მუხლი 178. ადმინიტრაციული საჩივრის განმხილველი უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე მუხლი · სზაკ 178
თავი XIII — ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით
1. თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი.
2. ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თაობაზე წარდგენილ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო.
3. პირს შეუძლია თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №772 - სსმ I, №6, 20.03.2001წ., მუხ.8
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5671 - სსმ I, №1, 03.01.2008წ., მუხ.3
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(264)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა: 40 გადაწყვეტილება 264-დან.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №ბს-140(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.06.2026
…აქტის გამოცემის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი ქმედებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემას. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი,…
საქმე №ბს-379(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.05.2026
…უფლებამოსილება ენიჭება მხოლოდ სააგენტოს თავმჯდომარეს დელეგირების უფლების გარეშე, ასევე მოსარჩელეს წაერთვა „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 29.2 მუხლით მინიჭებული გასაჩივრების უფლება - „საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“ სზაკ-ის 178-ე მუხლის საფუძველზე. 2017 წლის 12 სექტემბრის სასამართლო სხდომაზე მიღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებით, შპს „უ...ს“ წარმომადგენლის შუამდგომლობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
საქმე №ბს-793(3კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.02.2026
აღნიშნული მსჯელობით და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601, 178-ე და 201-ე მუხლებზე მითითებით, კონკრეტული სადავო აქტის ნაწილშიც სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა, სადავო აქტის კანონშეუსაბამობის თაობაზე.
საქმე №ბს-620(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.12.2025
გადაწყვეტილებაზე (ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ) მსჯელობის ფარგლებში, სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე, 178-ე, 185-ე, 201-ე მუხლები განმარტა, რომ ვინაიდან სასამართლოს მიერ კანონიერად იქნა მიჩნეული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის №...
საქმე №ბს-614(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.10.2025
ხოლო, 178-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და…
საქმე №ბს-1011(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.10.2025
საქმე №ბს-1313(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.10.2025
საქმე №ბს-490(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.10.2025
საქმე №ბს-28(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.06.2025
საქმე №ბს-51(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.09.2024
საქმე №ბს-1307(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.02.2024
საქმე №ბს-17(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.02.2024
საქმე №ბს-941(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.12.2023
საქმე №ბს-627(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 31.10.2023
საქმე №ბს-663(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.10.2023
საქმე №ბს-653(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.09.2023
საქმე №ბს-299(3კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.09.2023
საქმე №ბს-77(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.09.2023
საქმე №ბს-883(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.06.2023
საქმე №ბს-25(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.05.2023
საქმე №ბს-625(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.05.2023
საქმე №ბს-776(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.01.2023
საქმე №ბს-830(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.12.2022
საქმე №ბს-368(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.02.2022
საქმე №ბს-757(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.02.2022
საქმე №ბს-249(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.10.2021
საქმე №ბს-1343(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.05.2021
საქმე №ბს-1047(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.03.2021
საქმე №ბს-1211(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.01.2021
საქმე №ბს-361(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.10.2020
საქმე №ბს-974(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.09.2020
საქმე №ბს-68(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.07.2020
საქმე №ბს-282(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.07.2020
საქმე №ბს-243(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.05.2020
საქმე №ბს-954(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.05.2020
საქმე №ბს-41(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.04.2020
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე და 201-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. შპს „--------“ (ს/ნ „--------“) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს, საგადასახადო კოდექსის 296-ე მუხლის და ამავე კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დაკმაყოფილდეს საჩივარი და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე, 178-ე, 179-ე და 181-ე მუხლების თანახმად, ბათილად იქნას ცნობილი სადავო აქტები და მიღებულ იქნას გადაწყვეტილება, კომპანიის მიმართ, საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაკისრებული სანქციის - 4 000 ლარის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს საგადასახადო კოდექსის 296-ე მუხლის და ამავე კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დაკმაყოფილდეს საჩივარი და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე, 178-ე, 179-ე და 181-ე მუხლების თანახმად, ბათილად იქნას ცნობილი სადავო აქტები და მიღებულ იქნას გადაწყვეტილება, კომპანიის მიმართ, საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაკისრებული სანქციის - 1000 ლარის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს საგადასახადო კოდექსის 296-ე მუხლის და ამავე კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განხილულ იქნას, დაკმაყოფილდეს საჩივარი და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე, 178-ე, 179-ე და 181-ე მუხლების თანახმად, ბათილად იქნას ცნობილი საბაჟო დეპარტამენტის სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და მიღებულ იქნას გადაწყვეტილება კომპანიის მიმართ, საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაკისრებული სანქციის - 1 000 ლარის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე.
აღნიშნულზე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე, 178-ე, 179-ე, 180-ე და 181-ე მუხლებზე მითითებით ითხოვს სადავო ადმინისტრაციული აქტის გაუქმებას. ფაქტობრივი გარემოებები: საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2026 წლის 13 აგვისტოს საბაჟო გამშვები პუნქტ „-----“ რიგის დარღევით გამოცხადდა N ----- სატრანსპორტო საშუალება.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“, მუხლი 178. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/16270/muxli-178/