ბრძანება N 12411
📄 სრული ტექსტი
N 12411
28 მაისი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---------“ (პ/ნ---------)
(მის.: ---------)
2024 წლის 29 აპრილის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) №72674/21 საჩივარი მომსახურების დეპარტამენტის 2024 წლის 29 მარტის №7017 ბრძანების თაობაზე. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 20 მაისის სხდომაზე (ოქმი №52).
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ მოთამაშის მოთხოვნის შემთხვევაში, სათამაშო აქტივობის შესახებ ამონაწერის გაცემა ხდება PDF ფორმატში, სადაც მიეთითება მაქსიმუმ ბოლო 21 კალენდარული დღის ინფორმაცია მხოლოდ დეპოზიტებისა და გატანილი თანხების შესახებ. კომპანიის ქოლცენტრის ოპერატორი უფლებამოსილია, მონაცემებზე მისთვის განსაზღვრული წვდომის გათვალისწინებით მიაწოდოს მომხმარებელს ინფორმაცია 21 დღის ჭრილში. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოთხოვნის მიუხედავად კომპანია მხოლოდ 21 დღის ამსახველ ინფორმაციას აწვდის მომხმარებელს. შემოსავლების სამსახურის მიერ ბრძანებით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრების საფუძველია კომპანიის თანამშრომლის მიერ ე.წ „ლაივ ჩატში“ გაცემული პასუხი და არა - რეალური ქმედება. აქედან გამომდინარე, ითხოვს ბრძანების გაუქმებას.
ფაქტების აღწერა:
შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ მოქალაქე ---------(პ/ნ ---------) განცხადების საფუძველზე გამოცემული „სანებართვო პირობების შერჩევითი შემოწმების შესახებ“ მომსახურების დეპარტამენტის 2024 წლის 15 თებერვლის N3189 ბრძანებისა და შპს „--------“ (ს/ნ ---------) „სანებართვო პირობების შერჩევითი შემოწმების შესახებ“ 2024 წლის 15 თებერვლის N3189 ბრძანებით განსაზღვრული სანებართვო პირობების შერჩევითი შემოწმების ვადის გაგრძელების თაობაზე“ მომსახურების დეპარტამენტის 2024 წლის 12 მარტის N5375 შესაბამისად, განხორციელდა შპს „---------“ (ს/ნ ---------) მიერ სამორინეს მოწყობის N--------- ნებართვით სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული თამაშობის „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „ნ“, „ო“, „კ“ ქვეპუნქტებითა და მე-5 (საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 1 ოქტომბრის N243 ბრძანებით დამტკიცებული „სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მოთხოვნების/სტანდარტების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი) პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შემოწმება.
სანებართვო პირობების შერჩევითი შემოწმების შედეგების შესახებ 2024 წლის 29 მარტს შედგა შემოწმების აქტი N24. შემოწმების ფარგლებში, მომსახურების დეპარტამენტის 2024 წლის 15 თებერვლის N-------- წერილის პასუხად, შპს „--------“ (ს/ნ ----------) მიერ წარმოდგენილ იქნა მოთამაშე ---------- (პ/ნ----------) სათამაშო აქტივობის შესახებ ამონაწერების მოთხოვნასთან დაკავშირებული, მოთამაშისა და შპს „----------“ (ს/ნ ---------) უფლებამოსილი თანამშრომლის კომუნიკაციის ამსახველი ინფორმაცია/დოკუმენტ(ებ)ი, რომელიც შეიცავს როგორც „ლაივ ჩატის“, ასევე ელექტრონული ფოსტის მიმოწერებს.
ზემოაღნიშნული, შპს „---------“ (ს/ნ ----------) მიერ წარმოდგენილი, ინფორმაციიდან ირკვევა, რომ სათამაშო აქტივობის შესახებ ამონაწერის მისაღებად საჭიროა მომხმარებელმა რეგისტრირებული მეილიდან განაცხადით მიმართოს ნებართვის მფლობელს ----------ზე. განაცხადში მითითებული უნდა იყოს: სახელი და გვარი; პირადი ნომერი; დაბადების თარიღი; რეგისტრირებული მობილურის ნომერი; მოთხოვნა ტრანზაქციების ისტორიის გაცემასთან დაკავშირებით; მოთხოვნილი ტრანზაქციების პერიოდი.
როგორც „---------“, ასევე ელექტრონული ფოსტის მიმოწერებიდან დგინდება, რომ შპს „----------“ (ს/ნ ---------) მიერ, მოთამაშის მოთხოვნის შემთხვევაში, სათამაშო აქტივობის შესახებ ამონაწერის გაცემა ხდება PDF ფორმატში, ზემოაღნიშნული მეილის საშუალებით, სადაც მიეთითება მაქსიმუმ ბოლო 21 კალენდარული დღის ინფორმაცია, მხოლოდ დეპოზიტებსა და გატანილ თანხებთან დაკავშირებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „--------“ (ს/ნ ---------) მიერ დარღვეულ იქნა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით („მოთხოვნების/სტანდარტების დადგენის/სამოქმედოდ შემოღების შესახებ, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ნებართვის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მაძიებლის/ნებართვის მფლობელის მიერ თავის საქმიანობაში გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქცია/მომსახურება, POS ტერმინალი ან/და ნებისმიერი სხვა მოწყობილობა“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 1 ოქტომბრის N243 ბრძანებით დამტკიცებული „სისტემურელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მოთხოვნების/სტანდარტების“ (დანართი N1) მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი გათვალისწინებული ვალდებულებები.
აქედან გამომდინარე, გადამხდელი დაჯარიმებულ იქნა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე და ჯარიმის სახით განესაზღვრა 7000 ლარი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულებას აკონტროლებს ნებართვის გამცემი. ნებართვის გამცემი უფლებამოსილია განახორციელოს კონტროლი, თუ აღნიშნული ფუნქცია კანონმდებლობით სხვა ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციას არ განეკუთვნება.
ნებართვის გამცემი კონტროლს ახორციელებს მხოლოდ სანებართვო პირობების შესრულების შერჩევითი შემოწმებით.
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლი დააწესოს. ამ მიზნით კალენდარული წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს და რაოდენობრივი შეზღუდვის გარეშე შეიძლება შემოწმდეს ნებართვის მფლობელის მიერ ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების შესრულების მდგომარეობა. აღნიშნული შემოწმების წესი დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის თანახმად, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მომწყობ პირთა მიერ ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა არის სანებართვო პირობების დარღვევა და გამოიწვევს მათ პასუხისმგებლობას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად.
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნებართვის მფლობელის მიერ კანონით დადგენილი სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას კანონმდებლობით დადგენილი წესით. ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება კანონით. ნებართვის გამცემი განსაზღვრავს გონივრულ ვადას სანებართვო პირობების დაკმაყოფილებისათვის და დაადგენს იმ პირობებს, რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული ქმედების განხორციელებისათვის.
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, „კ“, „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტების თანახმად, თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია:
გ. ჩაატაროს თამაშობა და გასცეს მოგებები წარდგენილი თამაშობის მოწყობის პირობების (რეგლამენტის) ან/და სისტემურ-ელექტრონული თამაშობის წესის შესაბამისად;
კ. შეასრულოს ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობები;
ნ. სანებართვო პირობების შესრულების შემოწმებისას შემმოწმებელს შეუქმნას შესაბამისი სამუშაო პირობები და მოთხოვნისთანავე, დაუყოვნებლივ წარუდგინოს სანებართვო პირობებთან დაკავშირებული, საჭირო დოკუმენტები და ინფორმაცია (გარდა ლატარიის ორგანიზატორისა);
ო. კონტროლის ელექტრონული სისტემის დანერგვის ან/და ოპერირების მიზნით შემოსავლების სამსახურს ან/და შერჩეულ პირს შეუქმნას შესაბამისი სამუშაო პირობები, მიაწოდოს მოთხოვნილი დოკუმენტები/ინფორმაცია და უზრუნველყოს მათი დაშვება აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ადგილზე, აგრეთვე თამაშობების მოწყობისთვის ან/და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდებისთვის გამოსაყენებელ/გამოყენებულ ნებისმიერ და ყველა მოწყობილობასთან, მოთხოვნის შემთხვევაში მიაერთებინოს ელექტრონული კონტროლისთვის საჭირო მოწყობილობები მის საკუთრებაში/სარგებლობაში არსებულ, თამაშობების მოწყობისთვის ან/და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდებისთვის გამოსაყენებელ/გამოყენებულ მოწყობილობებზე და მისთვის ხელმისაწვდომი გახადოს მის მიერ გამოყენებულ არსებით პროდუქციაში/მომსახურებაში არსებული ინფორმაცია.
მოთხოვნების/სტანდარტების დადგენის/სამოქმედოდ შემოღების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 1 ოქტომბრის N243 ბრძანების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სისტემურ-ელექტრონულმა ოპერატორებმა, მათ საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული სისტემის/პლატფორმის მეშვეობით, მოთამაშეებისათვის ხელმისაწვდომი უნდა გახადონ შემდეგი:
ე) პერიოდულად ან მოთამაშის მოთხოვნის შემთხვევაში, შესახლებელი გახადოს მოთამაშის ამონაწერის მიღება სათამაშო აქტივობის შესახებ კონკრეტულ პერიოდში. ამონაწერი უნდა შეიცავდეს:
ე.ა) ინფორმაციას შეტანილი თანხის ოდენობის შესახებ;
ე.ბ) ინფორმაციას გატანილი თანხის ოდენობის შესახებ;
ე.გ) ინფორმაციას მოგებული თანხის ოდენობის შესახებ;
ე.დ) ინფორმაციას წაგებული თანხის ოდენობის შესახებ;
ე.ე) ანგარიშის ბალანსს;
ე.ვ) დარიცხული პრომო კრედიტის ოდენობას;
ე.ზ) დარიცხული პრომო კრედიტის ბალანსს;
ე.თ) თამაშის დროს, საათებში.
გადამხდელის პოზიციასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს მომსახურების დეპარტამენტის განმარტებაზე, რომლის თანახმად:
1. შპს „----------“ (ს/ნ ---------) საჩივარში განმარტავს, რომ კომპანიის „ქოლ ცენტრის“ ოპერატორი უფლებამოსილია, მონაცემებზე მისთვის განსაზღვრული წვდომის გათვალისწინებით (პერსონალური და სხვა მონაცემების დაცვის მიზნებიდან გამომდინარე), მიაწოდოს მომხმარებელს ინფორმაცია 21 დღის ჭრილში. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მოთხოვნის მიუხედავად, კომპანია მხოლოდ 21 დღის ამსახველ ინფორმაციას აწვდის მომხმარებელს და რომ შემოსავლების სამსახურის მიერ ბრძანებით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრების საფუძველია, კომპანიის თანამშრომლის მიერ ე.წ „ლაივ ჩათში გაცემული პასუხი (რომ ის უფლებამოსილია, გასცეს მხოლოდ 21 დღის ამონაწერი) და არა რეალური ქმედება.
აღნიშნულთან დაკავშირებით შემოწმების ფარგლებში, მომსახურების დეპარტამენტის 2024 წლის 15 თებერვლის N21-11/11948 წერილის პასუხად, შპს „----------“ (ს/ნ ----------) მიერ წარმოდგენილ იქნა „ლაივ ჩატისა“ და ელექტრონული ფოსტის მიმოწერები.
შემოწმების ფარგლებში შესწავლილ იქნა წარმოდგენილი მიმოწერები, რის შედეგადაც დადგინდა, რომ 2023-2024 წლების სხვადასხვა თარიღებში, როგორც „ლაივ ჩატის“, ასევე ელექტრონულ ფოსტაზე, კომპანიის სხვადასხვა თანამშრომლის მიერ ხდება ერთი და იმავე პასუხის გაცემა, რომ მოთამაშის მოთხოვნის შემთხვევაში სათამაშო აქტივობის შესახებ ამონაწერის გაცემა ხდება PDF ფორმატში, ---------- მეილის საშუალებით, სადაც მიეთითება მაქსიმუმ ბოლო 21 კალენდარული დღის ინფორმაცია, მხოლოდ დეპოზიტებსა და გატანილ თანხებთან დაკავშირებით. შესაბამისად, არ ხდება მოთამაშის ინფორმირება სხვა შესაძლო არხების/გზების არსებობასთან დაკავშირებით, რითაც შესაძლებელი გახდება სასურველ პერიოდზე ამონაწერის მიღება (მოქალაქე ----------- (პ/ნ----------) ნებართვის მფლობელის მიერ ამონაწერის არგაცემაზე პრეტენზია დაფიქსირებული ჰქონდა ზემოაღნიშნულ განცხადებაში).
ამასთან შპს „----------“ (ს/ნ ----------) მიერ მოქალაქე ----------- (პ/ნ -----------) გაცემულია 2023 წლის 1 აგვისტოს ამონაწერი, რომელიც მოიცავს მხოლოდ დეპოზიტებსა და გატანილ თანხებთან დაკავშირებით ინფორმაციას, მაშინ როდესაც, „მოთხოვნების/სტანდარტების დადგენის/სამოქმედოდ შემოღების შესახებ, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ნებართვის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მაძიებლის/ნებართვის მფლობელის მიერ თავის საქმიანობაში გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქცია/მომსახურება, POS ტერმინალი ან/და ნებისმიერი სხვა მოწყობილობა“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 1 ოქტომბრის N243 ბრძანებით დამტკიცებული „სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მოთხოვნების/სტანდარტების“ (დანართი N1) მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს, რომ ოპერატორმა პერიოდულად ან მოთამაშის მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლებელი გახადოს მოთამაშის ამონაწერის მიღება სათამაშო აქტივობის შესახებ კონკრეტულ პერიოდში. ამონაწერი უნდა შეიცავდეს: ე.ა) ინფორმაციას შეტანილი თანხის ოდენობის შესახებ; ე.ბ) ინფორმაციას გატანილი თანხის ოდენობის შესახებ; ე.გ) ინფორმაციას მოგებული თანხის ოდენობის შესახებ; ე.დ) ინფორმაციას წაგებული თანხის ოდენობის შესახებ; ე.ე) ანგარიშის ბალანსს; ე.ვ) დარიცხული პრომო კრედიტის ოდენობას; ე.ზ) დარიცხული პრომო კრედიტის ბალანსს; ე.თ) თამაშის დროს, საათებში.
2. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარში განმარტავს, თუ რამდენად შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 1 ოქტომბრის N243 ბრძანებით განსაზღვრული ყველა ვალდებულება სანებართვო პირობების დარღვევად და რამდენად შეიძლება კავშირში იყოს კომპანიის სანებართვო პირობებთან კონკრეტული მომხმარებლის მიმართ დარღვეული მოთხოვნა.
აღნიშნულთან დაკავშირებით მომსახურების დეპარტამენტი მიუთითებს „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-5 პუნქტზე, რომელის განსაზღვრავს, რომ ნებართვის მფლობელი ვალდებულია შეასრულოს ამ კანონითა და ამ კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული ვალდებულებები. ამ ვალდებულებათა შეუსრულებლობა სანებართვო პირობების დარღვევად მიიჩნევა.
რაც შეეხება კონკრეტული მომხმარებლის მიმართ დარღვეულ მოთხოვნას, აღნიშნულთან დაკავშირებით მომსახურების დეპარტამენტი განმარტავს, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 1 ოქტომბრის N243 ბრძანებით დამტკიცებული „სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მოთხოვნების/სტანდარტების“ (დანართი N1) მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ადგენს ნებართვის მფლობელის ვალდებულებას თითოეული მოთამაშის მიმართ, მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლებელი გახადოს მოთამაშის ამონაწერის მიღება სათამაშო აქტივობის შესახებ კონკრეტულ პერიოდში.
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ნებართვის მფლობელი ვალდებულია შეასრულოს ამ კანონითა და ამ კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული ვალდებულებები. ამ ვალდებულებათა შეუსრულებლობა სანებართვო პირობების დარღვევად მიიჩნევა.
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ნებართვის მფლობელის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული სანებართვო პირობების შეუსრულებლობისათვის, ნებართვის სახეობების მიხედვით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ შეადგენს 7 000 ლარს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე და 201-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „---------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის მიერ ბრძანებით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრების საფუძველია კომპანიის თანამშრომლის მიერ ე.წ „ლაივ ჩატში“ გაცემული პასუხი და არა - რეალური ქმედება. აქედან გამომდინარე, ითხოვს ბრძანების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შპს-ს მიერ დარღვეულ იქნა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29- ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით („მოთხოვნების/სტანდარტების დადგენის/სამოქმედოდ შემოღების შესახებ, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ნებართვის.აქედან გამომდინარე, გადამხდელი დაჯარიმებულ იქნა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე და ჯარიმის სახით განესაზღვრა 7000 ლარი.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 1 ოქტომბრის N243 ბრძანებით დამტკიცებული „სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მოთხოვნების/სტანდარტების“ (დანართი N1) მე-8 მუხლის პირველი პუნქტი;
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე და 201-ე მუხლების საფუძველზე,