმე №ბს-267(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.12.2021
ამასთან, სადავო დადგენილების მიღებისას დაირღვა სზაკ-ის მე-8 და 92-ე მუხლის მოთხოვნები, სასამართლოში მიმდინარე სხვა დავაზე ნ. კ-ე და კომისიის ზოგიერთი წევრი წარმოადგენდნენ მოწინააღმდეგე მხარეებს.
საქმე №ბს-362(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.09.2020
…სასკ-ის მოქმედების გავრცელებას, ამასთანავე, სზაკ-ი ვრცელდება მე-3 მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული ორგანოების და ამ ორგანოთა თანამდებობს პირების იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია ადმინისტრაციული ფუნქციის განხორციელებასთან. სზაკ-ის მე-8 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ წარმოებაში არ შეიძლება მონაწილეობდეს თანამდებობის პირი, რომელსაც აქვს პირადი ინტერესი, ანდა არსებობს სხვა გარემოება, რომელიც ზეგავლენას მოახდენს საქმის გადაწყვეტაზე.
საქმე №ბს-1163(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.04.2020
საქმე №ბს-1324(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.04.2020
საქმე №ბს-1312(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.03.2019
…ნაწილის თანახმად, საწარმო არის სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ორგანიზებული სისტემა. სამეწარმეო საქმიანობა არის მოგების მიღების მიზნით განხორციელებული მართლზომიერი, არაერთჯერადი, დამოუკიდებელი და ორგანიზებული საქმიანობა. ამავე კანონის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მეწარმის რეგისტრაცია სავალდებულოა. მეწარმის რეგისტრაცია მოიცავს როგორც სახელმწიფო რეგისტრაციას, ისე საგადასახადო რეგისტრაციას.
მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6, მე-7, მე-8 და 53-ე მუხლებზე და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილზე და ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი სადავო აქტები.
…მე-20, 22-ე, 24-ე მუხლებზე და საგადასახადო კოდექსის პირველ, მე-2, მე-3, 61-ე, 62-ე, 269-ე, 270-ე, 271-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვის დროს სრულად იქნა იგნორირებული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-8, 96-ე, 97-ე და 98-ე მუხლები. ითხოვს მიღებულ იქნას შესაბამისი გადაწყვეტილება საგადასახადო კოდექსის გარდამავალი დებულების 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტთან…
…უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას“. (შემოსავლების სამსახურის 16.03.2023 წ. №10898 ბრძანება// https://infohub.rs.ge). სზაკ-ის 8.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია თავისი უფლებამოსილება განახორციელოს მიუკერძოებლად.
…ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას“ (იხ. შემოსავლების სამსახურის 16.03.2023 წ. №10898 ბრძანება//https://infohub.rs.ge). სზაკ-ის 8.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია თავისი უფლებამოსილება განახორციელოს მიუკერძოებლად.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“, მუხლი 8. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/16270/muxli-8/