მუხლი 177. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების უფლება
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლი · სზაკ 177
თავი XIII — ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით
1. დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
2. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადის დარღვევა ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმად და იგი გასაჩივრდება ამ თავით დადგენილი წესით.
3. ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება, რომელიც არ არის დაკავშირებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემასთან, გასაჩივრდება ამ თავით დადგენილი წესით.
4. ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება ადმინისტრაციული წარმოების საკითხთან დაკავშირებით მიღებული ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით ან შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისაგან დამოუკიდებლად არღვევს პირის უფლებას ან კანონიერ ინტერესს.
საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №772 - სსმ I, №6, 20.03.2001წ., მუხ.8
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(325)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა: 40 გადაწყვეტილება 325-დან.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №ბს-140(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.06.2026
საკასაციო სასამართლო საგულისხმოდ მიიჩნევს, მიუთითოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
საქმე №ბს-751(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.05.2026
სააგენტოს 2023 წლის 19 აპრილის N01231092945 წერილის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით კასატორი მიუთითებს სზაკ-ის 177-ე მუხლის მე-4 პუნქტზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან ზემოაღნიშნულ წერილში დაფიქსირებული პოზიცია გაზიარებულ იქნა ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს…
საქმე №ბს-450(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.03.2026
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე, 177-ე მუხლებზე მითითებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობისთვის აუცილებელია, რომ მოსარჩელის კანონიერ უფლებებს და ინტერესებს ადგებოდეს პირდაპირი და უშუალო ზიანი.
საქმე №ბს-985(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.11.2025
კასატორი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 25 იანვრის №ბს-864(კ-23), 2015 წლის 2 ივლისის №ბს-77-75(კ-15) და 2019 წლის 10 ოქტომბრის №ბს-29(კ-19) განჩინებებზე, აგრეთვე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილსა და 180-ე მუხლზე მითითებით აღნიშნავს, რომ მოსარჩელეებს 2013-2023 წლამდე არ დაუყენებიათ მოთხოვნა შეწყვეტილი სახელმწიფო გასაცემლის ანაზღაურების თაობაზე.
საქმე №ბს-387(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.11.2025
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადის დარღვევა ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმად.
საქმე №ბს-98(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.10.2025
საქმე №ბს-614(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.10.2025
საქმე №ბს-1011(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.10.2025
საქმე №ბს-1313(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.10.2025
საქმე №ბს-490(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.10.2025
საქმე №ბს-187(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.09.2025
საქმე №ბს-159(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.06.2025
საქმე №ბს-1005(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.11.2024
საქმე №ბს-863(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.07.2024
საქმე №ბს-17(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.02.2024
საქმე №ბს-1378(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.12.2023
საქმე №ბს-653(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.09.2023
საქმე №ბს-455(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.09.2023
საქმე №ბს-1066(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.07.2023
საქმე №ბს-416(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.06.2023
საქმე №ბს-1308(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.06.2023
საქმე №ბს-472(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 31.05.2023
საქმე №ბს-724(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.03.2023
საქმე №ბს-92(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.03.2023
საქმე №ბს-499(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.02.2023
საქმე №ბს-1494(კს-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.01.2023
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს, საგადასახადო კოდექსის 296-ე მუხლის და ამავე კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დაკმაყოფილდეს საჩივარი და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე, 178-ე, 179-ე და 181-ე მუხლების თანახმად, ბათილად იქნას ცნობილი სადავო აქტები და მიღებულ იქნას გადაწყვეტილება, კომპანიის მიმართ, საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაკისრებული სანქციის - 4 000 ლარის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს საგადასახადო კოდექსის 296-ე მუხლის და ამავე კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დაკმაყოფილდეს საჩივარი და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე, 178-ე, 179-ე და 181-ე მუხლების თანახმად, ბათილად იქნას ცნობილი სადავო აქტები და მიღებულ იქნას გადაწყვეტილება, კომპანიის მიმართ, საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაკისრებული სანქციის - 1000 ლარის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს საგადასახადო კოდექსის 296-ე მუხლის და ამავე კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განხილულ იქნას, დაკმაყოფილდეს საჩივარი და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე, 178-ე, 179-ე და 181-ე მუხლების თანახმად, ბათილად იქნას ცნობილი საბაჟო დეპარტამენტის სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და მიღებულ იქნას გადაწყვეტილება კომპანიის მიმართ, საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაკისრებული სანქციის - 1 000 ლარის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე.
აღნიშნულზე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე, 178-ე, 179-ე, 180-ე და 181-ე მუხლებზე მითითებით ითხოვს სადავო ადმინისტრაციული აქტის გაუქმებას. ფაქტობრივი გარემოებები: საქმის მასალებითა და საბაჟო…
საწარმოს დღემდე არ გაუსაჩივრებია აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება საწარმოში კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ, იმიტომ, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება ადმინისტრაციული წარმოების საკითხებთან დაკავშირებით მიღებული ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“, მუხლი 177. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/16270/muxli-177/