ზ) ადმინისტრაციულ საჩივარზე დართული საბუთების ნუსხა, თუ საჩივარს რაიმე დოკუმენტი დაერთვის.
11. ადმინისტრაციულ საჩივარში შესაძლებელია აღინიშნოს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის იმ კანონთან შეუსაბამობის შესახებ, რომელსაც ემყარება ადმინისტრაციული საჩივრის მოთხოვნა. ადმინისტრაციულ საჩივარში შეიძლება მიეთითოს აგრეთვე „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის“ ევროპის კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების ნორმები და მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტები, რომლებთან შეუსაბამობასაც შეიძლება ემყარებოდეს ადმინისტრაციული საჩივრის მოთხოვნა.
2. თუ ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს გადაეცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ადმინისტრაციულ საჩივარს დაერთვება მისი ასლი.
საქართველოს 2022 წლის 18 ოქტომბრის კანონი №1922 – ვებგვერდი, 24.10.2022წ.
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 18.10.2022-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(41)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა: 40 გადაწყვეტილება 41-დან.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №ბს-902(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.04.2024
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სზაკ-ის 181.1 მუხლის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების მიხედვით, ადმინისტრაციული საჩივარი უნდა მოიცავდეს არა მხოლოდ მოთხოვნას, არამედ იმ გარემოებების აღწერასაც, რომელსაც ეფუძნება ადმინისტრაციული საჩივარი.
საქმე №ბს-281(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.06.2022
ამავე კანონის მე-20 მუხლის 11 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 181 მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თანამდებობის პირი ჯარიმდება 1000 ლარით, რის შესახებაც გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - განკარგულება.
საქმე №ბს-315(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.01.2022
კასატორმა მიუთითა „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის მე-181 მუხლის 132 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად დარღვევას აქვს არაარსებითი ხასიათი, თუკი საქართველოში ან სხვა ქვეყანაში თანამდებობის პირის, მისი…
საქმე №ბს-436(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.10.2021
კასატორი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტსა და 181-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნავს, რომ 2019 წლის 11 ივლისის #001219123007 განცხადებაზე (რომლითაც მოთხოვნილი იყო ქ.
საქმე №ბს-266(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.06.2020
ამავე კანონის მე-20 მუხლის 11 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 181 მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თანამდებობის პირი ჯარიმდება - 1000 ლარით, რის შესახებაც გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - განკარგულება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს, საგადასახადო კოდექსის 296-ე მუხლის და ამავე კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დაკმაყოფილდეს საჩივარი და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე, 178-ე, 179-ე და 181-ე მუხლების თანახმად, ბათილად იქნას ცნობილი სადავო აქტები და მიღებულ იქნას გადაწყვეტილება, კომპანიის მიმართ, საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაკისრებული სანქციის - 4 000 ლარის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს საგადასახადო კოდექსის 296-ე მუხლის და ამავე კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დაკმაყოფილდეს საჩივარი და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე, 178-ე, 179-ე და 181-ე მუხლების თანახმად, ბათილად იქნას ცნობილი სადავო აქტები და მიღებულ იქნას გადაწყვეტილება, კომპანიის მიმართ, საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაკისრებული სანქციის - 1000 ლარის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს საგადასახადო კოდექსის 296-ე მუხლის და ამავე კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განხილულ იქნას, დაკმაყოფილდეს საჩივარი და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე, 178-ე, 179-ე და 181-ე მუხლების თანახმად, ბათილად იქნას ცნობილი საბაჟო დეპარტამენტის სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და მიღებულ იქნას გადაწყვეტილება კომპანიის მიმართ, საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაკისრებული სანქციის - 1 000 ლარის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე.
აღნიშნულზე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე, 178-ე, 179-ე, 180-ე და 181-ე მუხლებზე მითითებით ითხოვს სადავო ადმინისტრაციული აქტის გაუქმებას. ფაქტობრივი გარემოებები: საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2026 წლის 13 აგვისტოს საბაჟო გამშვები პუნქტ „-----“ რიგის დარღევით გამოცხადდა N ----- სატრანსპორტო საშუალება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე, 178-ე, 179- ე, 181-ე და 601 მუხლების თანახმად ბათილად იქნეს ცნობილი სადავო აქტები. იმ შემთხვევაში თუ დავის განმხილველი ორგანო საკმარის მტკიცებულებად არ მიიჩნევს კომპანიის არგუმენტაციას და წარდგენილ დოკუმენტაციას, ითხოვს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად გათავისუფლდეს დაკისრებული ჯარიმისგან.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“, მუხლი 181. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/16270/muxli-181/