ბრძანება N 24568
📄 სრული ტექსტი
N 24568
28 ოქტომბერი 2026
ბრძანება
შპს „-------“ (ს/ნ „-------“)
(მის: „-------“)
2026 წლის 8 ოქტომბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 21 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №94) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ„-------“) №104962/1/2026 საჩივარი ჯარიმის დაკისრების შესახებ მომსახურების დეპარტამენტის 2026 წლის 2 ოქტომბრის №21659 ბრძანების თაობაზე.
სადავო საკითხი:
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ქვეპუნქტით („ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-15 პუნქტი) გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 10 000 ლარი („ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371 მუხლის „პ“ ქვეპუნქტი)
მომსახურების დეპარტამენტი:
„სანებართვო პირობების შერჩევითი შემოწმების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2026 წლის 18 სექტემბრის №20634 ბრძანების საფუძველზე, განხორციელდა აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების №„--------“ ნებართვის მფლობელის, შპს „--------“ (ს/ნ „-------“) მიერ „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით („ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-15 პუნქტი) გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შემოწმება.
სანებართვო პირობების შერჩევითი შემოწმების შედეგების შესახებ 2026 წლის 28 სექტემბერს შედგა შემოწმების აქტი №59. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ შპს „--------“ (ს/ნ „-------“) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების № „--------“ ნებართვა შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემულია 2023 წლის 16 ოქტომბერს. ნებართვის მისაღებად წარმოდგენილი საჯარო რეესტრის 2023 წლის 6 ივნისის ამონაწერიდან ირკვევა, რომ ნებართვის მიღების მომენტისთვის სუბიექტის ერთპიროვნულ დირექტორად რეგისტრირებული იყო - „--------“ („--------“, „--------“), ხოლო სუბიექტის იურიდიულ მისამართად რეგისტრირებული იყო - „--------“.
სერვისების ერთიან პორტალზე (my.gov.ge) განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ნებართვის მფლობელის მიერ 2026 წლის 23 ივნისს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) პირების რეესტრის ამონაწერში განხორციელდა ცვლილება და სუბიექტის დირექტორებად დარეგისტრირდნენ - „--------“ (პ/ნ „--------“) და „--------“ („--------“, „--------“ ), ხოლო იურიდიულ მისამართად დარეგისტრირდა - საქართველო, „--------“. აღნიშნული ცვლილებების ამსახველი სათანადო დოკუმენტი (ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან), ნებართვის მფლობელმა შემოსავლების სამსახურს წარუდგინა 2026 წლის 14 სექტემბერის ID:„--------“განცხადებით, რითაც შპს „--------“ (ს/ნ „--------“) მიერ დარღვეულ იქნა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული 7 დღიანი ვადა.
ზემოაღნიშნულით, შპს „--------“ (ს/ნ „-------“) მიერ დარღვეულ იქნა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ (შეასრულოს ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობები: „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლი მე-15 პუნქტი) ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულება, რის გამოც „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371 მუხლის ,,პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2026 წლის 2 ოქტომბრის №21659 ბრძანების საფუძველზე, შპს „---------“ (ს/ნ „--------“) დაჯარიმდა 10 000 (ათი ათასი) ლარით.
მომჩივნის პოზიცია:
მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში აცხადებს, რომ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად, ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილების შემთხვევაში ნებართვის მფლობელი ვალდებულია ცვლილების განხორციელებიდან 7 დღის განმავლობაში წერილობით აცნობოს ნებართვის გამცემს და წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტები. ამასთან, კანონი არ აკონკრეტებს საჯარო რეესტრის ამონაწერში ასახული რომელი მონაცემის შემდგომი ცვლილება ექვემდებარება ნებართვის გამცემი ორგანოსთვის შეტყობინებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ უკავშირდება 10 000 ლარის ოდენობით პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთან, დირექტორისა და მისამართის ცვლილება არ ყოფილა ფარული, ინფორმაცია ასახულ იქნა საჯარო რეესტრში და გახდა საჯაროდ ხელმისაწვდომი. ასევე, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ აღნიშნულის შესახებ კომპანიამ საკუთარი ინიციატივით წარუდგინა შემოსავლების სამსახურს ცვლილების ამსახველი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
გადამხდელი აღნიშნავს, რომ 29-ე, 37-ე და 37¹ მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის გამოყენებისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს, რამდენად მკაფიოდ გამომდინარეობს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-15 პუნქტიდან დირექტორისა და იურიდიული მისამართის ცვლილების 7 დღის ვადაში შეტყობინების ვალდებულება და ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს სადავო ბრძანების ბათილად ცნობას.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: შემოსავლების სამსახური მიუთითებს ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, რომლის თანახმად, ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულებას აკონტროლებს ნებართვის გამცემი. ნებართვის გამცემი უფლებამოსილია განახორციელოს კონტროლი, თუ აღნიშნული ფუნქცია კანონმდებლობით სხვა ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციას არ განეკუთვნება. ნებართვის გამცემი კონტროლს ახორციელებს მხოლოდ სანებართვო პირობების შესრულების შერჩევითი შემოწმებით.
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლი დააწესოს. ამ მიზნით კალენდარული წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს და რაოდენობრივი შეზღუდვის გარეშე შეიძლება შემოწმდეს ნებართვის მფლობელის მიერ ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების შესრულების მდგომარეობა. აღნიშნული შემოწმების წესი დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია შეასრულოს ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობები.
ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, ნებართვის მფლობელი ვალდებულია შეასრულოს ამ კანონითა და ამ კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული ვალდებულებები. ამ ვალდებულებათა შეუსრულებლობა სანებართვო პირობების დარღვევად მიიჩნევა.
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მიხედვით:
1. ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად ნებართვის გამცემს წარუდგენს წერილობით განცხადებას. ნებართვის მიღების თაობაზე განცხადების წარდგენა, განხილვა და წარმოებაში მიღება ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი წესით, გარდა ამ კანონის 262 და 265 მუხლებითა და „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. განცხადება უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. იგი ასევე უნდა შეიცავდეს მითითებას, თუ ნებართვის რომელი სახის მიღებას მოითხოვს ნებართვის მაძიებელი, და თანდართული საბუთების ნუსხას.
3. განცხადებას უნდა ერთოდეს: კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისთვის – საჯარო რეესტრიდან ამონაწერები (გარდა ამ კანონის 24-ე მუხლის 28-ე და 281 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ხოლო ფიზიკური პირისთვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები.
15. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილების შემთხვევაში ნებართვის მფლობელი ვალდებულია ნებართვის გამცემს წერილობით აცნობოს ამის თაობაზე და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 დღის განმავლობაში.
გადამხდელის არგუმენტებთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს მეწარმეთა შესახებ კანონის მე-2 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მეწარმედ მიიჩნევა ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელსაც აქვს საწარმო. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმო არის სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ორგანიზებული სისტემა. სამეწარმეო საქმიანობა არის მოგების მიღების მიზნით განხორციელებული მართლზომიერი, არაერთჯერადი, დამოუკიდებელი და ორგანიზებული საქმიანობა.
ამავე კანონის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მეწარმის რეგისტრაცია სავალდებულოა. მეწარმის რეგისტრაცია მოიცავს როგორც სახელმწიფო რეგისტრაციას, ისე საგადასახადო რეგისტრაციას. მეწარმის რეგისტრაციას ახორციელებს მარეგისტრირებელი ორგანო. ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, რეესტრის წარმოების წესი და რეგისტრაციის პირობები განისაზღვრება „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით, „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით (შემდგომ − ინსტრუქცია) და სხვა ნორმატიული აქტებით.
„მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის N797 ბრძანების მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სუბიექტის არსებობა დგინდება მხოლოდ რეესტრიდან ამონაწერით.
ამავე ბრძანების მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, რეესტრიდან ამონაწერი უნდა ასახავდეს ერთ სუბიექტზე რეგისტრირებულ მონაცემებს. ამონაწერის მოქმედების ვადა განუსაზღვრელია, ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, რეესტრიდან ამონაწერი უნდა ასახავდეს ინფორმაციას:
ა) განცხადების რეგისტრაციისა და ამონაწერის მომზადების თარიღის, რეგისტრირებული უფლებებისა და ვალდებულებების რეგისტრაციის თარიღისა და სარეგისტრაციო ნომრების შესახებ;
ბ) სუბიექტის საფირმო სახელწოდების, სამართლებრივი ფორმის, საიდენტიფიკაციო ნომრის, სუბიექტის რეგისტრაციის ნომრისა და თარიღის, მარეგისტრირებელი ორგანოს დასახელების შესახებ;
გ) სუბიექტის იურიდიული მისამართის შესახებ;
ე) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, კომანდიტური საზოგადოების, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და საზღვარგარეთ რეგისტრირებული მეწარმის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის შემთხვევაში, სუბიექტის ყოველი პარტნიორის/დამფუძნებლის საიდენტიფიკაციო მონაცემების შესახებ (სახელი, გვარი და პირადი ნომერი, ხოლო თუ პარტნიორი/დამფუძნებელი იურიდიული პირია − მისი საფირმო სახელწოდება და საიდენტიფიკაციო ნომერი).
ამდენად, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ვინაიდან არ არის დადგენილი ისეთი საგამონაკლისო მონაცემის ცვლილება, რომლის წარმოდგენის ვალდებულებაც არ აქვს ნებართვის მფლობელს ნებართვის გამცემისთვის, შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული ცვლილების შეტყობინება ეხება ყველა იმ ცვლილებას, რომელიც აისახება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერში.
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის თანახმად, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მომწყობ პირთა მიერ ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა არის სანებართვო პირობების დარღვევა და გამოიწვევს მათ პასუხისმგებლობას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად.
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნებართვის მფლობელის მიერ კანონით დადგენილი სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას კანონმდებლობით დადგენილი წესით. ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება კანონით. ნებართვის გამცემი განსაზღვრავს გონივრულ ვადას სანებართვო პირობების დაკმაყოფილებისათვის და დაადგენს იმ პირობებს, რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული ქმედების განხორციელებისათვის.
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371 მუხლის „პ“ ქვეპუნქტის თანახმად, ნებართვის მფლობელის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული სანებართვო პირობების შეუსრულებლობისათვის, ნებართვის სახეობების მიხედვით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელის მიმართ შეადგენს 10 000 ლარს.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებია, რომ მომჩივნის მიერ დარღვეულ იქნა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ (შეასრულოს ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობები: „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლი მე-15 პუნქტი) ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულება. კერძოდ, ნებართვის მფლობელმა 2026 წლის 23 ივნისს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) პირების რეესტრის ამონაწერში განხორციელებული ცვლილების შესახებ ინფორმაცია შემოსავლების სამსახურს წარუდგინა კანონით გათვალისწინებული 7 დღიანი ვადის დარღვევით, 2026 წლის 14 სექტემბრის ID:„--------“განცხადებით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის სადავო ბრძანება ჯარიმის დაკისრების შესახებ მართლზომიერია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე და 201-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „--------“ (ს/ნ „--------“) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ ბრძანების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს სადავო ბრძანების ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები
ნებართვის მფლობელის მიერ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) პირების რეესტრის ამონაწერში განხორციელდა ცვლილება.აღნიშნული ცვლილებების ამსახველი სათანადო დოკუმენტი ნებართვის მფლობელმა შემოსავლების სამსახურს წარუდგინა განცხადებით, რითაც დარღვეულ იქნა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული 7 დღიანი ვადა.შესაბამისად,მომჩივანი დაჯარიმდა 10 000 (ათი ათასი) ლარით.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის სადავო ბრძანება ჯარიმის დაკისრების შესახებ მართლზომიერია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება