განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310117002238984
საქმე N3ბ/1120-18
თბილისის სააპელაციო სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
19 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე: ილონა თოდუა
მოსამართლე: შოთა გეწაძე, გიორგი გოგიაშვილი
სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე
აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ საჯარო სამსახურის ბიურო;
წარმომადგენელი - ლ---- ყ---–----;
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ნ-----–- ჯ-–--–---–-;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 02 მარტის გადაწყვეტილება;
აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 02 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა;
1. აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 02 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითა სარჩელი არ დაკმაყოფილდება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 02 მარტის გადაწყვეტილებით ნ-----–- ჯ-–--–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს 2017 წლის 24 ნოემბრის №1------ განკარგულება.
2.2. დასკვნები უდავო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.2.1. სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს 2017 წლის 9 ოქტომბრის №5----- ბრძანების საფუძველზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება გ----------- რ--------–-------------–--- ყოფილი მ-----------–ის ნ-----–- ჯ-–--–---–-ს მიერ წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შემოწმების მიზნით. შემოწმებას დაექვემდებარა ნ-----–- ჯ-–--–---–-ს მიერ 2016 წლის 24 ივნისს წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია (ს.ფ. 138-142).
2.2.2. სსიპ საჯარო სამსახურის ბიურომ 2017 წლის 11 ოქტომბრის N----- წერილით ნ-----–- ჯ-–--–---–ს აცნობა 2016 წლის 24 ივნისს წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის დაწყების შესახებ. ამავე წერილით ნ-----–- ჯ-–--–---–ს ეთხოვა, 10 სამუშაო დღის ვადაში, მონიტორინგისთვის საჭირო ინფორმაცის შემცველი დოკუმენტაციის, კერძოდ, ინფორმაცია ბ---ებში ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში არსებული მისი და მისი ოჯახის წევრების საანგარიშო პერიოდში (2015 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 24 ივნისის ჩათვლით) ანგარიშების ამონაწერები და ინფორმაცია საკრედიტო ვალდებულებების შესახებ. სესხის არსებობის შემთხვევაში ხელშეკრულებისა და გადახდის გრაფიკის წარდგენა (ს.ფ. 143).
2.2.3. ნ-----–- ჯ-–--–---–მა საჯარო სამსახურის ბიუროს 2017 წლის 11 ოქტომბრის წერილით მოთხოვნილი ინფორმაცია 2017 წლის 18 ოქტომბრის განცხადებით წარუდგინა (ს.ფ. 158-189).
2.2.4. სსიპ საჯარო სამსახურის ბიურომ 2017 წლის 23 ოქტომბრის N----- წერილით ნ-----–- ჯ-–--–---–ს აცნობა, რომ შემოწმების შედეგად გამოვლინდა დეკლარაციაში შეტანილ და ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მოპოვებულ მონაცემებს შორის შემდეგი შეუსაბამობები: 1) დეკლარაციის მონიტორინგის ელექტრონული სისტემის საშუალებით მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ნ-----–- ჯ-–--–---–-ს საკუთრებაში რეგისტრირებული იყო უძრავი ქონება, მიწის ნაკვეთი საცხოვრებელი სახლით, მდებარე თ------, ე-–------–-------ს ქუჩა N--, 338 კვ.მ. (ს/კ 5-----------). ხოლო ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში მიწის ფართის ოდენობად მითითებული იყო 200 კვ.მ., ხოლო საცხოვრებელი სახლის ფართის ოდენობად 100 კვ.მ. 2) დეკლარაციის მონიტორინგის ელექტრონული სისტემის საშუალებით მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ნ-----–- ჯ-–--–---–-ს ოჯახის წევრი, ჯ----– მ----–--- რეგისტრირებული იყო ინდივიდუალურ მეწარმედ, რის შესახებ მონაცემები არ იქნა შეტანილი დეკლარაციაში. 3) დეკლარაციის მონიტორინგის ელექტრონული სისტემის საშუალებით მიღებული სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემების შესაბამისად, ნ-----–- ჯ-–--–---–-ს ოჯახის წევრს ი----- ღ------–---–ს 2015 წლის აგვისტოს თვეში, ნ---- მ------–---გან ხელფასის სახით ჩარიცხული ჰქონდა 200 ლარი, რაც არ იქნა ასახული დეკლარაციაში. ოჯახის წევრს ა--- გ-----–---–ს სს „ლ-------- ბ----დან“ 2015 წლის განმავლობაში მიღებული ჰქონდა ხელფასი 6069 ლარი, ნაცვლად დეკლარაციაში ასახული 5712 ლარისა. 4) წარდგენილი საბ---ო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ დეკლარაციაში ასახულ სს „ლ-------- ბ----დან“ მიღებული 10 000 ლარის ოდენობის სესხიდან გამომდინარე მატერიალური შედეგი, 2015 წლისათვის, შეადგენდა 3474,07 ლარს (გასავალს), ნაცვლად დეკლარაციაში ასახული 6 000 ლარისა, ხოლო იმავე ბ---ში არსებულ ანგარიშზე ნაშთი, დეკლარაციის შევსების დღისათვის, შეადგენდა 0,97 ლარს, ნაცვლად დეკლარირებული 200 ლარისა. ოჯახის წევრის ა--- გ-----–---–ის სს „ლ-------- ბ---ში“ ანგარიშზე არსებული ნაშთი, დეკლარაციის შევსების დღისათვის იყო 236,78 ლარი, ნაცვლად დეკლარაციაში დაფიქსირებული 60 ლარისა. ამავე წერილით ნ-----–- ჯ-–--–---–ს განესაზღვრა 5 დღიანი ვადა ზემოაღნიშნულ შეუსაბამობებთან დაკავშირებით წერილობითი განმარტებების/დოკუმენტაციის წარდგენისთვის (ს.ფ. 191-192).
2.2.5. ნ-----–- ჯ-–--–---–მა 2017 წლის 30 ოქტომბერს განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს და მათ მიერ დადგენილ შეუსაბამობებთან დაკავშირებით განმარტა დეკლარაციაში ინფორმაციის მითითების მიზეზები (ს.ფ. 193-196).
2.2.6. სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მონიტორინგის დეპარტამენტმა 2017 წლის 21 ნოემბერს შეადგინა დასკვნა გ----------- რ--------–-------------–--- ყოფილი მ-----------–ის ნ-----–- ჯ-–--–---–-ს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შემოწმების შესახებ. დასკვნის შესაბამისად, უარყოფითად იქნა შეფასებული დეკლარაციაში არასრული და არასწორი მონაცემების შეტანა. დასკვნით განიმარტა, რომ შესაძლო იყო მიღებულიყო გადაწყვეტილება გ----------- რ--------–-------------–--- ყოფილი მ-----------–ის ნ-----–- ჯ-–--–---–-ს მიერ 2016 წლის 24 ივნისს წარდგენილ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არსებობის შესახებ (ს.ფ. 197-200).
2.2.7. სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს 2017 წლის 24 ნოემბრის N1------კ განკარგულებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ნ-----–- ჯ-–--–---–-ს მიერ 2016 წლის 24 ივნისს წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არსებობისა და ნ-----–- ჯ-–--–---–-ს1000 ლარით დაჯარიმების შესახებ (ს.ფ. 201-202).
2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.3.1. სასამართლომ მიუთითა „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე რომლის თანახმად, ეს კანონი ადგენს საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის და კორუფციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირთა პასუხისმგებლობის ძირითად პრინციპებს, სამართლებრივი რეგლამენტაციის საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე არეგულირებს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების წარდგენის, წარდგენილი დეკლარაციების მონიტორინგის პირობებსა და მექანიზმს, აგრეთვე მამხილებელთა დაცვის, ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების ძირითად საფუძვლებს. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ღ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინი „თანამდებობის პირი“ მოიაზრებს მოსამართლეს.
აღნიშნული კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თანამდებობის პირი ვალდებულია თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში ყოველწლიურად, წინა დეკლარაციის შევსების თვის შესაბამისი თვის განმავლობაში შეავსოს და წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. კანონის მე-15 მუხლში მოცემულია თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში მისათითებელი ინფორმაცია.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონის 181 მუხლი განსაზღვრავს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში სრული და სწორი მონაცემების შეტანის და დეკლარაციის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის მონიტორინგის წესს.
მითითებული მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის დაწყების ერთ-ერთი საფუძველია თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების ერთიანი ელექტრონული სისტემის მიერ დეკლარაციების შემთხვევითი შერჩევა. იმავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგი ხორციელდება შევსებულ დეკლარაციაში არსებული მონაცემების სისწორის საჯარო დაწესებულებების მიერ ადმინისტრირებულ ელექტრონულ ბაზებში გადამოწმებით, თანამდებობის პირის მიერ ბიუროსთვის წარდგენილი ან/და სხვა წერილობითი მტკიცებულების გადამოწმებით, აგრეთვე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-16–მე-19 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოების ურთიერთდახმარების ვალდებულების შესრულებით. ამავე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის შედეგად ბიურო იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არარსებობის შესახებ; ბ) თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არსებობის შესახებ. ამავე კანონის მე-20 მუხლის 11 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 181 მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თანამდებობის პირი ჯარიმდება 1000 ლარით, რის შესახებაც გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – განკარგულება.
სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 თებერვლის №81 დადგენილებით დამტკიცებული ,,შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქციით’’ განსაზღვრულია სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის განხორციელების წესი და პროცედურა.
მითითებული ინსტრუქციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დეკლარაციების შემთხვევით შერჩევას უზრუნველყოფს დეკლარაციების მონიტორინგის ელექტრონული სისტემა დეკლარირების ერთიანი ელექტრონული სისტემიდან. ინსტრუქციის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დეკლარაციის მონიტორინგი ხორციელდება შევსებულ დეკლარაციაში მითითებული მონაცემების სისრულისა და სიზუსტის შემოწმებით, ამ ინსტრუქციის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ მონაცემთა ბაზებში არსებულ მონაცემებთან შედარებისა და ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოპოვებული ინფორმაციის გამოკვლევის გზით. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, თანამდებობის პირის მიერ ბიუროსთვის წარდგენილი ან/და ადმინისტრაციული წარმოებისას მოპოვებული სხვა წერილობითი ინფორმაციის სრული და ობიექტური გამოკვლევის მიზნით, ბიურო, საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-16-მე-19 მუხლებით გათვალისწინებული წესით, დახმარების თხოვნით მიმართოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ბიუროს მიერ ადმინისტრაციული წარმოება იწყება ამ ინსტრუქციის მე-11-მე-13 მუხლებით გათვალისწინებული წესით გამოვლენილი დეკლარაციების შემოწმების დაწყების თაობაზე ბიუროს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით. ამავე ინსტრუქციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონიტორინგის შედეგების თაობაზე დასკვნას ამზადებს და ბიუროს უფროსს წარუდგენს მონიტორინგის განხორციელებაზე უფლებამოსილი ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფი.
აღნიშნული ინსტრუქციის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მონიტორინგის შედეგების შესაბამისად, ბიუროს უფროსი/შესაბამისი უფლებამოსილი პირი იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) დეკლარაციაში დარღვევის არარსებობის შესახებ; ბ) დეკლარაციაში დარღვევის არსებობის შესახებ. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, დეკლარაციის მონიტორინგის შედეგად ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გარდა ამ ინსტრუქციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, თანამდებობის პირი ჯარიმდება „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, რის შესახებაც ბიუროს უფროსი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – განკარგულებას.
„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონის 181 მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია უარყოფითად ფასდება ბიუროს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარუდგენლობის ან დეკლარაციაში არასრული და არასწორი მონაცემების, აგრეთვე ამ კანონთან და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონთან შეუსაბამო მონაცემის არსებობის გამოვლენის შემთხვევაში. ანალოგიურ დათქმას ითვალისწინებს შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქციის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტიც, რომელიც ადგენს, ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დეკლარაცია უარყოფითად ფასდება ბიუროს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარუდგენლობის ან დეკლარაციაში არასრული ან/და არასწორი მონაცემების შეტანის ნებისმიერი ფაქტის გამოვლენის, აგრეთვე „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონთან შეუსაბამო მონაცემის არსებობის გამოვლენისას.
ზემოაღნიშნულ სამართლებრივ ნორმათა შინაარსის გათვალისწინებით სასამართლომ აღნიშნა, რომ მონიტორინგის შედეგების საფუძველზე საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არსებობის შესახებ გადაწყვეტილების მიღება წარმოადგენს თანამდებობის პირისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს. სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს 2017 წლის 9 ოქტომბრის №5----- ბრძანებით, თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების ერთიანი ელექტრონული სისტემის მიერ დეკლარაციების შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე, დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება გ----------- რ--------–-------------–--- ყოფილი მ-----------–ის ნ-----–- ჯ-–--–---–-ს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შემოწმების მიზნით. შემოწმებას დაექვემდებარა ნ-----–- ჯ-–--–---–-ს მიერ 2016 წლის 24 ივლისს წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. ასევე, დადგენილია, რომ მონიტორინგის შედეგების საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არსებობისა და ნ-----–- ჯ-–--–---–-ს 1000 ლარით დაჯარიმების შესახებ. დეკლარაციის უარყოფითად შეფასებას საფუძვლად დაედო დეკლარანტის მიერ დეკლარაციაში არასრული და არასწორი მონაცემების მითითება. კერძოდ, დეკლარაციაში არასრული და არასწორი მონაცემის ფაქტად მიჩნეულ იქნა ნ-----–- ჯ-–--–---–-ს მიერ დეკლარაციაში „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის ,,დ’’, „ი“, „კ“, „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის არასრულყოფილად ასახვა.
„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის ,,დ’’, „ი“, „კ“, „ლ“ ქვეპუნქტების თანახმად, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია შეიცავს შემდეგ ინფორმაციას პირისა და მისი ოჯახის წევრების შესახებ: დ) პირის, მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება – მესაკუთრის ვინაობა (თუ ნივთი საერთო საკუთრებაშია – აგრეთვე თანამესაკუთრის ვინაობა და პირის, მისი ოჯახის წევრის წილის ოდენობა), შეძენის თარიღი, შეძენის ფორმა, გადახდილი საფასურის ოდენობა, საერთო ფართობი და ადგილმდებარეობა; ი) საქართველოში ან სხვა ქვეყანაში სამეწარმეო საქმიანობაში პირის, მისი ოჯახის წევრის პირდაპირი მონაწილეობა და არაპირდაპირი მონაწილეობა. საწარმოს საქმიანობაში პირდაპირი მონაწილეობისას: საწარმოს საქმიანობაში მონაწილე პირი, მონაწილეობის ფორმა, პარტნიორების სახელები და გვარები (იურიდიული პირის შემთხვევაში – სრული საფირმო სახელწოდება და იურიდიული მისამართი), საწარმოს სრული საფირმო სახელწოდება და იურიდიული მისამართი, მარეგისტრირებელი ორგანო და რეგისტრაციის თარიღი, წილის პროცენტული ოდენობა, საწარმოს კაპიტალის ოდენობა, მონაწილეობის პერიოდი და საანგარიშო წლის განმავლობაში საწარმოდან მიღებული შემოსავლის ოდენობა. საწარმოს საქმიანობაში არაპირდაპირი მონაწილეობისას: სხვა საწარმოს სრული საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახეობა, პარტნიორების სახელები და გვარები (იურიდიული პირის შემთხვევაში – სრული საფირმო სახელწოდება და იურიდიული მისამართი), სხვა საწარმოს კაპიტალში საწარმოს წილის პროცენტული ოდენობა; კ) საქართველოში ან სხვა ქვეყანაში პირის, მისი ოჯახის წევრის მიერ შესრულებული ნებისმიერი ანაზღაურებადი სამუშაო, სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობის გარდა – სამუშაოს შემსრულებელი პირის ვინაობა, სამსახური, რომელშიც პირს უკავია/ეკავა თანამდებობა ან ასრულებს/ასრულებდა სამუშაოს, თანამდებობის დასახელება ან სამუშაოს შინაარსი, საანგარიშო პერიოდში სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავალი; ლ) საქართველოში ან სხვა ქვეყანაში პირის, მისი ოჯახის წევრის მიერ დადებული ნებისმიერი ხელშეკრულება, რომლის საგნის ღირებულება აღემატება 3 000 ლარს (მათ შორის, წილის მინდობის ხელშეკრულება, ღირებულების მიუხედავად) – ხელშეკრულების სახეობა, ხელშეკრულებაში მონაწილე პირის ვინაობა, ხელშეკრულების საგანი და მისი ღირებულება, ხელშეკრულების დადების თარიღი და მოქმედების ვადა, ორგანო, რომელმაც მოახდინა ხელშეკრულების სახელმწიფო რეგისტრაცია ან დამოწმება, საანგარიშო პერიოდში ხელშეკრულებით მიღებული მატერიალური შედეგი.
სასამართლომ დადგენილი გარემოების სახით მიუთითა, რომ მონიტორინგს დაქვემდებარებული დეკლარაცია უსწორობებს შეიცავდა. ნ-----–- ჯ-–--–---–მა საჯარო სამსახურის ბიუროს 2017 წლის 11 ოქტომბრის წერილით მოთხოვნილი ინფორმაცია 2017 წლის 18 ოქტომბრის განცხადებით წარუდგინა. ამასთან, სსიპ საჯარო სამსახურის ბიურომ 2017 წლის 23 ოქტომბრის N----- წერილით ნ-----–- ჯ-–--–---–ს აცნობა, რომ შემოწმების შედეგად გამოვლინდა დეკლარაციაში შეტანილ და ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მოპოვებულ მონაცემებს შორის არსებული შეუსაბამობები, ხოლო ნ-----–- ჯ-–--–---–მა 2017 წლის 30 ოქტომბერს წარდგენილი განცხადებით ახსნა დეკლარაციაში ინფორმაციის მითითების მიზეზები. გარდა ამისა, მოსარჩელე მხარემ წარმოადგინა მტკიცებულებები მისი მეუღლის ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციის, სამეწარმეო საქმიანობის განუხორციელებლობისა და რეგისტრაციის გაუქმების დასადასტურებლად (ს.ფ. 81-90).
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში უდავოდ სახეზეა დეკლარანტის მიერ დეკალარაციის შევსებისას უზუსტო/არასრული ინფორმაციის მითითების ფაქტი. თუმცა, პირის სამართალდამრღვევად მიჩნევისათვის მნიშვნელოვანია შეფასდეს პირის ქმედება არსებითად ეწინააღმდეგება თუ არა კანონით დაცულ სიკეთეს, კერძოდ საზოგადოების ნდობის ამაღლების მიზნით თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის გამჭირვალობის, კორუფციული სამართალდარღვევისა თუ დანაშაულის აღმოფხვრისა და პრევენციის კანონისმიერ მიზანს. ამგვარი შეფასებით უნდა დადგინდეს უზუსტობის ხასიათის შესაბამისობა „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში დიფერენცირებულ ქმედებებთან. ხსენებული კანონის მე-3 მუხლში მოცემული განმარტებები ადგენენ თანამდებობის პირის (საჯარო მოხელის) ქმედების ამ კანონთან შეუსაბამოდ მიჩნევის საფუძვლებს. ხსენებული ნორმა განმარტავს ყველა ისეთ პირობას, რაც პირის ქმედების მართლწინააღმდეგობას განაპირობებს, კერძოდ: 1. „კორუფცია საჯარო სამსახურში“ არის საჯარო მოსამსახურის მიერ თანამდებობის ან მასთან დაკავშირებული შესაძლებლობის გამოყენება კანონით აკრძალული ქონებრივი ან სხვა სიკეთის მიღების მიზნით, აგრეთვე მისთვის ამ სიკეთის გადაცემა ან მის მიღებასა და დაკანონებაში ხელის შეწყობა; 2. „კორუფციული სამართალდარღვევა“ არის ქმედობა, რომელიც შეიცავს კორუფციის ნიშნებს და რომლისთვისაც კანონით გათვალისწინებულია დისციპლინური, ადმინისტრაციული ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა; 3. „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობა“ არის საჯარო მოსამსახურის ქონებრივი ან სხვა პირადი ინტერესის დაპირისპირება საჯარო დაწესებულების ინტერესებთან; 4. „დაუსაბუთებელი ქონება“ არის ქონება, აგრეთვე ამ ქონებიდან მიღებული შემოსავალი, აქციები (წილი), რომლის კანონიერი საშუალებებით მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტები თანამდებობის პირს, მისი ოჯახის წევრს ან ახლო ნათესავს არ გააჩნია ან იგი შეძენილია უკანონო ქონების გასხვისების შედეგად მიღებული ფულადი სახსრებით; 5. „ქონებრივი წარმომავლობის დასაბუთება“ არის დეკლარირებული ქონებისა და ფინანსური რესურსების საკუთრებაში მიღების ფორმის დოკუმენტური ან სიტყვიერი ახსნა-განმარტება წყაროს მითითებით.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ნორმის განმარტება ემყარება გარკვეულ პრინციპებს, კერძოდ: ობიექტურობის პრინციპს, რაც გულისხმობს, რომ განმარტება უნდა ეფუძნებოდეს კანონის ტექსტს და გამოხატავდეს კანონმდებლის ნებას; ერთიანობის პრინციპს - ყოველი ნორმა წაკითხულ უნდა იქნეს არა ამოგლეჯილად, არამედ სისტემურად, კანონის ტექსტის ლოგიკურ ჭრილში და გენეტიკური განმარტების პრინციპს, რომლის შესაბამისად, ნორმის განმარტებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს კანონმდებლის მიზანი და განზრახულობა. ამდენად, ნორმა, რომელიც დეკალარაციის უარყოფითად შეფასების კრიტერიუმებს ადგენს (,,საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონის 181 მუხლის მე-12 პუნქტი) უნდა განიმარტოს სწორედ აღნიშნული პრინციპების დაცვით, რაც მოგვცემს მისი შინაარსის განსაზღვრისა და კანონმდებლის ნების სწორი განმარტების საშუალებას.
,,საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონი გვაძლევს კორუფციასა და საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის აღმოფხვრის მიზნით იმ პირობების ამომწურავ ჩამონათვალს, რომელთა მიზანსაც თანამდებობის პირის დეკლარირება ემსახურება. შესაბამისად, მონიტორინგისას დეკლარაციაში აღმოჩენილი არასარული ან/და არასწორი მონაცემების შეტანის ფაქტი დეკლარაციის უარყოფითად შეფასების შესაძლებლობას იძლევა კანონდებლის ძირითადი მიზნის შეუსრულებლობისას და არა უპირობოდ, ყოველი ხარვეზის დადგენის შემთხვევაში. სასამართლოს მოსაზრებით, მიუხედავად თანამდებობის პირის მიერ კეთილსინდისიერად, კანონის მიზნების შესასრულებლად დეკლარირებისა, შესაძლოა, მაინც თავიდან ვერ იქნეს აცილებული ინფორმაციის ისეთი უსრულობა ან/და მიუთითებლობის ფაქტი, რომელიც კორუფციასა და საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის აღმოფხვრის ძირითადი მიზნის შესრულებას ხელს არ უშლის. აღნიშნულს განაპირობებს ის ფაქტორი, რომ საფინანსო-ქონებრივი დეტალების კანონით განსაზღვრულ პრინციპებამდე დაყვანა, ხშირ შემთხვევაში, საჭიროებს იმგვარ შეფასებას, რაც თანამდებობის პირის პირადი პროფესიული ცოდნის მიღმა რჩება. განსხვავებით მეწარმისაგან, რომლისთვისაც საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის სიზუსტით წარმართვა და დოკუმენტირება სავალდებულოა სამეწარმეო და საგადასახადო პროცედურების უზრუნველსაყოფად. სწორედ ამიტომ, პროფესიულ საქმიანობაში თანამდებობის პირის მიერ სპეციფიკური საკითხების გადაჭრა სპეციალისტების დახმარებით ხდება, მაგ.: მოსამართლე სხდომაზე იწვევს დარგის სპეციალისტს, ექსპერტს; მინისტრის გადაწყვეტილება ეფუძნება დარგის შესაბამისი სტრუქურული დანაყოფის საქმიანობის შედეგებს და სხვა.
ამდენად, თანამდებობის პირის მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირებისას მონაცემების უზუსტოდ დიფერენცირება ან რაიმე მონაცემის მიუთითებლობა (მაგ.: შემოსავლისა და გასავლის არასწორად განსაზღვრა, დეკლარაციაში დაფიქსირებულ ანგარიშზე თანხის უმნიშვნელო ცდომილება, ფაქტობრივად უმოქმედო ანგარიშის მიუთითებლობა, ასევე წინა დეკლარაციით გასაჯაროებული სასესხო/საანაბრე ხელშეკრულების მიმდინარე დეკლარირებისას გაუთვალისწინებლობა და სხვ.) არ შეიძლება უპირობოდ შეფასდეს მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენად.
დეკლარანტის - ნ-----–- ჯ-–--–---–-ს მიერ ბიუროს მოთხოვნის შესაბამისად, წარდგენილი მტკიცებულებებითა და მის მიერ მიწოდებული ინფორმაციით ახსნილი იქნა ის ფაქტი, რომ მონიტორინგს დაქვემდებარებულ დეკლარაციაში აღმოჩენილი უზუსტობებით კანონის მიზნის უგულვებელყოფა არ ხდებოდა და მათი გადამოწმებისას დეკლარირების პროცედურისათვის დეკლარანტი პირის კეთილსინდისიერების დადგენა შესაძლებელი იყო.
,,საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ჯარიმის დაკისრების შესახებ განკარგულებას გამოსცემს ბიუროს უფროსი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.
სასამართლომ განმარტა, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ პირის ქმედების შესაფასებლად საჯარო სამსახურის ბიურო ატარებს მარტივ ადმინისტრაციულ წარმოებას, მხარისაგან ითხოვს სათანადო მტკიცებულებებს, ასევე პოზიციას მონიტორინგის დასრულების შედეგად უკვე აღმოჩენილ უსწორობა/უსრულობასთან მიმართებით. შესაბამისად, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების შედეგად პირისათვის ჯარიმის დაკისრება მოიცავს არა მხოლოდ პირის სამართალდამრღვევად გამოცხადებასა და მისთვის კანონით გათვალისწინებული სახდელის შეფარდებას, არამედ ადმინისტრაციული წარმოების ზოგადი მიზანია გარემოებათა ყოველმხრივი შეფასებით მიიღოს დასაბუთებული და კანონისმიერი გადაწყვეტილება. ამდენად, მონიტორინგის შედეგების საფუძველზე განკარგულების მიღებამდე პროცედურის წარმართვა (მტკიცებულებებისა და მოსაზრებების წარდგენა) ემსახურება იმ მიზანს, რომ დაირკვეს პირის დამოკიდებულება დეკლარაციაში ასახულ ინფორმაციასთან მიმართებით. თავის მხრივ, პირის დამოკიდებულების დადგენა არა მხოლოდ მისი განზრახულობის (რაც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშანია), არამედ ზოგადად დეკლარირების პროცესისადმი მისი ქმედების კანონშესაბამისობის დადგენას გულისხმობს. კანონი ადგენს მონიტორინგის დასრულების შემდეგ უშუალოდ განკარგულების გამოსაცემად მარტივი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების აუცილებლობას. ამ პროცედურის შედეგი სწორედ ქმედების ხასიათის კანონისმიერ ჭრილში შეფასება უნდა იყოს, ვინაიდან ისეთი უზუსტობები, რომლებიც ტექნიკურ ხასიათს ატარებენ საკმარისი არ არის პირის სამართალდამრღვევად მიჩნევისათვის და მხოლოდ ფორმალურად დარღვევის ფაქტის დადასტურება, კანონმდებლის მიზნის გათვალისწინების გარეშე, პირისათვის სახდელის დაკისრების საფუძველი ვერ გახდება.
სასამართლოს მოსაზრებით, მართალია, ნ-----–- ჯ-–--–---–-ს მიერ 2016 წლის 24 ივლისს წარდგენილ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში არასრულად იყო ასახული „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის ,,დ’’ „ი“ „კ“ და ,,ლ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია, თუმცა აღნიშნული ფაქტი, დარღვევის შინაარსის გათვალისწინებით, არ ქმნიდა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის კანონის მიზნებთან შეუსაბამობის დადგენისა და ნ-----–- ჯ-–--–---–-ს 1000 ლარით დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველს.
სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი აქვს მითითებული ნორმების მოთხოვნათა დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. შესაბამისად, სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მოთხოვნები, კერძოდ, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი, ამასთან გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის იურიდიულად დაუსაბუთებელი, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნტის მიხედვით, მისი გაუქმების საფუძველია.
სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს 2017 წლის 9 ოქტომბრის №5----- ბრძანებით, თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების ერთიანი ელექტრონული სისტემის მიერ დეკლარაციების შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე, დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება გ---------------------–-------------–--ს ყოფილი მ-----------–ის ნ-----–- ჯ-–--–---–-ს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შემოწმების მიზნით. შემოწმებას დაექვემდებარა მოსარჩელის მიერ 2016 წლის 24 ივნისს წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. ასევე, დადგენილია, რომ მონიტორინგის შედეგების საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არსებობისა და მოსარჩელის 1000 ლარით დაჯარიმების შესახებ. დეკლარაციის უარყოფითად შეფასებას საფუძვლად დაედო დეკლარანტის მიერ დეკლარაციაში არასრული და არასწორი მონაცემების მითითება. კერძოდ, დეკლარაციაში არასრული და არასწორი მონაცემის ფაქტად მიჩნეულ იქნა დეკლარაციაში „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის არასრულყოფილად ასახვა, მითითებული მუხლის ,,ი’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის არ ასახვა, ასევე ,,კ’’ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის არასრულყოფილად ასახვა.
აპელანტი აღნიშნავს, რომ საჯარო მმართველობის განხორციელების პროცესში კანონმდებლის მიერ განსაზღვრული მოქმედების თავისუფალი სივრცე გვხვდება არა მარტო ფაქტის ნორმატიულ აღწერაში (განუსაზღვრელი ცნებები) არამედ სამართლებრივი შედეგის განსაზღვრის ნაწილშიც. დისკრეციული უფლებამოსილება არის კანონმდებლის მიერ მინიჭებული უფლებამოსილება თუ როგორი სამართლებრივი გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული. დისკრეციული უფლებამოსილების არსი მდგომარეობს იმაში, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეძლევა შესაძლებლობა ფაქტისა და ნორმის სუბსუმციის შედეგად მიიღოს კანონმდებლის მიერ შემოთავაზებული ალტერნატივებიდან ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში ცალსახაა, რომ კანონმდებელი არ ადგენს სამართლებრივი შედეგის ალტერნატივებს, არამედ განსაზღვრავს მხოლოდ ერთ შედეგს - ჯარიმას 1000 ლარის ოდენობით.
სასამართლო სადავოდ არ ხდის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოყენებული ნორმების სწორად შერჩევის საკითხს და მათი შინაარსის სწორად გაგებას, არამედ - სამართლებრივი შედეგის კანონის მიზნებთან მიმართებას, ამდენად, განსახილველი დავის არსს ქმნის შეცდომა სუბსუმციაში.
სასამართლოს გადაწყვეტილების ხარვეზი მდგომარეობს იმაში, რომ მ-----------–ე არ იყენებს სუბსუმციაში შეცდომის შემოწმებისათვის სათანადო მეთოდს.
ადმინისტრაციული სამართლისათვის მნიშვნელოვანი კანონისა და ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე თანასწორობის და აქედან გამომდინარე, ერთგვაროვანი ადმინისტრაციული პრაქტიკის ჩამოყალიბების პრინციპი ითხოვს, რომ გადაწყვეტილებაში უნდა იკვეთებოდეს გადაწყვეტილების მიღების ძირითადი კრიტერიუმები, რაც შესაძლებლობას მოგვცემდა დაგვედგინა, შემდგომ სხვა ერთგვაროვან შემთხვევებთან მიმართებით დადგებოდა თუ არა იგივე შედეგი. გადაწყვეტილებაში ნათლად უნდა გამოჩნდეს, თუ რითი არის დასაბუთებული ნორმით დადგენილი სამართლებრივი შედეგისაგან (ჯარიმის დადგენისაგან) გადახვევა. ფაქტისა და ფაქტის ნორმატიული აღწერის თანხვედრა რატომ არ გახდა ნორმით დადგენილი სამართლებრივი შედეგის - გამოვლენილი დარღვევის უკანონოდ მიჩნევის საფუძველი.
სასამართლოს უნდა ემსჯელა არის კი შესაძლებელი დეკლარაციაში „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის ,,დ’’, „კ’’ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია არაწორად/არასრულად მითითება და ამავე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის არ მითითება შეფასდეს ისეთ შემთხვევად, როდესაც მასზე რეაგირება წინააღმდეგობაში არ მოვა კანონის მიზნებთან და იმავდროულად, ეს იქნებოდა არა ერთჯერადი გამონაკლისი, არამედ ზოგადი, მრავალჯერადი გამოყენების წესი.
სასამართლოს გადაწყვეტილება არ გვთავაზობს იმ კრიტერიუმებს, რომელიც დააკმაყოფილებდა განჭვრეტადობის პრინციპს და შესაძლებელს გახდიდა გამოვლენილი უსწორობა უსწორობის იმგვარ ფორმად მიგვეჩნია, რომელიც არ გახდებოდა სამართლებრივი პასუხისმგებლობის წარმოშობის საფუძველი. სასამართლომ ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა შესთავაზოს გადაწყვეტილების მიღების ობიექტური კრიტერიუმები, თუ რა შემთხვევაში არ იქნებოდა სახეზე სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპის დარღვევა ასეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა.
სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ ნორმის განმარტებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს კანონმდებლის მიზანი და განზრახულობა.
კანონმდებლის ნება და განზრახულობა, პირველ როგში, ვლინდება იმაში, რომ კანონმდებელმა ნორმა ჩამოაყალიბა კონდიციონალურად და ადმინისტრაციულ ორგანოს - საჯარო სამსახურის ბიუროს, როგორც ამ ნორმის აღსრულებაზე პასუხისმგებელ სუბიექტს არ მისცა დისკრეციული უფლებამოსილება სამართლებრივი შედეგის განსაზღვრაში. კანონში ამ ცვლილებების შეტანის დასაბუთებაში ნათლად ჩანს, თუ რატომ გახდა ასეთი მკაცრი ადმინისტრაციული ინსტრუმენტების შემოტანა საჭირო.
საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში ადგილი აქვს თუ არა შეცდომა სუბსუმციაში უნდა შემოწმდეს შემდეგი კრიტერიუმის გამოყენებით:
ა) დარღვევა ხომ არ არის ტექნიკური, მექანიკური (ფორმალური) ხასიათის მატარებელი;
ბ) წარმოადგენს თუ არა გამოვლენილი უსწორობა უსწორობის იმგვარ ფორმას, რომლის არსებობაც საფრთხეს უქმნის კორუფციული სამართალდარღვევის გამოვლენას და პრევენციას;
გ) წარმოადგენს თუ არა გამოვლენილი უსწორობა უსწორობის იმგვარ ფორმას, რომლის არსებობაც საფრთხეს უქმნის საზოგადოების ნდობას თანამდებობის პირის საქმიანობის მიმართ.
შემოსავლებისა და საბ---ო ანგარიშების, ასევე სამეწარმეო საქმიანობაში პირდაპირი მონაწილეობის შესახებ ინფორმაციის ასახვა დეკლარაციაში არის კანონის მოწესრიგების მთავარი საკითხი. იმისათვის, რომ ასეთი ფაქტის არსებობა არ იქნას მიჩნეული ფაქტის ნორმატიული აღწერის შესაბამისად და უარი ვთქვათ კანონმდებლის მიერ დადგენილი სამართლებრივი შედეგის განსაზღვრაზე, უნდა გვქონდეს ისეთი საფუძვლები რაც გაამართლებს ასეთ გადახვევას და გადაწყვეტილება იქნება თანასწორობისა და განჭვრეტადობის პრინციპის დაცვით მიღებული. სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არ არის ასეთი კრიტერიუმები მოცემული.
კანონი თანამდებობის პირებს უყენებს განსხვავებულ მოთხოვნებს. როდესაც ისინი, როგორც კანონის დაცვის და აღსრულების სადარაჯოზე მდგომნი, მოქალაქეებისგან მოითხოვენ კანონის დაცვას და ზედმიწევნით შესრულებას, თავად უნდა იძლეოდნენ ამის სანიმუშო მაგალითს. თანამდებობის პირებს უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ ისინი არიან ხალხის სამსახურში და ანგარიშს უნდა აბარებდნენ ხალხს, როგორც ხელისუფლების წყაროს. თანამდებობის პირების მიმართ საზოგადოებაში მაშინ არის ნდობა, როდესაც საზოგადოება ხედავს, რომ ისინი ანგარიშვალდებულად გრძნობენ თავს ხალხის წინაშე და მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდებიან ანგარიშის ფორმის - დეკლარაციის შევსებას.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს არ შეუმოწმებია გასაჩივრებული განკარგულების მართლზომიერების მატერიალური საფუძვლები, შესაბამისად სასამართლოს გადაწყვეტილება ფაქტობრივ-სამართლებრივი თვალსაზრისით იმდენად დაუსაბუთებელია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
ამასთან, ბიუროს მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი. ნორმის განმარტებისას იგი გასცდა კანონის ფარგლებს, რითაც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოვიდა საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების გამიჯვნის პრინციპთან, რომელიც თავის მხრივ განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციის 84-ე მუხლში. ხელისუფლების დანაწილების პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლოს არ გააჩნია კანონშემოქმედებითი ფუნქცია, სასამართლო განმარტავს სამართლის ნორმებს, მაგრამ არ ქმნის მათ, მართლმსაჯულება შებოჭილია კანონით.
ბიუროს მიაჩნია, რომ დეკლარაციაში მითითებული დარღვევები, თავისი ხასიათიდან გამომდინარე პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის დეკლარაციის შევსების მიზნებთან, რომლებიც მდგომარეობს თითოეული თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში სრული და სწორი მონაცემების საჯაროობის უზრუნველყოფაში, რომელიც მიიღწევა მხოლოდ თანამდებობის პირის მიერ მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით, დეკლარაციის შევსებისა და წარმოდგენის პირობებში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტს მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 02 მარტის გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელე ნ-----–- ჯ-–--–---–ს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 02 მარტის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.
4.1. ფაქტობრივი დასაბუთება:
4.1.1. სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს 2017 წლის 9 ოქტომბრის №5----- ბრძანების საფუძველზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება გ----------- რ--------–-------------–--- ყოფილი მ-----------–ის ნ-----–- ჯ-–--–---–-ს მიერ წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შემოწმების მიზნით. შემოწმებას დაექვემდებარა ნ-----–- ჯ-–--–---–-ს მიერ 2016 წლის 24 ივნისს წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია.
4.1.2. სსიპ საჯარო სამსახურის ბიურომ 2017 წლის 11 ოქტომბრის N----- წერილით ნ-----–- ჯ-–--–---–ს აცნობა 2016 წლის 24 ივნისს წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის დაწყების შესახებ. ამავე წერილით ნ-----–- ჯ-–--–---–ს ეთხოვა, 10 სამუშაო დღის ვადაში, მონიტორინგისთვის საჭირო ინფორმაცის შემცველი დოკუმენტაციის, კერძოდ, ინფორმაცია ბ---ებში ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში არსებული მისი და მისი ოჯახის წევრების საანგარიშო პერიოდში (2015 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 24 ივნისის ჩათვლით) ანგარიშების ამონაწერები და ინფორმაცია საკრედიტო ვალდებულებების შესახებ. სესხის არსებობის შემთხვევაში ხელშეკრულებისა და გადახდის გრაფიკის წარდგენა.
4.1.3. ნ-----–- ჯ-–--–---–მა საჯარო სამსახურის ბიუროს 2017 წლის 11 ოქტომბრის წერილით მოთხოვნილი ინფორმაცია 2017 წლის 18 ოქტომბრის განცხადებით წარუდგინა.
4.1.4. სსიპ საჯარო სამსახურის ბიურომ 2017 წლის 23 ოქტომბრის N----- წერილით ნ-----–- ჯ-–--–---–ს აცნობა, რომ შემოწმების შედეგად გამოვლინდა დეკლარაციაში შეტანილ და ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მოპოვებულ მონაცემებს შორის შემდეგი შეუსაბამობები: 1) დეკლარაციის მონიტორინგის ელექტრონული სისტემის საშუალებით მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ნ-----–- ჯ-–--–---–-ს საკუთრებაში რეგისტრირებული იყო უძრავი ქონება, მიწის ნაკვეთი საცხოვრებელი სახლით, მდებარე თ------, ე-–------–-------ს ქუჩა N--, 338 კვ.მ. (ს/კ 5-----------). ხოლო ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში მიწის ფართის ოდენობად მითითებული იყო 200 კვ.მ., ხოლო საცხოვრებელი სახლის ფართის ოდენობად 100 კვ.მ. 2) დეკლარაციის მონიტორინგის ელექტრონული სისტემის საშუალებით მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ნ-----–- ჯ-–--–---–-ს ოჯახის წევრი, ჯ----– მ----–--- რეგისტრირებული იყო ინდივიდუალურ მეწარმედ, რის შესახებ მონაცემები არ იქნა შეტანილი დეკლარაციაში. 3) დეკლარაციის მონიტორინგის ელექტრონული სისტემის საშუალებით მიღებული სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემების შესაბამისად, ნ-----–- ჯ-–--–---–-ს ოჯახის წევრს ი----- ღ------–---–ს 2015 წლის აგვისტოს თვეში, ნ---- მ------–---გან ხელფასის სახით ჩარიცხული ჰქონდა 200 ლარი, რაც არ იქნა ასახული დეკლარაციაში. ოჯახის წევრს ა--- გ-----–---–ს სს „ლ-------- ბ----დან“ 2015 წლის განმავლობაში მიღებული ჰქონდა ხელფასი 6069 ლარი, ნაცვლად დეკლარაციაში ასახული 5712 ლარისა. 4) წარდგენილი საბ---ო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ დეკლარაციაში ასახულ სს „ლ-------- ბ----დან“ მიღებული 10 000 ლარის ოდენობის სესხიდან გამომდინარე მატერიალური შედეგი, 2015 წლისათვის, შეადგენდა 3474,07 ლარს (გასავალს), ნაცვლად დეკლარაციაში ასახული 6 000 ლარისა, ხოლო იმავე ბ---ში არსებულ ანგარიშზე ნაშთი, დეკლარაციის შევსების დღისათვის, შეადგენდა 0,97 ლარს, ნაცვლად დეკლარირებული 200 ლარისა. ოჯახის წევრის ა--- გ-----–---–ის სს „ლ-------- ბ---ში“ ანგარიშზე არსებული ნაშთი, დეკლარაციის შევსების დღისათვის იყო 236,78 ლარი, ნაცვლად დეკლარაციაში დაფიქსირებული 60 ლარისა. ამავე წერილით ნ-----–- ჯ-–--–---–ს განესაზღვრა 5 დღიანი ვადა ზემოაღნიშნულ შეუსაბამობებთან დაკავშირებით წერილობითი განმარტებების/დოკუმენტაციის წარდგენისთვის.
4.1.5. ნ-----–- ჯ-–--–---–მა 2017 წლის 30 ოქტომბერს განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს და მათ მიერ დადგენილ შეუსაბამობებთან დაკავშირებით განმარტა დეკლარაციაში ინფორმაციის მითითების მიზეზები.
4.1.6. სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მონიტორინგის დეპარტამენტმა 2017 წლის 21 ნოემბერს შეადგინა დასკვნა გ----------- რ--------–-------------–--- ყოფილი მ-----------–ის ნ-----–- ჯ-–--–---–-ს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შემოწმების შესახებ. დასკვნის შესაბამისად, უარყოფითად იქნა შეფასებული დეკლარაციაში არასრული და არასწორი მონაცემების შეტანა. დასკვნით განიმარტა, რომ შესაძლო იყო მიღებულიყო გადაწყვეტილება გ----------- რ--------–-------------–--- ყოფილი მ-----------–ის ნ-----–- ჯ-–--–---–-ს მიერ 2016 წლის 24 ივნისს წარდგენილ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არსებობის შესახებ.
4.1.7. სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს 2017 წლის 24 ნოემბრის N1------კ განკარგულებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ნ-----–- ჯ-–--–---–-ს მიერ 2016 წლის 24 ივნისს წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არსებობისა და ნ-----–- ჯ-–--–---–-ს1000 ლარით დაჯარიმების შესახებ.
4.2. სამართლებრივი დასაბუთება:
4.2.1. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
4.2.2. სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, N32) გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.
სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა (Hirvisaari v. Finland). და, პირიქით, ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ აღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou (No. 2), §§38-42).
4.2.3. სააპელაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველი დავისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებას წარმოადგენს დადგინდეს ნ-----–- ჯ-–--–---–-ს მიერ საჯარო სამსახურის ბიუროში წარდგენილი დეკლარაცია იყო თუ არა შესაბამისობაში მოქმედ კანონმდებლობასთან და კანონთან შესაბამისობის ხარისხი იძლეოდა თუ არა სანქციის დაკისრების საკმარის საფუძველს.
სადავო სამართალურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტის - „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონის 181 მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია უარყოფითად ფასდება ბიუროს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარუდგენლობის ან დეკლარაციაში არასრული და არასწორი მონაცემების, აგრეთვე ამ კანონთან და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონთან შეუსაბამო მონაცემის არსებობის გამოვლენის შემთხვევაში. ანალოგიურ დათქმას ითვალისწინებს შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქციის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტიც, რომელიც ადგენს, ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დეკლარაცია უარყოფითად ფასდება ბიუროს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარუდგენლობის ან დეკლარაციაში არასრული ან/და არასწორი მონაცემების შეტანის ნებისმიერი ფაქტის გამოვლენის, აგრეთვე „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონთან შეუსაბამო მონაცემის არსებობის გამოვლენისას.
პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მითითებას მასზედ, რომ მონიტორინგის შედეგების საფუძველზე საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არსებობის შესახებ გადაწყვეტილების მიღება წარმოადგენს თანამდებობის პირისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს. სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს 2017 წლის 9 ოქტომბრის №5----- ბრძანებით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება გ----------- რ--------–-------------–--- ყოფილი მ-----------–ის ნ-----–- ჯ-–--–---–-ს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შემოწმების მიზნით. შემოწმებას დაექვემდებარა ნ-----–- ჯ-–--–---–-ს მიერ 2016 წლის 24 ივლისს წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. ასევე, დადგენილია, რომ მონიტორინგის შედეგების საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არსებობისა და ნ-----–- ჯ-–--–---–-ს 1000 ლარით დაჯარიმების შესახებ. დეკლარაციის უარყოფითად შეფასებას საფუძვლად დაედო დეკლარანტის მიერ დეკლარაციაში არასრული და არასწორი მონაცემების მითითება. კერძოდ, დეკლარაციაში არასრული და არასწორი მონაცემის ფაქტად მიჩნეულ იქნა ნ-----–- ჯ-–--–---–-ს მიერ დეკლარაციაში „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის ,,დ’’, „ი“, „კ“, „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის არასრულყოფილად ასახვა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დაადგინა, რომ მონიტორინგს დაქვემდებარებული დეკლარაცია უსწორობებს შეიცავდა.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის უნდა შეფასდეს, არსებული დარღვევა ქმნიდა თუ არა თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის უარყოფითად შეფასებისა და დარღვევის არსებობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველს.
სასამართლო განმარტავს, არსებითი მნიშვნელობა ენიჭება ნორმის სწორ განმარტებას, კერძოდ, იმ გარემოების დადგენას ,,საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონის 181 მუხლის მე-12 პუნქტით ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის უარყოფითად შეფასებისა და დეკლარაციაში დარღვევის არსებობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთი საფუძველი - დეკლარაციაში არასრული და არასწორი მონაცემების გამოვლენა გულისხმობს დეკლარაციაში გამოვლენილი ნებისმიერ უზუსტობას თუ მხოლოდ ისეთი სახის ინფორმაციის არასახვას ან/და არასრულად ასახვას, რომელიც არსებითი ხასიათისაა და წინააღმდეგობაში მოდის დეკლარაციის შევსების მიზანთან.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ნორმის განმარტება ემყარება გარკვეულ პრინციპებს, კერძოდ: ობიექტურობის პრინციპს, რაც გულისხმობს, რომ განმარტება უნდა ეფუძნებოდეს კანონის ტექსტს და გამოხატავდეს კანონმდებლის ნებას; ერთიანობის პრინციპს - ყოველი ნორმა წაკითხულ უნდა იქნეს არა ამოგლეჯილად, არამედ სისტემურად, კანონის ტექსტის ლოგიკურ ჭრილში და გენეტიკური განმარტების პრინციპს, რომლის შესაბამისად, ნორმის განმარტებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს კანონმდებლის მიზანი და განზრახულობა. ამდენად, ,,საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონის 181 მუხლის მე-12 პუნქტი უნდა განიმარტოს სწორედ ზემოაღნიშნული პრინციპების დაცით, რაც მოგვცემს მისი შინაარსის განსაზღვრისა და კანონმდებლის ნების სწორი განმარტების საშუალებას.
პალატა განმარტავს, რომ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია წარმოადგენს კორუფციასთან ბრძოლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მექანიზმს, დეკლარაციის შევსება მიზნად ისახავს კორუფცულ სამართალდარღვევათა გამოვლენას და პრევენციას, ასევე, საზოგადოების ნდობის ამაღლებს თანამდებობის პირთა საქმიანობის მიმართ. საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ დეკლარაციაში ასახული მონაცემებს სისრულის და სიზუსტის შემოწმებაც (მონიტორინგი) ემსახურება ზემოაღნიშნულ მიზანს, რაც განსაზღვრულია კიდეც საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 თებერვლის №81 დადგენილებით დამტკიცებული ,,შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქციის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში. კერძოდ, მითითებული ნორმის თანახმად, დეკლარაციის მონიტორინგის მიზანია თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ მის მიერ დეკლარირებული მონაცემების სისრულისა და სისწორის შემოწმება, ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა და პრევენცია. სწორედ კანონმდებლის მიზნის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ არასრული ან არასწორი მონაცემის მითითება მოიაზრებს დეკლარაციაში მხოლოდ ისეთი შინაარსის დარღვევის გამოვლენას, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს დეკლარაციის შევსების მიზანზე, კერძოდ, მონიტორინგის განმახორციელებელმა პირმა უნდა დაადგინოს გამოვლენილი უზუსტობის ხასიათი, უსწორობა ხომ არ არის ტექნიკური, მექანიკური ხასიათის მატარებელია, ასევე, უნდა დაადგინოს, წარმოადგენს თუ არა გამოვლენილი უსწორობა უსწორობის იმგვარ ფორმას, რომლის არსებობაც საფრთხეს უქმნის კორუფციული სამართალდარღვევის გამოვლენას და პრევენციას, ასევე, საზოგადოების ნდობას თანამდებობის პირის საქმიანობის მიმართ. სასამართლოს მოსაზრებით, ,,საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონის 181 მუხლის მე-12 პუნქტის ფართო ინპერპრეტაცია და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში არასრული და არასწორი მონაცემის მითითებად ნებისმიერი სახის უზუსტობის მოაზრება და დეკლარაციის უარყოფითად შეფასებისა არათუ სცილდება კანონის მიზანს, არამედ წინააღმდეგობაში მოდის მასთან.
პალატა მიიჩნევს, რომ მართალია, ნ-----–- ჯ-–--–---–-ს მიერ საჯარო სამსახურის ბიუროში წარდგენილი ქონებივი მდგომარეობის დეკლარაციაში არ იყო ასახული „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის ,,დ’’, „ი“, „კ“, „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია, თუმცა აღნიშნული, დარღვევის შინაარსის გათვალისწინებით, არ ქმიდა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არსებობისა და ნ-----–- ჯ-–--–---–-ს 1000 ლარით დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველს.
კორუფციული სამართალდარღვევა თავისი ბუნებით წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და მიუხედავად კორუფციული სამართალდარღვევების მომწესრიგებელი სპეციალური ნორმებისა, მასზე ასევე ვრცელდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ზოგადი ნორმები. საქართველოს სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
კონკრეტული ქმედების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად მიჩნევისათვის აუცილებელია ერთდროულად არსებობდეს შემდეგი პირობები: სახეზე უნდა იყოს კანონით გათვალისწინებული ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა; ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო; ქმედების ჩადენა უნდა მოხდეს ბრალეულად (განზრახ ან გაუფრთხილებლობით); და უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამრიგად, დავით ივანიშვილის სამართალდამრღვევად მიჩნევისათვის სახეზე უნდა გვქონდეს მოსარჩელის მიერ განხორციელებული ქმედება, რომელიც მართლსაწინააღმდეგოა და სახეზე უნდა იყოს ბრალი (მოსარჩელის დამოკიდებულება მის მიერ განხორციელებული ქმედების მიმართ).
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს აპელანტის პოზიციას მხოლოდ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის ამსახველ დეკლარაციაში სადავო ინფორმაციის მიუთითებლობის/არასწორად მითითების საფუძვლით თანმადებობის პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებას, ვინაიდან როგორც უკვე აღინიშნა, მხოლოდ მართლსაწინააღმდეგო ქმედების არსებობა ბრალის შეფასების გარეშე არ არის საკმარისი ქმედების სამართალდარღვევად მიჩნევისათვის.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, პალატა ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 02 მარტის გადაწყვეტილების დასკვნას მასზედ, რომ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. შესაბამისად, სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
5.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნები სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
5.2. სასამართლო ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები; სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები; სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
იმავე კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქმეს თან ერთვის აპელანტის მიერ სასამართლო ხარჯის გაღების დოკუმენტაციაი, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდის ქვითარი, შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 02 მარტის გადაწყვეტილება;
3. სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ სააპელაციო საჩივარზე, სახელმწიფო ბაჟის სახით, გადახდილი 150 (ას ორმოცდაათი) ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. N32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
თავმჯდომარე: ილონა თოდუა
მოსამართლე: შოთა გეწაძე
გიორგი გოგიაშვილი